You are on page 1of 12

მეშვიდე ლექცია- ორგანიზაციები

ქარიზმატული ჯგუფები- არსებობენ რაიმე მიზნის მისაღწევად, მაგრამ


სტრუქტურით პირველადი ჯგუფების მსგავსია. ასეთია ქარიზმატული ჯგუფები. მათ
ხელმძღვანელობს მომხიბლველი და დიდი მიზიდულობის მქონე, ანუ ქარიზმატული
ლიდერი. ჯგუფის წევრები აღმერთებენ ლიდერს და მზად არიან ემსახურონ მას უსიტყვოდ.
ტიპიური ქარიზმატული ჯგუფია - ქრისტე და მისი მიმდევრები.

ქარიზმატული ჯგუფების არსებითი თვისებაა მათი ორგანიზაციული სტრუქტურის


არამდგრადობა და სრული დამოკიდებულება ლიდერისადმი . რამდენადაც ქარიზმატულ
ჯგუფებს აკლიათ მდგრადობა, ისინი ჩვეულებრივ არსებობენ მანამ, სანამ მათი ლიდერი
ინარჩუნებს მიმზიდველობას

ქარიზმის რუტინიზაცია -ქარიზმატული ჯგუფების ფორმალურ ორგანიზაციებად


გარდაქმნის პროცესი. ეს ტერმინი ვებერმა შემოიღო ორგანიზაციის სტრუქტურის
განვითარების აღსანიშნავად, რომელიც სამი ეტაპისაგან შედგება:

1)კრისტალიზაცია- ,,კრისტალიზების” სტადიაზე ყოველმა ჯგუფმა გაითავისა


საზოგადოების მოთხოვნილებები და ღებულობდა ზომებს მათი დაკმაყოფილების მიზნით.

2)აღიარება- ლიდერები ეკონტაქტებიან სხვა ორგანიზაციებს, განიხილავენ თავიანთ


მიზნებს და ერთობლივი ძალისხმევის შესაძლებლობებს; ასეთნაირად ისინი იქნენ
აღიარებულნი სხვების მიერ.

3)ინსტიტუციონალიზაცია- საქმიანობა ხორციელდება ზოგადად მიღებული


წესებით. ამ დროისათვის ყალიბდება სხვა ჯგუფების წევრებსა და სხვა ორგანიზაციებთან
ურთიერთობების მდგრადი ფორმები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესის შედეგად ყოველი
ჯგუფი უფრო მოწესრიგებული ხდება.

ნებაყოფლობითი ორგანიზაციები- არასამთავრობო ორგანიზაციები

1)გაწევრიანება არის ნებაყოფლობითი,წამოსვლაც ნებაყოფლობითია

2)იქმნება კერძო და არა სახელმწიფო ინტერესების საფუძველზე

3)მას არ უნდა ქონდეს კავშირები სახელმწიფო და ფედერალურ ორგანოებთან

სმეზლერი ამბობს რომ ამერიკული მოსახლეობის 70% მეტი ასეთ ორგანიზაციებში არის
გაწევრიანებული.
ტოტალური ტიპის ორგანიზაციები -ნებაყოფლობითის საპირისპირო

ეს ორგანიზაციები იქმნება ადაიანთა კეთილდღეობისთვის და სახელმწიფოს და რელიგიის


ინტერესების შესაბამისად.

გოფმანმა (დრამატურგიული თეორიის ავტორი) შემოიტანა ეს ტერმინი და გამოყო


ტოტალური ორგანიზაციის ტიპები

1)საავადმყოფოები და სანატორიუმები

2)მონასტრები

3)ციხეები და საპყრობილეები

4)სამხედრო დაწესებულებები

ასეთი ორგანიზაციები ყველნაირად ცდილობენ ჩაახშონ ამ ორგანიზაციის წევრების პირადი


და სოციალური ცხოვრება. წევრებს არ აქვთ კავშირი თავიანთ ოჯახდან და ფაქტობრივად
გამომწყვდეულები არიან ერთად და მათი ცხოვრება იცვლება სრულიად. ასეთი
შეზღუდვები აყალიბების სუსტ ჯგუფს რომელზეც ბატონობა ბევრად მარტივია. ჯგუფის
წევრებს აქვთ საერთო ცხოვრება, ისინი იზიარებენ რიტუალებს და ცხოვრების წესებს.

ბიუროკრატია- (ვებერი)

ბიუროკრატია არის იგივე ინდუსტრიული ორგანიზაციები სადაც ბევრად მკაცრი


წესებია. ვებერმა გამოყო ბიუორკრატიის იდეალური ტიპის 7 ძირითადი
მახასიათებელი.

1)შრომის დანაწილება

2)დაქვემდებარების ნუსხა ( ვერტიკალური დაქვემდებარება)

3)კანცელარია

4)საშტატო თანამშრომლები -მუდმივი თანამშრომლები

5)გადამზადების პროცედურა

6)წესები- ჰოულდნერი-- 1)კომუნიკაცია და კომუნიკაბელურობა, 2)დისტანციური


მართვა 3) წესებიდან გადახვევა 4) დასჯის სამართლიანობა
7)ლოიალობა

რატომ ბიუროკრატია? სიტყვა ,,ბიუროკრატია” ჩვეულებრივ გამოიყენება ნეგატიური


აზრით. ის ასოცირდება ჩინოვნიკებთან, ათასობით ზედმეტ ბლანკებს. მაგრამ არსებობს
ბიუროკრატიული ორგანიზაციის სხვა, უფრო პოზიტიური ასპექტები, რომელთა წყალობით
ბიუროკრატია ასრულებს ასეთ მნიშვნელოვან როლს თანამედროვე
საზოგადოებაში.ვებერი დაასკვნის, რომ ბიუროკრატიის გავრცელება განაპირობა იმან,
რომ ,,ორგანიზაციის ნებისმიერ სხვა ფორმასთან შედარებით ის ყოველთვის
გამოირჩეოდა ტექნიკური უპირატესობებით”.ვებერის კონცეფციაზე, რომელსაც მიაჩნია,
რომ ბიუროკრატია არის ორგანიზაციის საუკეთესო ფორმა, რაც შეიძლება წარმატებით
განხორციელდეს გარკვეული წესების საფუძველზე ან, როგორც ვებერი
ამბობს ,,ადამიანის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე”.განსაზღვრავს რა ზუსტად
ყოველი მუშაკის შრომის მოცულობას, ბიუროკრატია ანადგურებს ყოველგვარ
გაურკვევლობებს.

ბიუროკრატიაში აუცილებელია ძალაუფლების განხსორციელება. ცოდნა ძალაუფლების


ტოლფასია.

კონფლიქტსა და აურზაურს ადგილი აქვს არა მხოლოდ სამრეწველო დაწესებულებებში .


მათ ადგილი აქვთ საზოგადოებაში და ყველა დონეზე. წესების შექმნა მათი გადაჭრის
აღიარებული საშუალებაა.

ირაციონალური კონფლიკტები- პიროვნული მიზეზის გამო ხდება

რაციონალური კონფლიქტი-პრობლემა მოდის ორგანიზაციიდან, სტუქტურიდან

1)კონკურენტული ჯგუფები არიან დაპირისპირებულნი

2)არაპირდაპირ კონკურენტულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება

3) წახალისებასთან დაკავშირებული კონფლიქტი იერარქიის შიგნით.

პრობლემის მოგვარების გზა


1)კოოფტაცია-ერთი მხარე (ძლიერი) მეორეს რთავს გადაწყვეტილების მიღებაში
მოსყიდვის გზით

2) ორგანიზაციისსტრუქტურის ცვლილება. ეს არის კონფლიქტის დარეგულირების


ყველაზე რადიკალურიმეთოდი. სტრუქტურის ცვლილებას თან სდევს ძველი
განყოფილებების ლიკვიდაცია დაახლების შექმნა, განყოფილებებს შორის
ურთიერთობების გადახედვა და თანამშრომლებისხელახალი გადანაწილება.
მილგრემის ექსპერიმენტი- დეპერსონალიზაცია- პიროვნული ნიშანთვისებების
ქრობა( ცდის პირები სხვა ცდის პირებს აყენებდნენ ტკვილს (სიმულაციის გზით)

ფაქტორები რომლებიც ხელს უწყობს დეპერსონალიზაციას


ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისტანცია

უნიფორმა-სამხედრო როლი

პასუხისმგებლობის დიფუზია

ზიმბარდოს ექსპერიმენტი-ლუციფერის ეფექტი

მერვე ლექცია -დევიაცია

დევიაცია- დანაშაულის სოციოლოგია შეისწავლის

დევიაციური ქმედება- მიღებულ,დაშვებულ,ინსტიტუციონალურ ნორმათაგან


გადახრა

პირველადი დევიაცია- წესების დამრღვევი ადამიანი, თავს დევიანტად არ თვლის და


საზოგადოებამ არ იცის ამის შესახებ.

მეორადი დევიაცია -საზოგადოებამ გაიგო,იარლიყი მიაკრა და გარკვეულ


დამოკიდებულებას ავლენს

დევიაციას შეფარდებითი ხასიათი აქვს

ნორმების ბუნდოვანობა ხელს უშლის დევიაციის ზუსტ განმარტებას

დევიაციურ ქმედებაში გამოიყოფა 3 კომპონენტი

1)ინდივიდი- ჩადის დევიაციურ მედებას

2)მოლოდინი- დევიაციური ქმედების შეფასების კრიტერიუმი

3) სხვა ადამიანები რომლებიც რეაგირებენ დევიანტის ქცევაზე

1)დევიაციის ბიოლოგიური ახსნა- დევიაციის მიზეზებს ფიზიოლოგიურ


მახასიათებლებში ვეძებ
ჩეზარი ლომბროზო- თავის ქალის აგებულებასა და დევიაციას შორის დაინახა
კავშირი

უილიამ შელდონი- ტანის აგებულებასა და დევიაციას შორის დაინახა კავშირი

3 ტიპის ადამიანი შემოგვთავაზა

1)ენდომორფი- მომრგვალებური ფორმით, ზომიერი


აღნაგობით,კომუნიკაბელურები

2)ექტომორფი- სუსტი აღნაგობის, ანალიტიკური აზროვნება, ნევროზულები

3)მეზომორფი- მკვრივი ადამიანები, შფოთვისკენ მიდრეკილები, დევიანტები

2)დევიაციის ფსიქოლოგიური ახსნა

დევიაციის მიზეზს ვეძებ ფსიქიკაში

ფროიდი- დამნაშავე ბრალის შეგრძნებით- მიდრეკილნი არიან დევიაციური


ქმედებებისკენ, სურთ დაჭერილი და დაპატიმრებულები იყვნენ რათა შეუმცირდეთ
დევიაციისკენ მიდრეკილება .

სექსუალური დევიაციები- ეგზიბიციონისტები -როდესაც ადამიანებს აქვთ


კასტრაციის შიში. ამიტომ ისინი ხშირად აჩვენებენ ხალხში თავიანთ სასქესო
ორგანოს, რათა დარწმუნდნენ მის არსებობაშო.

3) დევიაციის სოციოლოგიური ახსნა

დურკემი -ანომიის თეორია -უნორმობა

როდესაც საზოგადოებაში ხდება რყევები, წესრიგი ირღვევა და


დეზორიენტირებული ხდება, ადამიანები ჩადიან დევიაციურ ქმედებას-
თვითმკვლელობას

მერტონი -ანომიის თეორია-( საზოგადოებაში გაბატონებული მიზნები როგორ


თანაფარდობაში მოდიან ინსტიტუციონალურ საშუალებეთან ) წარმატების
მიღწევა ყოველთვის ითვლება ხალხის პრიორიტეტად მაგრამ
წარმატების მიღწევა პატიოსნურად საკმაოდ რთულია. მაგალიტად
ყველას არ აქვს განათლებაზე წვდომა ამიტომ მათ უწევთ ნარკოტიკებიტ
ვაჭრობა.

მეტრონი ანომიის თეორიასი გამოხოფს დევიანტების რამდენიმე ნაწილს:

1)კონფორმისტი- ადამიანი არ მოდის წინააღმდეგობაში


საზოგადოებასთან, ის პატიოსნად აღწევს წარმატებას

2)ინოვაციის შემთხვევაში ადამიანი წარმატებული ხდება ცუდი


გზებით. მაგალითად შანტაჟი, გაყალბება და ა.შ

3)რიტუალიზმის დროს ადამიანი რჩება პატიოსანი და ასრულებს თავის


სამუშაოს ოღონდ არ მდიდრდება. დაბალი ფენის წარმომადგენელი რჩება

4)რეტრეტისტი- ადამიანი, რომელიც არ იზიარებს არც მიზნებს არც საშუალებებს,


ამორთულია საზოგადოებიდან- ლოთი, ნარკომანი

5)მეამბოხე- ბრძოლას უცხადებს არსებულ საზოგადოების სტრუქტურას და


დააფუძნოს ახალი მიზნები და საშუალებები. უარყოფს არსებულს მაგრამ იბრძვის
ახლი მიზნებისა და საშუალებების დასამკვიდრებლად.

არადევიანტურია კომფორმისტი

სტიგმატიზაციის თეორია- იარლიყის მიკერება

ბეკერის თეორია- ის თვლის რომ დევიაცია არის სხვის მიერე


დაწესებული წესების დარღვევა მაგრამ ჩემთვის ეს წესები ნორმა
შეიძლება სულ არ იყოს.

როზენჰემი- ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მივიდნენ, მოიტყუენ და


ჩარჩნენ

სოციალური კონტროლის ფორმები

ფორმალური და არაფორმალური

ფორმალურ კონტროლს ახორციელებს- სახელმწიფო, პოლიცია,


ფსიქიატრიული, სასამართლო
პარსონსისეული თეორია (ფორმალური)

1)იზოლაცია

2)განცალკევება

3)რეაბილიტაცია

არაფორმალურ კონტროლს ახორციელებს - ჩვენ, საზოგადოება, ოჯახის


წევრები.

კროზბის კლასიფიცირება (არაფორმალური)

1)დასჯა

2)წახალისება

3)დარწმუნება

4)ნორმათა გადაფასება

მეცხრე ლექცია- უთანასწორობა

უთანასწორობა- დაკავშირებულია პირობებთან,როდესაც ადამიანებს


არათანაბრად მიუწვდებათ ხელი რაღაც სიკეთეებზე( პრესტიჟი ,
ძალაუფლება,ქონება)

განუვითარებელ ქვეყნებში ძირითადად არ გვხდება

აგრალურ საზოგადოებაში გვხვდება ძირითადად უთანასწორობა

სტრატიფიკაცია - უთანასწორობა ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა,ამ დროს


ყალიბდება განსხვავებული ფენები

კლასი- ჯგუფებთანაა დაკავშირებული, მათ განსხვავებული ხელმისაწვდომობა


აქვთ გარკვეულ სიკეთეებთან( პრესტიჟი, ძალაუფლება, ქონება)

ფუნქციონალისტები
დიურკემის თეორია -„ საუკეთესოთა წახალისება“

1)სხვადასხვა საზოგადოებაში საქმიანობის სხვადასხვა ტიპია


მნიშვნელოვანი.მაგ: პურიტანებსი რელიგუირი ცხოვრება უფრო
მნიშვნელოვანია ვიდრე დანარჩენი სხვა ,მაგრამ თუმცა სხვა
საზოგადოებებსი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მატერიალური
სიმდიდრე.

2)ნიჭი. დიურკემი თვლის რომ ზოგი უფრო ნიჭიერია ვიდრე სხვა და ეს


გამოლინდება სწავლისას. მისი აზრით ქვეყნის განვითარებას სწორედ
რომ ნიჭიერი ხალხი უწყობს ხელს ამიტომაც საზოგადოებამ ისინი უნდა
წაახალისონ.

დევისი და მური დაეთანხმნენ დურკემს და დაამატებს 3 კომპონენტი

1) რელიგია-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებს სცემს პასუხს.


რელიგიუირი პირები საზოგადოებაში გამოირჩევიან დიდი
პატივისცემით იმიტომ რომ რელიგიური ლიდერები ქმნიან მორალურ
კოდექსებს, რომლებსაც ადამიანები მისდევენ ხსნის მოსაპოვებლად.

2)პოლიტიკა-პრივილეგიებით სარგებლობენ იმიტომ რომ მათ აქვთ


ძალაუფლება საზოგადოებაზე და ამის გამო ისინი მდიდრებიც არიან.

3) ტექნოლოგია-ტექნიკოსები. ტექნიკოსობა მნიშვნელოვანი სამუშაოა


საზოგადოებისთვის, თუმცა მოითხოვს დიდ ძალისხმევას ამიტომაც
საზოგადოებამ უნდა წაახალისოს და დააჯილდოვოს ტექნიკოსები.

კონფლიქტის თეორიის წარმომადგენლები

მარქსი- ეკონომიკური ფაქტორი. მარქსი თვლიდა რომ საზოგადოების


უთანასწორობის მიზეზი გაბატონებული ფენაა. მაგალითად
ფეოდალიზმის დროს ფეოდალები აკონტროლებდნენ გლეხებს.
კაპიტალიზმის დროს კი კაპიტალები აკონტროლებდნენ
პროლეტარიატს. ასეთი მუშაობით მაღალი ფენა მდიდრდება ხოლო
მომუშავეები გაღატაკდებიან. მარქსს სჯეროდა რომ საბოლოოდ
მომუშავეთა ფენა გაანალიზებდა ამას და აჯანყდებოდა და დადგებოდა
სოციალიზმის დრო. თუმცა ეს ასე არ მოხდა. მომუშავეთა ფენაში
ცალკეული ფენები გაჩნდა რომლებიც თვითინვე ცდილობენ
კაპიტალებან ძლიერი კავშირი დაამყარონ.

დარენდორფი- ძალაუფლება იწვევს დაპირისპირებას. ამტკიცებს, რომ


კლასობრივ კონფლიქტს ხელისუფლების ხასიათი განსაზღვრავს.
კონფლიქტი გამოწვეულია არა ეკონომიკური ურთიერთობებით,
არამედ ერთი ჯგუფის მეორეზე ბატონობით. კონფლიქტი შეიძლება
გაჩნდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში, სადაც არსებობენ ხელმძღვანელი
და დაქვემდებარებული.

მიხელსი- ოლიგარქიის( მცირეთა ბატონობა) რკინის კანონი, მცირეთა


ბატონობა.იღებს მარქსის თეორიის თითქმის ყველა პრინციპს, მაგრამ
ეჭვქვეშ აყენებს იდეას იმის შესახებ, რომ ეკონომიკური ორგანიზაცია
არის კლასებს შორის კონფლიქტის მთავარი მიზეზი.ხელისუფლების
კონცენტრაციის ტენდენცია ძირითადად ორგანიზაციის სტრუქტურით
არის განპირობებული. ორგანიზაციის ყველა წევრს არძალუძს
ერთდროულად და თანმიდმევრულად მოქმედება. ამდენად, ისინი
პასუხისმგებლობას აკისრებენ რამდენიმე ლიდერს, რომელთა
ძალაუფლებაც იზრდება.

ტრეიმანი- ერთიდაიგივე პროფესიები სხვადასხვა ქვვეყანაში


ერთიდაიგივე პრესტიჟით სარგებლობენ

1)ბაზისური მოთხოვნილებები ყველა საზოგადოებაში ერთნაირია(კვება


ჩაცმა) ამისთვის ხდება შრომის გადანაწილება

2)შრომის გადანაწილების პროცესში ყალიბდება განსხვავებული


ძალაუფრეობრივი დონეები

3)ყველა საზოგადოებაში არსებობენ პრივილეგირებული ადამიანები


(პოლიტიკოსები)
4)ყველა საზოგადოებაში ფასდება ძალაუფლება და პრივილეგია
შესაბამისი პროფესიებიც პრესტიჟულობით სარგებლობენ

ვორნერი -ის ერთადერთია ვინც გაიჭრა ხალხში და გამოკითხა ისინი. და


დაყო ისინი 6 ფენად

1)არისტოკრატები (კარგი გვარის წარმომადგენლები) მაღალი

2)მდიდრები (არა არისტოკრატები) მაღალი

3)განათლებული ადამიანები საშუალო მაღალი

4)თეთრსაყელოებიანები საშუალო დაბალი

5)ცისფერსაყელოიანები დაბალი კლასის უმაღლესი ფენა

6)ღარიბ ღატაკები

ვებერი - „სტრატიფიკაციის თეორია“

მან გაამახვილა 3 ფაქტორზე ყურადღება

1)ქონება

2)პრესტიჯი

3)ძალაუფლება

პორნოგრაფისტისა და კოლეჯის პროფესორის შედარება


პრესტიჟულობის მიხედვით
მობილობა-გადაადგილება

სოციალური მობილობა -გადაადგილება სოციალურ სივრცეში( არა


ფიზიკურ სივრცეში)

ინდივიდუალური მობილობა- ადამიანი ადგილს ანუ სტატუსს იცვლის


სოციუმში ,მნიშვნელოვანია მიღწეული სტატუსი

კოლექტიური მობილობა- მობილობა როდესაც ჯგუფი გადაადგილდება


სოციალურ სივრცეში ( შავკანიანები) მნიშვნელოვანია მიწერილი
სტატუსი
ინდივიდუალური მობილობა – ეს არის ინდივიდის მდგომარეობის შეცვლა
სტრატიფიკაციულ სისტემაში. ამგვარი ცვლილება შესაძლოა მოხდეს სამი ფაქტორის
გამო

1)ვერტიკალური მობილობა- გადაადგილება როდესაც ადამიანი


შედარებით მაღალ ან პირიქით, დაბალ სტატუსს იძენს. მაღალი სტატსის
მოპოვება არის აღმავაი ვერტიკალური მობილობა, ხოლო ჩამოქვეითება
არის დაღმავალი ვერტიკალური მობილობა.

1)ჰორიზონტარული მობილობა- ადამიანი იცვლის სამუშაოს მაგრამ


სტსტუსი და პრესტიჯი იგივე რჩება, ( სხვა კომპანიაში გადადის მაგრამ
იგივე სამუშაოს ასრულებს.)

2) სოციალური სტრუქტურის ცვლილება. საზოგადოების


სტრუქტურაში მომხდარი ცვლილებები ქმნის ახალ შესაძლებლობებს მობილობის
განვითარებისთვის. მაგალითად, ინდუსტრიული რევოლუცია ქმნის ახალ სამუშაო
ადგილებს, მომსახურების ახალ სფეროებს. შესაბამისად, მობილობაც ახალ
ხასიათს იღებს.

3. სტრატიფიკაციის ახალი სისტემა. სისტემა შესაძლოა შეიცვალოს.


მაგალითად, რუსეთისა და საფრანგეთის რევოლუციების შემდეგ სრულიად
შეიცვალა სისტემა; არისტოკრატებმა საკუთარი ძალაუფლება და პრივილეგიები
სრულიად დაკარგეს.

You might also like