You are on page 1of 3

სასწავლო კურსის სილაბუსი

სურსათის უვნებლობა ბიზნესოპერატორებისთვის

სასწავლო კურსის სტატუსი სასწავლო კურსი განკუთვნილია


ბიზნესოპრატორებისთვის და სურსათის მიმოქცევის
სხვადასხვა ეტაპზე დაკავებული პერსონალისთვის,
სურსათის უვნებლობის რეფორმით დაინტერესებულ
ფოკუს ჯგუფში შემავალი ფიზიკური და იურიდიული
პირებისთვის. ასევე, იმ მომიჯნავე სფეროებში მომუშავე
პირებისათვის, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან
სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აქვთ
დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლის ან/და
საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები
სურსათის უვნებლობის სფეროში.
სწავლების საფეხური ზოგადი საგანმანათლებლო ბაზა. მსმენელის მინიმალური
ასაკი 18 წელი.
სასწავლო კურსის მიზნები და კურსის მიზანია მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც
მოსალოდნელი შედეგები თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე შეძლებენ
დაიცვან სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფი
პრინციპები, წესები და პროცედურები თავიანთი
პრაქტიკული საქმიანობების განხორციელებისას, როგორც
სურსათის გადამამუშავებელ საწარმოებში, ასევე
სადისტრიბუციო ობიექტებსა და საზ. კვების ობიექტებში,
შეძლებენ შეაფასონ სურსათის უვნებლობაზე ზემომქმედი
საფრთხეები, გაათვითცნობიერონ შესაფუთი მასალებისა
და ტარის მნიშვნელობა და როლი სურსათის უვნებლობის
უზრუნველსაყოფად; ხელი შეუწყონ კარგი ჰიგიენის
პრაქტიკის განხორციელებას, სწორად აწარმოონ
სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული
კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია და
განახორციელონ ჩანაწერები; სწორი წარმოდგენები
ჰქონდეთ სურსათის ხარისხსა და ფალსიფიკაციაზე,
იცოდნენ სხვადასხვა ჯგუფის სურსათის მიმართ
დადგენილი ნორმატივები; ცოდნა იქონიონ სურსათის
უვნებლობის მართვის სისტემებზე და სტანდარტებზე.
გაუმჯობესებულ იქნას საწარმოში მომუშავე პერსონალის
უნარ-ჩვევები და დამოკიდებულება.
სასწავლო კურსის შინაარსი 1.სურსათის უვნებლობის სფეროში საკანონმდებლო ბაზა,
სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციულ
სამართალდაღვევის სანქციები;
2.საწარმოს მოწყობისას წინასწარი აუცილებელი პროგრამები;
ა) კარგი სანიმუშო პრაქტიკა GMP
ბ) ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა GHP
გ)პერსონალის პირადი ჰიგიენა, ქცევის წესები და
ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კრედიტების რაოდენობა თემა 1 – 15 წთ;


თემა 2 ა) – 30 წთ;
თემა 2 ბ) – 30 წთ;
თემა 2 გ) – 45 წთ;

სწავლების მეთოდი ლექცია, ვიდეო რგოლები, როლური თამაშობები

შეფასების კრიტერიუმები ტრეინინგ-კურსის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ


ჩატარდება ტესტირება, სერთიფიკატის ასაღებად
აუცილებელია საბოლოო ტესტირებისას გაცემული სწორი
პასუხების რაოდენობა იქნას არანაკლებ 70%.
ძირითადი და დამხმარე ტრეინინგის მასალები მომზადდა საქართველოს
ლიტერატურა კანონმდებლობაზე სხვადასხვა მასალებსა და ინტერნეტ
წყაროებზე დაყრდნობით:
• საქართველოს კანონი - ,,სურსათის/ცხოველის
საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსი.
• საქართველოს კანონი - ,,პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსი“
• საქართველოს მთავრობის დადგენილება #90 -
,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესის შესახებ“
• საქართველოს მთავრობის დადგენილება #173 −
„სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი
წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების
ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების
თაობაზე
• საქართველოს მთავრობის დადგენილება #152 -
,,რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
• საქართველოს მთავრობის დადგენილება #533 -
,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის
დამტკიცების თაობაზე“
• საქართველოს მთავრობის დადგენილება #441
ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის
ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“
დამტკიცების თაობაზე
ინტერნეტ წყაროები: www.WHO.int;
www.Codexalimentarius.net;
www.wto.org;
www.oie.int;
www.Consumersinternational.org;
www.efsa.eu.int;

You might also like