You are on page 1of 7

თემა 9

საკვები პროდუქტების წარმოებაში ტოკსიურობის


რეგულაცია და მართვა

სასურსათო პროდუქტების უვნებლობა - თანამედროვეობის ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი


პრობლემაა, რომლის აქტუალობა წლითი-წლობით იზრდება, რადგან სწორედ სასურსათო
პროდუქტებისა და ნედლეულის უვნებლობა წარმოადგენს იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომელიც
განსაზღვრავს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და გენოფონდის შენარჩუნებას. სხვადასხვა ქვეყნებში
შემუშავებული სასურსათო პროდუქტების უვნებლობის კრიტერიუმები ხშირად განსხვავდება
ერთმანეთისაგან.
ტოკსიკური ნივთიერებების საკვებ პროდუქტებში მოხვედრა შესაძლებელია სხვადასხვა გზით -
ბიოლოგიური ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში დაგროვებით, წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვისა და
რეალიზაციის დროს.
ჩვენ დროში, განუწყვეტლივ ფართოვდება სასურსათო პროდუქტების ასორტიმენტი, იცვლება
კვების ხასიათი, ხდება წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის ახალი ტექნოლოგიური პროცესების
დანერგვა, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია გამოყენებული ქიმიური ნაერთების რაოდენობის მკვეთრ
ზრდასთან. სასურსათო პროდუქტებში, მავნე ადამიანის ორგანიზმისათვის საშიში ნაერთების
მოხვედრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს წარმოებისა და სოფლის მეურნეობის
ნარჩენებით დაბინძურებული გარემო.
სასურსათო პროდუქტების უვნებლობის საკითხის გადაჭრისათვის, უპირველეს ყოვლისა უნდა
გადაიჭრას ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის წარმოების საკითხი. ეს გლობალური ამოცანაა და მისი
გადაჭრისათვის საჭიროა არა მარტო დრო არამედ - ფინანსები.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული გამოკვლევების შედეგები ნათლად მეტყველებენ
თუ რაოდენ მაღალია საკვები პროდუქტების დაბინძურება ტოქსიური ქიმიური ნივთიერებებით,
რადიონუკლიდებით, ბიოლოგიური აგენტებით და მიკროორგანიზმებით. FAO-ს მონაცემებით 1986
წლიდან დღემდე რადიონუკლიდების შემცველობა საკვებ პროდუქტებში 5-20-ჯერ გაიზარდა,
ნიტრატების 5-ჯერ.
სასურსათო პროდუქტების უვნებლობის ძირითადი გარანტია მათი სერტიფიცირების და
სტანდარტიზაციის მკაფიოდ ჩამოყალიბებული სისტემა წარმოადგენს. ამჟამად კვების მრეწველობის
სხვადასხვა დარგებში ძირითადად ხდება საბოლოო პროდუქციის სერტიფიცირება. მომხმარებლის
უფლებების დაცვისათვის აუცილებელია, მოხდეს არა მარტო საბოლოო პროდუქტის არამედ წარმოების
სერტიფიცირება, რაც საშუალებას მისცემს კომპეტენტურ ორგანოებს მკაცრად აკონტოლონ სასურსათო
პროდუქციის ხარისხი, მისი წარმოების ყველა ეტაპზე, დაწყებული ნედლეულიდან - საბოლოო
პროდუქტით დამთავრებული.
უმრავლეს ქვეყნებში საკვებზე კონტროლის მოდელი ერთმანეთის ანალოგიური იყო. ადამიანისა
და საქონლის საკვებზე კონტროლის განხორციელების პასუხისმგებლობა განაწილებული იყო
სხვადასხვა სამინისტროებს შორის და მასში მონაწილეობდა მრავალი ცენტრალური, რეგიონალური და
ადგილობრივი სამსახური. საქონლის საკვებთან ასოცირებული საფრთხეების (ძროხის ღრუბლისებრი
ენცეფალოპატია და დიოქსინის არსებობა) განვითარების ქრონოლოგიამ ქვეყნები იმ დასკვნამდე
მიიყვანა, რომ აუცილებელია ტრადიციული მიდგომების გადასინჯვა. იმ ფაქტმა, რომ უკანასკნელ
პერიოდში სურსათთან დაკავშირებით წარმოქმნილი კრიზისის მიზეზი ცხოველთა საკვების სექტორის
1
ჩავარდნა გახდა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სურსათის წარმოებისა და მიწოდების მთლიანი ჯაჭვის –
“ფერმერიდან ჩანგლამდე” - ყველა რგოლზე კონტროლის დაწესების აუცილებლობას. ამჟამად, ყველა
აღიარებს რომ სურსათის უვნებლობის სტრატეგიის წარმატებისათვის აუცილებელია ადამიანისა და
ცხოველთა საკვებზე კონტროლის სისტემების ინტეგრაცია და სათანადო კოორდინაცია.
XX საუკუნის 70 წლებში შემუშავებულ იქნა ”საშიში ფაქტორის ანალიზისას კრიტიკული
საკონტროლო წერტილის გამოვლენის კონცეფცია” (HACCP - Hazard Analyses and Critical Control Point).
ამ კონცეფციის მიხედვით სასურსათო პროდუქტების უვნებლობის უზრუნველსაყოფად არ არის
საკმარისი საბოლოო პროდუქტის ხარისხისა და უვნებლობის კონტროლი, აუცილებელია ვაწარმოოთ
“საშიში ფაქტორების” გამოვლენა და მათი “კრიტიკული წერტილების” კონტროლი- მზა პროდუქტემდე.
ამ კონცეფციის მიხედვით სასურსათო პროდუქტების წარმოებისას საშიში ფაქტორების გამოვლენაზე
პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებათ მწარმოებლებს, რაც საშუალებას აძლევთ მათ აამაღლონ
პროდუქციის უვნებლობის კონტროლის ეფექტურობა.
საშიში ფაქტორის გამოვლენა წარმოადგენს HACCP -ის სისტემის საფუძველს და იგი შეიძლება
იყოს ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც არის პროდუქტში და აყენებს ზიანს მომხმარებელს იმით რომ
ხდება მისი ტრამვის ან ავადმყოფობის მიზეზი. საშიში ფაქტორი შესაძლებელია იყოს:
ფიზიკური ფაქტორები წარმოადგენენ საშიში ფაქტორების ყველაზე გავრცელებულ სახეს. მათ
მიეკუთვნება პროდუქტში უცხო სხეულის არსებობა, მაგრამ უცხო სხეულით მომხმარებლის დაშავების
რისკი საკმაოდ დაბალია, რადგან ძირითადად ისინი პატარა ზომისაა და არ წამოადგენენ საშიშროებას.
ქიმიური ფაქტორები მაგალითად პესტიციდები, ჰორმონები და სხვა მავნე ნივთიერებები,
რომლებიც მომხმარებლების მხრიდან ხშირად განიხილებიან, როგორც მნიშვნელოვანი
დამაჭუჭყიანებლები, რეალურ ცხოვრებაში წარმოადგენენ უფრო მნიშვნელოვან რისკს მომხმარებელთა
ჯამრთელობისათვის ვიდრე ფიზიკური ფაქტორები. განსაკუთრებით საშიშია ამ მხრივ ე კოლოგიურად
ძლიერ დაჭუჭყიანებული ტერიტორიები.
ბიოლოგიური ფაქტორები, როგორც წესი წარმოადგენენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან
საშიშროებას ადამიანთა ჯამრთელობისათვის. ისინი შესაძლებელია იყოს მაკრო და
მიკრობიოლოგიური. მაკრობიოლოგიური ფაქტორები წარმოადგენენ მწერებსა და მღრნელებს,
რომლებიც ზოგ შემთხვევაში თვითონ არიან შხამიანები ან დაავადების მატარებლები. განსაკუთრებით
საშიშია საკვებ პროდუქტში გამრავლებული პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებმაც როგორც წესი
შესაძლებელია გამოიწვიონ ასობით და ათასობით მომხმარებლის ავად გახდომა, ზოგიერთი დაავადება
იმდენად სერიოზულია, რომ შესაძლებელია გამოიწვიოს ლეტალური დასასრული.
კრიტიკული წერტილების გამოვლენა შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან.
I. საშიში ფაქტორების გამოვლენა და მათი კონტროლის ღონისძიებების შემუშავება, რისთვისაც
აუცილებელია შესწავლილ იქნას შემდეგი გარემოებები:
 ნედლეულისა და სხვა დამხმარე მასალების შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტის
უვნებლობასა და მდგრადობაზე მომქმედი პარამეტრები;
 წარმოების პროცესები და პარამეტრები, რომლების მოქმედებენ საშიშ ფაქტორებზე ან იწვევენ
მათ წარმოქმნას;
 პროდუქციის მეორადი დაჭუჭყიანების შესაძლებლობა ქიმიური ნივთიერებებით და
მიკროორგანიზმებით;
 რისკის ჯგუფები (საზკვების სისტემა, ბავშვები, მოხუცები, დაქვეითებული იმუნური სისტემის
მქონე პირები, ავადმყოფების სხვადასხვა კატეგორია).

2
II. კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა, რისთვისაც ყოველი საშიში ფაქტორის ყოველ
სტადიაზე შესწავლილ უნდა იქნას:
 როდის შეიძლება წარმოიქმნას საშიში ფაქტორი ნედლეულში, გადამუშავების დროს თუ უკვე
მზა პროდუქტში;
 მოქმედებს თუ არა ნედლეულის შემადგენლობა ან რეცეპტურა პროდუქტის უვნებლობაზე;
 ამცირებს თუ არა ტექნოლოგიური პროცესი საბოლოო პროდუქტის უვნებლობას საშიში
ფაქტორების დონის შემცირების ხარჯზე.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ორი ძირითადი ნაწილისა კონცეფცია მოიცავს მონიტორინგის
სისტემას, ნაკლოვანი მხარეების თავიდან აცილებისა და შემოწმების სისტემებს.

სურსათისათვის უცხო ნივთიერებების კლასიფიკაცია


და მათი პროდუქტში მოხვედრის გზები

უცხო ქიმიური ნივთიერებები (უქნ) საკვებში შესაძლებელია მოხვდნენ შემთხვევით,


დაჭუჭყიანებული გარემოდან ან ტექნოლოგიური დამუშავების დროს - მოწყობილებიდან, ჭურჭლიდან,
ინვენტარიდან, შესაფუთი მასალიდან, ზოგჯერ უქნ საკვებში შეაქვთ სპეციალურად - საკვები
დანამატების სახით.
ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად მომქმედ ნივთიერებებს შორის განსაკუთრებული ადგილი
უჭირავთ დამაჭუჭყიანებლებს გარემოდან. ისინი წარმოადგენენ ყველაზე დიდ პოტენციურ საშიშროებას
ადამიანის ჯამრთელობისათვის. დამაჭუჭყიანებლები გარემოდან ქიმიურად მდგრადები არიან და აქვთ
საკვებ პროდუქტებში დაგროვების უნარი.
გარდა ზემოდ აღნიშნულისა ნედლეულსა და სასურსათო პროდუქტებში შესაძლებელია იყოს
ბუნებრივი ნივთიერებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, მათ
ანტიალიმენტარულ ნივთიერებებს უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ გარემო წარმოადგენს სასურსათო პროდუქტებისა და ნედლეულის
დაბინძურების ძირითად წყაროს, უკანასკნელ ათწლეულში გაჩნდა კიდევ სხვა გზაც - შემუშავდა
სურსათის წარმოების ახალი ტექნოლოგიები, მოდიფიკაცია განიცადა ძველმა ტექნოლოგიურმა
პროცესებმა, რაც ხშირად დაკავშირებულია ნედლეულსა და ნახევარფაბრიკატებში ტოქსიური
ნივთიერებების წარმოქმნასთან.
დადგენილია, რომ სასურსათო პროდუქტების უცხო ნივთიერებებით ანუ ქსენობიოტიკებით
დაბინძურების ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულებაშია გარემოს დაბინძურების დონესთან. ადამიანის
სამეურნეო მოქმედების შედეგად ბიოსფეროში ცირკულირებს მაღალი ტოქსიკურობის მქონე ორგანული
და არაორგანული ბუნების ქსენობიოტიკების დიდი რაოდენობა. გარემოს ანტროპოგენური ტოქსიკაცია
რეალურ ზიანს აყენებს კაცობრიობის ჯანმრთელობას და შესაძლებელია ეკოლოგიურ კატასტროფად
გადაიზარდოს. გარემოში მოხვედრილი ქსენობიოტიკები ხასიათდებიან ნიადაგსა და წყალსატევებში
დაგროვების უნარით, ისინი ატმოსფერული დინებების საშუალებით გადაადგილდებიან ათასობით
კილომეტრზე.
ქსენობიოტიკებით საკვები ნივთიერებების დაჭუჭყიანების ძირითადად მიზეზს წარმოადგენს:
 მემცენარეობასა და მეცხოველეობაში, სასუქების, პესტიციდების, სარწყავის, ანტიბიოტიკების,
საკვები დანამატების, ზრდის სტიმულატორებისა და სხვათა არა სწორი გამოყენება;
 ტოქსიური ნაერთების გადმოსვლა პროდუქტებში - ჰაერიდან, წყალსაცავებისან, ნიადაგიდან
და სხვა;
3
 წარმოებისა და შენახვისას სანიტარული მოთხოვნების დაუცველობის შედეგად
ბაქტერიალური ტოქსინების წარმოქმნა;
 ახალი, არატადიციული ტექნოლოგიებისა და აკრძალური ან არადაშვებული საკვები
დანამატების (საღებავები, კონსერვანტები, ანტიოქსიდატები და სხავა) გამოყენება;
 დაზიანებული ტექნოლოგიური მოწყობილები, ჭურჭლი, ინვენტარი, შესაფუთი და
მეტალური მასალა;
 ტოქსიური ნივთიერებების წარმოქმნა სხვადასხვა ტექნოლოგიური ოპერაციების (სითბური
ზემოქმედება, დუღილი, შებოლვა, დასხივება, შეწვა და სხვა) შედეგად.
კვებით ჯაჭვებში გადაადგილების შედეგად ქსენობიოტიკები ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში და
იწვევენ სერიოზულ დარღვევებს, რომლებიც შესაძლებელია გამოიხატოს მწვავე მოწამვლაში ან
დაავადებაში, რომელიც მხოლოდ წლების შემდეგ გამომჟღვნდება.

სასურსათო პროდუქტების უვნებლობის უზრუნველყოფის


საერთაშორისო სისტემა

1961 წელს გაეროს დავალებით FAO-ს მიერ შეიქმნა სპეციალური კომისია Codex Alimentarius,
რომლის მიზანს წარმოადგენდა სასურსათო ნედლეულისა და პროდუქტების ხარისხის საერთაშორისო
სტანდარტების შემუშავება და ქვეყნებს შორის სურსათით ვაჭრობის პირობების გაუმჯობესება.
ვინაიდან სასურსათო პროდუქტების უვნებლობა ხარისხის შემადგენელი ნაწილია ამ პროექტის
შესრულებაში ჩაერთო ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია. 1962 წელს შეიქმნა სასურსათო
პროდუქტების სტანდარტებთან დაკავშირებული გაერთიანებული პროგრამა, რომლის შემსრულებელ
ორგანოსაც Codex Alimentarius კომისია წარმოადგენს.
Codex Alimentarius კომისია მთავრობათაშორისი ორგანოა. ამჟამად მასში 163 სახელმწიფოა
გაერთიანებული. გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ ყოველი წევრის ინტერესებს.
მეცნიერულად დასაბუთებული სტანდარტები ხელს უწყობენ სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობაში
დისკრიმინაციული, ხელოვნური და გაუმართლებელი ბარიერების გაუქმებას.
სასურსათო პროდუქტების უვნებლობის პრობლემის აქტუალურობას განაპირობებს სურსათით
საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოება. სურსათითა და მისი ნედლეულით მსოფლიო ვაჭრობის
მოცულობამ 450 მლარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მსოფლიო ვაჭრობის პრობლემების მოწესრიგების
მიზნით 1995 წელს შეიქმნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. სურსათის ხარისხისა და უვნებლობის
თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ხელშეკრულება:
 შეთანხმება სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების შესახებ;
 შეთანხმება ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ.
სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების გასატარებელ შეთანხმებაში მითითებულია
Codex Alimentarius კომისიის სასურსათო პროდუქტები უვნებლობასთან დაკავშირებული სტანდარტები.
Codex Alimentarius კომისიის სტანდარტები, ტექნიკური ნორმები და წესები მიეწოდება
სამთავრობო ორგანოებს რეკომენდაციების სახით. ხარისხის სხვა ასპექტებთან დაკავშირებული
სტანდარტები წარმოადგენენ ნაციონალური ნორმატივების საფუძველს. მათი გამოყენება აძლევს
საშუალებას ქვეყანას აწარმოოს უვნებელი, ხარისხიანი, სათანადოდ მარკირებული და შეფუთული
სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობა.
Codex Alimentarius სტანდარტები შეიცავენ რეკომენდაციებს სასურსათო პროდუქტების
ექსპერტიზისა და სერტიფიცირების სისტემის შესახებ, ანალიზისა და სინჯის აღების მეთოდების
4
შესახებ. ეს ყველაფერი წარმოადგენს საერთაშორისო მიმოქცევაში არსებული სასურსათო პროდუქტების
სტანდარტების გამოყენების საფუძველს.
Codex Alimentarius სტანდარტის ან რეკომენდაციის შემუშავებაზე გადაწყვეტილება მიიღება
კომისიის მიერ ხდება მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ ეს სტანდარტი ან რეკომენდაცია
აუცილებელია მომხმარებელთა დაცვისათვის და იგი არ არის საერთაშორისო ვაჭრობაში. სტანდარტის
შემუშევებაზე წინადადება შესაძლებელია შეიტანოს Codex Alimentarius კომისიის ნებისმიერმა წევრმა
ქვეყანამ საკუთარ კანონმდებლობაზე დაყრდნობით.
ახალი სტანდარტის შესამუშავებლად საჭირო რისკის შეფასებას ახდენენ ექსპერტთა
დამოუკიდებელი ჯგუფები. ამ სამუშაოს ნაციონალურ დონეზე ჩატარების დროს სასურსათო
პროდუქტების უვნებლობის შესახებ საწყის მონაცემებს ადგენს კვების ან ქიმიური საწარმო, სამეცნიერო-
კვლევითი ინსტიტუტი ან უმაღლესი სასწავლებელი. მას შემდეგ რაც შესამუშავებელი სტანდარტის
უვნებლობა მეცნიერულად დადგინდება იგი გადის 8-საფეხურიან პროცედურას - ”Codex Alimentarius
სტანდარტებისა და განმარტებითი ტექსტების შემუშავების კომისიის პროცედურა”-ს.
პროცედურის მსვლელობისას წინადადება ორჯერ გადაეცემა მთავრობებს (ან არასამთავრობო
დამკვირვებლებს), ორჯერ - Codex Alimentarius პასუხისმგებელ კომიტეტს და ორჯერ თვით Codex
Alimentarius კომისიას. საბოლოოდ Codex Alimentarius სტანდარტი შესაძლებელია მიღებულ იქნას
მხოლოს Codex Alimentarius კომისიის პლენარულ სხდომაზე. იშვიათი გამონაკლისების გარდა კომისიის
რეკომენდაციები მიიღება ერთხმად.
ვინაიდან Codex Alimentarius სტანდარტები ატარებენ რეკომენდაციის ხასიათს, მათი გამოყენების
ან არ გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქვეყნის მთავრობა. მართალია საერთაშორისო
სავაჭრო ხელშეკრულებები (შეთანხმება ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ, შეთანხმება
სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების შესახებ) არ ავალდებულებენ სახელმწიფოს
მთავრობას Codex Alimentarius სტანდარტების გამოყენებას, მაგრამ ამ ხელშეკრულებებით
გათვალისწინებულია ზემოქმედების ზომები იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მთავრობის მიერ
შემოღებული ნორმატივები უფრო მკაცრია ვიდრე Codex Alimentarius სტანდარტები.
ამრიგად საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები ქმნიან მთავრობების მიერ Codex Alimentarius
სტანდარტების გამოყენების სამართლებრივ ბაზას იმ შემთხვევაში როდესაც ეს სტანდარტები
აკმაყოფილებენ მათ ნაციონალურ და იურიდიულ მოთხოვნებს.
სხვადასვა ქვეყნების სამართლებრივი სისტემებისა და ინდივიდუალური მოთხოვნების
გათვალისწინებით Codex Alimentarius სტანდარტები ნაციონალური ნორმატივების შემუშავების დროს
შესაძლებელია გამოყენებულ იქნან როგორც უშუალოდ ასევე მინიშნების სახით.
კომისიამ თავისი არსებობის განმავლობაში მიიღო 200-მდე სტანდარტი ცალკეულ სასურსათო
პროდუქტზე, საერთო სტანდარტები სასურსათო პროდუქტებისა და საკვები დანამატების მარკირების
სფეროში, როგორც ზოგადი ასევე კონკრეტული ტექნოლოგიების ჰიგიენური ნორმები, დაადგინა
სასურსათო პროდუქტებში არსებული 2800-მდე ქიმიური ნივთიერებების ზღვრული დასაშვები
კონცენტრაციები.
1995 წელს Codex Alimentarius კომისიამ მიიღო დეკლარაცია “Codex Alimentarius
გადაწყვეტილებების პროცესში მეცნიერების როლის და სხვა ფაქტორების გავლენის ხარისხის შესახებ”.
რომლის ძირითადი პრინციპებია:
 სტანდარტებისა და სხვა ტექსტების შემუშავება უნდა ეფუძნებოდეს მკაცრ მეცნიერულ
ანალიზს და აუცილებელი ინფორმაციის შემცველ მონაცემებს. ეს უზრუნველყოფს სურსათის
უვნებლობასა და ხარისხს;
5
 კომისიამ მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ეხება
მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვასა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელისშეწყობას;
 დასახული მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასურსათო პროდუქტების
მარკირება;
 თუ Codex Alimentarius კომისიის წევრება შორის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის
აუცილებელი დონის შესახებ შეთანხმების მიღწევისას ადგილი აქვს განსხვავებულ აზრს სხვა
კანონიერი ფაქტორების შესახებ, მაშინ განსხვავებული აზრის მქონე წევრებს შეუძლიათ თავი
შეიკავონ სტანდარტის მიღებისაგან
როგორც განვითარებულმა, ასევე განვითარებადმა ქვეყნებმა იციან, რომ Codex Alimentarius
კომისიის სტანდარტების, ზოგადი პრინციპებისა და რეკომენდაციების გამოყენებას უდიდესი
მნიშვნელობა აქვს სასურსათო პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობისათვის წაყენებული
მოთხოვნების შესრულებაში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:
 სასურსათო პროდუქტების კონტროლის ნაციონალური სისტემის გამართულობას;
 ნაციონალური ნორმატიული ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას;
 სასურსათო პროდუქტების იმპორტ/ექსპორტის შემოწმებისა და სერტიფიცირების სისტემის
ჩამოყალიბებას.
ზემოდ აღნიშნულიდან გამომდინარე FAO-ს სასურსათო პროდუქტების ხარისხისა და
სტანდარტების სამსახური სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებებსა და კვების საწარმოებს
აძლევს ტექნიკურ კონსულტაციებს, ეხმარება შემოწმების, ნიმუშის აღების, ანალიზის და საერთო
კონტროლის საკითხებში.
FAO-ს უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს კადრების მომზადება სასურსათო პროდუქტებისა
და კვების კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებში. ყველა სასწავლო პროგრამას საფუძვლად უდევს
Codex Alimentarius კომისიის რეკომენდაციები, პრინციპები და განმარტებითი ტექსტები, კერძოდ:
“სასურსათო პროდუქტების ჰიგიენის ზოგადი პრინციპები”, “მიკრობიოლოგიური კრიტერიუმების
დადგენისა და გამოყენების პრინციპები სასურსათო პროდუქტებისათვის”, ”საშიში ფაქტორის
ანალიზისას კრიტიკული საკონტროლო წერტილის გამოვლენის კონცეფცია”. დღეისათვის
გამოქვეყნებულია 18 სახელმძღვანელო, რომლებიც გადაეცა კომისიის წევრ-სახელმწიფოებს.
სასურსათო პროდუქტების ხარისხისა და უვნებლობის დადგენილი ნორმების დარღვევისათვის
დამრღვევების მიმართ გათვალისწინებულია პასუხისმგებლობისა და დასჯის სისტემა, რომელიც
გულისხმობს სამი სახის სანქციებს:
 პროდუქტების კონფისკაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით;
 სისხლის სამართლის საქმის აღძრა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირების მიმართ;
 სასამართლო ორგანოებისათვის საქმის გადაცემა საწარმოს დახურვის ან ცალკეული სახეობების
პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვის თაობაზე.
აღნიშნული ღონისძიებები განაპირობებენ სასურსათო პროდუქტების უვნებლობის კონტროლის
მკაფიო სისტემას საწარმოსა და სახელმწიფოს დონეზე.
ევროკავშირის ბაზრის დამცავი მექანიზმების შემუშავებისა და ეფექტიანი კონტროლის გაწევის
თვალსაზრისით, განსაკუთრებული როლი ევროკომისიას ეკისრება.
ევროკომისიის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატი
აყალიბებს სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების საერთო-ევროპულ სტანდარტებს და სხვა
ქვეყნებიდან იმპორტირებული სასურსათო პროდუქტების მონიტორინგის წესებს.

6
ევროკავშირის ერთიანი ბაზარი, სახელწოდების მიუხედავად, არ ემორჩილება კანონმდებლობის
ერთიან სისტემას და ერთობლივად რეგულირდება, როგორც ევროკავშირის კანონმდებლობის, ასევე
ევროკავშირის წევრ ქვეყანათა ეროვნული კანონმდებლობების მიერ. ამიტომ, ევროპის თითოეული
სახელმწიფო იმპორტირებული პროდუქციისათვის შეიმუშავებს დამატებით მოთხოვნებს.
შესაბამისად, კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის სარეალიზაციოდ ამ მოთხოვნათა
დაკმაყოფილება მოუწევთ.
კერძოდ, ქვეყანამ, ვიდრე მას მიეცემა უფლება აწარმოოს სასურსათო პროდუქტების ექსპორტი,
უნდა დააკმაყოფილოს რამდენიმე მოთხოვნა ქვეყნის დონეზე
1. ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის ქვეყნების
მოთხოვნებს;
2. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ სწრაფი და
რეგულარული ინფორმირება მათ ტერიტორიაზე კონკრეტული ინფექციებისა და გადამდები
დაავადებების გავრცელების შესახებ;
3. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეფექტური კანონმდებლობა სხვადასხვა ნივთიერების (მაგალითად,
ჰორმონალური, თირეოსტატიკური, ვეტერინალური პრეპარატების) გამოყენებისა, კერძოდ,
ნივთიერების აკრძალვასა და სანქცირებასთან, მათ გავრცელებასა და რეალიზაციასთან
დაკავშირებით. ასევე კანონები, რომლებიც ითვალისწინებს მათ ადმინისტრირებასა და
ინსპექტირებას;
4. ქვეყანაში უნდა მოქმედებდეს პროგრამა, რომელიც განახორციელებს კონკრეტული/ცალკეული
ნივთიერების გამოყენების ( მაგალითად, ვეტერინალური პრეპარატების) მონიტორინგს და
შეამცირებს მათ შემცველობას იმ ცხოველებსა და ხორცპროდუქტებში, რომლებიც
ექსპორტისთვის არის განკუთვნილი;
5. ქვეყანაში უნდა არსებობდეს კვალიფიციური ვეტერინარული სამსახური, რომელიც
განახორციელებს საჭირო კონტროლს;
6. ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს ეფექტიანი ღონისძიებები კონკრეტულ ცხოველთა ინფექციური
თუ გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად (პრევენციისათვის).
თუ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, ქვეყანა შევა იმ სახელმწიფოთა სიაში, რომელთაც
შეუძლიათ განახორციელონ პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ამასთან,
განვითარებადი ქვეყნების მთავრობებმა გარანტია უნდა გასცენ, რომ საკვებად განკუთვნილი
საექსპორტო პროდუქტები წარმოებულია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. ხელი უნდა
შეუწყონ, რომ დაწესებულებები, სადაც ხდება ამ პროდუქტების წარმოება პასუხობდეს ევროკავშირის
ქვეყნების მსგავსი საწარმოების სტანდარტებს.
თუ მწარმოებელს სურვილი აქვს განახორციელოს საკუთარი პროდუქციის ექსპორტი
ევროკავშირში, მან უნდა მიმართოს თავის მთავრობას და მიიღოს მისგან შესაბამისი თანხმობა (სანქცია).

You might also like