You are on page 1of 2

მიტო და ანეტა

1)ბ 2)გ 3)გ 4)ა 5)დ 6)დ 7)ბ ა 8)ა 9)დ 10)ა 9 ქულა

თითქმის ყველა ადამიანი ცდილობს საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას.


ზოგი თავისი განათლებით, ზოგი წარმომავლობით, ზოგი კი მავნებლური და
ნაკლოვანული ხერხით ცდილობს თავი მოაწონოს საზოგადოებას.
რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი ჩვენი
კარიერისა და მომავლისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ
არც ჩვენს თავს მივაყენოთ შეურაცხყოფა და არც სხვას. ერთი სიტყვით, ადამიანის
მიზანი ნებისმიერი ხერხით თავის დამკვიდრება არ უნდა იყოს. ჩემი აზრით ასეთი
ქცევა უფრო წევს დაბლა ჩვენდამი პატივისცემას და ხალხი ნაკლებად გვაფასებს .
ტექსტი ამ მონაკვეთში მკაფიოდ ჩანს მიტოს მამის აზრი ამ საკითხისადმი.
მიუხედავად მისი გარშემომყოფების დამოკიდებულებისა, იგი მაინც აკეთებს იმ
საქმეს რაც მას უყვარს. ერთი შეხედვით იგი წარჩინებული ოჯახიდან იყო, მაგრამ,
როგორც ჩანს ეს საკმარისი არ არის პატივისცემის მისაღებად. იმ დროისთვის
ადამიანი მაშინ იყო პატივსაცემი, თუ ბევრი ფული ჰქონდა და მის ოჯახში ხშირად
იშლებოდა სუფრები. მიტოს მამას ამის არც დრო ჰქონდა და არც საშუალება,
რასაც იშოვნიდა ყველაფერს საკუთარი შვილის სწავლა-განათლებას ახმარდა,
რაც მომავალში დაუფასდა კიდეც. იგი არ ცდილობდა თავი მოეწონებინა ისეთი
ადამიანებისთვის, რომლებიც მას ჯიბეზე უყურებდნენ, აკეთებდა იმ საქმეს, რაც
მოსწონდა და უყვარდა.
იმ აზრს, რომ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ნებისმიერი ხერხით
დასაშვებია, არ ვეთანხმები, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ მედროვეობა და
სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაა. ადამიანმა ყოველთვის ის უნდა აკეთოს, რაც
თვითონ მოსწონს, რა თქმა უნდა ამ ნათქვამში არ იგულისხმება ბოროტი ზრახვები
და მანკიერებები. უბრალოდ ყველამ თავისი სიმართლე უნდა დაიცვას და თავისი
საქმე გააკეთოს, ხოლო თავი არავის არ უნდა დააჩაგვრინოს. ჩემი აზრით ამ
ყველაფრის შემდეგ მოვა პატივისცემა და სიყვარულიც კი ხალხის გარკვეული
ნაწილისგან. არგუმენტად მინდა მოვიყვანო დათა თუთაშხია, რომელიც ხალხში
სახელგანთქმული იყო, როგორც ვაჟკაცი და პატიოსანი კაცი. მას ამ სახელის
მოსახვეჭად არ დაჭირვებია მედროვეობა და მაღალი ფენის მიმართ
განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა, პირიქით იგი მუდმივად ბრძლაში იყო
მათთან.
სამწუხაროდ დღევანდელ სამყაროში ძალიან ბევრი პირფერი და ცუდი
გაგებით კარიერისტი ადამიანი ცხოვრობს. მათი მთავარი საზრუნავი საკუთარი
თავის კეთილდღეობა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაა. რაც ყველაზე
ცუდად მხვდება თვალში, ეს არის ადამიანთა ჩაგვრა საკუთარი რეპუტაციის
ასამაღლებლად. ამ მოვლენას თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდები, მაგალითად:
ეზოში, ქუჩაში, სკოლაში და ა.შ.
ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ყველა ადამიანმა უნდა აკეთოს
თავისი საქმე და უნდა ეცადოს საზოგადოებაში თავი დაიმკვიდროს თავისი კარგი
თვისებებით, მიმტევებლობით და არა ფარისევლობით და ბოროტი ქცევებით. ვინც
ასე მოიქცევა, იგი მართალი იქნება ხალხის, ღმერთის და საკუთარი თავის
წინაშეც.

2133112241=20

სულ 29 ქულა 44-დან

You might also like