You are on page 1of 30

სალექციო საკითხები ეკოლოგიურ სამართალში

ეკოლოგიური კონტროლი
გარემოს დაცვის ეფექტურობა ბევრად არის დამოკიდებული ეკოლოგიურ კონტროლზე, რაც
ნიშნავს საზოგადოების ბუნებასთან ურთიერთობის კონტროლს
ეკოლოგიური კონტროლი, როგორც სახელმწიფოს ეკოლოგიური ფუნქციის გამომჟღავნება
წარმოადგენს ბუნების დაცვის სახელმწიფო ფუნქციას, რაც დაკავშირებულია ინფორმაციის
შეგროვებას,მის დამუშავებას და შეფასებასთან, საბოლოო ჯამში მმართველობითი
გადაწყვეტილების მიღებასთან.
ეკოლოგიური კონტროლი უზრუნველყოფს ბუნებათდაცვითი ღონისძიებების, მათ შორის
სამართლებრივი ნორმების შესრულებას
ეკოლოგიური კონტროლის ძირითადი მიმართულებებია:
= მთლიანად გარემოსა და მისი ცზლკეული კომპონენტების, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, ,
ნიადაგის, წიაღისეულის, მცენარეულ და ცხოველთა სამყაროს დაცვაზე ზედამხედველობას.
= გეგმების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებისას სამეურნეო ობიექტების
მშენებლობისა და ექსპლოატაციაში შეყვანისას ეკოლოგიური დაცვის გათვალისწინება.
= ბუნები დაცვის და ბუნებათსარგებლობის დარგში გეგმები და ღონისძიებების შესრულების
შემოწმება.
=ეკოლოგიური კანონმდებლობის დაცვაზე კონტროლი.
ეკოლოგიური კონტროლის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე ხელსაყრელი
პირობების უზრუნველყოფა.
ეკოლოგიური კონტროლის ამოცანაა ყველა სამინისტროს, უწყების, საზოგადოებრივი და
სხვა ორგანიზაციის და კერძო პირების მიერ გრემოს დაცვის და რაციონალური
ბუნებათსარგებლობის დარგში ღონისძიებების შესრულების უზრუნველყოფა და
ეკოლოგიური კანონმდებლობით დადგენილი წესების და ნორმების დაცვა.
ეკოლოგიური კონტროლის მეთოდებია:
=საპროექტო, ნორმატიულ -ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის აუცილებელი მითითებების
მიცემა;
= სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა ობიექტების ექსპლოატაციის და სამშენებლო
სამუშაოების აკრძალვა, შეჩერება, შეზღუდვა;
=ეკოლოგიური სამართალდამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემა;
განასხვავებენ ეკოლოგიური კონტროლის განხორციელების ისეთ ფორმებს, როგორიცაა:
გამაფრთხილებელი, მიმდინარე, ინფორმაციული და დამსჯელი.
გამაფრთხილებელი ეკოლოგიური კონტროლის მიზანია არ დაუშვას ისეთი სამეურნეო
ობიექტების დაგეგმვა, დაპროექტება, მშენებლობა და ექსპლოატაციაში შეყვანა, რომლებიც არ
უპასუხებენ ეკოლოგიური წესების და მოთხოვნებს.
მიმდინარე,ეკოლოგიური კონტროლი ხორციელდება საწქრმოების,ტრანსპორტის და სხვა
ობიექტების ექსპლოატაციის დროს ეკოლოგიური წესების დარღვევისა და ეკოლოგიური
ზარალის დადგენა .ინფორმაციული ეკოლოგიური კონტროლის დროს ხდება ინფორმაციის
შეგროვება და დაინტერესებული ორგანოებისათვის გადაცემა გამაფრთხილებელი ან
დამსჯელი ზომების მისაღებად
დამსჯელი ეკოლოგიური კონტროლი ითვალისწინებს იძულების ღონისძიებებს იმ
საწარმოების, ორგანიზაციების, ცალკეული პირების მიმართ, რომლებიც ზარალს აყენებენ
გარემოს, არღვევენ ბუნებათდაცვით კანონმდებლობას.
ეკოლოგიური კონტროლი შეიძლება იყოს:
= ინტეგრირებული ( მოიცავს მთელ გარემოს );
= კომპლექსური ( დაკავშირებული ობიექტების და კომპლექსების ჯგუფის დაცვასთან )
=დიფერენცირებული ( მიმართული ცალკეული ობიექტების დაცვაზე )
ეკოლოგიური კონტროლი შეიძლება იყოს გეგმიური, მოულოდნელი, განმეორებითი და სხვა.
( განვმარტო თითოეული
გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა გარემოს დაცვის
ინსპექცია (გდი )
გარემოს დაცვის ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
=გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების სტიმულირების
მექანიზმები;
==გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის
განხორციელება;
=გარემოს დაცვის სფეროში ადმინისრაციული სამართალდარღვევათა პრევინცია და
გამოვლენა;
= კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგის წარმოება;
=სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიის, ნებართვის პირობების შესრულების ანგარიშის
ანალიზი;
=გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის დაგეგმვა.
გარემოს მონიტორინგი
უპირველესად განვიხილოთ რა შინაარს ატარებს სიტყვა „მონიტორინგი“. მონიტორინგი
გულისხმობს ინფორმაციის სისტემატურ შეკრებასა და დამუშავებას რომელიმე კონკრეტულ
საკითხზე და მიღებული ცოდნის გამოყენებას არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.
მონიტორინგი არის სპეციფიკური მაჩვენებლების მიხედვით მონაცემების შეგროვების და
გაანალიზების სისტემური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მოცემული
სიტუაციის/ვითარების შესწავლის და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი
ჩარევების განხორციელებას. გარემოს დაცვის ღონისძიებებს შორის ერთ-ერთ მთავარ
საქმიანობას წარმოადგენს გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვება, მიღებული ინფორმაციის
ანალიზი და პროგნოზირება. გარემოზე გაზრდილი ანთროპოგენული ზემოქმედების
პირობებში გარემოს დაცვის საკითხები უკავშირდება გარემოს დაბინძურების მონიტორინგს
განასხვავებენ მონიტორინგის ბიოეკოლოგიურ ანუ სანიტარულ-ჰიგიენურ, გეოეკოლოგიურ
და ბიოსფერულ მონიტორინგს.
= ბიოეკოლოგიურ ანუ სანიტარულ-ჰიგიენური, მონიტორინგი- დაკვირვება გარემოს
მდგომარეობაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის თვალსაზრისით (მაც. ეპიდემიები და
მასობრივი მოწამვლები, რადიაციული გამოსხივებები,კვების პროდუქტების გაჭუჭყიანება
და ამით გამოწვეული გადახრები და სხვა. )
= გეოეკოლოგიური მონიტორინგი-გეოსისტემური ან ბუნებრივ- სამეურნეო მონიტორინგია,
ამ დროს ხდება მეთვალყურეობა გარემოს უმთავრეს გეოსისტემებზე, მათ შორის
ხელოვნურად შექმილ სისტემებზე.
=ბიოსფერულ მონიტორინგიუზრუნველყოფს მეთვალყურეობას, კონტროლს და
შესაძლებელი ცვლილებების პროგნოზს გლობალური და რეგიონალური მასშტაბით.
სახელმწიფო მონიტორინგის ამოცანები და ძირითადი მიმართულებებია გარემოს
მდგომარეობის მეთვალყურეობა, შეფასება და პროგნოზი.დღესათვის მიღებულია
მონიტორინგის სისტემის სამი სახე: სანიტარულ-ჰიგიენური, ეკოლოგიური და კლიმატური.
= სანიტარულ-ჰიგიენურ მონიტორინგს ასრულებს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური
სამსახური ბიოსფეროს შეცვლაზე ანთროპოგენურ ფაქტორებზე ზეგავლენის
მეთვალყურეობა.
=ეკოლოგიური მონიტორინგი მოიცავს მეტვალყურეობას, შეფასებას და პროგნოზს არა
მარტო ბუნებრივი მონიტორინგს, არამედ ხელოვნური ეკოსისტემებისაც ( გაჭუყიანებაზე
ყურადღება )
=კლიმატური მონიტორინგი მოიცავს კლიმატურ სისტემას ( ატმისფერო, ოკიანე, ხმელეთის
ზედაპირი)
განასხვავებენ გარემოს ნაციონალურ და საერთაშორისო (გლობალური) მონიტორინგს.
ნაციონალური მონიტორინგის ამოცანები განისაზღვრება კომკრეტული სახელმწიფოს
ეკოლოგიური და სოვიალური თავისებურებით.
საერთაშორისო (გლობალური) მონიტორინგი მოიცავს ხმელეთის კონტროლს-2600-ზე მეტ
მეტეოროლოგიურ სადგურს, 700 აეროლოგიურ სადგურს,მეთვალყურეობაში მონაწილეობს
500 მდე გემი და თანამგზავრი.
საერთაშორისო (გლობალური) მონიტორინგის პროგრამებში განსაკუთრებული ადგილი
უკავია იუნესკოს პროგრამას ;ადამიანი და ბიოსფერო (მაბ ) საქართველოს მაბ-ი დაარსდა 1978
წელს ეს პროგრამა მოიცავს ადამიანის ზემოქმედებას ტყის, ტბის, მდინარის დელტის,
საძოვარს და სხვა რესურსებზე.
საერთაშორისო (გლობალური) მონიტორინგის პროგრამები ხორციელდება სხვადასხვა
ორგანიზაციების მიერ:
=ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია -გარემოს სანიტარულ- ჰიგიენურ მდგომარეობაზე.
=სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანზაცია (ფაო )-აგროვებს და ამუშავებს
ინფორმაცია-სოფლის მეურნეობაში გამოყენებული მიწების დაცვის შესხებ.
=ატომური ენერგეტიკის საერთასორისო სააგენტო- რადიაციის უსაფრთხოების
უზრუნველყოფაზე
=ოკიანოგრაფიული კომისია -მსოფლიო ოკიანის მდგომარეობის მონიტორინგი.
=გაეროს პროგრამა (იუნეპი)-ბუნებრივ გარემოზე ინფორმაციული მეთვალყურეობა და
კონტროლი
ეკოლოგიურ მონიტორინგთან უშუალოდ დაკავშირებულია სახელმწიფო ეკოლოგიური
კონტროლი, რომელიც მოიცავს ხელისუფლების უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების
და მათი ღმასრულებელ- განმკარგულებელ ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელებას.

ეკოლოგიური ექსპერტიზა. გარემოზე მინიმალური საფრთხის შემცველი


ზემოქმედების ნებართვები
ეკოლოგიური ექსპერტიზა არის გარემოსდაცვითი ხასიათის აუცილებელი ღონისძიება,
რომელიც ხორციელდება საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის
გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში
ეკოლოგიური ექსპერტიზის მიზანია გარემოსდაცვითი მოთხოვნების, რაციონალური
ბუნებათსარგებლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით
გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების უზრუნველყოფა
ეკოლოგიური ექსპერტიზის ძირითადი პრინციპებია:
ა) საქმიანობის პოტენციური ეკოლოგიური საშიშროების რისკის შეფასება;
ბ) საქმიანობის დაწყებამდე გარემოზე მისი შესაძლო ზეგავლენის შეფასების
კომპლექსურობა;
გ) გარემოსდაცვით მოთხოვნათა და გარემოს დაცვის ნორმების გათვალისწინება;
დ) ექსპერტთა უფლებამოსილების შეუზღუდავი განხორციელება;
ე) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დასაბუთებულობა და კანონიერება;
ვ) საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინება.
ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
 ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში სამინისტროს უფლებებია:
ა) საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად, საქმიანობაზე ეკოლოგიური
ექსპერტიზის ჩასატარებლად დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევა;
ბ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურისათვის აუცილებელი ინფორმაციის
(მათ შორის, საცნობარო, სტატისტიკური და სამსახურებრივი სარგებლობის ინფორმაციის)
მიღება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
= ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში სამინისტროს მოვალეობებია:
ა) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით საექსპერტო კომისიების შექმნა;
ბ) ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
გ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურის საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობის უზრუნველყოფა;
დ) დამოუკიდებელი ექსპერტების რეგისტრაციაში გატარება და მათი მონაცემთა ბაზის
შექმნა;
ე) საქმიანობის განმახორციელებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მისთვის ეკოლოგიური
ექსპერტიზის ორგანიზებისა და ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების
გასაცნობად წარდგენა;
ვ) საზოგადოების წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში, მისთვის ეკოლოგიური
ექსპერტიზის ჩატარების მარეგულირებელი დოკუმენტების გაცნობა
ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით იქმნება
საექსპერტო კომისია.
= საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისათვის,
დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტრომ შეიძლება მოიწვიოს დამოუკიდებელი
ექსპერტები.
ეკოლოგიური ექსპერტიზა ტარდება საქმიანობაზე განცხადების „გარემოზე ზემოქმედების
ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით წარდგენის შემდეგ.
ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურას და საექსპერტო კომისიის
ფორმირების წესს განსაზღვრავს „ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“
დებულება, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი
საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგები აისახება საექსპერტო კომისიის დასკვნაში,
რომელსაც ამზადებს საექსპერტო კომისია და ხელს აწერს საექსპერტო კომისიის
თავმჯდომარე. საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე სამინისტრო ამზადებს
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით ამტკიცებს მინისტრი.
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ეკოლოგიური
ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია:
ა) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ
გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს;
ბ) ასაბუთებს, რომ მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა
და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების
შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს;
გ) ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების
ღონისძიებებს (მათ შორის, ავარიული სიტუაციების შესაძლო შედეგების ლიკვიდაციის
ღონისძიებებს).
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) შეესაბამება თუ არა საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) რა სახის ნაკლოვანებებს შეიცავს ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი
დოკუმენტაცია;
გ) რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი
დოკუმენტაციის ნაკლოვანებები გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის;
დ) შესაძლებელია თუ არა ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის
ნაკლოვანებების გამოსწორება და თუ შესაძლებელია, რა გზით;
ე) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობებს (საჭიროების შემთხვევაში).
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არის შესაბამისად გარემოზე ზემოქმედების ან
მშენებლობის ნებართვის შემადგენელი ნაწილი, ხოლო ეკოლოგიური ექსპერტიზის
დასკვნის პირობა – სანებართვო პირობა, რომლის შესრულება სავალდებულოა გარემოზე
ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის მფლობელისათვის
ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელს უფლება
აქვს:
ა) წარადგინოს საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაცია ეკოლოგიური ექსპერტიზის
ჩასატარებლად;
ბ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული დავის წამოჭრის შემთხვევაში
მიმართოს სასამართლოს.
= ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში საქმიანობის განმახორციელებლის
მოვალეობებია:
ა) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად საქმიანობის დამასაბუთებელი
დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების
შესაბამისად წარდგენა;
ბ) გარემოზე ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ ეკოლოგიური
ექსპერტიზის დადებითი დასკვნის პირობების შესაბამისად საქმიანობის განხორციელება
 დამოუკიდებელი ექსპერტი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და
კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე.
დამოუკიდებელი ექსპერტი ექვემდებარება სამინისტროს მიერ წარმოებულ ექსპერტთა
რეესტრში რეგისტრაციას. დამოუკიდებელ ექსპერტთა ექსპერტთა რეესტრში შეყვანა და
რეესტრიდან გამოყვანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
3. საექსპერტო კომისიაში შეყვანილ უნდა იქნეს მხოლოდ ის დამოუკიდებელი ექსპერტი,
რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სამინისტროს ექსპერტთა რეესტრში.
ექსპერტთა რეესტრიდან დამოუკიდებელი ექსპერტის საექსპერტო კომისიაში შეყვანა
ხდება მინისტრის ბრძანებით.
დამოუკიდებელი ექსპერტი პასუხისმგებელია თავის მიერ მომზადებული დასკვნის
ობიექტურობასა და სისრულეზე.
დამოუკიდებელი ექსპერტი ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობს
სამინისტროს მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებას სამინისტრო ახორციელებს მისთვის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
დამოუკიდებელ ექსპერტთა შერჩევის, მათი ექსპერტთა რეესტრში რეგისტრაციის წესს და
მათ უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“
დებულება, რომელსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.
გარემოზე მინიმალური საფრთხის შემცველი ზემოქმედების ნებართვების რეგულირების
სფერო არის ისეთი ორგანიზებული საქმიანობა ან ქმედება, რომელიც ეხება პირთა
განუსაზღვრელ წრეს და ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის
მომეტებული საფრთხით იგი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო
ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობათა სრულ ნუსხას და მათ
განსახორციელებლად გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემისას
ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ნებართვის
გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საზოგადოების მონაწილეობისა და
მისი ინფორმირების სამართლებრივ საფუძვლებს
გარემოზე მინიმალური საფრთხის შემცველი ზემოქმედების ნებართვების მიზანია:
ა) საქმიანობის პროცესში ადამიანის ჯანმრთელობის, ბუნებრივი გარემოს, ასევე
კულტურული და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
ბ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მოქალაქის ძირითადი უფლების –
მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი
გარემოს მდგომარეობაზე, აგრეთვე გარემოსდაცვით სფეროში სახელმწიფოს მიერ
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის
უზრუნველყოფა;
გ) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში სახელმწიფოსა და საზოგადოების ეკოლოგიური, სოციალური და
ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინება.
გარემოზე მინიმალური საფრთხის შემცველი ზემოქმედების ნებართვების ამოცანაა:
ა)საქმიანობაზე ნებართვის გაცემის სფეროში საქმიანობის განმახორციელებლის,
საზოგადოებისა და სახელმწიფოს უფლება-მოვალეობების ჩამოყალიბება და დაცვა;
ბ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი
ცვლილებებისაგან დაცვის, ასევე მათი რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა
სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული
წარმოების წესით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში.
სამინისტრო, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
უზრუნველყოფს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ შესაბამის
დოკუმენტაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რის საფუძველზედაც დგება
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
ნებართვა გაიცემა მხოლოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის არსებობის
შემთხვევაში.
 საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიაწოდოს ობიექტური მონაცემები
ნებართვის გამცემ ორგანოს.
ნებართვის მიღების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:
ა) განახორციელოს საქმიანობა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების
შესაბამისად;
ბ) საქმიანობის განხორციელების დაწყების შემდეგ შეასრულოს გარემოზე ზემოქმედების
შემამცირებელი ის ღონისძიებები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევს ნებართვის გამცემი
ორგანო;
გ) მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, როგორც მშენებლობის პროცესში, ისე
საწარმოს (ობიექტის) ექსპლუატაციისას, დაიცვას ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით
მისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობები;
დ) საქმიანობის განხორციელებისას შეასრულოს გზშ-ის ანგარიშში გათვალისწინებული ის
ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც აუცილებლად იქნება მიჩნეული ეკოლოგიური
ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ან/და მოწონებული იქნება ექსპერტების მიერ, რაც
შესაბამისად უნდა აისახოს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ან/და მის პირობებში.
საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობის შეცვლის მოთხოვნით, თუ დაასაბუთებს,
რომ მისი შესრულება ვერ უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას ან
თავიდან აცილებას, ანდა თუ დაასაბუთებს მისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობის
სხვა პირობით შეცვლის აუცილებლობასა და ეფექტიანობას გარემოზე ზემოქმედების
შემცირების ან თავიდან აცილების თვალსაზრისით.
საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს
დასაბუთებული შუამდგომლობა, რომელსაც განიხილავს და შესაბამის წინადადებებს
შეიმუშავებს სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანო – ეკოლოგიური ექსპერტიზის
დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისია კომისიისათვის წარსადგენი
დოკუმენტების ჩამონათვალს და კომისიის საქმიანობის წესს განსაზღვრავს მინისტრი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით „ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების
შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
კომისია საკითხის განხილვის შემდეგ მინისტრს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციას.
კომისიის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში მინისტრი საკითხს წარუდგენს
საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში მინისტრი
გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს
ნებართვა არ გაიცემა, თუ:
ა) დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და
გარემოსდაცვით სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები;
ბ) განსახორციელებელ საქმიანობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა
არსებობს
ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ
შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან
სასამართლოში
ნებართვის გამცემი საქმიანობის განმახორციელებელს გასცემს სანებართვო მოწმობას.

ატმოსფერული ჰაერის სამართლებრივი დაცვა, პასუხისმგებლობა დაცვის

წესების დარღვევისათვის

ატმოსფერული ჰაერის სამართლებრივი დაცვის რეგულირების სფეროა საქართველოს მთელ


ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვა მავნე ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან.იგი
არ არეგულირებს შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს.
საქართველოს კანონმდებლობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში შედგება
საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და
შეთანხმებების, „გარემოს დაცვის შესახებ,” „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”ატმოსფერული
ჰაერის სამართლებრივი დაცვის საქართველოს კანონების, და სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან
ატმოსფერული ჰაერის სამართლებრივი დაცვის შესახებ  კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) ხელი შეუწყოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი
ადამიანის ძირითადი უფლებების – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში
და სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი – უზრუნველყოფას;
ბ) უზრუნველყოს გარემოს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის – ატმოსფერული ჰაერის
დაცვა საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად და
ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით;
გ) სამართლებრივად უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთო
გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრა.
ატმოსფერული ჰაერის სამართლებრივი დაცვის შესახებ  კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი
გარემოსათვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევა, შენარჩუნება და გაუმჯობესება;
ბ) სამართლებრივად უზრუნველყოს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების
გაფრქვევათა რეგულირება;
გ) ხელი შეუწყოს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის
საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის უზრუნველყოფას;
დ) ხელი შეუწყოს ევროკავშირის კანონმდებლობით ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურებისაგან დაცვის სფეროში დადგენილი სამართლებრივი ნორმების საქართველოს
ტერიტორიაზე ეტაპობრივ ამოქმედებას
 ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:
ა) საჯარო დაწესებულებისგან დროულად მიიღონ სრული და ობიექტური ინფორმაცია:
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ
ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს წარუდგინონ წინადადებები ატმოსფერული
ჰაერის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე;
გ) ხელი შეუწყონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი
პროგრამების განხორციელებას;
დ) მონაწილეობა მიიღონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მნიშვნელოვან
გადაწყვეტილებათა განხილვასა და მიღებაში;
ე) მიიღონ ანაზღაურება მათთვის მიყენებული ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია
ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობამ;
ვ) სასამართლო წესით მოითხოვონ ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ობიექტების
განთავსების, დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ
გადაწყვეტილებათა შეცვლა;
ზ) აღძრან სარჩელი იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ მიერ მხილებულნი იქნებიან ამ
კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების დარღვევაში.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები შეიძლება იყვნენ
როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმის
 ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან:
ა) დაიცვან ატმოსფერული ჰაერის სამართლებრივი დაცვის შესახებ  კანონით და
საქართველოს კანონმდებლობით ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში დადგენილი
მოთხოვნები;
ბ) მოსალოდნელი ან მომხდარი ტექნოგენური ავარიისა და სხვა ეკოლოგიური კატასტრო-
ფის შესახებ ინფორმაციის მიღებისას დროულად აცნობონ სათანადო კომპეტენტურ სახელმ-
წიფო ორგანოებს ან განაცხადონ საჯაროდ.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებზე, სახელმწიფო ორგანოებზე,
მუნიციპალიტეტებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენი
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების
უმაღლეს ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) გარემოს მონიტორინგის (გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის) ორგანიზება;
ბ) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
გ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის ორგანიზე
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.
საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით,
„გარემოს დაცვის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით
ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედება არის ატმოსფერულ ჰაერზე
ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ახდენს ან
რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და
ბუნებრივ გარემოზე.
ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების სახეებია:
ა) ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება;
ბ) ატმოსფერულ ჰაერზე რადიაციული ზემოქმედება;
გ) ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება;
დ) ატმოსფერულ ჰაერზე ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა
სახის ფიზიკური ზემოქმედება.
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება არის ადამიანის საქმიანობის
შედეგად ატმოსფერულ ჰაერში ნებისმიერი ნივთიერების გაფრქვევა (ემისია), რომელიც
ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის
ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი
რეჟიმი განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის სამართლებრივი დაცვის შესახებ  კანონით და
საქართველოს კანონმდებლობით.
ატმოსფერული ჰაერის რადიაციული ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით წესდება
რადიაციული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელთა განსაზღვრის
პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით.
ატმოსფერული ჰაერის რადიაციული ზემოქმედებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი
განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს
კანონით
ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის
უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით
სახელმწიფო უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ,
პოლიტიკურ-სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა განხორციელებას,
რომელთა ერთობლიობა შეადგენს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით
დაბინძურებისაგან დაცვის სისტემას.
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემის
ფუნქციონირების აუცილებელი პირობებია:
ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები
ნორმების დადგენა;
ბ) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის (ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე
დაკვირვების სისტემის) ორგანიზება;
გ) ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება.
მავნე ნივთიერებებით დაბინძურების, რადიაციული ზემოქმედების, მიკროორგანიზმებითა
და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და
ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური
ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები
შეადგენს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემას.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემის სამართლებრივი
რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლს
ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი
ორგანოები თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში
პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობით.
პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდარღვევის ჩამდენს არ ათავისუფლებს კანონის
დარღვევით მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.
გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი განისაზღვრება „გარემოს დაცვის
სახელმწიფო კონტროლის შესახებკანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
წიაღისა და წიაღისეულის სამართლებრივი დაცვა, პასუხისმგებლობა
მათი წესების დარღვევისათვის

საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ


შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წიაღი საქართველოს
ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.
წიაღი არის დედამიწის ქერქის ნაწილი, რომელიც გაშიშვლებულია მიწის ზედაპირზე ან
მდებარეობს ნიადაგის ფენებსა და წყალსატევში, აგრეთვე ნიადაგის ფენისა და წყალსატევის
ფსკერის ქვეშ და ხელმისაწვდომია შესწავლისა და ათვისებისათვის.
წიაღისეული არის წიაღში არსებული ბუნებრივი ან ტექნოგენური წარმონაქმნები ან/და
მათი ერთობლიობა.
წიაღისეული, რომლის მოპოვება და გადამუშავება შესაძლებელია მეცნიერულ -ტექნიკური
განვითარების თანამედროვე დონეზე, ეკონომიკურად მიზანშეწონილია და ეკოლოგიურად
მისაღებია, წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულს, რომელშიც მისი დანიშნულებისა და
გამოყენების სფეროების მიხედვით გამოიყოფა სათბობ-ენერგეტიკული, მადნეულის (შავი და
ფერადი ლითონების მადნები), სამშენებლო მასალების, სამთო-ქიმიური ნედლეულის,
მიწისქვეშა წყლებისა და არასაწვავი აირების და სხვა არამადნეული წიაღისეულის სახეობანი.
მადნეულ სასარგებლო წიაღისეულში შეიძლება გამოიყოს ძირითადი და თანმდევი
სასარგებლო წიაღისეული. ასეთ შემთხვევაში მადნეული სასარგებლო წიაღისეულის სახეობა
განისაზღვრება მასში არსებული ძირითადი სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით.
ძირითადი სასარგებლო წიაღისეული წარმოადგენს მადნეულ წიაღისეულში არსებულ იმ
ძირითად სასარგებლო კომპონენტს, რომლის მოპოვების მიზნითაც ხდება საბადოს
დამუშავება. სასარგებლო წიაღისეულის საბადო არის წიაღის გარკვეულ ფარგლებში
ბუნებრივად ან ტექნოგენურადკონცენტრირებული სასარგებლო წიაღისეული.
საქართველოს კანონის ;წიაღის შესახებ; მიზანია უზრუნველყოს წიაღისა და სასარგებლო
წიაღისეულის რესურსების რაციონალური გამოყენება ბუნებრივი კანონზომიერებისა და
გარემოს პოტენციური შესაძლებლობების, დღევანდელი და მომავალი თაობების
ინტერესებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით.
 წიაღის მოპოვება არის უშუალოდ ლიცენზიის მფლობელის ან დაქირავებული სუბიექტის
მიერ ლიცენზიის მფლობელის სახსრებით განხორციელებული საბადოს დამუშავების
შედეგად გარკვეული ოდენობის წიაღისეულის მოხმარება მისი პირდაპირი ან გადამუშავების
შემდეგ რეალიზაციის მიზნით, საბადოს დამუშავების ხარჯების გაღებით და საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელების გადახდით

საქართველოს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება,


რომელიც პირდაპირ თუ ფარულად ხელყოფს წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას,
ასეთი გარიგება კი ბათილია. მიწაზე საკუთრების უფლება არ ნიშნავს და არ იძლევა წიაღზე
საკუთრების უფლებას
წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე, მის კონ
ტინენტურ შელფზე,
ტერიტორიულ წყლებსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წიაღი, მიუხედ
ავად იმისა, ხდებოდა, ხდება თუ მოხდება წიაღით სარგებლობა.
  წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავ
რობა.
წიაღით სარგებლობა მოიცავს:
ა) წიაღის შესწავლას;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას;
ბ1) სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავებას ან სასარგებლო წიაღისეულის
გადამუშავებას;
გ) სამთომომპოვებელ საწარმოთა ნარჩენების გამოყენებას;
დ) მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენებას, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების
ისეთ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობასა და ექსპლუატაციას (მათ შორის ნავთობის, გაზის,
წარმოების ნარჩენების შესანახად და ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად), რომლებიც
დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან;
ე) გეოლოგიური, მინერალოგიური, პალეონტოლოგიური კოლექციებისა და სამუზეუმო
ექსპონატების შეგროვებას.
წიაღი სარგებლობაში გაიცემა მხოლოდ სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე.
 ლიცენზიის ვადები განისაზღვრება წიაღით სარგებლობის სახეების მიხედვით:
ა) ენერგეტიკული დანიშნულების წიაღისეულისათვის – 45 წლამდე;
ბ) შავი და ფერადი ლითონების მადნებისათვის – 40 წლამდე;
გ) სამშენებლო მასალებისათვის – 30 წლამდე;
დ) სხვა არამადნეული წიაღისეულისათვის – 30 წლამდე;
ე) მიწისქვეშა წყლებისათვის და ბუნებრივი არასაწვავი აირებისათვის – 25 წლამდე;
ვ) წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი ნაგებობების  მშენებლობისათვის –
45 წლამდე;
ზ) წიაღის შესწავლისათვის – 5 წლამდე
საქართველოს კანონითგათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული 
საახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც 
არ არის იურიდიული პირი.
წიაღით მოსარგებლენი სარგებლობენ ლიცენზიაში ჩამოთვლილი ყველა უფლებით და
პასუხს აგებენ მისი პირობების დაცვაზე.
წიაღით მოსარგებლეს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს წიაღისეულით ლიცენზიის შესაბამისად მისთვის გამოყოფილი სამთო
მინაკუთვნის ფარგლებში;
ბ) გამოყოფილი მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ლიცენზიით განსაზღვრული
მიზნებისათვის აწარმოოს მეურნეობა მისთვის სასურველი ფორმით, თუ ეს არ
ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;
გ) ისარგებლოს მოპოვებული წიაღისეულის და მასთან დაკავშირებული გადამამუშავებელი
წარმოების ნარჩენებით, თუ ასეთი რამ შეზღუდული არ არის ლიცენზიით;
დ) მისთვის ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში საკუთარი
სახსრებით შეისწავლოს წიაღი დამატებითი ლიცენზიის გარეშე;
ე) მიმართოს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ლიცენზიით განსაზღვრული 
პირობების შესაცვლელად, თუ წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა
 წიაღით მოსარგებლე ვალდებულია:
ა) ისარგებლოს წიაღით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის;
ბ) უზრუნველყოს წიაღისეული რესურსების რაციონალური და კომპლექსური გამოყენება,
გარემოსა და წიაღის დაცვა;
გ) განუხრელად დაიცვას სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები;
დ) უზრუნველყოს წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოებისას
წიაღის, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, ტყის, დაცული ტერიტორიების, ისტორიისა
და კულტურის ძეგლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების მავნე
ზემოქმედებისაგან დაცვა დადგენილი ნორმების მიხედვით;
ე) შეისწავლოს წიაღი კომპლექსურად, უზრუნველყოს შესაბამისი გეოლოგიური,
სამარკშეიდერო და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა;
ვ) წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი
დაძიებული, მოპოვებული და წიაღში დარჩენილი მარაგების, წიაღისეულში არსებული
კომპონენტების, აგრეთვე წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების შესახებ;
ზ) უზრუნველყოს საძიებო სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების ისეთ მდგომარეობაში
შენარჩუნება (კონსერვაცია), რომ შესაძლებელი იყოს მომავალში მათი გამოყენება,
გამოყენებისათვის უვარგისი კი გაანადგუროს დადგენილი წესით;
თ) შეაჩეროს სამუშაოები წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური
ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ
შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;
ი) დაიცვას და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
მოიყვანოს წიაღით სარგებლობის შედეგად დაზიანებული მიწის ნაკვეთები უსაფრთხო და
გამოსადეგ მდგომარეობაში;
კ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
თუ ლიცენზიის გაცემის შემდეგ აღმოჩნდა სასარგებლო წიაღისეულისა და მისი თანმხლები
ძვირფასი კომპონენტების ახალი სახეობები ან სხვაობა სასარგებლო წიაღისეულის
დამტკიცებულ და რეალურად არსებულ მარაგებს შორის, ან შეიცვალა წიაღით
სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა პირობები, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების
მარაგები ექვემდებარება ხელახალ დამტკიცება
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების 
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმას ამტკიცებს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
წიაღის დაცვის ძირითადი მოთხოვნებია:
ა) არ დაუშვან წიაღით თვითნებური სარგებლობა;
ბ) დაიცვან განსაკუთრებული სამეცნიერო და კულტურული მნიშვნელობის წიაღის
ობიექტები ან უბნები;
გ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის საბადოები მათი განლაგების ფართობების
განაშენიანებისაგან, წყალსაცავებით დატბორვისაგან და სხვა;
დ) რაციონალურად ისარგებლონ სასარგებლო წიაღისეულით და გამოიყენონ
სამთომომპოვებელი მრეწველობის ნარჩენები და სხვა.
სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) ისეთი ტექნოლოგიური სქემის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს სასარგებლო
წიაღისეულის კომპლექსურ და რაციონალურ გამოყენებას, წიაღით სარგებლობის პროცესში
წარმოქმნილი დანაკარგების მაქსიმალურად შემცირებას;
ბ) გადამუშავების სხვადასხვა სტადიაზე წიაღისეულიდან მიღებული სასარგებლო
კომპონენტების რაოდენობის, ხარისხისა და დანაკარგების აღრიცხვა და კონტროლი და სხვა.
 ნებადართულია წიაღით სარგებლობა მხოლოდ მოსახლეობის, განსაკუთრებით
დასაქმებულ მუშაკთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის
პირობით.
წიაღით მოსარგებლე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს წიაღ
ით სარგებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხო წარმოების შესახებ საქართვე
ლოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება
წიაღით მოსარგებლეთა მიერ უსაფრთხოების წესების და ნორმების დაცვის
უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სათანადო საწარმოთა,
დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს. ისინი განსაზღვრავენ იმ პირთა
წრეს, რომლებიც კონტროლს გაუწევენ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა
სტრუქტურულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების აღნიშნული წესების დაცვას.
პასუხისმგებლობა წიაღის კანონის დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით  დაეკისრებათ პირებს, რომლებმაც:

- დაარღვიეს წიაღით სარგებლობის ნორმები, ვინც წიაღით თვითნებურად ისარგებლა;


აგრეთვე დაარღვიეს წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესები და ნორმები;
-განახორციელეს წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობების თვითნებური
განაშენიანება;
- დაარღვიეს წიაღის დაცვის, აგრეთვე წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ
სამუშაოთა მავნე ზეგავლენისაგან ბუნებრივი გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვის
მოთხოვნები;
- ხელყვეს ისტორიისა და კულტურის ძეგლები, მათი ტერიტორიები და დაცვითი ზონები;
-დაარღვიეს გეოლოგიური ინფორმაციის საკუთრების უფლება;
- მოსპეს ან დააზიანეს მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სარეჟიმო ჭაბურღილები, აგრეთვე
სამარკშეიდერო და გეოდეზიური ნიშნები;
- დაარღვიეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს სხვადასხვა დანიშნულების
მიწისქვეშა ნაგებობების ლიკვიდაციისა და კონსერვაციის წესები და ნორმები;
- დაარღვიეს მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ნიადაგის რეკულტივაციის წესები და ნორმები;
- ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს შეგნებულად მიაწოდეს დაგვიანებული ან
ცრუ ინფორმაცია წიაღის შესახებ.
წიაღით მოსარგებლენი ვალდებული არიან, აანაზღაურონ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით გამოწვეული ზიანი.
წიაღით თვითნებური სარგებლობა და წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების
ფართობების თვითნებური განაშენიანება აღიკვეთება გაწეული ხარჯების აუნაზღაურებლად
სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და მატერიალური პასუხისმგებლობას წიაღის და
წიაღისეულის კანონმდებლობის დარღვევისათვის აკისრებს სასამართლო.
დისციპლინურ პასუხისმგებლობას წიაღის და წიაღისეულის კანონმდებლობის
დარღვევისათვის გათვალისწინებულია შესაბამისი საუწყებო ნორმატიულ აქტებში და მას
აკისრებს ზემდგომი ორგანოს თანამდებობის პირები.
ტყის სამართლებრივი დაცვა, პასუხისმგებლობა

ტყის წესების დარღვევისათვის

საქართველოს ტყე ბუნებრივი გარემოს უმთავრესი ელემენტი და ქვეყნისთვის


განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსია. ის წარმოადგენს ქვეყნის
ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს.
საქართველოს ტყე, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, უნდა იმართებოდეს მდგრადი
განვითარების პრინციპების შესაბამისად ჩამოყალიბებული სისტემის საფუძველზე,
რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი
მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყის ეკოლოგიური
ფასეულობების გათვალისწინებით მისი ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ
გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობასა და ტყის რესურსებზე
ხელმისაწვდომობა
ტყე ბიოსფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, მსოფლიოში სატყეო ფართობი
შეადგენს 4,1 მილიარდ ჰექტარს ანუ ხმელეთის დაახლოებით ½-.ს მერქნის მსოფლიო მარაგია
360 მილიარდი კბმ, დედამიწის ზურგზე იზრდება მერქნისა და ბუჩქოვანი მცენარეების
30000 სახეობა.
ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საქართველოს
ეროვნული სატყეო კონცეფციის,” სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე
მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.
საქართველოს ტყეების მდგრადი მართვა მათი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური
ფუნქციების გათვალისწინებით უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) ტყის მართვის პროცესში უნდა გამოიყენებოდეს ისეთი მეთოდები, რომლებიც
უზრუნველყოფს მისი ბიომრავალფეროვნების, პროდუქტიულობის, თვითაღდგენისა და
სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას;
ბ) ტყის მართვის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ტყის ფუნქციური
დანიშნულება იმისათვის, რომ ტყისგან ერთი სახის სარგებლის მიღებამ ტყის სხვა
ფუნქციური დანიშნულების დეგრადაცია არ გამოიწვიოს;
გ) ტყის მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი მოსახლეობის
ინტერესების გათვალისწინება უნდა ეფუძნებოდეს ტყის მდგრადი მართვის პრინციპს.
უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო სარგებლობის მიზნით ტყეების ყველასთვის
ხელმისაწვდომობა, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა;
დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით საქართველოს
ტყის არასატყეო მიზნით გამოყენებისას უნდა განხორციელდეს შესაბამისი საკომპენსაციო
ზომები.
საქართველოს ტყე შეიძლება იყოს სახელმწიფო და კერძო საკუთრების.
- სახელმწიფო ტყე არის საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც არ არის კერძო საკუთრებაში.
-კერძო საკუთრების ტყე არის საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ფიზიკური
ან იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყე
შესაძლებელია მართვის უფლებით გადაეცეს შესაბამის მუნიციპალიტეტს საქართველოს
ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში .
. საქართველოს ტყე მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების
გათვალისწინებითა და მართვის ძირითადი მიზნების მიხედვით იყოფა შემდეგ
კატეგორიებად:
ა) დაცული ტყე; ბ) დაცვითი ტყე; გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყე; დ) სამეურნეო ტყე.
-დაცული ტყის მართვის ამოცანაა ბიომრავალფეროვნებისა და იშვიათი ან/და საფრთხის ქვეშ
მყოფი სახეობებისა და მოწყვლადი ეკოსისტემების დაცვა.
- დაცვითი ტყის მართვის ამოცანაა ტყეების დაცვითი ფუნქციების (მარეგულირებელი
ეკოსისტემური მომსახურებების) შენარჩუნება და გაძლიერება.
- საკურორტო და სარეკრეაციო ტყის მართვის ამოცანაა ტყის კურორტოლოგიური ფუნქციის,
ლანდშაფტების და ბუნების კონკრეტული ელემენტების დაცვა და გაუმჯობესება
- სამეურნეო ტყის მართვის ამოცანაა ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობა და ტყეების
დაცვითი ფუნქციების შენარჩუნება
- ფუნქციური დანიშნულებით ტყეების დაყოფა ხორციელდება „საქართველოს ტყის
კატეგორიებად დაყოფისა და მართვის წესის“ შესაბამისად სამინისტროს, ხოლო
ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე - შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
ტყე, რომელსაც მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი. მათი მართვა
ხორციელდება დაცული ტერიტორიების კანონმდებლობისა და მენეჯმენტის გეგმების
შესაბამისად;
ტყესთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე სახელმწიფო
ორგანოები უზრუნველყოფენ ტყის მართვის შესახებ ინფორმაციის საჯაროობასა და
ხელმისაწვდომობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
საქართველოს ტყეში, გარდა მუნიციპალური ტყისა, კანონმდებლობის მოთხოვნათა
დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
დაცული ტერიტორიების ფართობზე არსებული ტყის დაცული ტერიტორიების
სახელმწიფო კონტროლს, აგრეთვე, ახორციელებს ,,დაცული ტერიტორიების სისტემის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო.
ტყის ფიზიკური დაცვა, როგორც საზედამხედველო უფლებამოსილება, სახელმწიფო
საკუთრების ტყეში ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს შესაბამისი სამსახურის მიერ,
რომელიც საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს ამ კანონის და დებულების
საფუძველზე.
მუნიციპალიტეტის მართვის ქვეშ და კერძო საკუთრებაში არსებული ტყეების ფიზიკური
დაცვა ხორციელდება, შესაბამისად, მართვის ორგანოსა და კერძო მესაკუთრის მიერ.
საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა შედგება ტყის მონიტორინგის, ტყეთმოწყობისა და
რეესტრისაგან.
ტყის მონიტორინგის მიზანია:
საქართველოს ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის ასახვა, მისი გაუმჯობესების მიზნით
სახელმწიფო ორგანოებისათვის ანალიზის შედეგების მიწოდება და საქართველოს
მოსახლეობის ინფორმირება.
-ტყის მონიტორინგს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე ახორციელებენ ტყის მართვის
ორგანოები, მათი ტერიტორიული ერთეულები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი დაწესებულებები და ტყითმოსარგებლეები.
-საქართველოს ტყის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს ტყის ეროვნული აღრიცხვის
საშუალებით მუდმივ სანიმუშო ფართობებზე, რომელთა რაოდენობა, მოცულობა და ტყის
მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვების პერიოდულობა
განისაზღვრება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემისა და მონიტორინგის წესის“
მიხედვით.
ტყეთმოწყობა ტყის მართვის ორგანოს სამოქმედო საზღვრებში ხორციელდება ყოველ 10
წელიწადში ერთხელ.
ტყეთმოწყობის ღონისძიებებია:
ა) საქართველოს ტყის საზღვრების დადგენა;
ბ) ტყის შიდასამეურნეო ორგანიზება და ამ ტერიტორიებზე კარტოგრაფიული მასალების
მომზადება;
გ) ტყის მდგომარეობის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხნოვანებითი სტრუქტურის
დადგენა;
დ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი, რელიქტური, ენდემური, შეზღუდული
გავრცელების არეალის მქონე მცენარეთა სახეობების გამოვლენა;
ე) ტყის იმ უბნების დადგენა, სადაც შესაძლებელია (საჭიროა) სატყეო-სამეურნეო
ღინისძიებების განხორციელება, აგრეთვე ღონისძიებათა სახეების, მოცულობებისა ან/და
მეთოდების განსაზღვრა;
ვ) ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ტყის უბნებისათვის კატეგორიებისა და დაცვის
რეჟიმის მიკუთვნების, აგრეთვე ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების
მიზანშეწონილობის განსაზღვრა;
ზ) ტყეში შესაძლო მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება;
თ) ტყის პათოლოგიური გამოკვლევა.
საქართველოს ტყის რეესტრი წარმოადგენს სისტემატიზირებული დოკუმენტების
ერთობლიობას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საქართველოს ტყეზე, ტყის დაცვაზე,
აღდგენა-გაშენებაზე, კვლავწარმოებასა და ტყითსარგებლობაზე.
2. საქართველოს ტყის რეესტრი შეიცავს დოკუმენტურ ინფორმაციას:
ა) ტყის საკუთრების ფორმების შესახებ;
ბ) ტყის კატეგორიებად დაყოფის შესახებ;
გ) სატყეოებისა და ტყის კვარტლების შესახებ;
დ) ტყისა და ტყის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ;
ე) ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენებისა და სარგებლობის შესახებ;
ვ) ტყის საზღვრების შესახებ;
საქართველოს ტყის რეესტრში დაცული ინფორმაცია საჯაროა.
საქართველოს ტყის რეესტრს ტყის მართვის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე აწარმოებს სამინისტრო.
,,ტყის რეესტრიდან ინფორმაციის გაცემის წესს“ ადგენს საქართველოს მთავრობა
ტყითმოსარგებლეს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს ტყით, საქმიანობის მიზნებიდან გამომდიანრე;
ბ) მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვა;
გ) ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით მოაწყოს ტყითსარგებლობის უფლების
განსახორციელებლად საჭირო სამეურნეო და სხვა სპეციალური დანიშნულების დროებითი
ნაგებობები;
დ) ტყითსარგებლობის უფლებების განსახორციელებლად ისარგებლოს არსებული სატყეო
გზებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით;
ე) მონაწილეობა მიიღოს ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენების ღონისძიებებში, აგრეთვე
ტყითსარგებლობის დაგეგმვასა და განხორციელებაში;
ვ) ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგოს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო და
პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სარგებლობის შედეგად მოპოვებული
რესურსი.
ტყითმოსარგებლე ვალდებულია:
ა) გაეცნოს ტყითსარგებლობის დადგენილ წესებს და იხელმძღვანელოს ამ წესებით;
ბ) განახორციელოს მხოლოდ ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული
ტყითსარგებლობა მითითებულ ადგილებზე, მოცულობით და ვადებში;
გ) აწარმოოს სამუშაოები ისეთი ფორმებით, მეთოდებითა და საშუალებებით, რომლებიც არ
გამოიწვევს ნიადაგის ეროზიას, შეზღუდავს ან გამორიცხავს ტყითსარგებლობის უარყოფით
გავლენას გარემოზე, ტყის მდგომარეობასა და აღდგენაზე;
დ) დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში,
მიიღოს ზომები მის სალიკვიდაციოდ და საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს
სათანადო ორგანოებს;
ე) დაიცვას ტყითსარგებლობის უსაფრთხოების წესები;
ვ) შეასრულოს ტყის სანიტარიული დაცვის წესები;
ზ) შესაძლებლობის ფარგლებში აღკვეთოს და სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოსა და
სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ აცნობოს უკანონო ტყითსარგებლობის
ფაქტები;
თ) სრული მოცულობით შეასრულოს ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული
სამუშაოები.
ტყის დაცვა ხორციელდება საქართველოს ტყეში ბიომრავალფეროვნების და სხვა
თავისებურებების გათვალისწინებით და მოიცავს სატყეო-სამეურნეო, ბიოლოგიურ, ქიმიურ
და მექანიკურ მეთოდებს საქართველოს ტყის შენარჩუნებისათვის, აგრეთვე მისი
განადგურების, დაზიანების, დაბინძურების და სხვა უარყოფითი ზემოქმედებისგან დაცვის
ორგანიზაციულ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებებს.
ტყის დაცვის ღონისძიებებია:
ა) მავნებელ-დაავადებების გავრცელების საშიშროების გათვალისწინებით ტყის ზონირება
(სუსტ, საშუალო და მაღალი რისკის ზონად);
ბ) ტყის პათოლოგიური მონიტორინგი და გამოკვლევა;
გ) პათოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ბიოლოგიური,
ქიმიური და მექანიკური საშუალებებით ტყის დაცვა გამომწვევი დაავადებებისა და
მავნებლების გავრცელებისაგან;
დ) მავნებელ-დაავადებათა ახალი კერების გავრცელების აღკვეთის მიზნით დაავადებული
მოჭრილი ხეების ტყიდან ბიოლოგიური ან მექანიკური დამუშავების გარეშე გამოტანის
აკრძალვა;
ე) ტყის ხანძრებისაგან დაცვა;
ვ) უკანონო ტყითსარგებლობის და ტყის რესურსების დატაცების პრევენცია და აღკვეთა;
ზ) განსაკუთრებული მდგომარეობით გამოწვეული სხვა აუცილებელი ღონისძიებები.
ტყის დაცვის წესები დგინდება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ”
დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს მთავრობა
.ტყის წესების დარღვევისათვის დგება მატერიალური, ადმინისტრაციული, სისხლის
სამართლებრივი და დისციპლინური პასუხისმგებლობა. (მოვახდინო თითოეული
მათგანისი განმარტება)
ტყის წესების დამრღვევი სუბიექტებია: იურიდიული პირები, მათი თანამდებობის პირები,
ცალკეული მოქალაქეები.
ტყის წესების დარღვევის ობიექტია- ტყე, როგორც ბუნებრივი ეკოლოგიური კომპლექსი და
სატყეო მეურნეობა, როგორც ტყის სიმდიდრეების დაცვის და რაციონალურად გამოყენების
ღონისძიებათა სისტემა.
წყლების სამართლებრივი დაცვა

წყალი უნიკალური და უპირველესი, სასიცოცხლო მნიშვნელობის, ადამიანის, ცხოველთა


სამყაროს და მცენარეული საფარის არსებობისათვის აუცილებელი და საქართველოს
ეკონომიკი განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია. საქართველოს
კონსტიტუციით ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად,
საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ახლანდელი და
მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს
დაცვას და, შესაბამისად, გარემოს შემადგენელი ძირითადი კომპონენტის - წყლის დაცვას.
საქართველოს კანონმდებლობა წყლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა წყლის შესახებ
ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა
და შეთანხმებებს, საქართველოს კანონებს "გარემოს დაცვის შესახებ", "წიაღის შესახებ"
საქართველოს კანონს ;წყლის შესახებ; და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს წყლის
დაცვისა და გამოყენების სფეროში.
წყლის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებია:
ა) უზრუნველყოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება წყლის დაცვისა და
გამოყენების სფეროში;
ბ) წყლის ობიექტების (მათ შორის საქართველოს შავი ზღვის) დაცვა და წყლის რესურსების
რაციონალური გამოყენება დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისა და მდგრადი
განვითარების პრინციპების გათვალისწინებით;
გ) სუფთა სასმელ წყალზე მოსახლეობის მოთხოვნილების პირველ რიგში დაკმაყოფილება;
დ) წყლის ცხოველთა სამყაროს მდგრადობა და მდგრადი გამოყენება;
ე) წყლის მავნე ზემოქმედების აცილება და შედეგების ეფექტური ლიკვიდაცია;
ვ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გარანტირებული დაცვა წყლის დაცვის,
გამოყენებისა და წყლით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში;
ზ) წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოება საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების
დაცვით;
თ) ფიზიკური ან იურიდიული პირების კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვა
წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში
წყლის შესახებ საქართველოსკანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ
ურთიერთობას:
ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის წყლის დაცვის,
შესწავლისა და გამოყენების სფეროში;
ბ) ხმელეთზე, წიაღში, კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში და განსაკუთრებულ
ეკონომიკურ ზონაში წყლის დაცვის, აღდგენის და გამოყენების სფეროში;
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა
მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან
ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას.
საქართველოს წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა ქმნის წყლის
სახელმწიფო ფონდს.
- საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები,
სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და
ტბორების წყლები;
ბ) მიწისქვეშა წყლები (მათ შორის წყაროები და კონტინენტური შელფის წყლები);
გ) მყინვარები და თოვლის მუდმივი საფარი;
დ) ჭაობები;
ე) საქართველოს ტერიტორიული წყლები;
ვ) განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები
საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება არასამრეწველო, პირადი (ინდივიდუალური)
სასმელი და საყოფაცხოვრებო, ესთეტიკური, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა
მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად ისეთი ნაგებობების და მოწყობილობების
გამოუყენებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე.
საერთო წყალსარგებლობა უფასოა.
საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება ლიცენზიის გარეშე საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
სპეციალური წყალსარგებლობა ხორციელდება ისეთი ნაგებობებისა და ტექნიკური
მოწყობილობების გამოყენებით, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე.
-სპეციალურ წყალსარგებლობას, ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება მიეკუთვნოს აგრეთვე
წყლის ობიექტით სარგებლობა ნაგებობათა და ტექნიკურ მოწყობილობათა გამოუყენებლად,
თუ ეს გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე
წყალმოსარგებლე შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი,მათ შორის უცხოელიც,
საკუთრების ფორმის განურჩევლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წყალმოსარგებლეს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს წყლის ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით;
ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის უკანონო მოქმედების გამო, რომელსაც მოჰყვა წყლის
ობიექტის გაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი ზიანის ასანაზღაურებლად;
გ) დადგენილი წესით გაასაჩივროს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა და
თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევს მის უფლებებს
წყალსარგებლობაზე
წყალმოსარგებლე ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის
შენარჩუნებასა და აღდგენაზე;
ბ) არ დაუშვას სხვა წყალმოსარგებლეთა უფლებების შელახვა და სამეურნეო და ბუნებრივი
ობიექტებისათვის ზიანის მიყენება; თუ ეს მაინც მოხდა, წყალმოსარგებლე ვალდებულია,
კანონით დადგენილი წესით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი;
გ) წესრიგში იქონიოს გამწმენდი და სხვა ნაგებობები, ტექნიკური მოწყობილობები,
რომლებიც გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე, გააუმჯობესოს მათი საექსპლუატაციო
ხარისხი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს წყალსარგებლობის
აღრიცხვა;
ე) უზრუნველყოს ჭაბურღილების ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება, რომ შესაძლებელი
იყოს მათი გამოყენება; დადგენილი წესით მოახდინოს გამოყენებისათვის უვარგისი
ჭაბურღილების ლიკვიდირება;
ვ) დაუბრკოლებლად დაუშვას სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების
უფლებამოსილების მქონე ორგანოთა წარმომადგენლები თავის აღჭურვილობასთან,
ნაგებობებსა და მოწყობილობებთან; პირველივე მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს
მაკონტროლებელ ორგანოებს ან მათ წარმომადგენლებს ყველა საჭირო ინფორმაცია და
დოკუმენტი;
ზ) განუხრელად დაიცვას სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები
წყალზე და წყლის რესურსებზე ამჟამად არსებული სახელმწიფო საკუთრება დაცულია
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივი ნორმებით
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხოლოდ ფიზიკურ
პირებს. ( მუხ-60-61, 58,და სხვა)
ადმინისტრაციული გადაცდომის საქმეებს განიხილავენ სასამართლოები.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება მაშინ , როდესაც წყალმოსარგებლის (
თანამდებობის პირები მოქალაქეები) ქმედება ზიანს აყენებს წყლის ნაგებობებს და
გამოწვეულია შემთხვევით და არ შეიცავს ანგარებას ე. ი დანაშაულის ნიშნებს. სამოქალაქო-
სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლებრივ
პასუხისმგებლობასთან ერთად
სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ისეთ
ქმედებას, რომელიც აშკარად ან ფარულად არღვევს წყლის სახელმწიფო საკუთრების
უფლებების პრინციპებს, აგრეთვე წყლით სარგებლობის წესების სხვა დარღვევაში რასაც
მოჰყვა დიდი ზიანი.
მიწების სამართლებრივი დაცვა

მიწების სამართლებრივი დაცვა გულისხმობს იმ სამართლებრივი ნორმების შესრულებას,


რომლებიც მიზნად ისახავს მიწის შენარჩუნებას, აღდგენას და მის ნაყოფიერების ზრდას.
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უჭირავს მიწის ფონდის 41,7% სახნავ
სათესია 9,26%, ნასვენი და სათიბ საძოვარი მიწებია 28,7%, ეროზირებულია 30%
საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოდის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 0,64 და
სახნავის 0,14 ჰა
წიაღისეულის ღია წესით დამუშავების შედეგად სასოფლო-სამეურნეო წრებრუნვიდან
ამოღებულია 10000 ჰექტარი .
სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო
მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და
მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის – მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე
ნაგებობებით ან მათ გარეშე
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის)
საკუთრების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;
ბ) უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ
იურიდიულ პირს
მაღალმთიან რეგიონებში მიწა შეიძლება იყოს კერძო, სათემო და სახელმწიფო საკუთრებაში.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოს
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში;
ბ) საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში − საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში
 საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში;
უცხოელის საკუთრებაში, თუ მან ეს მიწა მემკვიდრეობით მიიღო;
ყველა მიწათმოსარგებლე ვალდებულია სწორად და მიზანდასახულად გამოიყენოს
მიჩენილი მიწის ნაკვეთი, ატარებდეს ღონისძიებებს ეროზიის, მიწვის გამოფიტვის,
დაჭაობების, ნიადაცის რესურსების დაცვას წყალდიდობების, ღვარცოფების, ზვავების და
სხვა სტიქიური მოვლენებისაგან.
ნიადაგის დაცვის შესახებ საქართველოს მიწის კანონის შესაბამისად აკრძალულია:
=ნაყოფიერი ნიადაგის არასამეურნეო დანიშნულებისათვის გამოყენება;
=არასასოფლო სამეურნეო ხასიათის ნებისმიერი საქმიანობა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის
მოუხსნელად, მის დაკონსერვებლად და დანიშნულებისამებრ გამოუყენებლად;
=ტერიტორიის ღია კარიერული წესით დამუშავება, რომელიც არ ითვალისწინებს
დარღვეული ნიადაგის რეკულტივაციას;
=ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნას ანგარებით ან პირადი სარგებლობის მიზნით;
=მინდორსაცავი ტყის ზოლების გაკაფვა გადაკეთება;
=ნიადაგდამცავი ნაგებობათა დაზიანება და სხვა.
ჩამოთვლილი და სხვა აკრძალვების დარღვევა ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს იურიდიულ
პასუხისმგებლობას ხოლო სხვა შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლობით პირდაპირ არ არის
გათვალისწინებული დისციპლინური, ადმინისტრაციული სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობა დადგება სამოქალაქო პასუხისმგებლობა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის
სახით.
მიწის აცვის წესების დარღვევისათვის გათვალისწინებულია დისციპლინური,
მატერიალური, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
დისციპლინური პასუხისმგებლობა გამოიყენება იმ თანამდებობის პირების მიმართ,
რომლებიც არღვევენ აგროტექნიკით დადგენილ წესებს, ტოვებენ მიწებს დაუმუშავებლად და
სხვა. თუ მიწათმისარგებლე სისტემატიურად არღვევს მიწათსარგებლობის და ნიადაგის
ნაყოფიერების შენარჩუნების წესებს, მას შეიძლება ჩამოერთვას არასწორად გამოყენებული
მიწის ნაკვეთები, მიწის ჩამორთმევას მოჰყვება მიწის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის
ვალდებულება, ხოლო თუ ეს შეუძლებელია დამრღვებს ეკისრება მიწის გაფუჭებით
გამოწვეული ძიანის ანაზღაურება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი
წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების, მმართველობის
დადგენილი წესით ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ( განზრახვაან
გაუფრთხილებლობა ) მოქმედება ან უმოქმედობა ( ქმედება ), რომლისათვისაც
გათვალისწინებულია ადმინისტრეციული პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამართალდრღვევის კოდექსის
შესაბამისი მუხლებით. ( 51-55)
მიწის დაცვის საკითხები სათანადოდ არის ასახული საქართცელოს სისხლის სამართლის
კოდექსში ( სსკ-ის მუხ-191, 296) სასჯელები შესაბამისად განისაზღვრება 2-დან 5 წლამდე
თავისუფლების აღკვეთის ვადით.
ცხოველთა სამყაროს სამართლებრივი დაცვა

ცხოველთა სამყარო ბუნებრივი გარემოს ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია.


საქართველოს ცხოველთა სამყარო წარმოადგენს ქვეყნის და ასევე მსოფლიოს ბიოლოგიური
მრავალფეროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილს. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია
ბიოსფეროს დაცვისა და მდგრადობის შენარჩუნების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა
სულიერ და მატერიალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა და მომავალი თაობების
აღზრდის საქმეში.
საქართველოს სახმელეთო ტერიტორიის, საჰაერო სივრცის, ტერიტორიული წყლების,
კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში არსებული
ცხოველთა სამყარო საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.
ცხოველთა სამყარო მოიცავს :
=ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით
ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ
შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი
თავისუფლების მდგომარეობაში.
=გარეული ცხოველები _ ცხოველთა სამყაროს მიკუთვნებულ ცოცხალ ორგანიზმთა ყველა
სისტემატიკური კატეგორია, მათში შემავალი სახეობები და პოპულაციები.
ქორდიანი ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც აქვთ ქორდა (ზურგის სიმი).
=. ხერხემლიანი ცხოველები -ქორდიან გარეულ ცხოველთა ერთ-ერთი ტიპი, რომელიც
აერთიანებს ხერხემლისა და ქალის მქონე მაღალორგანიზებულ ცხოველებს. მათ
მიეკუთვნება მრგვალპირიანები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და
ძუძუმწოვრები.
= უხერხემლო ცხოველები- გარეული ცხოველები, რომელთაც ქორდა (ზურგის სიმი) არ
გააჩნიათ. მათ მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროში შემავალი ყველა ცოცხალი ორგანიზმი,
ხერხემლიან ცხოველთა გარდა.
=ეგზოტური ცხოველები- ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილი გარეული ცხოველები,
რომლებიც ადგილობრივი პირობებისათვის (კლიმატი და სხვა) არ არიან
დამახასიათებელი.და სხვა.
საქართველოს კანონმდებლობა ცხოველთა სამყაროს შესახებ ეფუძნება საქართველოს
კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს,
კანონებს „გარემოს დაცვის შესახებ” და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ”,
ცხოველთა სამყაროს შესახებკანონს და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს ცხოველთა სამყაროს, მისი საბინადრო გარემოს
დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში.
ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონ არეგულირებს  ძირითად სამართლებრივ
ურთიერთობებს:
ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის ცხოველთა
სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში;
ბ) სამართლებრივ ურთიერთობებს ხმელეთზე, ნიადაგში, წყალში, ატმოსფეროში,
ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში
ბუნებრივი თავისუფლების, ნახევრად თავისუფლების ან ხელოვნურად შექმნილ გარემო
პირობებში მუდმივად ან დროებით მობინადრე გარეულ ცხოველთა და ცხოველთა სამყაროს
ობიექტების დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის
სფეროში.
2. ურთიერთობებს იმ სასოფლო-სამეურნეო, შინაურ და სხვა ცხოველთა დაცვის,
აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში, რომლებსაც
აქვთ სამეურნეო, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი,
ესთეტიკური და სხვა დანიშნულება, აწესრიგებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.
3. პასუხისმგებლობას იმ სასოფლო-სამეურნეო, შინაურ და სხვა ცხოველთა დაცვის, მოვლა-
პატრონობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების
დარღვევისათვის, რომლებსაც აქვთ სამეურნეო, სამეცნიერო, კულტურულ-
საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, ესთეტიკური და სხვა დანიშნულება, ადგენს
საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.
 „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის ძირითადი მიზანია:
=უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს, მისი საბინადრო გარემოს დაცვა და აღდგენა,
სახეობრივი მრავალფეროვნების და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და
მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნა, დღევანდელი და მომავალი თაობების
ინტერესების გათვალისწინებით.
=. კანონის მიზანია აგრეთვე ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს
ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სამართლებრივი უზრუნველყოფა. 
ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ხორციელდება ქვეყნის მდგრადი განვი
თარების სტრატეგიის , გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, საქართველოს 
კანონებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად
 ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მოიცავს :
ა ) ნადირობას ;
ბ ) თევზჭერას , წყლის უხერხემლო ცხოველებისა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვების ჩათ
ვლით ;
გ ) ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტების მოპოვებას , რომლებიც არ მიეკუთვნებიან ნადირობ
ისა და თევზჭერის ობიექტებს ;
დ ) გარეულ ცხოველთა (ნიადაგწარმომქმნელები , მცენარეთა დამმტვერავები , ბიოფილტრა
ტორები და სხვა ) ცხოველქმედების სასარგებლო თვისებებითა და პროდუქტებით (თაფლი , 
ცვილი , და სხვა ) სარგებლობას ;
ე ) ცხოველთა სამყაროს სამეცნიერო გამოკვლევასა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვ
აგვარ სარგებლობას კულტურულ - საგანმანათლებლო , აღმზრდელობითი , რეკრეაციული , 
ესთეტიკური მიზნებისთვის , გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოდან ამოღებით ან მის გ
არეშე ;
ვ ) გარეულ ცხოველთა მოპოვებას , მათი შენახვის , ტყვეობაში ან ნახევრად თავისუფალ პირ
ობებში გამრავლების მიზნით ;
ზ ) ზოოლოგიური კოლექციების შექმნას .
2. საქართველოს კანომდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ცხოველთა სამყაროს 
ობიექტებით სარგებლობის სხვა სახეობები .
3. ცხოველთა სამყაროთი სარგებლობა ხდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების მათი საბინა
დრო გარემოდან ამოღებით ან მის გარეშე .
4. ცხოველთა სამყაროს ობიექტები სარგებლობისათვის გაიცემა კანონით დადგენილი წესით 
მხოლოდ სათანადო ლიცენზიის საფუძველზე
 ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე შეიძლება იყოს ფიზიკური ან
იურიდიული პირი, მათ შორის სხვა სახელმწიფოსიც, საკუთრების ფორმის განურჩევლად,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
= ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე სუბიექტი არ შეიძლება იყოს საქართველოს
აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულება და მუნიციპალიტეტის
ორგანო, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
= ნადირობის უფლება ეძლევა ფიზიკურ პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და აქვს
ნადირობისათვის აუცილებელი იარაღის ფლობის ნე ბართვა.
= ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იყენებს ლიცენზიაში ჩამოთვლილ ყველა
უფლებას და პასუხს აგებს მისი პირობების დაცვაზე
. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით;
ბ) დადგენილი წესით ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური
სარგებლობის ფორმით;
გ) საკუთრებაში ჰყავდეს კანონმდებლობის დაცვით მოპოვებული ცხოველთა სამყაროს
ობიექტები და ფლობდეს მათგან მიღებულ პროდუქციასა და ნაკეთობებს;
დ) მოახდინოს წარმოებული პროდუქციისა და ნაკეთობის რეალიზაცია (გარდა საერთო
სარგებლობის ფორმით მოპოვებული ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტებისა, რომლებიც
შეიძლება რეალიზებული იქნენ მათი კვებითი ღირებულების გამო) საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) მონაწილეობა მიიღოს მის სარგებლობაში არსებული სამონადირეო მეურნეობებისა და
თევზის მეურნეობის წყალსატევების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და
ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;
ვ) გასცეს მის სარგებლობაში არსებულ სამონადირეო მეურნეობებისა და თევზის
მეურნეობების წყალსატევების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის
ერთჯერადი, სახელობითი ლიცენზიები სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმების,
კვოტებისა და ლიმიტების ფარგლებში;
ზ) დადოს ხელშეკრულება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ცხოველთა სამყაროს
ობიექტებით სარგებლობაზე, ერთჯერადი, სახელობითი ლიცენზიის გაცემის დროს;
თ) მიმართოს სამინისტროს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესაცვლელად, თუ
მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიქმნა არსებითად განსხვავებული
მდგომარეობა;
ი) გაცემულ ტერიტორიაზე ისარგებლოს მიწის ნაკვეთით საქმიანობის
განსახორციელებლად, საქართველოს სამოქალაქო, მიწის, წყლის და ტყის კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
კ) დადგენილი წესით მიღებულ მიწის ნაკვეთზე ააგოს მუდმივი ან დროებითი ნაგებობები,
გაიყვანოს გზები, რომლებიც აუცილებელია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით
სარგებლობასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობისთვის;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი ზარალის ასანაზღაურებლად
ფიზიკური და იურიდიული პირების უკანონო მოქმედების გამო, რასაც მოჰყვა ცხოველთა
სამყაროს ობიექტთა დაღუპვა ან მათი საბინადრო გარემოს განადგურება;
მ) დადგენილი წესით გაასაჩივროს სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა და
თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევენ მის უფლებებს ცხოველთა
სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე
 ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ვალდებულია:
ა) გამოიყენოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მხოლოდ ის სახეობები,
რომლებიც მითითებულია ლიცენზიაში;
ბ) დაიცვას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესები, ვადები და
კვოტები;
გ) ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით იმ ხერხებით, რომლებიც არ არღვევენ
ბუნებრივ მთლიანობას და უზრუნველყოფენ იმ გარეულ ცხოველთა შენარჩუნებას,
რომლებითაც სარგებლობა არ არის დაშვებული;
დ) არ დაუშვას ცხოველთა სამყაროს ობიექტების საბინადრო გარემოს დარღვევა ან
გაუარესება;
ე) რაციონალურად ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, სამეურნეო
საქმიანობისას გამოიყენოს გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები;
ვ) აღრიცხოს ცხოველთა სამყაროს გამოყენებული ობიექტების რაოდენობა, შეაფასოს მათი
მდგომარეობა, საბინადრო გარემო და დაგენილი წესით და ვადებში წარუდგინოს
სამინისტროს;
ზ) განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებანი ცხოველთა სამყაროს ობიექტების
აღწარმოების, მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით;
თ) დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვის საქმეში და
განახორციელოს ღონისძიებები ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებული
სახელმწიფო, რეგიონალური და ადგილობრივი პროგრამების შესასრულებლად;
ი) შეუფერხებლად დაუშვას სამინისტროს წარმომადგენლები ობიექტებზე, სადაც ინახავს,
ამუშავებს და რეალიზაციას უკეთებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებს; დროულად
შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები და განკარგულებები;
კ) უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს დაცვა, შეასრულოს გარეულ ცხოველთა იმ სახეობის
დაცვის რეჟიმი, რომელიც მიკუთვნებულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა
სამყაროს ობიექტებს და შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“;
ლ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს, ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ
სამსახურებს გარეულ ცხოველთა დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების,
განადგურების საშიშროების წარმოშობის და გარეულ ცხოველთა დაღუპვის შესახებ;
განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური
ღონისძიებანი;
მ) დამოუკიდებლად შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მათი
მდგომარეობისა და საბინადრო პირობების გაუარესების, აღწარმოებითი უნარის
დაქვეითებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის
შემთხვევაში; დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე და მათ
საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად
 საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში ს
ახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლე
ბში – დაცული ტერიტორიების სააგენტო.
= ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების თვითნებური დათმობა,
აგრეთვე სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარა ან ფარული ფორმით არღვევენ ცხოველთა
სამყაროს სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ბათილია
=ფიზიკური და იურიდიული პირები მოვალენი არიან აანაზღაურონ „ცხოველთა სამყაროს
შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევით მიყენებული ზარალი საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი ოდენობითა და წესით.
= უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველები, მათი დერივატები და მათგან
გამომუშავებული პროდუქცია ექვემდებარება კონფისკაციას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
=პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს სამართალდარღვევის ჩამდენს
„ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევით მიყენებული ზარალის
დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.
ხმელეთისა და წყლის გარეული ფაუნის დაცვის და გამოყენების კანონმდებლობის
დარღვევისათვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი, ადმინისტრაციული და
მატერიალური პასუხისმგებლობა.(მოვახდინო თითოეულზე განმარტება )

დაცული ტერიტორიების სამართლებრივი დაცვა

დაცული ტერიტორიები საქართველოში იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული


მემკვიდრეობის – უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და
ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების
დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და
ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების
უზრუნველსაყოფასდ.
- დაცული ტერიტორიების კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის
დებულებებს და მოიცავს დაცული ტერიტორიების შესახებ კანონს და მის შესაბამისად
მიღებულ სხვა სამართლებრივ აქტებს.
- ურთიერთობები, რომელიც წარმოიშობა მიწის, ტყის, წყლისა და დაცული ტერიტორიების
ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოყენებასთან
დაკავშირებით, მოწერიგდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
- ქონებრივი ურთიერთობები დაცული ტერიტორიის გამოყენებისა და დაცვის დარგში
რეგულირდება სამოქალაქო კანონმდებლობით
= დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი,
ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების
ტერიტორია.
= საქართველოში დასაშვებია არსებობდეს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში
ჩართული კატეგორიები – ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი,
საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია
სახელმწიფო ნაკრძალი
სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება დაარსდეს ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და
გენეტიკური რესურსების დინამიურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და
მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო
საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით.
= სახელმწიფო ნაკრძალისათვის უნდა შეირჩეს ისეთი სიდიდის და მდგომარეობის
სახელმწიფო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბუნების
ობიექტებისა და პროცესების შენარჩუნებას ადამიანისაგან სპეციალური მოვლისა და
აღდგენის გარეშე.
= სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება შედიოდეს რომელიმე დაცული ტერიტორიის
(ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიანი ტერიტორია) შემადგენლობაში და (ან) მოიცავდეს თავის თავში რომელიმე
მათგანს (ბუნების ძეგლი).
     ეროვნული პარკი
ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით
დიდი და ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად სასიცოცხლო
გარემოს შენარჩუნების, მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო და რეკრეაციული
საქმიანობისათვის.
= ეროვნული პარკისათვის შეიძლება შეირჩეს შედარებით დიდი ბუნებრივი სახმელეთო
ტერიტორია ან/და აკვატორია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური, იშვიათი ან საფრთხის
წინაშე მყოფი ერთი ან რამდენიმე დაუზიანებელი ან ნაკლებად დაზიანებული ეკოსისტემა,
ბიოცენოზი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე
მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობა.
= ეროვნულ პარკში შეიძლება მოეწყოს შემდეგი ძირითადი ზონები:
ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ხელუხლებელი ბუნების
შენარჩუნების, არამანიპულაციური მეცნიერული კვლევისა და საგანმანათლებლო
საქმიანობისათვის;
ბ) ბუნების მართვადი დაცვის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა სასიცოცხლო გარემოს დაცვის,
მოვლა-პატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე მანიპულაციური მეცნიერული კვლევის,
ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის;
გ) ვიზიტორთა ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და
საგანმანათლებლო საქმიანობისათვის;
დ) აღდგენის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად
დაზიანებული ბუნების ობიექტებისა და ტერიტორიების დაცვისა და აღდგენისათვის;
ე) ისტორიულ-კულტურული ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ბუნებრივი გარემოს,
ისტორიულ-კულტურული ობიექტების ან/და არქიტექტურული ძეგლების დაცვის,
აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ეს ზონა
დასახლებებს არ მოიცავს;
ვ) ადმინისტრაციის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ეროვნული პარკის
ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად;
ზ) ტრადიციული გამოყენების ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ბუნების დაცვისა და
განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულ გამოყენებასთან დაკავშირებული
სამეურნეო საქმიანობისათვის. ამ ზონაში დაშვებულია ადგილობრივი მოსახლეობის
საჭიროებით და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თიბვა, ძოვება, საშეშე
მერქნის მოპოვება და სხვა საქმიანობა. აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ხვნა-თესვა და
სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების (გარდა დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან
დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული დამხმარე ან დროებითი ნაგებობებისა და
შინაური ცხოველების სადგომებისა) განთავსება.
= ეროვნული პარკი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას
(ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, მსოფლიოს მემკვიდრეობის უბანი) და (ან) თვითონ
ითავსებდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან
საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიის კატეგორიას.
ბუნების ძეგლი 
1. ბუნების ძეგლი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის, შედარებით მცირე
უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიებისა და იშვიათი ბუნებრივი და ბუნებრივ-
კულტურული წარმონაქმნების დასაცავად.
2. ბუნების ძეგლი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის შედარებით მცირე ტერიტორიას,
სადაც იშვიათი, უნიკალური და მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე კომპაქტური
ეკოსისტემები, ცალკეული გეომორფოლოგიური და ჰიდროლოგიური წარმონაქმნები,
მცენარეთა ცალკეული ეგზემპლარები, ცოცხალ ორგანიზმთა ნამარხი ობიექტებია
წარმოდგენილი.
3. ბუნების ძეგლი შეიძლება შედიოდეს ნებისმიერი დაცული ტერიტორიების
შემადგენლობაში
აღკვეთილი
= აღკვეთილი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი
ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული
ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც
ადამიანის მიერ სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებების განხორციელებას
მოითხოვს. აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ცალკეული
განახლებადი რესურსების მოხმარება.
= აღკვეთილი საჭიროებს ეროვნულ და, ცალკეულ შემთხვევებში, საერთაშორისო
მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორიას ან/და აკვატორიას, სადაც ცოცხალ
ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“
შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა
სახეობები და ეკოსისტემის ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტებია წარმოდგენილი.
= აღკვეთილი შეიძლება შედიოდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის
უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის და სხვა დაცული
ტერიტორიის შემადგენლობაში და ასევე მოიცავდეს ბუნების ძეგლს.
= აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია აღკვეთილში მოეწყოს სხვადასხვა ზონა
დაცული ლანდშაფტი
დაცული ლანდშაფტი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი
ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და
ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული
ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების,
რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.
= დაცული ლანდშაფტი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ფართო სახმელეთო
ტერიტორიას და (ან) აკვატორიას, სადაც თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული
ლანდშაფტი გამოიჩევა მაღალი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებით. 
=დაცული ლანდშაფტი შეიძლება შედიოდეს სხვა დაცული ტერიტორიის (ბიოსფერული
რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი) შემადგენლობაში ან მოიცავდეს დაცულ
ტერიტორიას (ბუნების ძეგლი).
= შესაძლებელია დაცულ ლანდშაფტში მოეწყოს სხვადასხვა ზონა
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია
 მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია იქმნება გარემოს დაცვის მოთხოვნების
გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე
ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობისათვის.
= მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია საჭიროებს ხმელეთის შედარებით დიდ ფართობს
და (ან) აკვატორიას, რომელიც წარმოადგენს წყლის აკუმულაციის, ტყეებისა და საძოვრების
პროდუქტიულობის, ნადირობის, თევზრეწვის და ნადირ-ფრინველის გავრცელების,
აგრეთვე, ტურიზმისათვის საჭირო ბუნებრივ საფუძვლებს. დასაშვებია, იგი იყოს
ნაწილობრივ სახეცვლილი და მოიცავდეს დასახელებებსაც. ტერიტორიაზე არ უნდა
ხდებოდეს ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნები.
= განახლებადი ბუნებრივი რესურსების მუდმივობისა და გარანტირებული მოხმარების
უზრუნველსაყოფად შეიძლება ბუნების დაცვისა და მრავალმხრივი გამოყენების სხვადასხვა
დასაშვები შეფარდების მქონე ზონების გამოყოფა
ბიოსფერული რეზერვატი
. ბიოსფერული რეზერვატი იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და ბიოლოგიური
მრავალფეროვნების დინამიურ და თვითრეგულირებად მდგომარეობაში დასაცავად,
სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, გარემოს გლობალური მონიტორინგის, მეცნიერული
კვლევის, რეკრეაციული და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
= ბიოსფერული რეზერვატი საჭიროებს ფართო ტერიტორიას, რომელზეც მოცემულია
საერთაშორისო ღირებულების მქონე ერთი ან რამდენიმე ბუნებრივი და ბუნებრივ-
ანთროპოგენური ობიექტი. ესენია:
ბიომების წარმომადგენლობითი ბუნებრივი ნიმუშები;
განსაკუთრებული ბუნებრივი წარმონაქმნების მომცველი გამორჩეული მნიშვნელობის მქონე
ტერიტორიები;
მოცემულ ბიომებში ტრადიციული მიწათსარგებლობის ისტორიულ პროცესში
წარმოქმნილი ჰარმონიული ლანდშაფტების ნიმუშები;
ისეთი სახეცვლილი და დეგრადირებული ლანდშაფტები, რომელთა ბუნებრივი
მდგომარეობის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
შერჩეული ტერიტორია ბიოსფერულ რეზერვატად დამტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც
მას ასეთად აღიარებს „ადამიანი და ბიოსფეროს“ იუნესკოს პროგრამის საერთაშორისო
საკოორდინაციო საბჭო.
= ბიოსფერული რეზერვატი შეიძლება შედგებოდეს შემდეგი ძირითადი ზონებისაგან:
ა) ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;
ბ) ბუნების მართვადი დაცვის (მანიპულაციების) ანუ ბუფერული ზონა;
გ) აღდგენის ზონა;
დ) ტრადიციულ კულტურული ლანდშაფტის ზონა.
ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დასაშვებია მხოლოდ მეცნიერული
არამანიპულაციური დაკვირვება.
ბუნების მართვადი დაცვის ზონაში დასაშვებია კვლევა-ძიების, გარემოს დაცვისა და
აღდგენითი საქმიანობა.
აღდგენის ზონაში დასაშვებია ანთროპოგენიზაციის შედეგად დაზიანებული
ტერიტორიების დაცვა და აღდგენა.
ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონაში დასაშვებია განახლებადი ბუნებრივი
რესურსების ტრადიციული სამეურნეო გამოყენება.
= ბიოსფერული რეზერვატის ფარგლებში შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე დაცული
ტერიტორიის კატეგორიის ჩართვა (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების
ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია
მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი
 მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი იქმნება უნივერსალური მნიშვნელობის ბუნებრივი და
ბუნებრივ-კულტურული ტერიტორიებისა და წარმონაქმნების დასაცავად საერთაშორისო
მნიშვნელობის მეცნიერული კვლევის, საგანმანათლებლო და მონიტორინგული
საქმიანობისათვის.
= მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი საჭიროებს ტერიტორიას, რომელზეც წარმოდგენილია
საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ან ბუნებრივ-კულტურული ფასეულობები,
კერძოდ:
ა) ბუნებრივ გარემოში განივთებული დედამიწის ისტორიის სხვადასხვა საფეხურის
ამსახველი ნიმუშები;
ბ) გეოლოგიური და ბიოლოგიური პროცესების, აგრეთვე, ადამიანისა და გარემოს
ისტორიული ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი გარემოს მაგალითები;
გ) უნიკალური და იშვიათი ბუნებრივი ფენომენები, ფორმაციები, წარმონაქმნები ან
გამორჩეული ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიები;
დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ
ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების პოპულაციები და მათი საარსებო გარემო;
ე) ადამიანის შემოქმედებითი გენიის გამოვლინების იშვიათი, უნიკალური და
განსაკუთრებით მაღალმხატვრული ნაწარმოებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი
ითამაშეს მსოფლიოს კულტურის ისტორიის ამა თუ იმ პერიოდის ქალაქგეგმარების,
ლანდშაფტური არქიტექტურის, ხუროთმოძღვრებისა და მასთან დაკავშირებული სახვითი
ხელოვნების განვითარებაში და (ან) წარმოადგენენ ბუნებისა და კულტურის ჰარმონიული
ერთიანობის მაგალითებს.
შერჩეული ობიექტის მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად დამტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ,
რაც მას ასეთად აღიარებს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანს იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის კონვენციის კომიტეტი.
3. მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ფარგლებში შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე
დაცული ტერიტორიის კატეგორიის, (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების
ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი) ჩართვა, აგრეთვე, თავად მისი ჩართვა სხვა
დაცულ ტერიტორიაში (ბიოსფერული რეზერვატი, სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული
პარკი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი
დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების ფლობის, განკარგვისა და სარგებლობის
დაშვებული ფორმები განისაზღვრება მათი კატეგორიებისა და ტერიტორიულ-
ფუნქციონალური ზონების მიხედვით
საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის, ტერიტორიული გაფართოებისა და
დაცვითი კატეგორიის ამაღლების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.
= დაცული ტერიტორიის დროებითი ან სამუდამო გაუქმება, მისი ტერიტორიის შემცირება
ან დაცვითი კატეგორიის დაქვეითება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს
პარლამენტის მიერ, შემდეგ შემთხვევებში:
ა) დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევი რღვევისას;
ბ) ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით სამუშაოების ჩატარების აუცილებლობისას;
გ) დაცული ტერიტორიის საზღვრების დემარკაციის განხორციელების შემდეგ, რომლის
განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
= ცალკეულ რთულ შემთხვევაში დაზუსტებული ტერიტორიული საზღვრებისა და ზონების
დაცვის, მოვლა-პარტონობისა და მართვის დეტალური პროგრამების (დაცული
ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა) შემუშავებამდე, ე.ი. მუდმივი კატეგორიის
განსაზღვრამდე, დაარსდება დაცული ტერიტორიის დროებითი კატეგორია, რომლის
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტ
 დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის
სახელმწიფო პოლიტიკას, ქმედებათა კოორდინირებასა და კონტროლს ახორციელებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
დაცულ ტერიტორიებს მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო
დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიების კატეგორიების
მიხედვით, საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების შესაბამისად.
 „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის
დარღვევისათვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობა.
ბუნების საერთაშორისო სამართლებრივი დაცვა

ბუნების საერთაშორისო სამართლებრივი დაცვა საერთაშორისო სამართლის შემადგენელი


ნაწილია და მიიცავს საერთაშორისო სასოფლო სამეურნეო, საზღვაო, საჰაერო, კოსმოსური,
წყლის სანიტარულ ჰიგიენური სამართლის ასპექტებს.
პირველი დიდი საერთაშორისო ბუნებათდაცვითი ღონისძიება იყო ბუნების დაცვის
საერთაშორისო კონფერენცია.(1913წელი. ბერნი )
1948 წელს შეიქმნა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი.
1962 წელს ბუნების დაცვის საკითხი პირველად იყო განხილული გაეროს გენერალუს
ასაბლეის სესიაზე.
თანამედროვე საერთაშორისო თანამშრომლობა ბუნების დაცვის სფეროში ხორციელდება
სამი მიმართულებით:
= ცალკეული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და მოქმედების კოორდინაცია;
=ორი ან რამდენიმე ქვეყნის თანამშრომლობა ცალკეული ობიექტების დაცვის ერთობლივი
მოქმედების მიზნით;
=მსოფლიო ყველა ქვეყნის მონაწილეობა გარემოს გლობალური ამოცანების გადასაწყვეტად;
ბუნების დაცვის სფეროში საერთაშორისო დარეგულირებაში ფართოდ გამოიყენება
საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული უნივერსალური პროგრესული პრინციპები:
სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემა, თანასწორობა, ტერიტორიული მთლიანობა და
ხელშეუხებლობა, სახელმწიფოს შინაურ საქმეებში ჩაურევლობა, ვალდებულების
კეთილსინდისიერი შესრულება და ა.შ.
ბუნების საერთაშორისო სამართლებრივი დაცვა მოიცავს მთელ რიგ საერთაშორისო
სპეციფიკურ პრინციპებს:
=ბუნება სახელმწიფო საზღვრების მიღმა კაცობრიობის საერთო საკუთრებაა,ბუნების ამ
რესურსებით ექსპლოატაცია შესაძლებელია მხოლოდ მთელი კაცობრიობის თანხმობისას და
მის საკეთილდღეოდ;
=ბუნებისა და მისი კომპონენტების კვლევის და გამოყენებისთავისუფლება დისკრიმინაციის
გარეშე;
=ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება;
=გარემოს გაჭუჭყიანებისაგან თავიდან აცილება;
= ბუნების გამოკვლევისა და გამოყენებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელის
შეწყობა;
=ბუნების შენარჩუნებისათვის სახელმწიფოების საერთაშორისო პასუხისმგებლობა;
საერთაშორისო სისხლის სამართალი ცალკე გამოყოფს დანაშაულს გარემოს წინააღმდეგ
სხვადასხვა საერთაშორისო საშუალებები, პრინციპები და თეორიები შეიცავენ საჯარიმო
სანქციებს, რათა მართონ ზიანის შედეგები, რომლებიც აყენებენ ცოცხალ და შეზღუდულ (
იშვიათ) ბუნებრივ რესურსებს.
ბუნების საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი
წყაროა საერთაშორისო ხელშეკრულებები და კონვენციები რომელთშიც ასახულია
ბუნებათსარგებლობის სუბიექტის ნება და განზრახვა.
ბუნების საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის ხელშეკრულებიდან აღსანიშნავია
უნივერსალური, სუბრეგიონალური და რეგიონალური ხელშეკრულება
მონაწილეების ნიშნით არსებობს სამთავრობათშორისო, სახელმწიფოთაშორისო და
საზოცადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით ხელშეკრულებები.
ბუნების საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის საკმაოდ გავრცელებული წყაროა
საერთაშორისო ჩვეულება, რომელიც სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს საჯაროდ აღიარებული
ან იურიდიულად სავალდებულო.
ბუნების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივ ობიექტს წარმოადგენს ჩვენი პლანეტის
მთელი ბუნება და კოსმოსური სივრცის ის ნაწილი, რომელშიც ადამიანი რეალურად ახდენს
ზემოქმედებას მატერიალურ სამყაროზე ( მსოფლიო ოკიანე, კონტინენტები, კოსმოსი,
ატმოსფერული ჰაერი, საერთაშორისო მდინარეები და ტბები, ბუნების ძეგლები)
ბუნების საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით მიღებული იქნა მრავალი
კონვენცია ( 1969 წელი-ნავთობით გაჭუჭყიანების აკრძალვა, 1971 წელი-პასუხისმგებლობა
ბირთვული ინციდენტების დროს, 1973 წელი-გემებიდან გაჭუჭყიანების თავიდან აცილება,
1982 წელი-საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესახებ და სხვა.)
ბუნების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივ ობიექტს წარმოადგენს აგრეთვე ცხოველთა
სამყარო. (გარეული ცხოველები )- 1979 წლის კონვენცია.
ბუნების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივ ობიექტია ღია ზღვა - 1958 წლის ღია ზღვის
კონვენცია.
ბუნების დაცვისპირველი მუდვივმოქმედი ინტერნაციონალური ორგანიზაცია დაარსდა
1902 წელს-ფრინველთა დაცვის საერთაშორისო საბჭო.
1960 წელს გამოვიდა წითელი წიგნის პირველი ვარიანტი სადაც შეტანილი იყო:
=სახეობები რომელთაც განადგურება ემუქრებათ;
=რომელთაც განადგურება ჯერ არ ემუქრებათ, რამაც შესაძლებელია მათი განადგურება
გამოიწვიოს;
=კლებადი სახეობები;
=გაურკვეველი სახეობები;
ბუნების დაცვის საქმეში განსაკუთრებულ ღოლს ასრულებს გაერო (ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაცია, სასურსათო სასოფლო- სამეურნეო ორგანიზაცია, განათლების, მეცნიერების
და კულთურის ორგანიზაცია-იუნესკო-1964წელი. )
ბუნების დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები, კონვენციები:
=ქმნიან გარემოს დაცვის საერთო პოლიტიკურ წინამძღვრებს მსოფლიოში, გეოგრაფიულ
რეგიონში ან შეზღუდულ რაიონში;
=უზრუნველყოფენ მსოფლიო ოკენეების დაცვას გაჭუჭყიანებისაგან;
=არეგულირებენ საერთაშორისო მდინარეების, კონტინენტური წყლების და ცოცხალი
რესურსების დაცვას და გამოყენებას;
= ადგენენ ხმელეთის ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებებს;
=არეგულირებენ მცენარეული რესურსების, მიწების, წიაღისეულის დაცვას გამოყენებას;
=უზრუნველყოფენ ბუნების ძეგლების, უნიკალური ბუნებრივი ობიექტების და
კომპლექსების, ატმოსფერული ჰაერის და კოსმოსური სივრცის დაცვას;
=უზრუნველყოფენ კაცობრიობის და ცოცხალი ბუნების რადიაციულ უსაფრთხოებას;
= ლს უწყობენ გარემოს დაცვის სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის
განვითარებას;
ყოველივე ზემოაღნიშნულის ეფექტური რეალიზაცია ბევრად არის დამოკიდებული
საზოგადოების გათვითცნობიერებაზე ეკოლოგიური სამართლის საკითხებში და მის აქტიურ
პოზიციაზე.

You might also like