You are on page 1of 4

Geek Squad: ახალი ბიზნესი ახალი გარემოსთვის

„რამდენადაც გვაქვს ინოვაცია, მოსალოდნელია გვქონდეს ახალი სახის ქაოსი“ - გვიხსნის რობერტ
სტეფენსი, ტექნოლოგიების დამხმარე კომპანია Geek Squad-ის დამფუძნებელი. ქაოსს, სტეფენსი
უკავშირებს იმ სირთულეს, რომელსაც ვაწყდებით, როცა ვცდილობთ გავერკვეთ გარემოს
ცვლილებებში, კერძოდ: კომპიუტერებთან, ტექნოლოგიებთან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან,
კომუნიკაციებსა და გართობასთან დაკავშირებით. ზოგადად მომხმარებლები რთულად მიიჩნევენ
დღეს არსებული ელექტრონული პროდუქტების დაინსტალირებასა და ოპერირებას.
„ინსტრუქციების წაკითხვას დრო სჭირდება“ - ამბობს სტეფენსი. „მე ვაპირებ დაგიზოგოთ დრო,
რადგან ვრჩები სახლში შაბათ ღამეს და ვკითხულობ ინსტრუქციებს თქვენთვის“.

კომპანიის შესახებ

Geek Squad-ის ისტორია იწყება მაშინ, როცა რობერტ სტეფენსმა, რომელიც წარმოშობით
ჩიკაგოდანაა, მიიღო ხელოვნების ინსტიტუტის სტიპენდია კომპიუტერული მეცნიერებების
შესასწავლად. სანამ იგი კომპიუტერული მეცნიერებების შემსწავლელი სტუდენტი იყო, მუშაობდა
კვლევითი ლაბორატორიის კომპიუტერების შემკეთებელად. ამავდროულად, მან დაიწყო
საკონსულტაციო საქმიანობაც. მას შეეძლო შეეკეთებინა ტელევიზორები, კომპიუტერები და სხვა
საგნები, თუმცა გადაწყვიტა ფოკუსირება მოეხდინა კომპიუტერებზე. საკონულტაციო
გამოცდილებამ, მას საშუალება მისცა გაეცნობიერებინა, რომ უმეტეს ადამიანებს სჭირდებათ
დახმარება ტექნოლოგიებთან მიმართებაში და აფასებენ ისეთი კომპანიის სერვისს, რომლის
თანამშრომლებსაც შეუძლიათ კონკრეტულ დროს დახმარება, არიან მეგობრულები, საუბრობენ
გასაგებად და აგვარებენ პრობლემებს. ამგვარად, 1994 წელს, მხოლოდ 200$ -ით მან დააარსა
კომპანია Geek Squad.

Geek Squad-მა დაიწყო სწრაფი და ეფექტური სერვისის მიწოდება ყველანაირი კომპიუტერული


საჭიროებებისთვის, იმისდამიუხედავად კომპიუტერი რა მოდელის იყო და სად იყო შეძენილი.
Geek Squad -ის თანამშრომლებს უწოდებდბენ „აგენტებს“. ისინი ატარებდნენ უნიფორმას - შავი
შარვალის/ქვედაბოლოსგან, შავი ფეხსცმლის, თეთრი პერანგის, შავი ჰალსტუხის
(დასამაგრებლით) და შავი პიჯაკისგან Geek Squad -ის ლოგოთი, რომ შეექმნათ „ზომიერი“
დამოკიდებულება და არ შეეშინებინათ მომხმარებლები. აგენტები ატარებდნენ შავ-თეთრ
Volkswagen Beetles – Geekmobiles - კარებზე გამოსახული ლოგოთი და ახდევინებდნენ
ფიქსირებულ თანხას, იმისდამიუხედავად სერვისზე რა დროს დახარჯავდნენ. „სახლში
გამოძახების“ სერვისი, დაწყებული ქსელების გაყვანით, დამთავრებული კომპიუტერში
დეფექტების აღმოჩენა-გაწმნდითა და გასართობი სისტემის დაინსტალირებით, ღირდა 100 $-300$.
„ჩვენ ვართ როგორ „Dragnet“, ჩვენ ვაკითხავთ ხალხს სახლებში და ვეხმარებით მათ“ - ამბობს

1
სტეფენსი. „ჩვენ ვართ ისევე, როგორც “Ghostbusters” და გვაქვს ფსევდო-სამთავრობო გრძნობა, რომ
ვართ ასევე „Men in Black“.

2002 წელს, Geek Squad შეიძინა Best Buy -იმ,


რომელიც არის წამყვანი რითეილერი
სამომხმარებლო ელექტრონიკის ბაზარზე.
Best Buy -ს ჰქონდა ძალიან მაღალი საქონლის
უკან დაბრუნების მარჟა უმრავლესობა
კომლექსურ პროდუქტზე. მყიდველები,
რომლებსაც მოსწონდათ ახალი
პროდუქტები, სახლში იბნეოდნენ, თუ
როგორ გამოეყენებინათ ისინი და ამიტომ ბრუნდებოდნენ მაღაზიაში და ითხოვდნენ საქონლის
უკან დაბრუნებას და ფულის მიღებას.

ფაქტიურად, Best Buy-ის კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლები ხედავდნენ სერვისს, როგორც
შესყიდვის კრიტიკულ ელემენტს. პარტნიორობა იყო შესანიშნავი ამ შემთხვევაში. Best Buy-ს
მომხმარებლები მიესალმებოდნენ დახმარებას. სტეფენსი გახდა Geek Squad-ის ინსპექტორი და Best
Buy-ის ვიცე-პრეზიდენტი და დაიწყო Geek Squad-ის „სამუშაო ზონების“ შექმნა Best Buy-ს ყველა
მაღაზიაში, რომლებშიც ხდებოდა 24 საათიანი სატელეფონო კონსულტაცია. ახლა Geek Squad-ში
20 000 მეტი აგენტია შემდეგ ქვეყნებში: აშშ, კანადა, დიდ ბრიტანეთი და ჩინეთი. საქონლის უკან
დაბრუნების მარჟა შემცირდა 35%-იდან 25%-მდე. Geek Squad გეგმავს სერვისის გაყიდვას eBay-
ზე. Geek Squad -ის ვებსაიტი გვამცნობს, რომ კომპანია “ ემსახურება საზოგადოებას,
ტექნოლოგიების პოლიტიკას და იცავს მსოფლიოს“.

ცვალებადი გარემო

გარემოში მოხდა მრავალი ცვლილება, რამაც შექმნა Geek Squad -ის სერვისი. მომავალი
ცვლილებები ასევე შეცვლის Geek Squad-ის მომსახურების გზას.

ყველაზე ხილული ცვლილებები დაკავშირებული იქნება ტექნოლოგიებთან. უსადენო


მონაცემების სწრაფად გადაცემის ტექნოლოგია, მაღალი გაფართოების ტელევიზორები,
ინტერნეტის ინტერფეისის მქონე პროდუქტები და ზოგადი ტრენდი დაკავშირებული
კომპიუტერებთან, სმარტფონეთან, გასართობ სისტემებთან და საოჯახო ელექტრო-ტექნიკასთან,
რომლებიც არის ერთმანეთთან დაკავშირებული, არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმისა, რისი
სწავლაც მომხმარებლებს მოუწევთ, როგორც ახალი პროდუქტები. ასევე, მრავლადაა
ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემები როგორიცაა ვირუსები, ასევე მონაცემების
2
მოპარვა,დაკარგვა და დაზიანებული და წყობიდან გამოსული კომპიუტერები. ახალმა
ტექნოლოგიებმა ასევე შექმნა მოთხოვნა ახალი ტიპის მომსახურებაზე, როგორიცაა პაროლების
მენეჯმენტი, ოპერაციული სისტემის განახლება, დისკის გაწმენდა, “დეფრაგმენტირება“.

კიდევ ერთი გარემოსთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც ხელს უწყობს Geek Squad-ის
პოპულარობას, არის სოციალური ფაქტორების ცვლილება - დემოგრაფია და კულტურა.
წარსულში ბევრი ტექნიკის მწარმოებელი და რითეილერი ფუკუსირებული იყო კაცებზე.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის ასოციაციის (Consumer Electronics Association) მიხედვით, ქალები სულ
უფრო მეტად ინტერესდებიან კომპიუტერებით და საოჯახო გასართობებით და შესაძლოა
გადააჭარბონ კაცების მხარჯველობას ამ მიმართულებით. Best Buy-ს კვლევის თანახმად, ქალები
მოელიან პერსონალურ სერვისს როგორც შესყიდვის პროცესში, ასევე შემდეგ პროდიუქტის
ინსტალაციისას - რაც Geek Squad-ის შექმნის მიზანა. მაგალითად, ახლახან, შეწყვეტილ
ტელესერიალში (2007-2012) Chuck, ერთ-ერთი გმირი მუშაობდა „Nerd Herd”-ში “Buy More”-სთვის
და სატელეფონო გამოძახებებზე კლიენტებთან მიდიოდა “Geekmobile” -ის მსგავსი მანქანით!

კონკურენცია, ეკონომიკა და რეგულაციები, ასევე მოქმედებენ Geek Squad-ზე. როცა ისეთმა


მაღაზიათა ქსელმა როგორიცაა Wallmart და PC მწარმოებელმა Dell -მა დაიწყეს კონკურენცია
Best Buy-სთან, საჭირო გახდა სახლში ინსტალაციების განხორციელებით მომხმარებლისთვის
ღირებულების შექმნა. ახლა, როგორც კონკურენტულ გარემოში ცვლილებამ შექმნა Geek Squad-
სთვის შესაძლებლობა, ის ასევე უბიძგებს ახალი კონკურენციის დაწყებას, როგორიცაა Staples –ის
მიერ EasyTech-ის და Office Depot-ის მიერ Tecg Depot-ის დაარსებას. ეკონომიკური სიტუაცია
ელექტრონიკისთვის უმჯობესდება იმიტომ, რომ ფასები მცირდება და მოთხოვნა იზრდება.
მომხმარებლებმა შეიძინეს 2 მლნ. 3D TV-ები 2010 წელს და სამომხმარებლო ელექტრონიკის
გაყიდვებმა გადააჭარბა 180 მილიარდს. საბოლოოდ, რეგულაციები იცვლება საავტორო
უფლებების მქონე მასალაზე, რომელიც გადაიცემა ელექტრონულად (მუსიკა, ფილმები და
პროგრამები). Geek Squad-მა უნდა აკონტროლის ცვლილებები, რათა დარწმუნდეს რომ თავისი
მომსახურება კანონებს შეესაბამება.

Geek Squad-ის მომავალი

ბევრი პოზიტიური გარემო ფაქტორის


კომბინაცია გვეხმარება ავსხნათ Geek Squad-
ის წარმატება. დღეს, ის არემონტებს დღეში 3
000 კომპიუტერზე მეტს და გამოიმუშავებს 2
მლრდ. დოლარ შემოსავალზე მეტს. ვინაიდან
Geek Squad-ის აქვს მაღალი მოგების მარჟა, ის
ეხმარება Best Buy-ს მომხმარებლების
3
მოზიდვასა და მათი ლოიალობის შექმნაში. იმისათვის რომ გააგრძელოს ზრდა, Geek Squad-მა
უნდა აკონტროლოს გარემო და დანერგოს ახალი მიდგომები მომხმარებლთათვის ღირებულების
შექმნისათვის.

ერთ-ერთი შესაძლო მიდგომა შეიძლება იყოს ახალი პარტნიორობების შექმნა. მაგალითად, Geek
Squad და Ford შექმნეს პარტნიორობა, რომელიც ეხმარება მომხარებელს დააინსტალიროს მანაქნაში
საკომუნიკაციო სისტემა. მომავალში Best Buy შეთავაზებს Ford-ის ელექტრონული მანქანა Focus-
ის მფლობელებს 240 ვოლტიან სახლის დამტენებს. Geek Squad შესთავაზებს ელექტრონულ
აუდიტს და სახლში ინსტალაციას მანქანის მფლობელებს. Geek Squad იყენებს ახალ
ტექნოლოგიებს გასაუმჯობესებლად. აგენტები იყენებენ სმარტფონებს განახლებულ განრიგზე
წვდომისათვის და მომხმარებლის მოწყობილობის შესამოწმებლად. Best Buy ასევე ცდის „Solutions
Central“ დაფას, რომელიც Apple -ის Genius Bar -ის მსგავსია და გამოიყენება Geek Squad-ის
თანამშრომლების მიერ. ასევე, Geek Squad და Best Buy ცდილობენ მოიზიდონ საუკეთესო
პოტენციური თანამშრომლები და ცდილობენ დანერგონ „მხოლოდ შედეგები“-ს სისტემა,
ფიქსირებული განრიგისა და სავალდებულო შეხვედრების გარეშე. მოუწოდებენ თანამშრომლებს
თვითონ მიიღონ საკუთარი სამსახური-ცხოვრების დამაბალანსებელი გადაწყვეტილებები. ამით
Geek Squad იმედოვნებს შეინარჩუნოს მაღალი მორალი და პროდუქტიულობა.

სხვა ცვლილებები და შესაძლებლობები მალე აუცილებლად გამოჩნდება. მიუხედავად Geek Squad-


ის წარმატებისა, სტეფენსი არის თავმდაბალი და ამბობს“ Geek Squad-მა შესაძლოა შეცვალოს
დედამიწა, მაგრამ სურვილი არ აქვს მართოს ის“.

კითხვები:

1. რა არის ის მნიშვნელოვანი გარემო ფაქტორები, რამაც რობერტ სტეფენს მისცა


შესაძლებლობა დაეარსებინა Geek Squad?
2. მყიდველობით ქცევაში (ა. ყველა მომხმარებლის; ბ. მხოლოდ ქალების) რა ცვლილებებმა
განაპირობა Geek Squad-ის შეძენა Best Buy-ს მიერ?
3. ქეისის ინფორმაციის და თქვენი ცოდნის შესაბამისად გააკეთეთ სამომხმარებლო ტექნიკის
ბაზრის სკანირება, რათა აღმოაჩინოთ ახალი ტრენდები Geek Squad-სთვის. თითოეული
გარემო ფაქტორის (5 ფატორი: სოციალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური,
კონკურენტული, რეგულაციური) შესაბამისად განსაზღვრეთ მომავალი სავარაუდო
ტრენდები, რომლებსაც გავლენა ექნებათ Geek Squad-ზე;
4. რა სარეკლამო აქტივობებს ურჩევდით იმ მომხმარებლის მოსაზიდად, რომლებიც ახლა
დამოუკიდებელ მემონტაჟეებს იყენებენ გადაერთონ Geek Squad-ის მომსახურებაზე?

http://www.viddler.com/embed/79975ec0/?f=1&autoplay=0&player=full&disablebranding=0

You might also like