You are on page 1of 5

ფაკულტეტი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა

საგნის დასახელება - შესავალი სოციოლოგიაში

პედაგოგი - თეა თოფჩიშვილი

შუალედური გამოცდის მაქსიმალური შეფასება - 20 ქულა (თითოეული სწორი


პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი - 0 ქულით); გამოცდის ხანგრძლივობა 1სთ. და
20 წთ.

1. რა არის დევიაცია?

1. სოციალური ნორმების არარსებობის გამო კულტურის ერთიანობის რღვევა


2. საზოგადოებაში არსებულ ინსტიტუციონალურ ნორმათაგან გადახრა+
3. მდგომარეობა, როდესაც საზოგადოების მატერიალური ცხოვრება
არამატერიალური კულტურის ტრანსფორმაციას წინ უსწრებს
4. ადამიანის სტატუსით განსაზღვრული მოსალოდნელი ქცევა

2. ჩამოთვლილთაგან რომელი მიეკუთვნება ტოტალური ტიპის დაწესებულებებს?

1. ოჯახი
2. მონასტრები+
3. პროფესიონალური კავშირები
4. არასამთავრობო ორგანიზაციები

3. ჩამოთვლილთაგან ბატონობის რომელ ტიპებს განიხილავს ვებერი?

1. რაციონალურ–ლეგალურს, ტრადიციულსა და ავტორიტარულს


2. ტრადიციულს, ქარიზმატულსა და ავტორიტარულს
3. ქარიზმატულს, ტრადიციულსა და რაციონალურ–ლეგალურს
4. ავტორიტარულს, ქარიზმატულსა და რაციონალურ–ლეგალურს

4. ვის ეკუთვნის ძალაუფლების ცნობილი განსაზღვრება, რომლის მიხედვითაც


"ძალაუფლება - ეს არის შესაძლებლობა ერთი მოღვაწისათვის მოცემულ სოციალურ
პირობებში განახორციელოს საკუთარი სოციალური ნება წინააღმდეგობის
მიუხედავად".

1. ტ. პარსონსს
2. მ. ვებერს+
3. კ. მარქსს
4. ა. ტოკვილს
5. რომელმა ავტორებმა შეიმუშავეს უთანასწორობის თეორია დიურკემის
კონცეფციაზე დაყრდნობით?

1. კ. მარქსმა და რ. დარენდორფმა
2. ლ. უორნერმა და დ. ტრეიმანმა
3. კ. დევისმა და ი. მურმა+
4. მ. ვებერმა და რ. მიხელსმა

6. უორნერის რეპუტაციული თეორიის მიხედვით, საშუალო კლასის უმაღლეს ფენას


წარმოადგენენ:

1. მდიდრები, რომლებიც არ არიან არისტოკრატული წრის წარმომადგენლები


2. "თეთრსაყელოებიანები”
3. "ცისფერსაყელოებიანები”
4. განათლებული პირები, რომლებიც ინტელექტუალური სამუშაოთი არიან
დაკავებულნი და აქვთ მაღალი შემოსავალი: იურისტები, ექიმები+

7. ჩამოთვლილთაგან რომელი ნიშანი ახასიათებს ტოტალიტარულ სახელმწიფოს?

1. ლოიალური ოპოზიცია
2. იდეოლოგიის ფართო გამოყენება+
3. მართულთა საერთო თანხმობა
4. ინდივიდუალიზმი

8. რა ეწოდება ქარიზმატული ჯგუფების ფორმალურ ორგანიზაციად გარდაქმნის


პროცესს ?

1. კრისტალიზაცია
2. ინსტიტუციონალიზაცია
3. ქარიზმის რუტინიზაცია
4. ბიუროკრატია

9. პოლიგამია არის ქორწინება:

1. ერთ ქალსა და ერთ მამაკაცს შორის


2. ერთ და რამდენიმე ინდივიდს შორის
3. ერთ ქალსა და რამდენიმე მამაკაცს შორის
4. ერთ მამაკაცსა და რამდენიმე ქალს შორის+
10. რა ეწოდება ოჯახს, სადაც ძალაუფლება და გავლენა თანაბრად ნაწილდება ქალსა
და მამაკაცს შორის?

1. ნეოლოკალური ოჯახი
2. ეგალიტარული ოჯახი+
3. ნუკლეარული ოჯახი
4. გაფართოებული ოჯახი

11. ცნებები „სოციალური ანომია“, „სოციალური პათოლოგია“ სოციოლოგიაში


შემოიტანა:

1. რ. მერტონმა
2. ე. დიურკემმა
3. ა. კოენმა
4. ჩ. ლომბროზომ

12. რა ეწოდება თეორიას, რომლის მიხედვითაც ინდივიდები დამნაშავენი ხდებიან იმ


ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად, რომლებიც კრიმინალურ ნორმებს მისდევენ?  

1. დიფერენციული ასოციაცია+
2. სტრუქტურული რღვევის თეორია
3. სტიგმატიზაციის თეორია
4. სტრუქტურული დაძაბულება

13. რა ეწოდება მობილობას, რომელიც ქალაქებსა და რეგიონებს შორის გეოგრაფიულ


გადაადგილებას გულისხობს? 

1. ჰორიზონტალური მობილობა
2. ვერტიკალური მობილობა
3. თაობათაშორისი მობილობა+
4. ლატერალური მობილობა
 
14. რობერტ მერტონის სტრუქტურული რღვევის თეორიის მიხედვით, რა ეწოდება ქ
ცევის ფორმას, რომელიც გულისხმობს საშუალებების ბრმად მიყოლას, რა
დროსაც უმთავრესი მიზნები უკანა პლანზე გადადის? 

1. ინოვაცია
2. ამბოხი
3. რიტუალიზმი+
4. კონფორმიზმი
გ15. რა ეწოდება პროცესს, რომლის დროსაც ადამიანები თავის თავს განსაზღვრავენ
დევიანტებად და მისდევენ ცხოვრების დევიანტურ სტილს?

1. ინტერნალიზაცია
2. ამბოხი
3. პირველადი დევიცია
4. მეორეული დევიაცია+
16. ჩამოთვლილთაგან რომელი ნიშანი  ახასიათებს ნებაყოფლობით ორგანიზაციებს?

1. ისინი ყალიბდებიან საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინტერესების მხარდასაჭერად


2. ასეთი ორგანიზაციების შინაარსს განსაზღვრავს სახელმწიფოებრივი ორგანიზაციები
3. ამ ტიპის ორგანიზაციები არ არიან კავშირში ადგილობრივ, სახელმწიფოებრივ ან
ფედერალურ სამთავრობო ორგანიზაციებთან+
4. ასეთი ორგანიზაციები გარკვეულ მოთხოვნებს უყენებენ  ადამიანებს

17. ჩამოთვლილთაგან არაფორმალური კონტროლის რომელ ტიპს განიხილავს კროსბი?

1. რეაბილიტაციას
2. იზოლაციას
3. განცალკევებას
4. წახალისებას+

18. სტიგმატიზაციის თეორიის ავტორია:

1. ე. დიურკემი
2. ზ. ფროიდი
3. გ. ბეკერი+
4. მ. ვებერი

19. რა ეწოდება პარტნიორის არჩევის წესს, რომელიც არეგულირებს ქორწინებას


გარკვეულ ჯგუფებს შიგნით?

1. ეგზოგამია
2. ინცესტი
3. გინეკოკრატია
4. ენდოგამია+

20. რაციონალურ-ლეგალური ბატონობის შემთხვევაში (ვებერის მიხედვით):

1. პოლიტიკური სისტემისათვის დამახასიათებელია საერთო პრინციპები, რაც


ახასიათებს ყველა ბიუროკრატიას+
2. სტრუქტურა დადის უბრალოდ ლიდერისა და მისი ერთგული ადამიანების
ურთიერთობაზე
3. ბელადისადმი ერთგულება და მხარდაჭერა მისი მიმდევრების მხრიდან თაობიდან
თაობას გადაეცემა და განმტკიცდება ადათებით, რაც გვახსენებს ურთიერთობას
ბატონსა და მოსამსახურეს შორის
4. ადამიანები ამჟღავნებენ იმ ლიდერისადმი მორჩილებას, რომელიც აღჭურვილია
ძალაუფლებით ტრადიციის შესაბამისად

You might also like