You are on page 1of 17

1.

საზოგადოების განმარტება სპენსერთან

-მას მიაჩნდა,რომ საზოგადოება არ არის ინდივიდთა დროებითი თავმოყრა,იგი მათი


მუდმივი კავშირია.

2.რომელი აუცილებელი ელემენტების არსებობას გულისხმობს სოციალური


ურთიერთქმედება?

 ურთიერთქმედების ორი ან მეტი სუბიექტი


 ურთიერთმოლოდინების სისტემა
 თითოეული მხარის მიზანმიმართული მოქმედება
 ურთიერთქმედების გამტარები

3.რით განსხვავდება საზოგადოება ბრბოსგან?

-ბრბო არაა ადამიანთა ორგანული სოციალური კავშირის ფორმა,რადგან ბრბოს მოქმედება


ემყარება ინსტინქტებს.საზოგადოება კი მოწესრიგებული ურთიერთობის ფორმაა,ბრბოს კი
სწორედ ეს აკლია.ინდივიდუალურობა და პიროვნულობა გამორიცხულია
ბრბოში.საზოგადოება კი სწორედ იმ ადამიანთა ერთობლიობაა,რომელთა უმრავლესობა
მაინც ხასიტდება ინდივიდუალურობითა და პიროვნულობით.იმის,გამო რომ ცნობიერება
არის უმთავრესი ელემენტი საზოგადოებისთვის,ცნობიერებას მოკლებული არსებები
საზოგადოებრივად არ ჩაითვლება.

4.რა არის საზოგადოებრივი აზრი?

-არის მასობრივი ცნობიერების გარკვეული მდგომარეობა,რომელშიც გამოხატულია


განსხვავებული სოციალური ჯგუფების ლატენტური თუ ღია დამოკიდებულება
სოციალური სინამდვილის ამა თუ იმ მოვლენის მიმართ.საზოგადოებრივი აზრი აღნიშნავს
ინდივიდების შეხედულებას გაკრვეული საკითხის მიმართ.

5.რას გულისხმობს მიზანმიმართული მოქმედება?

-სოციალური ურთიერთქმედების სისტემაში ორივე მხარის მოქმედება ყოველთვის


მიზანმიმართულია.როცა ორი ადამიანის ურთიერთობა მიმართულია ერთმანეთისკენ.

6.რა არის სამოქალაქო საზოგადოება და რა აუცილებელი ნიშნებით ხასიათდება ის?

-ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო,რომელიც


ნებაყოფლობითია,თვითწარმოქმნადია,თვითგანვითარებადია,სახელმწიფოსგან
ავტონომიურია და შეკრულია საკანონმდებლო წესრიგით ან გაზიარებულ წესთა
ერთობლიობით.მისი მახასიათებლებია:ხელისუფლებისგან
დამოუკიდებლობა,ავტონომიურობა,შეთანხმება და
ხელშეკრულება,თვითმართველობა,ცნობიერება და მიზანდასახულობა,არაერთგვაროვნობა
და განსხვავებულობა,დაქსაქსულობა და არაორგანიზებულობა,დეიდეოლოგიზაცია.

7.პიარ სპეციალისტები რომელ ოთხ ტიპზე საუბრობენ საზოგადოების

 საზოგადოება, რომელიც ყველა პრობლემაზე რეაგირებს;


 გულგრილი საზოგადოება, რომელიც არაფერზე არ რეაგირებს;
 ერთი კონკრეტული პრობლემის ირგვლივ თავმოყრილი საზოგადოება
 საზოგადოება, რომელიც თავმოყრილია გამწვავებული პრობლემის ირგვლივ;

8.რას ნიშნავს პიარ ტიპოლოგიაში მისი შინაგანი და გარეგანი ფორმა?

-საზოგადოებრიობის გარეგან ფორმას მიეკუთვნებიან ადამიანთა ის ჯგუფები, რომლებიც


უშუალოდ არ არიან დაკავშირებულმი ამ ორგანიზაციასთან - პრესა, სახელმწიფო
დაწესებულებები, განათლების მუშაკები, ახლომახლო მცხოვრები მოსახლეობა და ა.შ.
საზოგაოდებრიობის შინაგან ფორმას კი მიეკუთვნებიან ის ადამიანები, ვინც უშუალოდ
შედიან ორგანიზაციის შემადგენლობაში: დასაქმებულები, ხელმძღვანელები, აქციონერები,
დირექტორთა საბჭო და ა.შ

9.პლატონის დ არისტოტელეს შეხედულებები

-პლატონს ეკუთვნის პირველი სოციოლოგიური ნაშრომი ‘’სახელმწიფო’’.ის ხაზს უსვამდა


შრომის დანაწილების განსაკუთრებულ როლს და შექმნა თეორია,რომლის თანახმადაც
ნებისმიერი საზოგადოება იყოფა სამ კლასად:უმაღლესი,რომელიც შედგება სახელმწიფოს
მმართველებისგან,საშუალო,რომელიც შედგება მებრძოლებისგან და უდაბლესი-ხელოსნები
და გლეხები.პლატონი ფიქრობდა რომ უნდა აღკვეთილიყო კერძო საკუთრება რადგან ის
ხრწნის ადამიანის ზნეობას.ბავშვები უნდა აღიზარდნონ არა ოჯახში,არამედ
სახელმწიფოში.მართვის საუკეთესო ფორმად მიაჩნდა არისტოკრატია.პლატონისგან
განსხვავებით,არისტოტელე თვლიდა,რომ საკუთრება არ უნდა ყოფილიყო საერთო,რადგან
კოლექტიური საკუთრების შემთხვევაში ყველა ან უმრავლესობა ღატაკი და
გაბოროტებულია.არისტოტელე უკეთესად მიიჩნევს საზოგადოებას,როცა საშუალო კლასი
სხვებზე ძლიერია.

10.მაკიაველის მიხედვით რა მართავს ადამიანურ მოქმედებას

-პატივმოყვარეობა და ძალაუფლების მოტივი,შეძლებულს ამოძრავებს შიში იმის დაკარგვისა


რაც მოაგროვეს,ღატაკებს კი-იმის მოპოვების სწრაფვა რაც მათ წაართვეს.

11.რა არის ანომია?

-საზოგადოების მდგომარეობას,რომელიც ხასიათდება სოციალური ერთსულოვნების არ


არსებობით ან მისი მკვეთრი შესუსტებით ცნობილი ფრანგი სოციოლოგი დიურკჰემი
აღნიშნავდა ტერმინით ანომია ანუ არანორმატიულობა.ადამიანებს აღარ სწამთ
საზოგადოების ღირებულებების,დეზორიენტირებულნი არიან და ვერ გაურჩევიათ რა არის
კარგი და რა არის ცუდი.

12.რა არის სოციოლოგია?

-არის მეცნიერება საზოგადოების შესახებ.ის შეისწავლის საზოგადოებაში სხვადასხვა


მდგომარეობის მქონე ადამიანთა ჯგუფებს შორის არსებულ ურთიერთობებს.მისი შესწავლის
მთავარი საგანია საზოგადოება ანუ საზოგადოებრივი მოვლენები.

13.რას სწავლობს მიკრო და მაკროსოციოლოგია


-მიკროსოციოლოგია სწავლობს ადამიანთა ურთიერთობას,ინტერაქციას ყოველდღიურ
ცხოვრებაში.მიკროდონეზე სოციოლოგების კვლევის ძირითადი თემაა
ინდივიდებისქცევა,მათი მოტივები,ხოლო მაკროსოციოლოგია შეისწავლის ყველა
საზოგადოებისთვის საერთო ქცევის ძირითად მოდელებს ანუ სტრუქტურებს
როგორიცაა:ოჯახი,განათლება,რელიგია,და ა.შ.ადამიანები დაბადებისთანავე ვარდებიან ამ
სტრუქტურებში და მათ ღრმა ზეგავლენას განიცდიან.

14.რა არის საზოგადოება?

-ნიშნავს,არა მარტო,რამდენიმე ერთეულის ერთობლიობას,არამედ გულისხმობს,რომ ეს


ერთეულები არ არიან იზოლირებული,პირიქით,ერთმანეთთან ურთიერთქმედების
პროცესში იმყოფებიან.საზოგადოება მოითხოვს რომ ეს ერთეულები ურთიერთქმედებაში
იმყოფებოდნენ.

15.მატერიალური და არამატერიალური კულტურა?

-მატერიალურია ხელოვნურად შექმნილი მატერიალური ობიექტების


ერთობლიობა:ტაძრები,ძეგლები,წიგნები და ა.შ,ხოლო არამატერიალურია ხელთუქმნელი
ანუ სულიერი კულტურა:ცოდნა,მორალი,კანონები,მითები და ა.შ

16.რა არის კულტურული ელემენტი?

-კულტურის ყველაზე მცირე,დაუნაწილებელ ერთეულს კულტურული ელემენტი ეწონდება

17.რა არის კულტურული კომპლექსი?

კულტურულ ელენეტთა ერთობლიობა,რომელშიც შედის როგორც არამატერიალური ისე


მატერიალური ელემენტები.რამდენიმე კულტურული კომპლექსის გაერთიანება ქმნილ
კულტურულ ინსტიტუტს

18.ეთნოცენტრიზმის დადებითი და უარყოფითი მხარეები

-ის წარმოადგენს სოციალური ჯგუფისთვის სოციალური შეფასებისა და სხვებთან


შედარების ათვლისა და შეფარდების წერტილს.ის ერთი მხრივ თამაშობს დადებით
როლს.ხელს უწყობს ჯგუფის შეკვრას მისი სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებას.მეორე
მხრივ,ის შეიძლება გადაიზარდოს ნაციონალიზმსა და ქსენოფობიაში-სხვა
რასის,კულტურისადმი შიშსა და სიძულვილში.ეს კი აფერხებს კულტურებს შორის
ურთიერთობას.

19.რა არის ტაბუ?

-რაიმე მოქმედებაზე,სიტყვაზე,საგანზე დაწესებული აბსოლუტური აკრძალვა.

20.რა არის ქორწინება?

-ქორწინება სოციოლოგიაში განიხილება როგორც სოციალური ინსტიტუტი,რომელიც


ახდენს სქესებს შორის ურთიერთობის რეგულირებას.ქორწინება არის ისტორიულად
განპირობებული საზოგადოების მიექ სანქცირებული და რეგულირებული ქალისა და
მამაკაცის ურთიერთობის ფორმა,რომელიც ადგენს მათ უფლებებსა და ვალდებულებებს
ერთმანეთთან,ბავშვებთან,ქონებასთან და საზოგადოებასთან მიმართებით.

21.რა არის სტატუსი?

-ინდივიდის პოზიცია ჯგუფში ან საზოგადოებაში.ეს არის საზოგადოებაში ადამიანის


სოციალური მდგომარეობა.რომელიც მოიცავს პროფესიას,ეკონომიკურ
მდგომარეობას,პოლიტიკურ შესაძლებლობებს,დემოგრაფიულ თვისებებს.

22.რა არის ტრადიცია?

-ჩვეულებები,რომლებიც ინახება და თაობიდან თაობას გადაეცემა.ტრადიცია ინახავს


ყველაფერს,ყველაზე ღირებულს კულტურაში.მისი გადაცემის მექანიზმებია:ფოლკლორი-ე.წ
ზეპირსიტყვიერი გადაცემა და მე-2:ქცევის ნიმუშის განმეორება.

23.კულტურის ფორმები და სახეები

-სამი ფორმა აქვს:ელიტარული,ხალხური და მასობრივი და ორი სახესხვაობა:სუბკულტურა


და კონტრკულტურა.

24.რა არის დომინირებული კულტურა?

-ფასეულობათა,რწმენათა,ტრადიციათა და წეს-ჩვეულებათა ერთობლიობას,რომელთაც


ხელმძღვანელობს საზოგადოების წევრების უმრავლესობა.

25.რა არის სუბკულტურა

-არის საერთო კულტურის ნაწილი,ფასეულობების,ტრადიციების,ჩვეულებების


სისტემა,რომელიც დამახასიათებელია დიდი სოციალური ჯგუფებისთვის.

26.ოჯახის სპეციფიკური ფუნქციები

-რეპროდუქტიული(შვილის დაბადება),სოციალიზაციის(შვილის აღზრდა),სექსუალური


კონტროლის,სამეურნეო-საყოფაცხოვრებო.

27.ოჯახის არასპეციფიკური ფუნქციები

-საკუთრების,სოციალური სტატუსის დაგროვება და გადაცემა,წარმოებისა და მოხმარების


ორგანიზაცია,საშინაო მეურონების წარმოება,დასვენებისა და თავისუფალი დროის
მოწესრიგება,ჯანმრთელობისთვის ზრუნვა,სტრესებისგან დაცვა,სოციალური
უსამართლობისგან დაცვა.

28.ოჯახის სასიცოცხლო ციკლის სტადიები

 პირველი სტადია-უშვილობის სტადია


 მეორე სტადია-რეპროდუქტიული შობადობის სტადია წარმოადგენს ოჯახის
განმამტკიცებელ საფუძველს.ამ სტადიაზე რეალიზდება გვარის გაგრძელების
შესაძლებლობა-იბადება პირველი ბავშვი.მთავრდება უკანასკნელი შვილის გაჩენით
 მესამე სტადია საწყის იღებს მეორესთან ერთად-სოციალიზაციური შობადობის
სტადია.საწყის იღებს შვილის დაბადებისთანავე მაგრამ მთავრდება არა ბოლო
შვილის დაბადებით,არამედ მის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე.მის მიერ
საკუთარი ოჯახის შექმნისა და პირმშოს დადების დროს.
 მეოთხე სტადია-შვილიშვილის დაბადებიდან იწყებს სათავეს და მთავრდება ერთ-
ერთი უფროსის-ბებიის ან ბაბუის-გარდაცვალებით.რაც ნიშნავს ოჯახის რღვევას და
მისი სასიცოცხლო ციკლის დასრულებას.

29.როგორია ნუკლეარული და გაფართოებული ოჯახი?

-ნუკლეარული შეიცავს მხოლოდ ორ თაობას მშობელ მეუღლეებსა და მათ


შვილებს.წარმოდგენს მონოგამიური ქორწინების ფორმას.როცა უფროსი შვილები
ოჯახდებიან გადადიან მშობლებისგან ცალკე საცხოვრებლად.გაფართოებული შედგება
ერთი მცხოვრები სისხლის ნათესავების დიდი რაოდენობის თაობებისგან.

30.რა არის მთავარი სტატუსი?

-ინდივიდისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი სტატუსი,რომელთანაც აიგივებენ.

31.რა არის ეპიზოდური სტატუსი?

-მხოლოდ ის სტატუსები,რომლებიც არსებობენ ძალიან მოკლე დროის განმავლობაში ანუ


არაძირითადი სტატუსები.

32.მიღწეული და მიწერილი სტატუსი

-მიწერილი ეწოდება სტატუსს,რომლის ფლობა და ცვლილება ჩვენს კონტროლს არ


ექვემდებარება დამოკიდებულია ბუნებაზე ან მემკვიდრეობითობაზე.არის
სტატუსი,რომლითაც ადამიანი იბადება.მაგ:ეროვნება,სქესი და ა.შ.მიღწეულია
სტატუსი,რომელმაც ადამიანმა მოიპოვა საკუთარი ძალისხმევით და საკუთარი თავისუფალი
ნებით.ის ადამიანის კონტროლის ქვეშ იმყოფება და არექვემდებარება მემკვიდრეოებითობას.

33.სტატუსური შეუთავსებლობა

-ერთი და იგივე ადამიანი ფლობს სტატუსთა დიდ სიმრავლეს,რამდენადაც მონაწილეობას


მრავალ ჯგუფსა თუ ორგანიზაციაში.ერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ორი
ურთიერთსაზინააღმდეგო სტატუსი.სტატუსებს,რომლებიც ეწინააღმდეგებიან,არღვევენ
სტატუსური პორტრეტის ჰარმონიას,ეწოდება სტატუსური შეუთავსებლობა.სტატუსური
შეუთავსებლობა ხდება მიზეზი სოციალური დაძაბულობისა და პირადი
უკმაყოფილებისა.ადამიანი განიცდის თავის სტატუსებში დისჰარმონიას,აწუხებს პესიმიზმი
და გულგატეხილობის გრძნობა.ასეთმა ადამიანმა შეიძლება აურზაური გამოიწვიოს
საზოგადოებაში.

34.რომელ სამ სფეროში ვლინდება სტატუსური ქცევა?

-სტატუსის მოპოვება,ქცევა სტატუსურ მდგომარეობაში და სტატუსის დაკარგვა.

35.რა განსხვავებაა მექანიკურ და ორგანულ სოლიდარობას შორის?

-პრიმიტიულ საზოგადოებაში,რომელიც დაფუძნებულია მექანიკურ


სოლიდარობაზე,პიროვნება არ ეკუთვნის თავის თავს და კოლექტივის მიერაა
შთანთქმული,ხოლო განვითარებულ საზოგადოებაში,რომელიც დამყარებულია ორგანულ
სოლიდარობაზე,პიროვნება და კოლექტივი ერთმანეთს ავსებენ.

36.სოციალური ინსტიტუტების 5 ძირითადი კომპლესი

 ეკონომიკური-საქონლისა და მომსახურების წარმოება და განაწილება


 პოლიტიკური-აწესრიგებენ ძალაუფლების გამოყენებას
 სტრატიფიკაციის-სტატუსებისა და რესურსების გადანაწილებას აწესრიგებს
 ნათესაობის-ქორწინება,ოჯახი,სოციოალიზაცია
 კულტურის-რელიგია,მეცნიერება და მხატვრული მოღვაწეობა.

37.ძირითადი სოციოლოგიური მიდგომები

დემოგრაფიული,ფსიქოლოგიური,კოლექტივისტური,ურთიერთდამოკიდებულა,კულტურო
ლოგიური.

38.რა იგულისხმება სოციალური ურთიერთქმედების გამტარებში?

-ენა,ჟესტები,ანბანი,ციფრები,საყოფაცხოვრებო საგნები:ესეიგი,ყოველივე,რისი
საშუალებითაც ადამიანები ურთიერთობას ამყარებენ ერთმანეთთან.

39.რა არის იდეალი?

-არის ის,რაც აერთიანებს ადამიანებს და შესაძლებელს ხდის მიზანთა და ღირებულებათა


მოხაზვას.

40.რა უნდა ჰქონდეს საზოგადოებას?

 მუდმივი ტერიტორია
 ადამიანებით უნდა ხდებოდეს მისი შევსება ძირითადად შობადობით
 უნდა ჰქონდეს განვითრებული კულტურა იმდენად,რომ საკმარისი იყოს ცხოვრების
ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება
 უნდა ქონდეს პოლიტიკური დამოუკიდებლობა..

41.რა არის ჩვეულება და ზნე ჩვეულება?

ჩვეულება არის ადამიანის ქცევის სტიქიურად ჩამოყალიბებული,ჩვეული,სტერეოტიპული


წესი.ის განამტკიცებს ჯგუფის შეკრულობას.ზნე ჩვეულება ესაა ჯგუფისთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დიდი ღირებული,მორალური მნიშვნელობის მქონე
ჩვეულებები.

42.რა არის მორალი?

-კულტურულ ნორმათა ერთობლიობა,რომელიც საფუძვლად უდევს მოცემული


კულტურისთვის დამახასიათებელი სიკეთის,სამართლიანობის,პატიოსნების და ა.შ
იდეალები.

43.რა არის კონტრკულტურა?


-აღნიშნავს ისეთ სუბკულტურას,რომელიც არამხოლოდ განსხვავდება
დომინირებულისგან,არამედ კიდეც ეწინააღმდეგება მას,კონფლიქტში იმყოფება
გაბატონებულ კულტურასთან.

44.როგორია ელიტარული,ხალხური და მასობრივი კულტურა?

-ელიტარული კულტურა იქმნება საზოგადოების პრივილეგირებული ნაწილის ან მისი


დაკვეთით პროფესიონალ შემომქმედთა მიერ.იგი მოიცავს ხელოვნებას,მუსიკას და
მაღალინტელექტუალურ ლიტერატურას.მისი მომხმარებელია საზოგადოების
მაღალგანვითარებული ნაწილი.ხალხური კულტურა იქმნება ანონიმ შემქმნელთა
მიერ,რომელთაც არ გააჩნიათ პროფესიული მომზადება.ხალხურ კულტურას სამოყვარულოს
და კოლექტიურსაც უწოდებენ.ის
მოიცავს:მითებს,ლეგენდებს,ეპოსს,ზღაპრებს,სიმღერებს,ცეკვებს.შესრულების მხრივ
ხალხური კულტურის ელემენტები შეიძლება იყოს
ინდივიდულური,მასობრივი.ფოლკლორი არის ხალხური შემოქმედების კიდევ ერთი
დასახელება.ის ლოკალიზებულია ესეიგი,მჭიდროდაა კავშირში ტრადიციებთან და
დემოკრატიულია,რადგან მის შექმნაში მონაწილეობს ყველა
მსურველი.ანეგდოტები,სადღეგრძელოები ფოლკლორის სახეებია.მასობრივი კულტურა
იქმნება პროფესიონალ ავტორთა მიერ და ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებით.იგი არ გამოხატავს არიტოკრტიის დახვეწილ გემოვნებას და ხალხის სულიერ
მოთხოვნილებებს.მას გააჩნია ნაკლები მხატვრული ფასეულობა,ვიდრე ელიტარულსა და
ხალხურს.არის საავტორო და ჰყავს ყველაზე ფართო აუდიტორია.აკმაყოფილებს ადამიანის
თანამედროვე მოთხოვნილებებს,რეაგირებს ნებისმიერ ახალ მოვლენაზე.

45.მონოგამია და პოლიგამია

-მონოგამია არის ერთი ქალისა და ერთი მამაკაცის საქორწინო კავშირი.შეიძლება ყოფილიყო


სამუდამო ან ხანმოკლე კავშირი.პოლიგამია ორზე მეტი პარტნიორის საქორწინო კავშირი.

46.ოჯახის ტიპები სოციოლოგიაში

 ნათესაური:სისხლით და ცოლქმრული
 თაობის რაოდენობის მიხედვით:ნუკლეარული და გაფართოებული
 მშობლების რიცხვის მიხედვით:სრული ოჯახი,არასრული ოჯახი
 შვილების რაოდენობის მიხედვით:უშვილო,ერთშვილიანი,მრავალშვილიანი.

47.სტატუსის განმსაზღვრელი 4 პარამეტრი

-სტატუსის სახელწოდება,სტატუსის განსაზღვრება,სტატუსის შინაარსი და სტატუსის რანგი.

48.პირადი და სოციალური სტატუსები

-პირადი სტატუსი ესაა ადამიანის პოზიცია ოჯახში,სპორტულ ჯგუფში,მეგობრების


წრეში.ის მიიღწევა ინდივიდუალური თვისებების ან დამსახურების წყალობით და არსებობს
მხოლოდ ვიწრო წრეში.სოციალური სტატუსს ადამიანი მოიპოვებს უცნობი ადამიანების
ფართო წრეში,საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობით.

49.ღია და დახურული საზოგადოება


- დახურული საზოგადოება კულტურისა და ცივილიზაციის
საპირისპიროა.ანტირაციონალურია,ანტიჰუმანურია,ანტიდემოკრატიული და
ანტიადამიანური მოვლენაა.ამას ადასტურებს ის ფაქტიც,რომ დახურული
საზოგადოებისთვის გვარი თუ ტომი ყველაფერია,ინდივიდი კი არაფერი.დახურული
საზოგოადოება ტოტალიტარულია,არ გააჩნია თვითკრიტიკის უნარი.ის კრიტიკის
წინააღმდეგია და მასში ადგილი არ აქვს ფილოსოფიურ აზროვნებასაც.მისთვის
გნმსაზღვრელია მაგია,ტრადიცია და რელიგია.ამ საზოგადოებას არ აქვს თავისუფლების
ცნობიერება.მისთვის დამახასიათებელია გულუბრყვილო მონიზმი.დახურული
საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია გვარის,ტომის თუ ჯგუფის ნების ბატონობა.ამ
საზოგადოებაში ინდივიდი მოკლებულია ღირებულებას,თავისთავადობის არ
მქონეა.გამორიცხულია კრიტიკული პოზიციის ქონა.ამ საზოგადოებაშ გვარი ყველაფერია და
ინდივიდი არაფერი.პიროვნულობის ყოველგვარი გამოვლენა ამ საზოგადოების რღვევის
მაჩვენებელია.ამ საზოგადოებამ არ იცის არც თავისუფლება და არც ადამიანობა.დახურული
ს აზოგადოება აგებულია დამსმენთა ქსელზე.ტოტალიტარიზმი და დიქტატურა ადამიანის
ყოფიერების ყველა სფეროშია იქნება ეს სულიერი თუ მატერიალური,სოციალური თუ
პიროვნული.დახურული საზოგაოებისთვის დამახასიათებელია უანასწორობის
დამკვიდრება და თანასწორობის გამორიცხვა.აქ ალტრუიზმი ანტიჰუმანიზმია.დახურული
საზოგადოების სახელმწიფო ტოტალიტარულია არა მარტო მართველობის
თვალსაზრისით,არამედ მთავრობის შექმნის თვალსაზრისითაც.ვინც მართავს ის
პრაქტიკულად უცვლელია,თუ გადატრიალება არ მოხდა ხელისუფლებაში,კანონიერი გზა
მომსვლელისთვის არ არსებობს.ამ საზოგადოებაში ყოველი წევრი თავის ადგილზე რჩება.ეს
ნიშნავს იმას,რომ ადამიანი არ ცდილობს შეიცვალოს სტატუსი რათა არ დაარღვიოს
არსებული ვითარება.ამ საზოგადოებაში მონა არ შეეცდება დაიკავოს ბატონის
ადგილი.სტატუსისთვის ბრძოლა და საერთოდ,სოციალური მოძრაობა ამ საზოგადოებას არ
ახასიათებს.

დახურული საზოგადოების ნანგრევებზე აღმოცენდება ღია საზოგადოება.მას საფუძვლად


თავისუფლება უდევს.ღია საზოგადოება ადამიანის მოქმედების სარბიელია,როგორც
ინდივიდუალური,ისე სოციალური ფორმით.ამ საზოგადოებაში ადამიანი არ რჩება
თანდაყოლილი სტატუსის ამარა და ცდილობს შეიძინოს ახალი სტატუსი.ამ საზოგადოების
ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია ჰუმანიზმი.ემყარება თავისუფლებასა და ადამიანთა შორის
ძმობას.მეორე ძირითადი ნიშანია კრიტიკული ცნობიერება,რომელიც დაკავშირებულია
ფილოსოფიასთან.მესამე ძირითადი ნიშანი ამ საზოგადოებისა არის მმართველობის
დემოკრატიული სისტემა და მმართველობის ცვლილებათა დემოკრატიული
პრინციპები.დახურულისგან განსხვავებით,ღია საზოგადოება აიგება მორალზე.

50.სოციოლოგიური ცოდნის სტრუქტურა

-პირველ დონეს წარმოადგენს სოციალური სამყაროს მეცნიერული სურათი.მასში


შედის:სოციოლოგიური ცოდნის ფიოლოსფიური წინამძღვრები,მეტათეორიები და ზოგად
ინტუიციური წარმოდგენები.სოციოლოგიური ცოდნის მე-2 დონეზე განლაგებულია
ზოგადი სოციოლოგიური თეორია,რომელიც მოიცავს ყველაზე აბსტრაქტულ
სოციოლოგიურ კატეგორიებს. მე-3დონეზე იმყოფება კერძო ანუ სპეციალური
თეორიები.ისინი ფორმალიზებულნი,ლოგიკურად კომპაქტურნი არიან და სოციალური
სინამდვილის კონკრეტულ მოდელებს წარმოადგენენ.მე-4 დონემოიცავს ემპირიულ
ცოდნას(ემპირიული სოციოლოგია)აქ შედის მსხვილმაშტაბიანი გამოკვლევები,რომლებიც
შეესაბამებიან მეცნიერულობის ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს.ეს გამოკვლევები ხელს უწყობს
ახალი ცოდნის ზრდას და თეორიული ცოდნის ვერიფიკაციას.ბოლო,მე-5 დონე გამოყენებით
სოციოლოგიას უჭირავს.მას შეიძლება მივაკუთვნოთ ყველა სახის პოლიტიკური
გამოკითხვა,საზოგოადოებრივი აზრის შესწავლა.გამოყენებითი სოციოლოგია არ არის
ორიენტირებული ფუნდამენტური თეორიის შემოწმებაზე და ახალი ცოდნის ზრდაზე.

51.როგორია დროებითი საზოგადოება?

-საზოგადოება რომლის არსებობაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დასრულდება

52.რას ნიშნავს ტერმინი კულტურა

-სიტყვა კულტურა ძველი რომაული წარმოშობისაა და აღნიშნავდა მიწის


დამუშავებას.კულტურის ქვეშ მოიაზრება სულიერ და მატერიალურ ფასეულობათა
ერთობლიობა,რომელიც შექმნილია დიდი სოციალური ჯგუფის,ხალხის-ეროვნების
გაერთიანებების მიერ.

53.რა არის ფასეულობა?

-ეწოდება ნებისმიერ ობიექტს,რომელსაც ძალუძს საზოგადოებრივი ენ ინდივიდუალური


მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

54.რა არის პირადი სტატუსი

-ესაა ადამიანის პოზიცია ოჯახში,სპორტულ ჯგუფში,მეგობრების წრეში.ის მიიღწევა


ინდივიდუალური თვისებების ან დამსახურებების წყალობით და არსებობს ადამიანების
მხოლოდ ვიწრო წრეში?

55.როგორი შეიძლება იყოს სოციალური სტატუსები?

-შედგება ეკონომიკური და პროფესიული სტატუსებისგან.ეკონომიკურს მიეკუთვნება ისეთი


სტატუსები,როგორიცაა:მევახშე,მუშა,მიწათმფლობელი.უფლება მოვალეობები
განისაზღვრება ფულის არსებობით.პროფესიული სტატუსებია ყველა პროფესია და
სპეციალობა.არა პრეზიდენტი არამედ მოსწავლე,მძღოლი და ა.შ.

56.როგორია მუდმივი საზოგადოება?

-საზოგადოება,რომელიც გამოხატავს მყარ კავშირს ადამიანებს შორის და გარკვეული


პერიოდის გასვლის შემდგომ არ დაიშლება.

57.რა არის კულტურული ინსტიტუტი?

-რამდენიმე კულტურული კომპლექსის გაერთიანება ქმნის კულტურის ინსტიტუტს.

58.რა წაროადგენს კულტურის ფუნდამენტს?

-ფასეულობები

59.რომელი მოაზროვნე ეწინააღმდეგებოდა საერთო საკუთრების იდეას?


-არისტოტელე

60.რა არის საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ყველაზე ჰუმანური გზა?

-დისკუსიები.საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება გულისხმობს ადამიანთა მიერ


შეხედულებების გაზიარებას.ასევე დათმობებსა და კომპრომისებზე წასვლას.მხოლოდ ამის
შედეგადაა შესაძლებელი საერთო აზრამდე მისვლა.

განმარტებები

61.როგორ იყოფა ფასეულობები

-სუბსტრატის მიხედვით(მატერიალური და იდეალური)სუბიექტის-


საზოგადოების,ეროვნების,პარტიის ინდივიდის ფასეულობად და მოთხოვნილებების
ხარისხის მიხედვით-მორალურ,ეკონომიკურ,პოლიტიკურ ფასეულობად.

62.რა ქმნის კულტურულ ინსტიტუტებს?

-რამდენიმე კულტურული კომპლექსის გაერთიანება.

63.ოჯახის ცნება სოციოლოგიაში

-ოჯახი,როგორც ადამიანთა გაერთიანების პირველადი ფორმა თავის თავში უშუალოდ


მოიცავს ინდივიდუალურ და კოლექტიურ საწყისებს.ის არის რგოლი,რომელიც აკავშირებს
ადამიანთა არა მხოლოდ ბიოლოგიურ და სოციალურ არამედ ინდივიდუალურ და
საზოგადოებრივი ცხოვრევას.ოჯახი არამხოლოდ გადასცემს არამედ ქმნის ისეთი სულიერ
ფასეულობებს,როგორიცაა ცოლ-ქმრული და მშობლიური სიყვარული,შვილების
პატივისცემა,ოჯახური სოლიდარობა და ა.შ

64.რა მიმართებაშია ერთმანეთთან მატერიალური და არამატერიალური კულტურის


ელემენტები?

-ისინი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.მაგ:ცოდნა გადაიცემა წიგნებით.ჩაის ცერემონია


გულისხმობს ჩაის არსებობას და ა.შ

65.რა არის ბაზისურ ფასეულობათა ფუნქცია?

-მოცემული კულტურის მატარებელი სოციალური ჯგუფის მთლიანობის დაცვა და


შენარჩუნება.

66.რა არის სოციალური სტატუსი?

-ადამიანი მოიპოვებს უცნობი ადამიანების ფართო წრეში,საზოგადოებრივ ცხოვრებაში


მონაწილეობით.

დახურული კითხვები (0,5 ქულა 14 ცალია )

67.სამოქალაქო საზოგადოება ჰობსთან


-განვითარების უმაღლესი ეტაპია და ეფუძნება საზოგადოებრივ ხელშეკრულებებსა და
იურიდიულ კანონებს.გააჩნია მართვის სამი ფორმა:დემოკრატია,არისტოკრატია,მონარქია.

68.რას აყენებდა ვებერი ყველაზე მაღლა?

-ყველაზე მაღლა აყენებდა ინდივიდს,ვებერის თანახმად მხოლოდ ინდივიდს გააჩნია


მოტივები,მიზნები,ინტერესები და ცნობიერება.

69.სოციოლოგიის მეცნიერულობის სამი სტრატეგია

 პირველი სტრატეგიის თანახმად მეცნიერულობის პირველი ნიშანი ობიექტურობაა


კვლევის ობიექტი მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს მისი შემსწავლელი
სუბიექტისგან.ობიექტი უნდა აღიწეროს მკაცრად და განკერძოებული ენით
 მეორე სტრატეგიის წარმომადგენლად გვევლინება ვებერი.რომლის
თანახმადაც,სოციოლოგიამ არ უნდა მიბაძოს საბუნებისმეტყველო
მეცნიერებას,რადგან მათი კვლევის ობიექტები პრინციპულად განსხვავდებიან
ერთმანეთისგან.
 მესამე სტრატეგიის მიხედვით,სოციოლოგიის მეცნიერულობა,განსაკუთრებით კი
მისი ეფექტურობა პრაქტიკაშია.

70.რას სწავლობს თეორიული სოციოლოგია?

-ყურადღებას ამახვილებს სოციალური ქცევის ბაზისურ პრობლემებზე.შეისწავლის წმინდა


შემეცნებით საკითხებს,ამუშავებს ზოგად თეორიებს და ნაკლებ ყურადღებას უთმობს
სხვადასხვა პრაქტიკული საკითხის გადაჭრას.

71.რა არის წეს-ჩვეულება?

-ჩვეულებათა ნორმების რეალიზება ხშირად გამოიხატება წეს-ჩვეულებაში.ესა სიმბოლურ


მოქმედებათა მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობა,რომელშიც ხორცშესხმულია ესა თუ
ის სოციალური იდეა.წეს-ჩვეულებები თან ახლავს ადამიანის ცხოვრების ყველაზე
მნიშვნელოვან მომენტებს.მისი სოციალური არსი მდგომარეობს ინდივიდის მიერ ჯგუფის
ღირებულებებისა და ნორმების საუკეთესოდ ათვისებისთვის ხელის შეწყობაში

72.რომელ კლასებად ყოფდა საზოგადოებას არისტოტელე?

-მდიდარი პლუტოკრატია,საშუალო კლასი და საკუთრების არმქონე პროლეტარიატი

73.რას მიიჩნევდა დანაშაულისადმი პრევენციის საუკეთესო ფორმად მონტესკიე?

-სიღატაკისა და უუფლებობის ლიკვიდაცია,განათლებისა და კულტურული დონის


ამაღლებას და მშვიდობას.

74.ადამიანთა ურთიერთობის როგორი ფორმაა საზოგადოება?

-საზოგადოება ნიშნავს არა მარტო რამდენიმე ერთეულის ერთობლიობას,არამედ


გულისხმობს რომ ეს ერთეულები არ არიან ოზილირებული,პირიქით,ერთმანეთთან
ურთიერთქმედების პროცესში იმყოფებიან
75.რა არის კულტურული ნორმა?

-ნორმა არის საზოგადოდ მიღებული ფასეულობების შესაბამისი სათანადო ქცევის


წესი,ნიმუში,სტანდარტი.ის წარმოადგენს ადამიანთა ქცევის რეგულირების მთავარ
საშუალებას.ნორმათა ერთობლიობა წარმოქმნის ნორმატიულ სისტემას.მისი ძირითადი
ტიპებია:ჩვეულობა,მორალი,რელიგია,სამართალი.

76.მაკიაველის მიხედვით რა უნდა იცოდეს მმართველმა რომლესაც სურს წარმატების


მიღწევა?

-ჭკვიანმა მმართველმა არ უნდა შეასრულოს ყველა თავისი დაპირება ხელისუფლების


მოპოვებისას.დაპირებებით ხელგაშლილობა შეიძლება ძალაუფლების მოპოვებამდა მაგრამ
მოსვლის შემდეგ არაა აუცილებელი მათი შესრულება.სხვაგვარად აღმოჩნდება
ქვეშევრდომთა დაქვემდებარებაში.ბოროტება ერთბაშად უნდა აკეთოს სიკეთე კი
თანდათან.ჯილდო მით უფრო ძვირფასია ადამიანებისთვის რაც უნდა უფრო
იშვიათია.დასჯა უნდა ხდებოდეს დაუყოვნებლივ და დიდი დოზით.

77.როგორია სტაბილური საზოგადოება ჰობსთან?

-საზოგადოება სტაბილურია,თუ დიდება და პატივი ყველას აქვს ბოძებული.

78.კონტის მიხედვით რა არის სოციოლოგიის როგორც მეცნიერების მოწოდება.?

-სოციოლოგია მოწოდებულია საზოგადოების განვითარებისა და ფუნქციონირების


უნივერსალური კანონების აღმოსაჩენად,რომლებიც განუყრელია ბუნების კანონებისგან

79.როგორი შეიძლება იყოს საზოგადოება?

-დროებითი და მუდმივი

80.რას გულისხმობს მარქსის სოციალური კონფლიქტის თეორია?

-საზოგადოების განადგურება და ახლით,უფრო სამართლიანით შეცვლა.

81.რას მიიჩნევდა ვებერი საზოგადოების განვითარების მიზეზად?

-კულტურულ ფასეულობებს

82.რას სწავლობს გამოყენებითი სოციოლოგია?

-ორიენტირებულია კლიენტზე,შემკვეთზე,ბაზარზე.ორიენტირებულია არა აღმოჩენებზე


არამედ პრაქტიკულ შედეგებზე.გამოყენებით სოციოლოგიაში განარჩევენ ორ ძირითად
მიმართულებას:სოციალურ ინჟინერიასა და კლინიკურ სოციოლოგიას.

83.რა ახდენს მთავარ გავლენას საზოგადოების აზრის ფორმირებაზე?

-დისკუსიები.საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება გულისხმობს ადამიანთა მიერ


შეხედულებების გაზიარებას.ასევე დათმობებსა და კომპრომისებზე წასვლას.მხოლოდ ამის
შედეგადაა შესაძლებელი საერთო აზრამდე მისვლა.

84.რას მიიჩნევდა დურკჰეიმი უმთავრესად საზოგადოების ინტეგრირების სააქმეში?


-სოციალურ სოლიდარობას

85.რა არის სოციოლოგიური თეორიის მიზანი?

 მოახდინოს სამყაროში მიმდინარე მოვლენების კლასიფიკაცია და ორგანიზება


ისე,რომ შესაძლებელი იყოს მისი წარმოდგენა პრაქტიკაში.
 ახსნას მოვლენათა მიზეზები და იწინასწარმეტყველოს სად და როდის მოხდება
მოვლენა მომავალში
 წარმადგინოს ჯანსაღი გაგება იმისა თუ რატომ და როგორ უნდა ვითარდებოდეს
მოვლენები.

თემები
I.სოციალური ურთიერთქმედება.

სოციალური ურთიერთქმედება არის სისტემა რომლის დროსაც ერთი სუბიექტის ქმედება


წარმოადგენს სხვა სუბიექტის საპასუხო ქმედების მიზეზსა და შედეგს
ერთდროულად.სოციალური ურთიერთქმედება გულისხმობს შემდეგი აუცილებელი
ელემენტების არსებობას:ურთიერთქმედების ორ ან მეტ სუბიექტს,ურთიერთმოლოდინების
სისტემებს,თითოეული მხარის მიზანმიმართულ მოქმედებას,სოციალური
ურთიერთქმედების გამტარებს.

სოციალური ურთიერთობების სუბიექტი შეიძლება იყოს როგორც ცალკეული


ინდივიდები,ისე ჯგუფები,გაერთიანებები.სოციალური ურთიერთქმედების ობიექტის
არჩევისას სუბიექტი მოელის გარკვეულ ქცევას,საპასულო რეაქვს.ამ რეაქციის
ადეკვატურობაზე დამოკიდებულია სუბიექტის შემდგომი ქცევა.თუ რეაქცია უარყოფითია
კავშირი შემოიფარგლება სოციალური კონტაქტით თუ ობიექტი მოიქნა ნეიტრალურად
მაშინ შეიძლება ურთიერთობა ან შედგეს ან შემოიფარგლოს სოციალური კონტაქტით.თუ
ობიექტმა გამოავლინა დაინტერესება ურთერთქმედებაც შედგება.სოციალური
ურთიერთქმედების სისტემაში ორივე მხარის მოქმედება ყოველთვის
მიზანმიმართულია.სოციალური ურთერთქმედების კიდევ ერთ აუცილებელ ელემენტს
წარმოადგენს სოციალური ურთიერთქმედების გამტართა სისტემა,ანუ სხვა
სიტყვებით,შუამავალთა სისტემა.აქ
მოიაზრება:ენა,ჟესტები,ანბანი,ციფრები,საყოფაცხოვრებო საგნები.ე.ი ყოველივე,რისი
საშუალებითაც ადამიანები ამყარებენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

ურთიერთქმედების ცნება ასახავს პროცესს,რომელიც მოიცავს ისეთ ცნებებს,როგორიცაა


სოციალური კონტაქტები და სოციალური ურთიერთობები.სოციალური კონტაქტების ქვეშ
მოიაზრება ხანმოკლე,ადვილად წყვეტადი სოციალური ურთერთქმედების ტიპი,რომელიც
გამოწვეულია ადამიანთა შეხებით ფიზიკურ და სოციალურ სივცრეში.არსებობს:სივრცითი
კონტაქტები რომელიც მოიცავს ორ ტიპს:სავარაუდო და ვიზუალურ სივრცით
კონტაქტებს.დაინტერესების კონტაქტები და გაცვლის კონტაქტი.

სოციალური ურთიერთქმედების უმაღლეს ფორმას წარმოადგენს სოციალური


ურთიერთობები,რომელიც ასახავს ქცევის მდგრად სახეებს.
ინდივიდის სოციალური თვისებების ერთობლიობა,რომელიც ვლინდება სოციალური
ურთერთქმედების პროცესში აყალიბებს პიროვნების გარკვეულ ტიპს.ეს ცნება ასახავს
სოციალური ურთიერთობების შედეგს.

II.საზოგადოება როგორც სოციოლოგიის ინტერესის სფერო.

სოციოლოგია არის მოძღვრება საზოგადოების შესახებ.საზოგადოების პირველი ელემენტია


ადამიანთა სიმრავლე,მეორე კი მათ შორის კავშირი.საზოგადოება ნიშნავს არა მარტო
რამდენიმე ერთეულის ერთობლიობას,არამედ გულისხმობს,რომ ეს ერთეულები არ არიან
იზოლირებული,პირიქით,ერთმანეთთან ურთერთქმედების პროცესშ არიან.ანუ
საზოგადოების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ რამდენიმე ერთეულს,არამედ მოითხოვს
რომ ეს ერთეულები ურთერთქმედებაში იმყოფებოდნენ.სპენსერს მიაჩნდა რომ საზოგადოება
არ არის ინდივიდთა დროებითი თავმოყრა,იგი მათი მუდმივი კავშირია.განარჩევენ ორი
ტიპის საზოგადოებას:დროებითსა და მუდმივს.დროებითია საზოგადოება რომლის
არსებობაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დასრულდება.მუდმივია
საზოგადოება,რომელიც გამოხატავს მყარ კავშირს ადამიანებს შორის და გარკვეული
პერიოდის გასვლის შემდგომ არ დაიშლება ანუ საზოგადოებრიობის აუცილებელი
პირობებია ადამიანთა სიმრავლე და დროში მყარი კავშირი.

საზოგადოებას ვერ ვუწოდებთ ბრბოს,იმის საფუძველზე,რომ ბრბოს მოქმედება ემყარება


ინსტიქტებს და არ ახასიათებს ცნობიერება.საზოგადოება ადამიანთა მოწესრიგებული
ურთიერთობის ფორმაა,ბრბოს კი სწორედ ეს მოწესრიგებულობა აკლია.საზოგადოება გვაქვს
იქ,სადაც არსებობს ცნობიერება.ინდივიდუალურობა და პიროვნულობა ბრბოში
გამორიცხულია,საზოგადოება კი,სწორედ იმ ადამიანთა ერთობლიობაა,რომელთა
უმრავლესობა მაინც ხასიათდება ინდივიდუალურობით და პიროვნულობით,ამას კი მათ
ცნობიერება ანიჭებს.საზოგადოება არაა შემთხვევით თამოყრილ ადამიანთა
ერთობლიობა.იმის გამო,რომ ცნობიერება საზოგადოების აუცილებელი
ელემენტია,ცნობიერებას მოკლებულ არსებებს არ მიეწერება საზოგადოებრიობა.

შეუძლებელია საზოგადოება არსებობდეს კულტურის გარეშე,სულ ერთია იქნება ეს


პირველყოფილი ადამიანების პრიმიტიული კულტურა თუ განვითარებული
კულტურა.კულტურა საზოგადოების ერთ-ერთი ძირეული ნიშანია.ასეთივეა იდეალები და
ღირებულებები.იდეალები არის ის რაც აერთიანებს ადამიანებს და გვისახავს
პერსპექტივებს,გვაკავშირებს და გვამოძრავებს.ღირებულება კი ისაა,რაც ადამიანის
მოთხოვნილებასთან მიმართებაში მოდის.კულტურაც,იდეალიც და ღირებულებებიც
ისეთივე როლს ასრულებს საზოგადოების შემქნაში როგორც ცნობიერება.ანალოგიური
მნიშვნელობა აქვს მსოფლმხედველობასაც.მსოფლმხედველობა ის ძალაა,რომელიც
განსაზღვრავს ეპოქებს.ის აკავშირებს და თიშავს ადამიანებს.

საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მუდმივი ტერიტორია,უნდა ხდებოდეს ადამიანებით მისი


შევსება ძირითადად შობადობით იმიგრაციის გამორიცხვის გარეშე.უნდა ჰქონდეს
განვითარებული კულტურა,იმდენად,რომ საკმარისი იყოს ცხოვრების ყველა მოთხოვნის
დაკმაყოფილება და ბოლოს,უნდა ჰქონდეს პოლიტიკური დამოუკიდებლობა.
III.სოციალიზაცია,როგორც სოციალური ფენომენი.

სოციალიზაცია მოიცავს პროცესებს,რომელთა მეშვეობითაც ადამიანი აღიჭურვება იმ


ცოდნით,უნარებითა და ჩვევებით,რაც საზოგადოებაში ცხოვრებას
სჭირდება.სოციალიზაციის პროცესი გადის ფაზებს,რომლებსაც ასევე ძირითად სტადიებს ან
სასიცოცხლო ციკლებს უწოდებენ.პირველი არის ბავშვობა და სიყმაწვილე(1-18წელი)-
შრომითი პერიოდისთვის მზადება,მეორე მოწიფულობა(18-60წელი)-აქტიური შრომითი
პერიოდი და მოხუცებულობა(60წ და მეტი)აქტიური შრომითი პერიოდიდან
გამოსვლა.სოციალიზაციის პროცესს ორ მსხვილ სტადიად ყოფენ.დაწყებითი-ადამიანის
ცხოვრების პირველი ნახევრის მომცველი და დამამთავრებელი რომელიც შეეხება ადამიანის
სიცოცხლის მე-2 ნახევარს.საწყისი ძირითადად არის მიწერილი სტატუსების
სფერო,დამამთავრებელი კი-მიღწეულის.

სოციალიზაცია მოიცავს კრიზისულ სიტუაციებსაც.კრიზისის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ


ნებისმიერი გარდატეხის წერტილი,როცა პრობლემის გადაჭრის ძველი მექანიზმები,ან
ხერხები უკვე აღარ მუშაობენ,ხოლო ახლები ჯერ კიდევ არ მოქმედებენ,კრიზისი თავისი
არსით არის პრობლემური სიტუაცია,რომლისთვისაც მოცემულ მომენტში არ არსებობს
გადაწყვეტის შესაფერისი ტექნოლოგია.სიცოცხლის განმავლობაში კრიზისული ანუ
პრობლემურია შემდეგი სიტუაციები:არმიაში წასვლა,საშუალო სკოლის
დამთავრება,უნივერსიტეტში ჩაბარება,ქორწინება და ა.შასეთ მომენტებში ადამიანები
განიცდიან დაბნეულობას.

პირველი კრიზისული წერტილი 16-18 წლის ასაკში აღნიშნავს ახალგაზრდა ადამიანის


ცხოვრებაში ისეთ გარდატეხას,როცა მშობლებზე დამოკიდებულების პროცესი
დაირღვა,მაგრამ ახალი დამოუკიდებელი ცხოვრების წესი ჯერ არ შექმნილა.ადამიანი აღარ
არის ბავშვი,ხვდება,რომ უნდა აირჩიოს პროფესია,მაგრამ არ იცის რომელი.მეორე
კრიზისულ წერტილს ეწოდება ცხოვრების შუა ხნის(45წელი)კრიზისი.როცა
ადამიანი,რომელმაც დიდი ხნის წინ აირჩია პროფესია.აფასებს საქმიანობას.ხდება
ღირებულებების გადაფასება.ის ადარებს ცხოვრების იდეალურ ტრაექტორიას
რეალურთან.რაც უფრო დიდია მათ შორის განსხვავება მით უფრო მეტია ცხოვრებით
უკმაყოფილების განცდა.მესამე კრიზისული წერტილი მიუთითებს შრომითი კარიერის
დამთავრებას და პენსიაზე გასვლას,ქალთან 60,ხოლო მამაკაცთან 65 წლის
ასაკში.კრიზისულია,რადგან ხშირად პენსიონერი ეკონომიკურად დამოკიდებულია
ნათესავსა და სახელმწიფოს დახმარებაზე.

განასხვავებენ პირველად და მეორად სოციოლოგიას.პირველადი მიმდინარეობს


ახლობლებისა და ნათესავებით წრეში,ხოლო მეორადი
ინსტიტუტების(სკოლა,უნივერსიტეტი და ა.შ)ჩარჩოებში.პირველადი გარემო არა მხოლოდ
უახლოესია ადამიანებისთვის,არამედ უმნიშვნელოვანესია მისი ფორმირებისთვის.ე.ი
პირველ ადგილზე დგას მნიშვნელობის ხარისხით.მეორადი კი ნაკლებად მნიშვნელოვან
გავლენას ახდენს რადგან კონტაქტია სეთ აგენტებთან ხდება უფრო იშვიათად.ისინი
ნაკლებად ხანგრძლივია.მოქმედებაც ნაკლებად ღმა ვიდრე პირველადი გარემოსი.

ამერიკელმა სოციოლოგმა ჩარლზ კულიმ ხმარებაში შემოიტანა ტერმინები პირველადი


ჯგუფი(ნაცნობი ადამიანები) და მეორადი ჯგუფი(ცნობილი ადამიანები ფორმალური
ინსტიტუტების წარმომადგენლები)პირველადი ჯგუფი არის მცირე კონტაქტური
გაერთიანებები სადაც ადამიანები იცნობენ ერთმანეთს და არსებობს მათ შორის სანდო
ურთიერთობა,მეორადი ჯგუფები ეწოდება ადამიანთა დიდ სოციალურ
გაერთიანებას,რომელთა შორის არსებობს მხოლოდ ფორმალური ურთიერთობები.

რამდენადაც სოციალიზაცია იყოფა პირველად და მეორად სოციალიზაციად,ამდენად


სოციალიზაციის აგენტები და ინსტიტუტებიც იყოფა პირველადად და
მეორადად.სოციალიზაციის აგენტები არიან კოკრეტული ადამიანები,რომლებიც
პასუხისმგებლები არიან კულტურული ნორმების სწავლებაზე და სოციალური როლების
ათვისებაზე.პირველადი სოციალიზაციის აგენტები არიან:მშბლები,ძმები,დები,ახლო და
შორეული ნათესავები,ძიძები,ბაბუა-ბებიები,ოჯახის
მეგობრები,ექიმები,მასწავლებლები,თანატოლები,მწვრთნელები,ხოლო მეორადი
სოციალიზაციის აგენტები
არიან:სკოლის,უნივერსიტეტის,საწარმოს,არმიის,პოლიტიკის,ეკლესიის,სახელმწიფო
ადმინისტრაციის წარმომადგენლები.ტელევიზია,რადიო,პრესის
თანამშრომლები.სოციალიზაციის ინსტიტუტებს მიეკუთვნება დაწესებულებები,რომლებიც
გავლენას ახდენს სოციალიზირების პროცესზე და მიმართულებას აძლევს
მას:სკოლა,სასწავლებელი,არმია,პოლიცია და ა.შ.სოციალიზაციის აგენტებს შორის შეიძლება
მოხდეს დაპირისპირება.რაც აღმოცენდება იმ ნიადაგზე,რომ მთავრობა და პარტიები
ადამიანებს ერთს ასწავლიან,ხოლო მეგობრები და ნაცნობები,რომელთა გვერდითაც
მიმდინარეობას ჩვენი ცხოვრება-მეორეს.

IV.სტატუსები და როლები

სტატუსის ქვეშ მოიაზრება ინდივიდის პოზიცია ჯგუფში ან საზოგადოებაში.ეს არის


ადამიანის სოციალური მდგომარეობა საზოგადოებაში,რომელიც მოიცავს
პროფესიას,ეკონომიკურ მდგომარეობას,პოლიტიკურ შესაძლებლობებს და ა.შ.არსებობს
სტატუსის განმსაზღვრელი 4 პარამეტრი:სტატუსის სახელწოდება,სტატუსის
განსაზღვრება,სტატუსის შინაარსი და სტატუსის რანგი.არსებობს პირადი და სოციალური
სტატუსები.პირადია ადამიანის პოზიცია ოჯახში,სპორტულ ჯგუფში,მეგობრების წრეში.ის
მიიღწევა ინდივიდუალური თვისებების ან დამსახურებების წყალობით და არსებობს
ადამიანების მხოლოდ ვიწრო წრეში.სოციალურ სტატუსს ადამიანი მოიპოვებს უცნობი
ადამიანების ფართო წრეში,საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობით.სოციალური
სტატუსები შედგება ეკონომიკური და პროფესიული სტატუსებისგან.ინდივიდს შეიძლება
გააჩნდეს მთავარი და ეპიზოდური სტატუსები.მთავარია სტატუსი რომელიც ადამიანისთვის
ყველაზე მეტადაა დამახასიათებელი,რომელთანაც მას აიგივებენ.ხოლო ეპიზოდური არის ის
სტატუსები,რომლებიც არსებობენ ძალიან მოკლე დროის განმავლობაში.განასხვავებენ
მიწერილ და მიღწეულ სტატუსებს.მიწერილი ეწოდება სტატუსს,რომლის ფლობა და
ცვლილება ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება და დამოკიდებულია ან ბუნებაზე ან
მემკვიდრეობითობაზე.ეს არის სტატუსები რომლითაც ადამიანი იბადება
მაგ:სქესი,ეროვნება,ეკონომიკური მდგომარეობა.მიღწეულია სტატუსი რომელიც ადამიანმა
მოიპოვა თავისუფალი არჩევანისა და პირადი ძალისხმევის შედეგად და იმყოფება ადამიანის
კონტროლის ქვეშ.ის არ ექვემდებარება ავტომატურ გადაცემას.შესაძლოა მოხდეს სტატუსებს
შორის შეუთავსებლობაც.ერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სტატუსი,რომლებიც
ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.სტატუსური შეუთავსებლობა ხდება პირადი
უკმაყოფილებისა და სოციალური დაძაბულობის მიზეზი.ადამიანი განიცდის დისჰარმონიას
თავის სტატუსებში.აწუხებს პესიმიზმი და გულგატეხილობის გრძნობა.ადამიანმა შეიძლება
მოახდინოს აურზაური საზოგადოებაში.ასეთ ადამიანს ეწოდება მარგინალი,ჩიხის მუდმივი
ბინადარი,რომელიც ერთი ფენისგან იქნა მოწყვეტილი და ვერ შეუერთდა ვერცერთ
სხვას.სტატუსური შეუთავსებლობა შეიძლება გაქრეს და კვლავ წარმოიქმნას.

როლი არის ქცევის მოდელი მოცემული პოზიციის შესაბამისად.სოციალური როლი არის


ნიღაბი რომელსაც ადამიანი იკეთებს ხალხში გასვლისას.სოციალური როლის შინაარსი
გულისხმობს:სოციალურ ქმედებებს,სოციალურ ნორმებსა და სოციალურ
მოლოდინებს.როლები შეიცავს მოლოდინებს შესაბამისი ქცევის შესახებ.ადამიანი,რომლის
ქცევაც არ შეესაბამება როლურ მოლოდინებს ფასდება უარყოფითად.რასაც შესაძლოა
იწვევდეს ის,რომ მას კარგად ვერ გაუგია თავისი როლი,სათანადოდ არ ფლობს ამ როლის
შესატყვის უნარ-ჩვევებს,არ არის მონდომებული შეასრულოს ან შეგნებულად არ სურს ამ
როლის შესრულება.როლების შესრულება ადამიანისგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს
რამაც შეიძლება გგამოიწვიოს როლური დაძაბულობა ანუ წინააღმდეგობა ერთი როლის
შიგნით.სოციალური ნორმა არის სათანადო საზოგადოებრივად მისაღები ქცევის
მითითებები,მოთხოვნები სურვილები და მოლოდინები.ნორმები არის იდეალური ნიმუშები
რითაც გაწერილია თუ რა უნდა თქვან,იფიქრონ,იგრძნონ და გააკეთონ კოკრეტულ
სიტუაციაში ადამიანებმა.ნორმები ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს
საზოგადოებაში:ახდენენ სოციალიზაციის ზოგადი მსვლელობის რეგულირებას,ახდენენ
ინდივიდების ჯგუფში,ხოლო ჯგუფის-საზოგადოებაში ინტეგრირებას.აკონტროლებენ
გადახრილ ქვევას.წარმოადგენენ ქცევის ნიმუშებს,ეტალონებს.არსებობს სოციალური როლის
გამოსახვის სამი ფორმა:როლის შესრულება,როლთან იდენტიფიცირება და როლების
შესწავლა.

You might also like