You are on page 1of 1

გლობალური მოქალაქე არის ადამიანი, ვინც იცის და ესმის

ფართო სამყაროსი და მისი ადგილი მასში. ისინი მსოფლიოს


მოქალაქეები არიან. ისინი იღებენ აქტიურ როლს თავიანთ
საზოგადოებაში და მუშაობენ სხვებთან ერთად, რადგან ჩვენი
პლანეტა უფრო მშვიდობიანი, მდგრადი და სამართლიანი
გახადონ. ისეთი უნარები, როგორიცაა პრობლემების გადაჭრა,
კომუნიკაცია, თანამშრომლობა და კულტურათაშორისი
ცნობიერება არის გლობალური მოქალაქის უნარ-ჩვევებია.
გლობალიზაცია — თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე ღრმა
სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული პროცესების
ერთობლიობა. ტრან თანამედროვე გლობალიზაცია ერთობ რთული და
მრავალფეროვანი პროცესია, რომელმაც დღის წესრიგში დააყენა
კომპლექსურად ურთიერთდამოკიდებული,
ურთიერთგამაწონასწორებელი ინსტიტუციური სტრუქტურებით
ინტეგრირებული მსოფლიოს არსებობა. გლობალიზაციის ყველაზე
მნიშვნელოვანი მხარე ეკონომიკაა. გლობალიზაციის პროცესი
მაქსიმალურად აახლოებს ერთმანეთთან სხვადასხვა კონტინენტსა და
ცივილიზაციას, იგი ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების ზრდის
ტენდენციას გამოხატავს და ძირითადად ხუთი პარალელური
პროცესისაგან შედგება: ინტერნაციონალიზაცია, უნივერსალიზაცია,
ლიბერალიზაცია (ეროვნული სახელმწიფოს როლის შესუსტება),
ვესტერნიზაცია (მთელ მსოფლიოში დასავლური ფასეულობებისა და
კულტურის გავრცელებააღიარება) და დეტერიტორიალიზაცია
(სახელმწიფო საზღვრების როლის შემცირება).გლობალიზაციის
პრობლემა, სხვადასხვა ურთულესი გამოწვევების სახით, აშკარად დგას
XXI ს-ის დასაწყისის საქართველოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს
წინაშე. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო
მნიშვნელოვანწილად არის ჩართული გლობალიზაციის პროცესში.
სრულყოფილი, სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს შესაქმნელად
მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ განსაზღვროს საკუთარი ფუნქცია და
დაიმკვიდროს თავისი ადგილი თანამედროვეობის საერთაშორისო
სისტემაში, ევრაზიის გეოპოლიტიკურ სივრცე

You might also like