You are on page 1of 4

2.2.

ეთერზეთების დადებითი და უარყოფითი გავლენა


ადამიანის ჯანმრთელობაზე

ეთერზეთი არის ნივთიერება, რომელიც თავის თავში შეიცავს


ძალას, რომლითაც უნარი აქვს ჰარმონიზაციაში მოიყვანოს
ადამიანის მდგომარეობა.
მცენარე და ეთერზეთი სამკურნალო მოქმედებას ახდენენ ადამი-
ანის ორგანიზმზე და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას
სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ: გულ-სისხლძარღვთა,
ბრონქიალური და სხვა, როგორც დამამშვიდებელი,
ჰიპერტენზიული, ანტიმიკრობული, სპაზმოლიტური,
გამაძლიერებელი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ეთერზეთების სამკურნალო მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
ერთდრულად ხდება ორი მიმართულებით: ენერგეტიკული ზემოქ-
მედება და ფარმაკოლოგიური მოქმედება.
ენერგეტიკული ზემოქმედება. მცენარეული საფარი დედამიწაზე
არსებობდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გაჩნდებოდა ადამიანი. ამი-
თაა დასაბუთებული, რომ მცენარეები ფლობენ ბევრად ღრმა გენურ
მეხსიერებას, ვიდრე ადამიანის ორგანიზმი. ამიტომ, ეთერზეთი აღ-
წევს რა კანის საფარველიდან ორგანიზმის უჯრედებში, თითქოსდა
აიძულებს მას „გაიხსენოს“ თუ როგორ ფუნქციონირებდა იგი ჯან-
მრთელ მდგომარეობაში, შედეგად უჯრედი აღიდგენს თავის თავს.
კლინიკური გამოკვლევებით დადგენილია ეთერზეთების
თვისებები - აღადგინოს უჯრედის ჯანმრთელი
სიცოცხლისუნარიანობა 7 წამში.
ეთერზეთები შეიცავენ ვიტამინებს, ჰორმონებს, ანტიბიოტიკებს,
აგრეთვე, ნივთიერებებს, რომელთა მეშვეობით ხდება უჯრედე-
ბის რეგენერაცია, რომლებიც კვებავენ, აძლევენ სასიცოცხლო ენერ-
გიას ცოცხალ მცენარეს და იცავენ მას. ამ თვისებების წყალობით
მაღლდება მცენარის იმუნიტეტი სხვადასხვა დაავადებების მიმართ,
კვდებიან ავადმყოფობის წარმომქნელი ბაქტერიები და
ნეიტრალიზდება ვირუსები. მცენარიდან ძვირფასი ეთერზეთების
მიღებით შესაძლებელია მათი ამ სასარგებლო თვისებების
გამოყენება ორგანიზმის მდგომარეობის გასაუმჯოსებლად.
ფარმაკოლოგიური მოქმედება. ეთერზეთების ფარმაკოლოგიური
მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ბევრადაა განპირობებული მათი
რთული ქიმიური შემადგენლობით და დაკავშირებულია ქიმიურ
ცვლილებებთან, რომლებიც წარმოიქმნებიან არომატული ზეთის
სისხლში მოხვედრით, რის შედეგად მიმდინარეობს მისი ურთიერ-
თქმედება ჰორმონებთან და ფერმენტებთან. ადამიანის ორგანიზმში
მოხვედრისას ეთერზეთი აღმოფხვრის დაავადებების მიზეზებს.
დღეისათვის მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ეთერზეთები
იმუნურ სისტემაზე მოქმედებენ ძლიერ ანტივირუსული,
ანტიბაქტერიული, ანტიტოქსიკური, ანტისოკოვანი, სედატიური და
მასტიმულირებელი თვისებებით, აგრეთვე, ხელს უწყობენ
ჭრილობების შეხორცებას. დაავადების ერთ-ერთ მიზეზი, როგორც
მცენარეში, ასევე ადამიანში, მდგომარეობს კვების შეუღწევადობით
უჯრედებში, რაც იწვევს ტოქსიკოზებს, მუტაციებს და ბაქტერიების
გავრცელებას. თავისი ქიმიური სტრუქტურის წყალობით,
ეთერზეთებს გააჩნიათ უნიკალური თვისება, შეაღწიონ უჯრედის
კედლებს მიღმა და მიაწოდონ მათში კვება და ჟანგბადი, ზრდიან რა
ამით უჯრედის შიგნით ცირკულაციას და ეხმარებიან იმუნური
სისტემის აშენებას.
არომატული ზეთის სისხლში მოხვედრისას წარმოებს მისი ურ-
თიერთქმედება ჰორმონებთან და ფერმენტებთან. სტატისტიკითა
და გამოკვლევებით ცნობილია, რომ ადამიანები, რომლებიც
გაცივების და გრიპის დროს ღებულობენ ეთერზეთებს, სამჯერ
უფრო სწრაფად ჯანმრთელდებიან.
ეთერზეთები ადამიანის ორგანიზმში იმყოფებიან 20 წუთის გან-
მავლობაში, ორგანიზმზე დახმარების შემდეგ მთლიანად ტოვებენ
მას და არ ტოვებენ არავითარ გვერდით ეფექტებს ან გარეშე ნივთიე-
რებებს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეთერზეთები მუშაობენ როგორც
ბუნებრივი ფილტრები, აბრკოლებენ ორგანიზმის ქსოვილის ტოქსი-
კაციას, ამიტომ, თუ ეთერზეთის მოხმარებისას ადამიანი გრძნობს
რაიმე დისკომფორტს, საშიში არაა, ეს ორგანიზმიდან ტოქსინების,
მძიმე მეტალების და მავნე ნივთიერებების გამოყოფის შედეგია.
თითოეული ეთერზეთი მრავალფუნქციურია მრავალფეროვანი
შემადგენლობის გამო, მაგრამ, მათ ახასიათებთ საერთო ტენდენცია
მოქმედებებში:
ყველა ეთერზეთს გააჩნია ბაქტერიოციდული, ანტისეპტიკური და
ანთების საწინააღმდეგო თვისებები;
ყველა ეთერზეთი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე;
ყველა ეთერზეთი სასიკეთოდ მოქმედებს ემოციების სფეროზე და
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე;
ყველა ეთერზეთს გააჩნია გამოხატულად კოსმეტიკური და დერ-
მატოლოგიური ღირებულებები;
ყველა ეთერზეთს გააჩნია თვითრეგულაციის მექანიზმი
ორგანიზმში;
ყველა ეთერზეთს გააჩნია ბიოენერგეტიკული ღირებულება.
ამასთან, ეთერზეთები ძალიან ფაქიზად და თანაბარზომიერად
არეგულირებენ ნერვულ და ენდოკრინოლოგიურ სისტემებს, აღად-
გენენ სასიცოცხლო ძალებს, გამოდევნიან ტოქსინებს.
ეთერზეთების გამოყენების მეთოდებისგან დამოუკიდებლად, მა-
თი კომპონენტები სწრაფად აღწევენ ორგანიზმში და ვრცელდებიან
სისხლის ნაკადით მთელ ორგანოსა და ქსოვილში, ახდენენ რა მრა-
ვალმხრივ გავლენას.
მხოლოდ ნატურალურ სუფთა ეთერზეთებს გააჩნიათ თერაპიუ-
ლი ეფექტი და სწორი გამოყენებისას უსაფრთხოა ჯანმრთელობი-
სათვის. გაყალბებული ან ძალზე განზავებული ეთერზეთები
იმიტირებენ ნატურალური ეთერზეთის მხოლოდ სურნელს, მაგრამ,
არა მის თვისებებს.

ეთერზეთები ახდენენ ძალიან ძლიერ ეფექტს. ამიტომ, საჭიროა


მათთან ფრთხილი მოპყრობა. არ შეიძლება ეთერზეთის დატანება
კანზე სუფთა სახით - მხოლოდ განზავებული საბაზისო ზეთში.
ზეთთან კონტაქტის შემდეგ აუცილებლად საჭიროა კანის გასუფთა-
ვება. არ შეიძლება ყველა ეთერზეთის შინაგანად გამოყენება, მათ შე-
იძლება გამოიწვიონ ძლიერი მოწამვლა. ეთერზეთები უნდა
ინახებოდეს ბავშვებისგან და ცხოველებისგან მიუწვდომელ
ადგილებში.
ეთერზეთის თვალში ან ლორწოვან გარსში მოხვედრისას,
აუცილებელია დაუყოვნებლივ ამ ადგილების ამორეცხვა დიდი
რაოდენობის წყლით და ექიმისადმი მიმართვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ეთერზეთის გამოყენება ორსულობისას
საჭიროა ძალიან დიდი სიფრთხილით, რადგან ზოგიერთ მათგანს
გააჩნია უკუმოქმედება და შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა.
კოსმეტიკური მიზნებისათვის გამოყენებამ გაუზავებელი სახით შე-
იძლება გამოიწვიოს კანის დაწვა.
ეთერზეთები გამოიყენება უპირატესად კვების პროდუქტების,
სასმელების, საყოფაცხოვრებო ქიმიური ნაწარმების არომატიზირე-
ბისათვის, ფარმაცევტურ მრეწველობაში, მედიცინაში და არომათე-
რაპიაში, აგრეთვე, როგორც გამხსნელები (სკიპიდარი). არომათერა-
პია გულისხმობს არა მარტო არომატებით მკურნალობას, ასევე, მათ
გამოყენებას ფარმაკოთერაპიის წესებთან შესაბამისობაში, ასევე, რო-
გორც სხვა სამკურნალო საშუალებად მიღებას.
უდიდესი გამოყენება აქვთ ციტრუსების, პიტნის, სკიპიდარის,
წიწვოვანი ხეებიდან მიღებულ ეთერზეთებს.

You might also like