You are on page 1of 2

თეორიები სიცოცხლის წარმოშობის შესახებ

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობა ბიოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთულად


გადასაწყვეტი პრობლემაა. იგი მუდამ იპყრობდა სწავლულთა ყურადღებას. აღნიშნული პრობლემა
მეცნიერების ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაგვარად განიხილებოდა .
დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მრავალი მახვილგონივრული ჰიპოთეზაა
მოწოდებული. ისინი შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. 1. აბიოგენეზის კონცეფცია. ამ შეხედულების
მიხედვით, ცოცხალი არაცოცხალი მატერიიდან წარმოიშვა. 2. ბიოგენეზის კონცეფცის მიხედვით,
ცოცხალი მხოლოდ ცოცხალისგან წარმოიქმნება. შემოთავაზებულ ჰიპოთეზებს შორის
აღსანიშნავია: 1. კრეაციონისტული; 2. თვითჩასახვის (სპონტანური ჩასახვა); 3. სტაციონარული
მდგომარეობის (მარადიულობის); 4. პანსპერმიის (კოსმიური); 5. ბიოქიმიური ევოლუციის.

კრეაციონისტული ჰიპოთეზა
კრეაციონისტული ჰიპოთეზის მიხედვით, სიცოცხლე შეიქმნა განსაზღვრულ პერიოდში
ზებუნებრივი ძალის (ღმერთის) ერთჯერადი შემოქმედებითი აქტის შედეგად . ამ შეხედულებას
ავითარებენ დღეს ფართოდ გავრცელებული მონოთეისტური (იუდაიზმი , ქრისტიანობა , ისლამი )
რელიგიები. იუდაისტურ-ქრისტიანული ტრადიციული შეხედულება გადმოცემულია დაბადებაში [1.1-
26] და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს. კრეაციონისტული ჰიპოთეზა პასუხობს
შეკითხვას: ,,რატომ?”, მეცნიერებამ კი უნდა უპასუხოს შეკითხვას: ,,რა გზით?”. საბუნებისმეტყველო
მეცნიერება შეისწავლის იმ მოვლენებს, რომლებზედაც დაკვირვებაა შესაძლებელი . ამდენად იგი
ვერასდროს ვერ შეძლებს უარყოს ან დაასაბუთოს კრეაციონისტული ჰიპოთეზა .

თვითჩასახვის ჰიპოთეზა
თვითჩასახვის (სპონტანური ჩასახვის) ჰიპოთეზის თანახმად, სიცოცხლე მრავალჯერ წარმოიშვა
თავისთავად (სპონტანურად) არაცოცხალი ნივთიერებებისგან. იგი კრეაციონისტული კონცეფციის
ალტერნატიულ ჰიპოთეზას წარმოადგენს. ამდაგვარი აბიოგენეზის კონცეფცია გავრცელებული იყო
ძველ მსოფლიოში (ჩინეთი, შუამდინარეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი). ზოგიერთი სწავლული
ავითარებდა აბსურდულ შეხედულებას, რომ ,,ზოგიერთი ხე დებს კვერცხს ” (ემპიდოკლე ),
“შლამისგან ჭიაყელა, ხოლო ხორცისგან ტილი წარმოიქმნება” (არისტოტელე). XVIII საუკუნეში
გამოჩენილმა ექიმმა და ბუნებისმეტყველმა ვან ჰელმონტმა ჩაატარა ცდა და აღწერა ჭუჭყიანი
პერანგისა და ხორბლისგან სიბნელეში 21 დღეში თაგვების მიღების წესი. თვითჩასახვის კონცეფციას
იზიარებდა XVIII – XIX სს. მრავალი გამოჩენილი ბუნებისმეტყველი, მათ შორის, ჟან ბატისტ ლამარკი .

იტალიელმა ექიმმა და ბუნებისმეტყველმა ფრანჩესკო რედიმ (აღიარებდა ბიოგენეზის კონცეფციას )


1688წ. ჩატარებული ცდებით დაასაბუთა თვითჩასახვის გზით ცოცხალი ორგანიზმების წარმოშობის
შეუძლებლობა. მან რვა ქილაში ჩააწყო ხორცის ნაჭრები. ნახევარს მარმაშა გადააფარა , დანარჩენი
კი თავღია დატოვა. თავღია ქილებში მართლაც გაჩნდნენ მატლები, მაგრამ არა თვითჩასახვის
შედეგად, არამედ ბუზების მიერ დადებული კვერცხებიდან. აქედან მან დაასკვნა , რომ ცოცხალი
მხოლოდ ცოცხალისგან წარმოიშვება.

მიკროორგანიზმების აღმოჩენამ ხელი შეუწყო თვითჩასახვის ჰიპოთეზის ხელახალ აღორძინებას .


აბიოგესურ ნეზის მომხრენი ამტკიცებდნენ, რომ არაცოცხალი მატერიიდან მხოლოდ პრიმიტიული
ფორმები (მიკროორგანიზმები) წარმოიქმნება. გამოჩენილმა ფრანგმა მეცნიერმა ლუი პასტერმა
1862 წელს მახვილგონივრული მარტივი ცდით დაამტკიცა თვითჩასახვის გზით მიკროორგანიზმების
წარმოშობის შეუძლებლობა. პასტერმა კოლბაში ბულიონი (მიკრობების საკვები არე ) მოათავსა .
კოლბის ყელს შ-სებრი მინის მილი მიარჩილა და გაასტერილა. კოლბაში ჰაერი თავისუფლად
შედიოდა, მაგრამ მიკრობები ვერ იჭრებოდა. პასტერმა გაითვალისწინა ოპონენტთა არგუმენტი ,
კერძოდ, გარემოსგან იზოლირებულ დახშულ არეში ცოცხალი არ წარმოიქმნება . კოლბის შიგთავსი ,
გარემოსთან უშუალო კავშირის მიუხედავად, თვეების მანძილზე სტერილური რჩებოდა . პასტერმა
დაასაბუთა, რომ ორგანული ნაერთების შემცველ სითხეში (ბულიონში ) მიკროორგანიზმები
თვითჩასახვით კი არ ჩნდება, არამედ გარემოდან ხვდება და ხელსაყრელ პირობებში მრავლდება .

ამჟამად დედამიწაზე თვითჩასახვის გზით სიცოცხლის წარმოშობა ორი მთავარი მიზეზის გამო
შეუძლებელია: გარემოში არსებული ჟანგბადი (თავდაპირველ ატმოსფეროში იგი არ იყო )
ზემოქმედებს ორგანულ ნივთიერებებზე, შლის ან მათ ინაქტივაციას იწვევს . მეორე ფაქტორი
რედუცენტების (ბაქტერიები, სოკოები და სხვ.) მოქმედებაა. ისინი შთანთქავენ და შლიან ორგანულ
ნივთიერებებს.

მარადიულობის ჰიპოთეზა
სტაციონარული მდგომარეობის (მარადიულობის) ჰიპოთეზის თანახმად, როგორც დედამიწა, ისე
მასზე დასახლებული სახეობები მუდმივად არსებობდნენ. დედამიწაზე ყოველთვის იყო
სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობები. ჰიპოთეზა წამოყენებულია 1880 წელს გერმანელი
მეცნიერის ვ. პრეიერის მიერ. ამ ჰიპოთეზის მომხრეებს მიაჩნიათ , რომ სახეობები არასდროს
წარმოშობილან. ისინი არ იზიარებენ შეხედულებას, რომ გეოლოგიურ ეპოქებში ხდებოდა
გარკვეული სახეობების წარმოშობა, განვითარება, ხოლო ზოგიერთი მათგანის ამოწყდომა . ამ
დებულების უარსაყოფად მოჰყავთ შემდეგი არგუმენტი: პალეონტოლოგიური მონაცემებით ,
მტევანფარფლიანი თევზები ამოწყდნენ ცარცული პერიოდის ბოლოს ანუ 70 მილიონი წლის წინ .
მაგრამ მას შემდეგ, რაც ინდოეთის ოკეანეში 1953 წელს (კუნძულ მადაგასკართან) პირველად
მოიპოვეს მტევანფარფლიანი თევზი ლატიმერია, საჭირო გახდა ამ დასკვნის შესწორება . მათი
შეხედულებით დღეს არსებული სახეობებისა და ნამარხი ფორმების შედარებით შესაძლებელია
მხოლოდ გაირკვეს, ამოწყდა თუ არა კონკრეტული სახეობა. ისინი ნამარხი ფორმების არსებობას
ეკოლოგიურ ასპექტში განიხილავენ, კერძოდ, რიცხოვნობის ცვლილებით ან მათი ხელსაყრელ
პირობებში მიგრაციით.

You might also like