You are on page 1of 1

ანა ახალკაცი- დავალება 1

დიალექტი- აჭარული

ყოფილა და რა ყოფილა, ხთის უკეთესი რა იქნებოდა. ყოფილა ერთი კაცი. ეს


კაცი ფიქრობდა, დავქორწილდე უნდა, მხოლოთ როგორი ქალი ვითხოვო,
ქვრივი ვითხოვო, თუ გოგო, რა ჯობია ჩემთვისო? ეკითხება ამ ჭკუას ამა თუ იმ
შემხვედრ ხალხს. ურჩევს ზოგიერთები: შენ მაგი რადგან ვერ გადასწყვიდე,
არის ერთ ადგილზე სოლომონ ბძენი. წადი და იმას კითხე ჭკუაო. დიდი ხნის
შემდეგ მიდის იმ კაცთან ჭკვის საკითხავათ. გეჲარა რამდენიმე გზა, შეხტა ერთი
მეწისქვილე. ნახა წისქვილი ფქვავს, მარა ალა არა აქვს, ნაფქვავი მიაქ წყალს.
ეკითხება ეს კაცი: რა ჭკûაა ეს, წისქვილი კარქათ ფქვავს, მარა ალა არა აქვს და
წყალ მიაქ ქფილიო! მეწისქვილე ეუბნება: ეს რაში მენაღვლება მე, ჩემი ხომ
არāო. მე დაქირავებული ვმუშაოფო. წისქვილი კი არის სოლომონ ბძენისო.
ამან იფიქრა: მე სოლომონ ბძენთან ჭკუის საკითხავათ მივდიოდი და ეს რა
ჭკûააო. ფიქრობს დაბრუნებას, ხოლოთ იფიქრა: რამტონი გზა გამოსული ვარ
და ბარემ მაჲნც მივალო. განაგძო გზა და წევდა წინ. გეჲარა რამოდენიმე გზა,
შეხტა გზაზე ერთი ოთახი. ამ ოთახში არის ძალჲან ხმაურობა. ხოლოთ კარები
კი არის ჩაკეტილი! იფიქრა ამ კაცმა, რა ხმაურობაა ამ ერთ ოთახშიო.
დūბრახუნა კარზე.

You might also like