You are on page 1of 6

ქიმია და ჩვენი ცხოვრება

ქიმია და ჩვენი ცხოვრება ერთმანეთის განუყოფელი


ნაწილია. ყველგან, სადაც კი მზერას ვაქცევთ,
გარშემორტყმული ვართ ქიმიურ ქარხნებში დამზადებული
საგნებით და არა მხოლოდ: მზე, მთვარე, ვარსკვლავები,
ყველა მცენარე და ა. შ ქიმიური ნივთიერებებისაგან
შედგება.

დიდი რაოდენობით ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს


ნებისმიერე ცოცხალ ორგანიზში, მათ შორის სასიცოცხლოდ
უმნიშვნელოვანესი - ფოტოსინთეზის რეაქცია. სწორედ
მცენარეების მიერ ფოტოსინთეზის შედეგად მიღებული
ჟანგბადის წყალობით ვსუნთქავთ.

ქიმიური რეაქციები და ნივთიერებები არიან


პასუხისმგებელნი ადამიანის ზოგიერთ შეგრძნებაზე ,
მაგალითად : დაღლილობა, ბედნიერება, სიყვარული და ა. შ.

სიყვარულის რეგულატორი კონკრეტული ქიმიური


ნივთიერება ფენილეტამინოლია, რომელსაც ადრენალინის
წარმოების უნარი აქვს. ადრენალინი კი იწვევს სიყვარულის
გრძნობისათვის დამახასიატებელ სიმპტომებს: გულის
აჩქარება, სუნთქვის გახშირება , სახეზე სისხლის მოჭარბება
და თითების სუსტი ტრემორი.

ტრემორი - მთელი ტანის ან მისი ცალკეული ნაწილების


კანკალი.
ადრენალინი

ფენილეტამინოლი

ქიმიის როლი ძალიან დიდია სოფლის მეურნეობაში.ის


საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა შესაწამლი საშუალებით
გავზარდოთ მოსავლიანობა, დავიცვათ მოსავალი
მწერებისაგან და სხვა მავნებლებისაგან, გვეხმარება შევქმნათ
მცენარის არსებობისათვის საჭირო გარემო პირობები.
მაგალითად,როდესაც მეურნეს მოყავს ვენახი, ამისათვის მან
უნდა მოათავსოს ჩაუმქრალი კირი ჭურჭელში, დაასხას ცივი
წყალი, კირი გაიხსნება, დუღს ქრება. მიღებული ჩამქრალი
კირი იქნება ის კირიანი წყალი, რომელიც მოსავალს
სჭირდება. სოფლის მეურნეობაში კირი გამოიყენება
ნიადაგის მჟავიანობის დასარეგულირებლად და ხეების
შესათეთრებლად, რათა დაიცვას მათი ქერქი მზის
დამწვრობისაგან და ეხმარება სხვადასხვა მავნებელთან
ბრძლოაში.

ქიმიის როლი ძალიან დიდია მედიცინაში,


ფაქტობრივად მედიცინის არსებობა და განვითარება
შეუძლებელია ქიმიის გარეშე. როდესაც ბიოანალიტიკოსი
აკეთებს ანალიზს , ის იყენებს ქიმიას. საავადმყოფოს
სამედიცინო ლაბორატორიების ქიმიური განყოფილებებში
ხდება სისხლის , შარდის და ა.შ. ანალიზი ორგანიზმში რაიმე
სახის დარღვევის (ცილების, შაქრების, მეტაბოლური და
არაორგანული ნივთიერებებისა და ა.შ
რაოდენობა)შესამოწმებლად.

ქიმიკოსებმა შეიმუშავეს სასარგებლო დიგნოსტიკური


საშუალებები, როგორიცაა MRI(მაგნიტურ რეზონანსული
ტომოგრაფია ) და CT(კომპიუტერული ტომოგრაფია).
ბოლო წლებში ქიმიკოსები დიდი რაოდენობით
სამკურნალო წამლებს ამზადებენ.აღსანიშნავია ის რომ
სამკურნალო წამლებთან ერთად ქიმიური ინდუსტრია
პასუხისმგებელია პროთეზის წარმოებაზე.პროთეზები
გამოიყენება დაკარგული კიდურების შესაცვლელად ან
კოსმეტიკური ქირურგიისათვის, როგორიცაა მკერდის
პროთეზები.აღსანიშნავია ისიც რომ როდესაც პაციენტში
ძვალი იცვლება , ეს უნდა გაკეთდეს იმ მასალით, რომელსაც
სხეული არ უარყოფს. ეს ჩვეულებრივ ტიტანია, მაგრამ
კვლევები გაკეთდა მარჯნის მსგავსი სინთეზური მასალით
ჩანაცვლებითვის.

ქიმია ასევე დიდ როლს ასულებს კვების


სფეროშიც.როგორც ვიცით, ხილ-ბოსტნეულის უმეტესობა
შეიცავს ძალიან ბევრ ვიტამინს, ბუნებრივი წარმოშობის
სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებსაც სასარგებლო
გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე.სამწუხაროდ, მთელი
წლის განმავლობაში ახალი ხილ-ბოსტნეული არ არის
ხელმისაწვდომი, ამიტომ ხშირად ვახდენთ მათ
დაკონსერვებას. კონსერვანტები არის სწორედ ის ქიმიური
ნივთიერებები, რომლებიც გვეხმარებიან დაკონსერვება
მოვახდინოთ ისე, რომ ამ პროდუქტებს სასარგებლო
თვისებები მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ. გვაქვს ორი სახის
კონსერვანტი: ნატურალური (რომლებიც არ არიის
კოდირებული):მარილი, სპირტი, შაქარი, ძმარი და ქონი.
მეორე არის ქიმიური წარმოშობიის არანატურალური
დანამატი : სორბიტის მჟავა.

You might also like