You are on page 1of 5

ტოტალიტარიზმის არსებობისათვის აუცილებელია ე. წ. მასის არსებობა.

მასას
წარმოადგენს არა „ხალხი“, არამედ იმ ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც
პოლიტიკური თუ კლასობრივი ინტერესების გარეშე დარჩა, რომელიც გულგრილია
საჯარო საქმეების და სივრცის მიმართ.

      ტოტალიტარული მოძრაობები არსებობს იმ, სამყაროში, რომელიც თავისთავად არ


არის ტოტალიტარული. მათი პროპაგანდა მიმართულია არა ტოტალიტარული
ფენისადმი ქვეყნის შიგნით და არა ტოტალიტარული ქვეყნებისაკენ საზღვარგარეთ.
უკვე ხელისუფლებაში ყოფნისასაც პროპაგანდა მიმართულია საკუთარი მოსახლეობის
იმ ნაწილზე, რომელიც არასაკმარისად მორჩილია ან არ იზიარებს მოძრაობის
ჭეშმარიტ მიზნებს. მას შემდეგ, რაც საკუთარი მოსახლეობა აღარ საჭიროებს ზეწოლას,
პროპაგანდა სრულად არის მიმართული გარე სამყაროსაკენ. „რაც უფრო დიდია
ტოტალიტარულ რეჟიმზე ზეწოლა გარე სამყაროსგან - ზეწოლა, რომელიც რკინის
ფარდის მიღმაც კი შეუძლებელია სრულად იქნას იგნორირებული, - მით უფრო
აქტიურად ჩაერთვებიან ტოტალიტარული დიქტატორები პროპაგანდაში“.
[1] ტოტალიტარული მთავრობების იზოლაციის გაზრდასთან ერთად პროპაგანდას
ჩაანაცვლებს ინდოქტრინაცია, რომლის აუცილებელი მეწყვილეა ტერორი.
      პროპაგანდა საჭიროა „ფსიქოლოგიური ომის საწარმოებლად“. იქ, სადაც ტერორი
მძვინვარებს ( მაგალითად საკონცენტრაციო ბანაკები), პროპაგანდის საჭიროება აღარ
არსებობს. ტერორი გაცილებით დიდი დოზით ახასიათებდა ნაციზმს, ვიდრე
კომუნიზმს. მასობრივი ტერორის ფორმა ხშირად ასრულებს ძალის პროპაგანდის
როლს. რომელიმე პარტიის კუთვნილება ადამიანებს უჩენს უპირატესობის,
დაცულობის გრძნობას.

      ტოტალიტარულ პროპაგანდას არ ახასიათებს ადამიანებისადმი პირდაპირი


მუქარა და დანაშაულებები, არამედ დაშინების შემცველი მინიშნებები, არაპირდაპირი
მუქარა და სხვა. ნაცისტური პროპაგანდა აშინებდა ადამიანებს, რომ ბუნებისა და
სიცოცხლის მარადიულობის კანონების წინააღმდეგ არ წასულიყვნენ, კომუნისტების
შემთხვევაში ადამიანები უნდა დამორჩილებოდნენ ისტორიისა და კლასობრივი
ბრძოლის კანონზომიერებებს.

      ტოტალიტარული პროპაგანდა „მეცნიერულ“ მტკიცებულებებს ეფუძნება, ეს არის


საერთო მასობრივი რეკლამისა და მასობრივი პროპაგანდისათვის. ორივე შემთხვევაში
მეცნიერება მხოლოდ „ძალაუფლების სუროგატია“. 

      ტოტალიტარულ პროპაგანდას აქვს პრეტენზია მეცნიერულ


წინასწარმეტყველებაზე „შეუმცდარი წინასწარმეტყველების მეთოდი ტოტალიტარული
პროპაგანდის ნებისმიერ სხვა იარაღზე მეტად ააშკარავებს მის საბოლოო მიზანს
მსოფლიო დაპყრობისა, რადგან ტოტალიტარულ მმართველს მხოლოდ სრულიად მისი
კონტროლის ქვეშ მყოფ სამყაროში შეუძლია მოახდინოს ყველა თავისი ტყუილის
რეალიზება და ჭეშმარიტებად აქციოს ყველა წინასწარმეტყველება“.[2]
      ტოტალიტარული პროპაგანდა სასტიკად უსწორდება ჯანსაღ აზროვნებას
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელს თავისი მნიშვნელობა დაკარგული აქვს.
მასები ემორჩილებიან გამოგონილ სტაბილურობას. პროპაგანდა ცდილობს გადავიდეს
რეალობიდან გამონაგონში და აღკვეთოს შემთხვევითობები.

      ტოტალიტარული პროპაგანდის უპირატესობის მიზეზი არის ის, რომ თავის თავს


წარმოაჩენს როგორც რეალურ ხელშეუხებელ ელემენტს, რომლის განხილვაც არ
შეიძლება. ასეთი იყო ნაცისტურ გერმანიაში რასიზმი და ანტისემიტიზმი - მათი
მართებულობა არავითარ განხილვას არ ექვემდებარებოდა.[3]
      ჩემი აზრით, ტოტალიტარული პროპაგანდა ახორციელებს რა ტყუილის
სიმართლედ წარმოჩენის პროცესს გააზრებისა და განხილვის გარეშე, ამისთვის იყენებს
ძალადობასა და ტერორს, თავის თავშივე მოიცავს უეჭველ მარცხს.

      როგორიც არ უნდა უმოტივაციო იყოს მასა და ერთგული ელიტა,, დგება დრო,


რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას - ტყუილს ტყუილი, ძალადობას ძალადობა.
ამ მომენტში ტოტალიტარი ლიდერი კარგავს ყველანაირ დასაყრდენს და განწირულია
მარცხისათვის.

      უახლოესი წარსულიც და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებაც გარკვეულწილად


შეიცავს ტოტალიტარული ფორმაციის გარკვეულ ნიშნებს და არც მისთვის
დამახასიათებელი პროპაგანდის თვისებებისგანაა  თავისუფალი. დემოკრატიული
ხელისუფლება და თავისუფლებაზე პრეტენზიის მქონე მოსახლეობა ძალიან
ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოს, რომ არ დაირღვეს ჭეშმარიტი დემოკრატიის
პრინციპები. 

ებრაული წარმოშობის გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტიკური


თეორიტიკოსი და ისტორიკოსი ჰანა არენდტი, რომელიც ხელისუფლებაში
ნაცისტების მოსვლის შემდეგ გერმანიიდან საფრანგეთში გადაიპარა. 1940წელსი კი
ინტერნირებულ იქნა გიურსის საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც მოახერხა
გაქცევა. ამავე წელს, ოკუპირებული საფრანგეთიდან ჯერ ლისაბონში, ხოლო
შემდეგ ნიუ-იორკში გაიქცა. ასწავლიდა მრავალ უნივერსიტეტში. იგი არის
ტოტალიტარიზმის თეორიის შემქმნელი. ჰანამ ჰოლოკოსტში არამარტო
გერმანელები, არამედ საკუთარი რჯურის ხალხი - ებრაელები ამხილა, რომლებიც
საკუთარი თავის გადასარჩენად ეხმარებოდნენ ფაშისტებს ებრაელთა დევნისას...

ტოტალიტარიზმი ანტიდემოკრატიული რეჟიმია, რომელსაც ჰანა არენდტი


თავისუფლების გამანადგურებლად მიიჩნევდა. მისი თქმით, ტოტალიტარიზმი
მასების გულის მოგებას პროპაგანდის საშუალებით ცდილობს, რომელიც
ფსიქოლოგიური ომის ნაწილია. მას ტოტალიტარული მოძრაობები ძალაუფლების
მოპოვებისთვის იყენებენ. ავტორი ტერორს ტოტალიტარული სახელმწიფოს
მართვის ფორმად მიიჩნევდა, ხოლო პროპაგანდას - მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.
ქვეყნის შიგნით ტოტალიტარული მოძრაობების პროპაგანდა მიმართულია
არატოტალიტარული ფენისადმი, ხოლო ქვეყნის გარეთ - არატოტალიტარული
სახელმწიფოებისადმი. პროპაგანდა მიმართულია მოსახლეობის იმ ნაწილზე,
რომელსაც არასაკმარისად სჯერა მოძრაობის მიზნების.

ტოტალიტარული მთავრობა ცდილობს, იზოლირებული გახადოს ქვეყნის


მოსახლეობა და გააძლიეროს პროპაგანდა. როცა ტერორია გაბატონებული,
პროპაგანდა საჭირო აღარაა. ავტორი მასობრივ ტერორს ძალის პროპაგანდად
თვლიდა. პროპაგანდით ტოტალიტარიზმი დიდ ხანს ვერ იარსებებდა. შიშის
დასათესად საჭიროა ტერორი. ვინც არ დაემორჩილებოდა რეჟიმს, უმკაცრესად
ისჯებოდა. ხალხი ვერ ბედავდა წინააღმდეგობის გაწევას და თავს იტყუებდა, რომ
ყველაფერი კარგად იყო. როცა ტოტალიტარიზმი აბსოლუტურად აკონტროლებდა
ყველაფერს, ძალადობა დასაშინებლად კი არა, არამედ ტყუილების
რეალიზაციისთვის ხდებოდა საჭირო.

არენდტი ტერორის ზეგავლენას უფრო ფართომაშტაბიანად მიიჩნევდა, ვიდრე


პროპაგანდას, რადგანაც ტერორი მაშინაც კი გრძელდება, როცა პროპაგანდის
მიზანი მიღწეულია. მას მაგალითად მოჰყავს საკონცენტრაციო ბანაკებში
არსებული ტერორი, რომელიც ზენიტშია, პროპაგანდა კი სრულიად გამქრალია.

ტოტალიტარული პროპაგანდა საშიში მინიშნებებით ახდენდა ხალხზე გავლენას.


კომუნისტურ პროპაგანდა იმით აშინებდა ხალხს, რომ ადუმორჩილებლობის
შემთხვევაში უსარგებლოდ განლევდნენ ცხოვრებას. ნაცისტები კი დაუფარავად
აფრთხილებდნენ ადამიანებს, რომ თუ ბუნებისა და მარადიულობის კანონის
წინააღმდეგ იცხოვრებდნენ, მათ სისხლი გადაუგვარდებოდათ. ომის დროს
ჰიტლერი საკუთარ გენერლებასც კი ატყუებდა, რომ ებრაელებს ევროპიდან
გადაასახლებდა. სინამდვილეში მათი ამოწყვეტა ჰქონდა განზრახული.

ტოტალიტარულ პროპაგანდას ხალხი გადაჰყავს გამონაგონ ილუზიაში. მასები


ემორჩილებიან გამოგონილ სტაბილურობას. ერთ–ერთი გამონაგონი ებრაელების
მსოფლიო შეთქმულების ამბავი იყო.

ტოტალიტარული მმართველობა პროპაგანდის მეთოდებს თავისი საგარეო


პოლიტიკის, ან საზღვარგარეთ არსებული განშტოებებისთვის იყენებს. თუ ზეწოლა
გარე სამყაროსგან მოხდა, პროპაგანდა გააქტიურდება. მისთვის დამახასიათებელია
წინასწარმეტყველული ფორმით განცხადების გაკეთება, რითაც თავს არიდებს
დისკურსიას. აბსურდული არგუმენტი ადვილად დასაჯერებელი ხდება, თუ მას
აწმყოში არ გამოვცდით და მომავალს მივანდობთ მისი უპირატესობის
დამტკიცებას. ტოტალიტარული პროპაგანდა საკუთარ თავს ხელშეუხებლად
წარმოაჩენს. მისი მართებულობა განხილვას არ ექვემდებარება. ნაცისტები
გერმანელებს უწინასწარმეტყველებდნენ, რომ მათი მარცხის შემთხვევაში,
გერმანელი ხალხი განადგურდებოდა. ჰიტლერი წინასწარმეტყველებით
ამართლებდა საკუთარ გადაწყვეტილებებს. იგი ამბობდა, რომ ბუნების კანონები
ისედაც ანადგურებდა დემოკრატიებს, ებრაელებს, ავადმყოფებს, აღმოსავლულ
ქვეყნებს და ამიტომაც ისინი უნდა განადგურებულიყვნენ. ავტორის თქმით,
„შეუმცდარი წინასწარმეტყველების მეთოდი ტოტალიტარული პროპაგანდის
ნებისმიერ სხვა იარაღზე მეტად ააშკარვებს მის საბოლოო მიზანს მსოფლიო
დაპყრობისა“ ( არენდტი 2018, 366 ).
ტოტალიტარიზმში ლიდერის მახასიათებელი იყო შეუმცდარობა. მას არ უნდა
ეღიარებინა შეცდომა, გადაწყვეტილება განსჯას არ ექვემდებარებოდა. ლიდერი
რეალობას ტყუილებს არგებდა. ავტორის აზრით, „ფაქტი სრულიად
დამოკიდებულია ადამიანის ძალაუფლებაზე, რომელსაც შეუძლია მისი
ფაბრიკაცია“ ( არენდტი 2018, 365 ).

ტოტალიტარიზმში ლიდერს არ გააჩნია სინდისი და ზნეობა, იგი საზოგადოების


კონტროლს ცდილობს. ასეთები სიჯიუტით გამოირჩევიან და საკუთარ ტყუილს
ებღაუჭებიან. ლიდერი იმ მასის წარმომადგენელია, რომელსაც წინ მიუძღვის. მისი
უმაღლესი ამოცანაა, იმოქმედოს როგორც გარე სამყაროსგან მოძრაობის მაგიურმა
დაცვამ და იყოს ხიდი მოძრაობასა და გარე სამყაროს შორის. ლიდერთან
გაიგივებულია მთელი ორგანიზაცია. ტოტალიტარიზმში ლიდერი საბოლოოდ
მარცხდება, რადგანაც ტყუილს სიმართლეს ჩაანაცვლებს. ტოტალიტარულმა
რეჟიმმა შექმნა ახალი ორგანიზაციები. ხალხს აიძულებდნენ ესარგებლათ ამ
ორგანიზაციებით. ასე ადვილად იმართებოდა ყველა სფერო. ვინც ამ
ორგანიზაციებს არ ემხრობოდა, იგი ხალხის მტრად ცხადდებოდა. ეს
ორგანიზაციები იქმნებოდა პროპაგანდისტული ტყუილების რეალობად
გარდასაქმნელად. არენდტი ორგანიზაციას და პროპაგანდას ერთი და იმავე
მედლის ორ მხარედ მიიჩნევდა. ხელისუფლებაში მოსვლამდე იქმნებოდა
ფასადური ორგანიზაციები. გაევლებოდა განმასხვავებელი ხაზი პარტიის წევრებსა
და მხარდამჭერებს შორის.

ფუნქციონერთა დანიშვნა ხდებოდა ზემოდან და საბოლოოდ ერთი ადამიანის


ხელში გადადიოდა. ორგანიზაციებს ახასიათებდათ ანონიმურობა. არამკაფიოდ
მხარდამჭერებს პოლიტიკური პროცესის გადამწყვეტ ძალად მოიაზრებდნენ.
ფასადური ორგანიზაციები დამცავი კედელივით ერტყა გარს მოძრაობების
წევრებს. მოძრაობა დაიყო ელიტურ ფორმაციებად, წევრებად და მხარდამჭერებად.
პარტიის რიგითი წევრებისგან ელიტური ფორმაციები იმით განსხვავდებოდა, რომ
ელიტა არ არის შექმნილი იდეოლოგებისგან. მისი მიზანია გააქროს მასების უნარი,
ერთმანეთისგან განასხვაოს ტყუილი და მართალი. ელიტას ამზადებდნენ
დაუნდობელი ბრძოლის საწარმოებლად. ფასადური ორგანიზაციები იყვნენ
არამარტო ტოტალიტარული მოძრაობის ფასადი არატოტალური სამყაროსადმი,
არამედ არატოტალიტარული სამყაროს ფასადიც მოძრაობის შინაგანი
იერარქიისათვის.

ჰანა არენდტის შრომების კითხვისას მნიშვნელოვანია დავაკავშიროთ ისეინი იმ


სახელმწიფოსა და იმ ეპოქას, სადაც და როდესაც ვცხოვრობთ. გაგავლოთ
პარალელები და ვიპოვოთ ტოტალიტარიზმის ნიშნები, ან ტოტალიტარიზმის
პროგნოზირება მოვახდინოთ!

You might also like