You are on page 1of 2

პროფესორ რამაზ გახოკიძის ახალი წიგნის „გადარჩენის

გზა“ წარდგენა „კავკასიურ სახლში“

2020 წლის 24 თებერვალს, 19:00 საათზე „კავკასიური სახლის“ იორგ ჰენლეს


სახელობის აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ რამაზ გახოკიძის წიგნის
„გადარჩენის გზა“ წარდგენა.

„რამაზ გახოკიძის წიგნი „გადარჩენის გზა“ განიხილავს იმ უდიდეს


საფრთხეებს, თანამედროვე კაცობრიობის წინაშე რომ აღმართულა და უკვე არა
რომელიმე ხალხსა თუ ქვეყანას, არამედ „ჩვენს საერთო სახლს“ – დედამიწას ემუქრება
მოსპობით. ეს არის შედეგი ადამიანის სულიერი გადაგვარების, მისი რობოტიზაციისა,
რამაც მოიტანა მტაცებლურ-პარაზიტული, აგრესიულ-მომხმარებლური
დამოკიდებულების ჩამოყალიბება ცოცხალი ბუნების მიმართ.

დასნეულებული ბუნების განახლების, დედამიწაზე სიცოცხლის გადარჩენის გზად


მეცნიერი მიიჩნევს ადამიანის ფუნდამენტურ სულიერ გარდაქმნას, რაც უნდა
ეფუძნებოდეს ზუსტი აზროვნების, მეცნიერული ცოდნის, პოეზიისა და რელიგიის
სინთეზს. მხოლოდ აღზრდა-განათლების ასეთმა – თვისობრივად ახალმა სისტემამ
შეიძლება წარმოქმნას ახალი ჰუმანიზმი, ურომლისოდაც დღევანდელი კაცობრიობის
ყოველმხრივი კრიზისი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა.

წიგნის განსაკუთრებულ ღირსებად უნდა ჩაითვალოს ქართული კლასიკური


პოეზიის, უპირველეს ყოვლისა კი, რა თქმა უნდა, ვაჟა-ფშაველას შემოქმედების,
ხელახალი წაკითხვა და აქტუალიზაცია სულიერი სიღატაკისა და ეკოლოგიური
განსაცდელის დღევანდელ კონტექსტში.“ ( ნაწყვეტი მწერალ ნაირა გელაშვილის
გამოხმაურებიდან, 2020).

პროფესორი რამაზ გახოკიძე გახლავთ ცნობილი ქართველი ქიმიკოსი და


მუსიკოსი. იგი წლებია ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბიოორგანული ქიმიის კათედრასა და ბიორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტს.
ქიმიკოსს ორჯერ აქვს მოპოვებული სახელმწიფო პრემია (1996, 2019).

მეცნიერი ათეული წლების წინ მსჯელობდა ისეთი საკითხების შესახებ, რომელთაც


შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ადამიანსა და გარემოს - იგი ილაშქრებდა
ქიმიზაციის არასწორად გამოყენების წინააღმდეგ, რაზეც იმ დროს (კომუნისტების
პერიოდში) აკრძალული იყო წერა; მანვე იწინასწარმეტყველა გენური ინჟინერიის
კვების მრეწველობში მავნე გამოყენების რისკებიც, ეს ის პერიოდია, როცა
გენმოდიფიცირებული პროდუქტები ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი. პროფესორმა

1
რამაზ გახოკიძემ დაამუშავა ორიგინალური აგროეკოლოგიური კონცეფცია და
საფუძველი ჩაუყარა ახალ მეცნიერულ მიმართულებას – აგრომედიცინას. გარდა ამისა,
მეცნიერს შექმნილი აქვს სამედიცინო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
არაერთი მაღალეფექტიანი პრეპარატი (მაგალითად, „რამერი“, „ვიტარაგი“, „ბიორაგი“,
„ბიოფარი“ და სხვ.), რომელთაც მსოფლიოში ანალოგები არ გააჩნია. მან აღმოაჩინა
მუსიკალური კოდის პრინციპი, რასაც მომავალში, როგორც სპეციალისტები ამბობენ,
დიდი მნიშვნელობა ექნება დაავადებათა დიაგნოსტიკის თვალსაზრისით. რამაზ
გახოკიძე ავტორია თბილისის უნივერსიტეტის ჰიმნისა, რომელსაც კონკურსში
პირველი პრემია მიენიჭა. პროფესორ რამაზ გახოკიძის ზოგიერთ მუსიკალურ
ნაწარმოებს უმაღლესი პრემია აქვს მინიჭებული საზღვარგარეთ და მათ ხშირად
ასრულებენ გამოჩენილი ხელოვანები.

რამაზ გახოკიძე გახლავთ საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი;


აშშ ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი; იტალიის გარემოს დაცვის
სამეცნიერო კომიტეტის წევრი; ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი; თეორიული
და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის (IUPAC) წევრი; საქართველოს
პროფილაქტიკური მედიცინის, ეკოლოგიურ მეცნიერებათა, აგროტექნოლოგიის,
საინჟინრო, ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიების წევრი.

წიგნის წარდგენაზე დასწრება თავისუფალია, გთხოვთ მობრძანდეთ.

მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის ქ. #20

საკონტაქტო პირი: თეა გალდავა, „კავკასიური სახლის“ მდივანი

+995 577 20 21 09

You might also like