You are on page 1of 2

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები

გენმოდიფიცირებული საკვები მიიღება ხელოვნურად შექმნილი თესლებისგან , რომლებიც


შეიცავენ თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით მიღებულ გენომს . ეს
უკანასკნელი ზრდის მოსავლის რაოდენობასა და ზომას. მიღებული პროდუქტი თითქმის არ
შეიცავს ვიტამინებს.
სასოფლო–სამეურნეო კულტურების გენების მოდიფიცირება მათ ანიჭებს მდგრადობას
სხვადასხვა დაავადებების, ასევე მღრღნელების წინააღმდეგ, ზრდის შენახვის ვადებს.
მაგრამ აუცილებელია, გენების ხელოვნური შეცვლის გაუთვალისწინებელი ეფექტების
შეფასება, რაც საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ ევროპის ბევრ ქვეყანაში
გენმოდიფიცირებული პომიდვრის და კარტოფილის ნათესების ფართობები დღეისათვის
უკიდურესად შემცირებულია. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის მოწონებული
გენმოდიფიცირებული ხორბლის მოყვანა და მისი მოხმარება.
მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები სავსებით
უსაფრთხოა. მათი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ბიოინჟინერიის მეთოდების
გამოყენება მრავალ სასარგებელო თვისებებს სძენს სასოფლო–სამეურნეო კულტურებს .
გენმოდიფიცირებული კულტურებიდან მიღებული პროდუქტები გამოირჩევიან მაღალი
ხარსიხით, აქვთ მომგებიანი სასაქონლო სახე და საკვებ ღირებულებას უფრო დიდხანს
ინარჩურებენ.
მეცნიერების ნაწილი ეწინააღმდეგება ასეთი კვების პროდუქტების გამოყენებას . მათი
აზრით, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელება საფრთხეს უქმნის
ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას. ახალი ნიშან–თვისება, რომელსაც გენმოდიფიცირებული
მცენარეები შეიძენენ, უფრო კონკურენტუნარიანს ხდის მათ არაგენმოდიფიცირებულ
ჯიშებთან შედარებით. ამას, შესაძლოა, სერიოზული ეკოლოგიური დარღვევები მოჰყვეს .
გარდა ამისა, გენმოდიფიცირებულ მცენარეთა უჯრედებში შესაძლებელია მოხდეს
ადამიანისათვის საშიში ნივთიერებების (ტოქსინების, ალერგინების) სინთეზირება, რაც
საზიანოა როგორც ადამიანისთის, ისე ეკოსისტემისთის.
გენური ინჟინერია
გენურ ინჟინერიაში მომუშავე მეცნიერებმა გადაწყვიტეს თავიანთი ცოდნა საკვებად ვარგისი მცენარეების გამოყვანის პროცესში
გამოეყენებინათ, რათა მოეხდინათ მათი ,,გაუმჯობესება“ ანუ სრულყოფა. მაგალითად:გენეტიკოსებმა კამბალაში აღმოაჩინეს
ყინვაგამძლეობის გენი ,,ამოკვეთეს“ იგი კამბალას დნმ–იდან და გადაიტანეს პომიდორის დნმ – ში, მისთვის ყინვაგამძლეობის
მინიჭების მიზნით. შედეგად, პომიდორის ნაყოფი ყინვების მიმართ მედეგი გახდა, შესაბამისად გაიზარდა მისი კულტივირების
პერიოდიც. გენური ინჟინერიის გზით გამოიყვანეს სმინდის, კართოფილის, სოიოს, მარწყვის, ატმის და სხვა მცენარეთა
ახალი ,,ჯიშები“.
მათი მოსავლიანობა კი გაიზარდა, მაგრამ ეს არის ხილი და ბოსტნეული , რომელიც არ ლპება რამდენიმე კვირის
განმავლობაში. არის უფრო დიდი ზომის და უკეთესად გამოიყურება. გენმოდიფიცირებულმა საკვებმა შეიძლება ძალიან
ადვილად შეგვიყვანოს შეცდომაში. ჩვენ შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ის ახალი და საღია, თუმცა, სინამდვილეში, შეიძლება
რამდენიმე კვირის წინ იყოს მოკრეფილი. მართალია, ასეთი პომიდორი ძალიან წითლად და საღად გამოიყურება , მაგრამ
მასში ძალიან ცოტა სასარგებლო ნივთიერებაა დარჩენილი, რადგან ხანგრძლივად შენახვის გამო უკვე დაშლილია ან
გარდაქმნილია სხვა ნივთიერებად.
გაირკვა, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების არასტაბილურობა. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნურად მიღებული გენური ორგანიზმის
დნმ–ი შეიძლება დაიშალოს და კვლავ გაერთიანდეს არასწორად, ასევე შესაძლებელია სხვა გენეტიკურ მასალასთან
მიერთებაც. შედეგად ვიღებთ ახალ, არაპრონოზირებად კომბინაციებს.
გენმოდიფიცირებული ხაზების არასტაბილურობას თავად მათი მწარმოებლები აღიარებენ. მომავალ თაობებში შეცდომები
გროვდება და იწვევს მოულოდნელ ეფექტებს.
დნმ–ისა და გენების მოქმედების მეცნიერული საფუძვლები ჯერ კიდევ ბოლომდე სრულყოფილად არ არის შესწავლილი.
გენების ურთიერთქმედების მრავალი ფორმაა ცნობილი. ორგანისმის დნმ–ში შეჭრა და მასში უცხო გენის ჩანერგვა წარმოშობს
გენთა ურთიერთქმედების ახალ ფორმებს და მუტაციებს არაპროგნოზირებადი ეფექტებით. სანამ გენებს შორის არსებული
დამოკიდებულებები სრულყოფილად არ იქნება შესწავლილი და გააზრებული, მანამდე ნებისმიერი ექსპერიმენტი დასრულდება
ისეთივე წარუმატებელი შედეგით, როგორ ავადმყოფი ღორის ან მწვანე ორაგულის შემთხვევა იყო.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ გენური ინჟინერია არის სელექციის ტრადიციული მეთოდების გაუმჯობესება. როგორც არ უნდა
ეცადონ, ვერაფრით მოახერხებენ სელექციის მეთოდებით პომიდორში მწერის ან თევზის გენეტიკური მასალის შეტანას. პურის,
ყველისა და მაწვნის დასამზადებლად ვიყენებტ არა ადამიანის მიერ სახეცვლილ მუტანტებს, არამედ ბუნებრივ
მიკროორგანიზმთა შტამებს.
გენური ინჟინერია წარმოებს ლაბორატორიებში. გენური ინჟინერიის დროს მეცნიერები იყენებენ ძალისმიერი შეჭრის მეთოდებს,
რათა უცხო გენის მონაკვეთები დაწყვეტილი და სახეცვლილია ისე, რომ ძნელი გამოსაცნობია, რა თვისებებს გამოავლენს
მომავალში ისინი.
ფაქტია, რომ გენმოდიფიცირებული ხილი და ბოსტნეული შეიცავს სრულიად არამონათესავე ორგანიზმების (მწერი, ცხოველი,
ბაქტერია და ა.შ) გენებს, რაც განასხვავებს მათ ჩვეულებრივი ანალოგებისაგან.

You might also like