You are on page 1of 3

დავით დევდარიანი

ფული დღევანდელ სამყაროში ძალიან


დიდ გავლენას ახდენს ყველა ადამიანზე.
ის ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი რამაა
ჩვენ ცხოვრებაში,რადგან ფულის გარეშე
ცხოვრება წარმოუდგენელია. მან მთელი
სამყარო შეცვალა და შეიძლება ითქვას
რომ გააბოროტა კიდევაც.
ჩემი აზრით, ფული ნამდვილად იქცა
დღევანდელი საზოგადოების ნაკლად.
ადამიანებმა დაკარგეს თავიანთი სახე და
ყველაფერზე წამსვლელები არიან რომ
ფული მოიპოვონ. ის ითვლება
დღევანდელი გადარჩენის საშუალებად,
რის გამოც ადამიანები წარმოუდგენელ
და უსასტიკეს საქმეებს აკეთებენ. ფულით
შესაძლებელია მრავალი ადამიანის
მოსყიდვა , რაც კარგად გვაჩვენებს
დღევანდელ ერაში მაცხოვრებელი
ადამიანების სახეს.
მსოფლიოში არსებობს უამრავი ბიზნესი,
რომელიც დაკავშირებულია
არალეგალურ და შავბნელ საქმეებთან,
რაც დაკავშირებულია ძალიან დიდი
რაოდენობის ფულთან, რის გამოც ბევრი
ადამიანი ინტერესდება ასეთი საქმით და
უფრო და უფრო ვრცელდება დედამიწის
გარშემო.
პაბლო ესკობარი ამის კარგი
მაგალითია. ის იყო არალეგალური
საქმისა და დიდი ფულის პატრონი.
კოლუმბიელი ნარკობარონი, რომელმაც
შეძლო და არალეგალური საქმის
მეშვეობით თავისი დროის ერთ-ერთი
უმდიდრესი ადამიანი იყო. მისი ქონება
ოცდაათმილიარდ დოლარს შეადგენდა,
რაც დღევანდელი ექვივალენტით
სამოცმილიარდ დოლარს უდრის.
მაგრამ ამასთან ერთად ფული არის
ერთ-ერთი ისეთი საშუალება, რომლის
გარეშეც დღესდღეობით ადამიანი ვერ
გაძლებს და როცა ეს ფული პატიოსანი
გზითაა ნაშოვნი ვერავინ ვერ შეგედავება
რომ ფული ადამიანის გაფუჭებას უწყობს
ხელს. ამასთან ერთად არსებობს უამრავი
ლეგალური გზა, რომლითაც ფულის
მოხვეჭა შეიძლება.
ფული მრავალ ცუდ საქმეს აკეთებინებს
ადამიანს, მაგრამ ამასთან ერთად ის
აუცილებელია ყოველი ადამიანის ყოფა-
ცხოვრებისთვის. ფული ნამდვილადაა
თანამედროვე საზოგადოების ნაკლი და
ბევრი ამ ნაკლს ყურადღებასაც კი არ
აქცევს, რის გამოც ის უფრო და უფრო დიდ
პრობლემად შეიძლება იქცეს.

You might also like