გლობალიზაცია ნ ჭ

You might also like

You are on page 1of 3

გლობალიზაციის გავლენები მსოფლიოზე

შესავალი
გლობალიზაცია, ფრანგულად - global - საერთო,საყოველთაოს ნიშნავს.
გლობალიზაციის პროცესი, ჩემი აზრით ყოველთვის მიმდინარეობდა. მაშ
ჩავუღრმავდეთ მის ფესვებს და გამომწვევ მიზეზებს, რომელიც
დღევანდელი გლობალიზაციის პროცესებამდე მიგვიყვანს.

ვაჭრობა
როდესაც, პირველად სხვადასხვა ქვეყნისა თუ ეთნოსის ადამიანები
შეხვდნენ, მათ დაიწყეს ვაჭრობა, თავიანთი ტრადიციებისა და კულტურის
პოპულარიზაცია, ბრძოლა და ა.შ. ცივილიზაციის განვითარებასთან
ერთად,გაჩნდა ვაჭრობის აუცილებლობა.ადამიანები სხვადასხვა
ქვეყნიდან, ცვლიდნენ ან ყიდდნენ სხვადასხვა პროდუქციას, რომელიც მათ
არ ჰქონდათ. თუ ერთ სამეფოს ესაჭიროებოდა ხე-ტყის რესურსი, იგი სხვა
სამეფოსგან ყიდულობდა ან ძალით ართმევდა მას. მაგალითად კოლხასა
და საბერძნეთის ვაჭრობა. საბერძნეთიდან შემოჰქოდნათ, ძვირფასი
სამკაულები და კოლხადან გაჰქონდათ გემთსაშენი მასალები.

კულტურა და გლობალიზაცია
გლობალიზაცია გარკვეულწილად, ადამიანური ცივილიზაციის
დაახლოებასაც გულისხმობს. მაგალითად ავიღოთ ლუვრი, რომელსაც
2012 წელს 9,7 მილიონი მნახველი ჰყავდა. დღევანდელ სამყაროში,
ადამიანები სწრაფად გადაადგილდებიდან ერთი ქვეყნიდან მეორეში,
სადაც ეცნობიან ადგილობრივ კულტურებს და ა.შ.

უსაფრთხოება
დღევანდელ ცივილურ სამყაროში, უსაფრთხოების საჭიროება მუდმივად
დგას, რათა ცივილური სახელმწიფოები დარჩნენ ცივილურებად და არ
იყვნენ მუდმივად ბრძოლის მდგომარეობაში. ამიტომაც ზოგიერთმა
ქვეყნებმა, შექმნეს სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი ნატო. ნატოში ა.შ.შ
და ევროპის 30 ქვეყანაა შესული. მათ ხელშეკრულების საფუძველზე,
ერთმანეთთან, სამხედრო-პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებაა
საჭირო. ისინი ერთმანეთს ეხმარებიან, თუ რომელიმე ნატოს ქვეყანას
რაიმე საფრთხე დაემუქრება. ნატოში იმართება, საბჭოს სხდომა სადაც
ზემოთხსენებული ქვეყნების წარმომადგენლები, ერთმანეთთან
საუბრობენ, უსაფრთხოების საკითხებზე. ესეც გლობალიზაციის პროცესის
ერთ-ერთი ნაწილია, როდესაც ხდება ქვეყნების გაერთიანება რაიმე
კუთხით, თუმცაღა სრულად არა.

ტექნოლოგიის გავლენა გლობალიზაციაზე


ტექნოლოგია შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაციის ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობია. იგი მოიცავს მრავალ სფეროს.
ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად წარმოიშვა - ინტერნეტი. მისი
საშუალებით, ადამიანებს შეუძლიათ, მომენტალურად/უსწრაფესად
ეკონტაქტონ ერთმანეთს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან - მსოფლიოს
ნებისმიერ კუთხეში. ერთ-ერთი ტექნოლოგიური გიგანტი რომელსაც -
“Apple” ჰქვია, ფლობს ქარხნებს ჩინეთში, რაც აღნიშნავს იმას, რომ აშშ-სა
და ჩინეთს შორის მიმდინარეობს ეკონომიკური შეთანხმება(მიუხედავად
იმისა, რომ აშშ-ს არ სურს ეს). ეს გლობალიზაციის კიდევ ერთი ფორმაა.

გლობალიზაციის გავლენა საქართველოზე


საქართველოში, ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, ფართოდ იგრძნობა
უცხოური გავლენა. ქართველების უმეტესობა ,აღარ ატარებს ტრადიციულ
ტანსაცმელს და ნელ-ნელა უფრო მეტად ევროპულ სახელმწიფოებს
ემსგავსება. საქართველოში შემოვიდა სწრაფი კვების ობიექტები,
მაგალითად მაკდონალდსი, KFC, Subway და სხვა. საქართველოც როგორც
სხვა ქვეყნები, ნელ-ნელა ვმონაწილეობთ სხვადასხვა პროცესში და
ვუერთდებით გლობალიზაციის გარდაუვალ პროცესს.

დიასპორები
ზემოთ უკვე ვახსენე, თითქმის ყველაფერი რაც გლობალიზაციას ეხება.
მაგრამ უნდა აღინიშნოს ხალხთა დიასპორები. დიასპორა გულისხმობს,
სხვადასხვა ქვეყანაში, იმ ქვეყნისგან განსხვავებული ეთნოსის
ერთობლიობას. ეს სხვადასხვა ფაქტორებით არის განპირობებული,
მაგალითად ომით, რის შედეგადად სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს,
ძალით უწევთ თავიანთი ქვეყნის დატოვება და სხვაგან, უსაფრთხო
ადგილას გადასვლა. ასეთი მაგალითია ინდოელების პროტესტი
ლონდონში.
დასკვნა
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თემა, გულისხმობს, გლობალიზაციის
პროცესის გარდაუვალობას. ჩვენ მას ვერსად გავექცევით და უკვე ამ
პროცესში ვიღებთ მონაწილეობას. ამ პროცესს აქვს თავისი დადებითი და
უარყოფითი მხარეები, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ეს პროცესი
გარდაუვალია!

ნიკა ჭელიძე

You might also like