You are on page 1of 4

სასწავლო კურსი: სოციოლოგია(ზოგადი კურსი)

სპეციალობა/კურსი: ევროპისმცოდნეობა, I კურსი


საგნის პედაგოგი: ინეზა ზოიძე

ვარიანტი/ბილეთი № 5
თეორიული საკითხები (თითოეული საკითხი ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით)

1. პლტონი და არისტოტელე საზოგდოების სოციალური და ეკონომიკური მოწყობის შესახებ

1.არისტოტელე გამოყოფს სამ ფენას, ესენია: 1. საშუალო კლასი წესრიგისა და სახელმწიფოს


საყრდენი. 2.მდიდარი პლუტოკრატია. 3.საკუთრების არ მქონე პროლეტარიატი. სახელმწიფო
ყველაზე კარგად იმართება მაშინ, როდესაც ღარიბთა მასა არ არის უკუგდებული მართვაში
მონაწილეობისაგან, მდიდართა ეგოისტური ინტერესები შეზღუდულია, საშუალო კლასი კი უფრო
მეავალფეროვანია და ძლიერია, ვიდრე ორი დანარჩენი. არისტოტელე განასხვავებს
სამართლიანობის 2 სახეს, გამთანაბრებელსა და გამანაწილებელს. გამთანაბრებელი არის
მოქმედება სამოქალაქო სამართლებრივ გარიგების სფეროში, ხოლო მეორე, კი გულისხმობს
კეთილდღეობის განაწილებას საერთო საქმეში შეტანილი წვლილის პროპორციულად.
არისტოტელეს მიხედვით საზოგადოების ნაკლოვანებები გამოსწორდება ადამიენბის მორალური
გაუმჯობესებით. კანონმდებელი უნდა ისწრაფვიდეს არა საყოველთაო თანასწორობისაკენ, არამედ
ცზოვრებისეული შანსების გათანაბრებისაკენ, საკუთრებას შეიძლება ფლობდეს თითოეული, რაც
ავითარებს მათ ჯანსაღ ეგოისტურ ინტერესებს, და არ აზიანებს ზნეობას, კოლექტიური
საკუთრების შემთხვევაში უმრავლესობა ღარიბია, მაგრამ სახიფათო სახელმწიფოს მეტის მეტი
უთანასწორობა. პლატონი არის ავტორი პირევლი სტრატიფიკაციის თეორიის, მან ხაზი გაუსვა
შრომის დანაწილების პრინციპს არისტოტელესაგან განწხვავებით, მაგრამ ისიც არისტოტელეს
მსგავსად ფენებს 3 კლასად ჰყოფს ესენია: უმაღლესი, საშუალო და დაბალი ფენები, მისი აზრით
სამართავად საუკეთესო იყო არისტოკრატია, ასევე მისი აზრით უკიდურესი ფორმა იყო
ოხლოკრატია, და დემოკრატია იყო ყველაზე ცუდი მმართველობა, ამასვე ამბობდა არისტოტელეც,
რადგან დემოკრატიისაგან იბადებიან ტირანები, შემდეგ კი უაზრო ვნებათა ღელვა და სისასტიკეა.
პლატონის ფიქრობდა, რომ საზოგადოება მხოლოდ იმას. უნდა ემართა, ვინც გარკევული იყო
მსგავს საკითხებში, ვინც გადაცილებული იქნებოდა 50 წელს და ვისაც უნდა ჰქონოდა ასკეტური
ცხოვრების წესი.

2. საზოგადოების სტრუქტურა;
სხვა ტიპის დავალება (თითოეულის პასუხი ფასდება მაქსიმუმ 2 ქულით)

2. საზოგადოების სტრუქტურა ხალხის ძლიერ ნაერთს აჩვენებს, სტრუქტურაა საზოგადოების


ცალსაცა ცენტრი, ამის საფუძველზე იგი აკონტროლებს ადამიანების მოქმედებებს. ჩვენ ვიცით,
რომ საზოგადოება არ არის თუ რაიმე არ აკავშირებთ ამ ადამინებს ერთმანეთთან და სწორედ
ამიტომ სტრუქტურა ამთლიანებს საზოგადოებას, როგორც ერთ ორგანიზმს.სტრუქტურა
ბერძნული სიტყვაა და ერთ მთლიანს ნიშნავს. რაც შეეხება ფუნქციონალურ და სტრუქტურულ
კავშირებს ისინი სულ სამია, ესენია; 1.საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურა 2.საზოგადოების
სოციალური სტრუქტურა. 3.სოციალურ ტერიტორიული სტრუქტურა.
1. გაანალიზეთ სოციალურ წოდებასა და სოციალურ კასტას შორის არსებითი სხვაობა;

1.სოციალური წოდება ესაა ბუნებით, გენეტიკით, სისხლით. თუ დაიბადე დიდგვაროვანთა ოჯახში,


ანუ მაღალი ფენის წარმომადგენელთა ოჯახში შენ შეგიძლია იყო დიდგვაროვანი არისტოკრატი და
ამავდროუალად შეგიძლია სხვა ფენად გადაქცევა,ანუ სხვა ფენას შეუერთდე, მაგალითად გლეხი
გახდე ან სხვა რამ, მაგრამ სოციალური კასტაა - თუ შენ დაიბადე გლეხის ოჯახში და არ ხარ
გენეტიკურად, სისხლით დიდგვაროვანი შენ, რაც არ უნდა გამდიდრდე, რაც არ უნდა დიდი
სიმდიდრე მოიპოვო შენ ვერასოდეს მოიპოვებ მაღალი ფენის სტატუსს, ანუ ვერ შეიძენ (მაღალ)
სოხიალურ წოდებას.

2. განსაზღვრეთ დუბუას ორმაგი ცნობიერების თეორიის არსი;

2. "ორმაგი ცნობიერება" იდეა - ეს ცნება დუბუამ პირველად თავის წიგნში "შავკანიანი ხალხის
სულები"-ში შემოიტანა, ის წერდა, რომ ორმაგი ცნობიერება არის განცდა, როდესაც საკუთარ თავს
სხვისი თვალებით ხედავ,ბსაკუთარ სულს აფასებ გარშემო სამყაროდა გამომდინარე, რომელიც
გიყურებს სიძულვილითაბდა მოწყალებით. დუბუა ხაზს უსვამდა შავკანიანებისა და ამერიკელების
ორმაგ ცნობიერებას. ის უარყოფდა, რომ ორმაგი ცნობიერების დაძლევა იყო შესაძლებელი,
რომელიმე მხარის არჩევით. ინდივიდმა უნდა გააერთიანოს მე-ს შესახებ არსებული ორი
შეხედულება, რათა მოიპოვოს ძლიერი პიროვნული იდენტობა.

3. იმსჯელეთ, საზოგდოების სტაბილურობის პროსეცში რა ხელშემშლელ ფაქტორებზე


მიუთითებს მიდის სიმბოლური ინტერაქციონიზმის თეორია;

3. მიდმა დაიწყო, დეტერმინიზება, რომ ადამიანის ქცევების უმეტესი ნაწილი დეტერმინიზებულია,


არა მხოლოდ სიტუაციის ობიექტური ფაქტორებით, არამედ იმით, თუ როგორ განსაზღვრავენ
ადამიენბი მოცემულ სიტუაციას, "თუ ადამიანები სისტუაციებს იღებენ, როგორც ნამდვილს, მაშინ
ისინი ნამდვილია თავიანთი შედეგის მიხედვით". ამრიგად ადამიანური ქცევის უმეტესი ნაწილი
სიმბოლური ინტერაქციონალიზმით არის განპირობებული. ზოგადად სოციალური ინტეაქცია
წარმოადგენა როლების ორმხრივი ათვისებას, ცალკეული ადამიანი, არის იძულებული, რომ
ატაროს სხვისი როლი, ზოგჯერ სწორედ ამიტომ აკრიტიკებენ ადამიანებს, რომ საკმარის
ყურადღებას არ უთმობენ იმას, რომ ზოგიერთი ფაქტორი, რაც გავლეანს ახდენს და ადამიანს
ქმედებებში ზღუდავს.

4. განიხილეთ სოციოლოგთა მოსაზრებებისაზოგადოების რაობის შესხებ და დააფიქსირეთ


საკუთარი სეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტების გამოყენებით;

4.ჰობსი საზოგადოება მიიჩნევა ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული ადამიანთა ჯგუფი


მაბალითია "ლევიათანი".
ლოკის ხელშეკრულებით შეთანხმებულია გაერთიანებული ჯგუფი.
დიურკჰეიმის აზრით საზოგადოება არის ადამიანთა ჯგუფი , რომლებიც მუდმივ ურთიერთობაშო
არიან.
კონტი- აზრით სოციალური ორგანიზმის შემადგენელი ელემენტები
გიდენსის აზრით საზოგადოება არის გვარი, შეგნების მატარებელი ადამიანთა ჯგუფი. ჩემი აზრი
უფრო ო.კონტის აზრს ემთხვევა, რომ საზოგადოება არის ერთიანი ორგანიზმი, მას უფრო კარგად
აქვს ჩამოყალიბებული ეს ყველაფერი.

5. იმსჯელეთ რევოლუციასა და ევოლუციას შორის არსებით სხვაობებზე.

5.. რევოლუცია არის პირდაპირი მნიშვნელობით, გადატრიალება, მაგრამ კარკ მარქსმა ჩვენ
რევოლუცია სხვანაირადაც გავჩვენა, იგი ფიქრობდა, რომ რევოლუცია საჭირო იყო, ანუ საჭირო
იყო შეცვლა რაღაცის ამაზე მიგვანიშნებდა, რევულუციის შემდეგ გვპირდებოდა, რომ
დაიბადებოდა ახალი საზოგადოებ, რომელიც სრულიად თანაბარნი იწნებოდნენ, ესა სწორედ
რევოლუცია, რაღაც ახლის დაწყება და ძველის დასრულება. ევოლუცია არის განვითარება, მსმენია
სიტყვები, რომ ადამიანი კაცობრიობის ევოლუციის გვირგვინია, რომლებიც თვითონ ქმნიან ამ
გვირგვინს, ევოლუცია არია პირდაპირი განვითარება, განსხვავებით რევოლუციისაგან რევოლუცია
მოითხოვს სისხლსა და სისატიკეს ევოლუცია უფრი რბილია, მე პირადად ევოლუცია უფრო
მომწონს ვიდრე რევოლუცია.

თითოეული საკითხის შეფასების საინდიკატორო ქულებია:

5/2 ქულა: საკითხი სრულადაა მოცემული და ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული,


ტერმინოლოგია დაცულია. ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული როგორც ძირითადი, ისე
დამხმარე ლიტერატურა; ნათლად ჩანს ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის და
დასკვნის უნარი. სრულად ფლობს ფაქტობრივ მასალას და იყენებს საკითხის გადმოცემისას,
ახდენს საკუთარი პოზიციის დაცვას, საკითხი გადმოცემული თანმიმდევრობით.

4/1 ქულა: მოცემულია ყველა საკითხი, თუმცა შეკვეცილია; ტერმინოლოგიურად გამართულია; არ


უშვებს არსებითი შეცდომას; კარგად ფლობს მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი
ლიტერატურა. ავლენს ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის და დასკვნის
უნარს. კარგად ფლობს ფაქტობრივ მასალას და იყენებს საკითხის გადმოცემისას, შეუძლია
საკუთარი პოზიციის დაცვა, საკითხს გადმოსცემს მეტნაკლებად თანმიმდევრობით.

3 ქულა: საკითხი არ არის სრულად მოცემული; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული;


ტერმინოლოგია ნაკლოვანია; ფლობს საკითხის გარშემო მასალას, მაგრამ აღინიშნება მცირეოდენი
შეცდომები. ნაკლებად არის მცდელობა ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის
და დასკვნის უნარის. სუსტად ავლენს ფაქტობრივ მასალის ცოდნას და სუსტად იყენებს საკითხის
გადმოცემისას, სუსტად ახდენს საკუთარი პოზიციის დაცვას, საკითხი გადმოცემული არა
თანმიმდევრობით.

2 ქულა: საკითხი არ არის სრულად ამოწურული; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი


მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა;
აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა. არ ჩანს ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული
მსჯელობის და დასკვნის უნარი. ვერ ავლენს ფაქტობრივ მასალის ცოდნას, ვერ ახდენს საკუთარი
პოზიციის დაცვას, საკითხს ვერ გადმოსცემს თანმიმდევრობით.

1 ქულა: საკითხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი;


პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული
ფრაგმენტები. არ ჩანს ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის და დასკვნის
უნარი. ვერ ავლენს ფაქტობრივ მასალის ცოდნას, ვერ ახდენს საკუთარი პოზიციის დაცვას,
საკითხი არ არის გადმოცემული თანმიმდევრობით.

0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არ იცის.

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი


დამტკიცებულია ოქმი #3.21.11.2021

You might also like