You are on page 1of 5

ჰანა არენდტი

მარი ადუაშვილი

საშინაო დავალება წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა


და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტისგან

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2

კურსის ხელმძღვანელი: ნინო როდონაია

სემინარისტი: ლუკა კუჭუხიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
ჰანა არენდტი, ცნება ,,ტოტალიტარიზმის“ ზუსტ განსაზღვრას არ გვთავაზობს,
თუმცა განიხილავს სხვადასხვა ასპექტებს, რის საფუძველზეც გვიხატავს
ტოტალიტარიზმის სურათს, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა სხვადასხვა ნიშნით
ამოვიცნოთ. ამ ასპექტებს გავეცნობით თავად ტოტალიტარიზმის განხილვისას.
ტოტალიტარული მოძრაობა მომაჯადოვებლად წარმოაჩენს ცრუ სამყაროს
სტაბილურობას, რომელიც ადამიანის გონებას უფრო უკავშირდება ვიდრე რეალობას
და აი რაში მდგომარეობს ტოტალიტარული პროპაგანდის ძალა, მისი მიზანია, რომ
გამოთიშოს მასები რეალური სამყაროდან და არ დაუშვას, რომ ვინმემ წარმოსახვითი
სამყარო რეალობის მცირე ნაპერწკალით მაინც დაარღვიოს. სხვანაირად, რომ ვთქვათ
ტოტალიტარული პროპაგანდა ქმნის (არაორგანიზებულ) სამყაროს ანალოგს,
რომელიც კონკურენციას უწევს რეალურ სამყაროს. რაც შეეხებათ თანამედოვე
მასებს, მათ არ სჯერათ იმის რასაც საკუთარი თვალით ხედავენ, თუნდაც ეს იყოს
საკუთარი გამოცდილება. წარმოსახვის უნარს იმაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ
ვიდრე საკუთარ თვალსა და ყურს. ის, რისიც მათ სწამთ იმ სისტემის სტაბილურობის
ნაწილია, რომლის წევრებადაც საკუთარ თავს თვლიან. სინამდვილეში ის, რაზეც
მასები უარს ამბობენ არის შემთხვევითობა, რომელიც პირდაპირპროპორციულად
უკავშირდება რეალობას. რეალურად არსებული ფაქტები მათთვის კანონის ნაწილია
და შემთხვევითობას ყველანაირ ვარიანტში გამორიცხავენ. ზოგადად,
ტოტალიტარული პროპაგანდა, რეალობიდან გამონაგონში გადადის,
შემთხვევითობიდან კი სტაბილურობაში. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ,
ტოტალიტარული მოძრაობა, ფარავს რეალობას და მას ფიქციით ანაცვლებს, ხოლო
ყველა არსებულ შემთხვევითობას სტაბილურობას უკავშირებს, ამით კი არსებულ
სიცარიელეს ავსებს. თავად ტოტალიტარული პროპაგანდის ნაკლი რომ
განვიხილოთ, არის ის, რომ მას არ შეუძლია მასების ლტოლვის დაკმაყოფილება
სრულიად გასაგები სამყაროს შესახებ ისე, რომ რეალობასთან კონფლიქტში არ
აღმოჩნდეს. მაშინ როცა მასები რეალობისგან გაქცევის სურვილით ცხოვრობენ, აღარ
შესწევთ ძალა იმისა, რომ აიტანონ შემთხვევითი ასპექტები. მათ ლტოლვას
გამოგონილისკენ გარკვეული კავშირი აქვს ადამიანურ გრძნობებსა და ხედვებთან.
რეალობისგან გაქცევა ერთგვარი განაჩენია, რომელიც აიძულებს მასებს, რომ
იცხოვრონ იქ სადაც არ შეუძლიათ არსებობა.

2
ტოტალიტარიზმის მეცნიერულობა ,,ხასიათდება თითქმის ექსკლუზიური აქცენტით
მეცნიერულ წინასწარმეტყველებაზე, რაც მას განასხვავებს უფრო ძველმოდური,
წარსულზე აპელირებისგან“ (არენდტი, 2018, 359). რას გულისხმობს მეცნიერული
წინასწარმეტყველება?! ტოტალიტარულმა პროპაგანდამ წინასწარმეტყველების
ფორმით თავისებური ტექნიკა შეიმუშავა, რომლითაც განაცხადის გაკეთების
მეთოდი მწვერვალზე აიყვანა. ამ ტექნიკას კი თან უსწრებდა მეთოდის ეფექტურობა
და შინაარსის აბსურდულობა. აღნიშნული ტექნიკის მთავარი დანიშნულება იყო,
რომ გარკვეული საუბრებისას, დისკუსიის თავიდან ასაცილებლად აწმყოს
განხილვის ნაცვლად მომავალზე კონცენტრირებულიყვნენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს
ისიც, რომ ეს პროცედურა ტოტალიტარულ იდეოლოგიებს არ გამოუგონიათ.
მასობრივი პროპაგანდის მეცნიერულობა უკვე გამოყენებადი იყო თანამედროვე
პოლიტიკაში. ამიტომ ტოტალიტარიზმი იყო ბოლო საფეხური, რომელშიც
მეცნიერება გახდა სასწაულებრივი ძალის მქონე საგანი, რომელსაც შეეძლო
განეკურნა ადამიანის ბუნება. მეცნიერული წინასწარმეტყველება, გულისხმობს
იმასაც, რომ ლიდერი შეუმცდარია, ის რასაც იგი მომავალზე ამბობს უტყუარი იქნება,
რადგან ის რაც მომავალზეა გათვლილი გადამოწმებას არ ექვემდებარება.

როგორც დასაწყისშიც ვახსენე, ტოტალიტარული მოძრაობა ცვლის საზოგადოების


მიერ რეალობის აღქმას და პირველ ადგილზე დგება წარმოსახვითი უნარის
გამოყენება. რეალობის შეცვლა ტოტალიტარული მოძრაობის მიერ, სწორედ
პროპაგანდის მეშვეობით ხდება, ძალაუფლებაში მოსვლის შემდგომ კი
ინდოქტრინაციით. არენდტის აზრით, პროპაგანდასა და ინდოქტრინაციას შორის
კავშირი დამოკიდებულია მოძრაობის სიდიდესა და არსებულ წნეხზე.
ტოტალიტარული რეჟიმი პროპაგანდას მიმართავს გარეთ, ეს შეიძლება იყოს
ქვეყნები საზღვრებს გარეთ ან არატოტალიტარული მოსახლეობა ქვეყნის შიგნით.
პროპაგანდის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტერორს, რომელიც
პროპაგანდის მიერ დატოვებულ ანაბეჭდს წარმოადგენს. იქ სადაც ტოტალიტარიზმს
სრული კონტროლი აქვს, პროპაგანდას ანაცვლებს ინდოქტრინაცია და ხდება
ძალადობის გამოყენება არა ხალხის დასაშინლებლად, არამედ, მისი იდეოლოგიური
დოქტრინის რეალიზებისთვის. ავტორი ამბობს, რომ პროპაგანდის აუცილებლობა
ყოველთვის გარესამყაროსგანაა ნაკარნახევი, თავად მოძრაობები კი სინამდვილეში

3
ინდოქტრინაციას ეწევიან. ინდოქტრინაცია იზრდება, როდესაც მოძრაობა
ძლიერდება. ამავდროულად ინდოქტრინაცია უკავშირდება ტერორს. ტერორი კი
იმაზე მეტია ვიდრე ფსიქოლოგიური ომი, რომელსაც პროპაგანდა აწარმოებს.
ტერორი კი, როგორც პროპაგანდის ანაბეჭდი საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა
ნაციშმზი, რასაც ვერ ვიტყვით კომუნიზმზე.

მოსაზრება, რომ ,,ტოტალიტარული მოძრაობები სოციალიზმსა და რასიზმს ისე


იყენებდნენ, რომ აცარიელებდნენ მათ უტილიტარული შინაარსისგან, კლასის თუ
ნაციის ინტერესებისგან“, გულისხმობს, იმას რომ ლიდერი მუდმივად მართალია და
უფრო მეტიც, მან არასდროს უნდა აღიაროს საკუთარი შეცდომა. ლიდერის
შეუცდომლობა უკავშირდება ისტორიას და ბუნების ძალებს. ძალებს, რომელთა
შეცდომასაც ვერანაირი მარცხი ვერ დაადასტურებს, რადგან მათი სიმართლე უნდა
იყოს ხანგრძლივი. მასობრივი ლიდერები მუდმივად იმაზე ფიქრობენ, რომ თავისი
დაპირებები სისრულეში მოიყვანონ, ეს კი ყველა უტილიტარულ განსჯაზე ბევრად
მეტია. საუკეთესო მაგალითს ნაცისტები წარმოადგენენ, რომლებიც ომის
დასრულების შემდეგ ყველანაირ ძალას იყენებდნენ გერმანიის დასანგრევად, რათა
მათი წინასწარმეტყველება რეალობად ექციათ. იმ შემთხვევაში კი, როცა მსხვერპლთა
დასჯა გარდაუვალია, ,,წინასწარმეტყველება“ ერთგვარი იარაღი ხდება ლიდერთა
გამართლებისთვის. რაც შეეხება რასიზმს, ავტორის აზრით, იგი იმპერიალიზმმა
შექმნა, რომლის შექმნასაც თან დაერთო უამრავი უარყოფითი რამ. იმპერიალიზმმა,
თანასწორობის მიუხედავად საზოგადოება ორ, მაღალ და დაბალ რასობრივ ფენად
დაყო. დაბალ ფენაში გაერთიანებულნი იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც
ჰქონდათ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ნიშნები, იმ შემთხვევაში თუ მაღალი
რანგის წარმომადგენელი მოკლავდა დაბალი რანგის წარმომადენელს ეს
დანაშაულად არ ითვლებოდა. საბოლოოდ რასიზმი პროპაგანდის
მეცნიერულობისგან გაიმიჯნა, დამოუკიდებელი გახდა.

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰანა არენდტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი


ფიგურაა პოლიტიკურ თეორეტიკაში.

4
ბიბლიოგრაფია

არენდტი, ჰანა. 2018. ,,ტოტალიტარული მოძრაობა“. შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში II. 353-417. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა.

You might also like