You are on page 1of 4

ასეპტიკა.

ანტისეპტიკა
ინფექცია- მიკროორგანიზმების შეჭრა და გამრავლება მასპინძლის ქსოვილებში, რომელსაც
თან ახლავს ავადმყოფობის ნიშნების განვითარება (ცხელება და ანთება);
ინფექციური აგენტი - დაავადების გამომწვევი ნებისმიერი მიკროორგანიზმი (ბაქტერია,
ვირუსი, სოკო, პარაზიტი)
ჰაეროვანი გადაცემა- ხდება აეროზოლების ან ძალიან მცირე ზომის ნაწილაკების
საშუალებით, რომლებიც ინფექციურობას ინარჩუნებს გარკვეული დროის განმავლობაში და
გარკვეულ მანძილზე. აეროზოლები წარმოიქმნება ხველის, ცემინების, ლაპარაკის,
სამედიცინო პროცედურების (მაგ.ბრონქოსკოპია) დროს. ზოგიერთი აეროვანი ნაწილაკი
შეიძლება რამდენიმე სთ განმავლობაში დარჩეს ჰაერში შეწონილი და გავრცელდეს სივრცეში
ან დიდ მანძილზე ჰაერის ნაკადთან ერთად;
კონტაქტური გადაცემა- ხდება პაციენტის ინფექციურ მასალასთან და/ან დაბინძურებულ
ზედაპირთან შეხებისას;
მიმღებლობა- ადამიანის მახასიათებელი დაავადდეს ინფექციით გამომწვევის არსებობის
პირობებში
ნოზოკომიური ინფექცია- სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექცია, რომელიც
შეძენილია/აღმოცენებულია სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში
ჰოსპიტალიზაციიდან 48 სთ შემდეგ და რომელიც არ აღენიშნებოდა პაციენტს სამედიცინო
დაწესებულებაში მიმართვის მომენტში მანიფესტური ფორმით ან ინკუბაციურ პერიოდში
დაბინძურება (კონტამინაცია) - მავნე, პოტენციურად ინფექციური ან არასასურველი
ნივთიერებით უსულო საგნების ან ბიოლოგიური მასალის დაბინძურება;
გაუმტარი- ქსოვილის თვისება არ გაატაროს სითხე და მიკროორგანიზმები
დამუშავება (ინსტრუნმენტის) - მრავალჯერადი მოხმარების სამედიცინო
ინსტრუმენტების/მოწყობილობების ხელმეორედ გამოსაყენებლად მომზადებისათვის
აუცილებელი პროცესების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს: დასუფთავებას, ფუნქციურ
ტესტირებას, დეზინფექციას, შეფუთვას, მარკირებას, სტერილიზაციას.
დეზინფექცია- პათოგენური და სხვა სახის მიკრორგანიზმების განადგურების პროცესი
ფიზიკური ან ქიმიური საშუალებებით (გარდა ბაქტერიების სპორების, პრიონებისა და
ზოგიერთი ვირუსისა.) გამოიყენება მხოლოდ უსულო საგნებისათვის.
პრევენცია (პროფილაქტიკა) - მედიცინის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გულისხმობს
დაავადების განვითარების რისკის შემცირებას;
საიზოლაციო ოთახი/პალატა - მისი სავენტილაციო სისტემის ფუნქციონირება
უზრუნველყოფს ინფექციების დაწესებულების შიგნით გავრცელების პრევენციას
სადეზინფექციო საშუალება- ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ზედაპირებზე
პათოგენური და არაპათოგენური მიკროორგანიზმების გასანადგურებლად
სტერილიზაცია - დადასტურებული პროცესი, რომელიც გამოიყენება საგნების
გასასუფთავებლად სიცოცხლის უნარიანი მოკროორგანიზმებისაგან
ასეპტიკური ტექნიკა - პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ მიკრობების
კოლონიზაციის პრევენციას. ასეპტიკური ტექნიკა მოიცავს ხელის დაბანას, კანის
ანტისეპტიკური საშუალების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებას, გარემოს
სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, სტერილური ნაკრებების გახსნის ტექნიკას და
სტერილური ნივთების გამოყენებას;
ავტოკლავი- სასტერილიზციო მოწყობილობა, რომელშიც მაღალი წნევისა და ორთქლის
გამოყენებით ხდება ინსტრუმენტების და მასალების სტერილიზაცია;
გაუვნებელყოფა (დეკონტამინაცია) - ინსტრუმენტებიდან/სამედიცინო დანიშნულების
საგნებიდან, მოწყობილობებიდან, ზედაპირებიდან დაბინძურებული და პათოგენური
მიკროორგანიზმების მექანიკური მოცილება და დეზინფექცია

ასეპტიკა ინფექციასთან ბრძოლა ფიზიკური საშუალებების (მაღალი ტემპერატურა, წნევა,


ულტრაიისფერი სხივები და სხვ.) გამოყენებით. მიმართულია ინფექციური აგენტების
მოხვედრის წინააღმდეგ ჭრილობაში და ავადმყოფის ორგანოებში ოპერაციების, სამკურნალო
და სადიაგნოზო პროცედურების ჩატარებისას
(ბერძნ. a უარყ. ნაწ., septikos ლპობის გამომწვევი) - ჭრილობის ინფექციებთან ბრძლოა.
ჭრილობებში მიკრობების მოხვედრის ასაცილებელ საშუალებათა ერთობლიობა, გულისხმობს
უშუალოდ ოპერაციისთვის საჭირო იარაღებისა და საგნების სტერილიზაციას.
სტერილიზაციისთვის უმთავრესად იყენებენ ფიზიკურ მეთოდებს - მაღალ ტემპერატურას
(დუღილს, მოწვას), მაღალ ტემპერატურასა და მაღალ წნევას ერთდროლულად
(ავტოკლავირებას), ულტრაიისფერ სხივებს. თეთრეულისა და შესახვევი მასალის
სტერილიზაცია ხდება ავტოკლავში.
ასეპტიკა – ღონისძიებების კომპლექსი, მიმართული მიკრობთა განადგურებისაკენ
ჭრილობაში მოხვედრამდე ქირურგიული ოპერაციების,შეხვევების, სხვადასხვა სამკურნალო–
პროფილაქტიკური მანიპულაციების დროს.
ამის მიღწევა შესაძლებელია ყველა იმ სხეულის დეზინფექციით, რომელიც შეიძლება
ჭრილობას შეეხოს. მიკრობების განადგურება საოპერაციო თეთრეულზე, ინსტრუმენტბზე,
შესახვევ მასალაზე – არის სტერილიზაცია. სტერილიზაცია ხორციელდება სხვადასხვა
საშუალებებებით: ორთქლით წნევის ქვეშ (ავტოკლავირება), დუღილით.
ჭრილობაში მიკრობების მოხვდერის ორი წყარო არსებობს: ეგზოგენური და ენდოგენური.
ეგზოგენური - რომელიც ჭრილობაში გარე სამყაროდან ხვდება (ჰაერი – ჰაერ–წვეთოვანი;
ნაკერიდან, დრენაჟიდან.)
ინფექციის ენდოგენური წყარო შეიძლება იყოს თვით ორგანიზმში ან მის გარე
საფარველზე (კანი, კუჭ–ნაწლავის ტრაქტი, სასუნთქი სისტემა).
ასეპტიკისათვის გამოიყენება ორგანიზაციული ღონისძიებები, ფიზიკური ფაქტორები და
ქიმიური ნივთიერებები.
ორგანიზაციული ღონისძიებებია: საოპერაციო ბლოკის რეჟიმის დაცვა – იყოს
იზოლორებული საავადმყოფოს სხვა განყოფილებებიდან;
– კედლები და ავეჯი ექვემდებარებოდეს სველ დალაგებას;
– საოპერაციოს პერსონალს უნდა ეცვეს სტერილური ტანსაცმელი, აუცილებელია ნიღაბი,
ქუდი, ბაქილები;
– ტემპერატურატურული რეჟიმი;
– ჰაერ–წვეთოვანი ინფექციის პროფილაქტიკისათვის საოპერაციოში აკრძალულია ნიღბის
გარეშე შესვლა; ჰაერის სადეზინფექციოდ საოპერაციოში და შესახვევში გამოიყენება
ბაქტერიციდული ლამფები.
– კონტაქტური ინფექციის პროფილაქტიკა – ხელების, საოპერაციო ველის,
ინსტრუმენტების, შესახვევი მასალის გაუსნებოვნება.
ფიზიკური მეთოდები – სტერილიზაცია ცხელი წყლით, ორთქლით. ლითონის
ინსტრუმენტებს ასტერილებენ მშრალ სასტერილიზაციო კარადაში.
ენდოსკოპიური ხელსაწყოების (ცისტოსკოპი) სასტერილიზაციოდ გამოიყენება ქიმიური
პრეპარატები (სპირტი).
ადამიანი მუდმივად შეხებაშია უამრავ მიკრობებთან. ადამიანის კანზე და ლორწოვანზე
უამრავი სხვადასხვა მიკრობი არსებობს. ორგანიზმში მათი მოხვედრა შესაძლებელია კანის
საფარველის მთლიანობის დარღვევისას (ჭრილობა, ინექცია, დამწვრობა, ორგანიზმის
დამცავი ძალების დაქვეითება, სისხლისმიმოქცევის დარღვევა, მოყინვა)
ორგანიზმში მოხვედრილი მიკროორგანიზმები იწვევს ადგილობრივად ჩირქოვან –
ანთებით პროცესს (ჭრილობის დაჩირქება, აბსცესი, ფლეგმონა), ხოლო უფრო მძიმე
შემთვევაში, მიკრობების მიხვედრისას სისხლში შეიძლება განვითარდეს – საერთო ჩირქოვანი
ინფექცია– სეფსისი.
ქირურგიული მანიპულაციები (ოპერაციები, ინექციები) ხორციელდება კანის საფარველის
დარღვევით, რაც იწვევს მიკრობების შეღწევას ორგანიზმში. დაზიანების ინფიცირების
პროფილაქტიკა და ჭრილობაში მიკროორგანიზმებთან ბრძოლა ხორციელდება
ღინისძიებების კომპლექსის საშუალებით, რომელსაც ასეპტიკა, ანტისეპტიკა ეწოდება.
ანტისეპტიკა – არის სამკურნალო – პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც
მიმართულია მიკრობთა განადგურებისაკენ ჭრილობაში.
არჩევენ მექანიკურ, ფიზიკურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ და შერეულ ანტისეპტიკას.
მექანიკური ანტისეპტიკა – ინფიცირებული ჭრილობის პირველადი ქირურგიული
დამუშავება – ჭრილობის ამორეცხვა ანტისეპტიკური ხსნარით, ჭრილობიდან უცხო სხეულის
ამოღება.
ფიზიკური ანტისეპტიკა – ფიზიკური მეთოდების გამოყენება, რომელიც ჭრილობაში
მიკრობების გამრავლებისათვის, აგრეთვე ტიქსიკურ ნივთიერებათა და ქსოვილთა დაშლის
პროდუქტების შეწოვისათვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის.
ამისათვის შეიძლება ჭრილობაზე ბამბა– დოლბანდის ნახვევის დადება.მარლის
ჰიგროსკოპიულობა ჭრილობიდან სითხის შეწოვის და მისი გარეთ, სახვევში, გამოტანის
საშუალებას იძლევა. ამ თვისების გასაძლიერებლად ტამპონს ასველებენ ჰიპერტონულ
ხსნარში (ნატრიუმის ქლორიდის 5-10 % ხსნარი). მაგრამ რამოდენიმე სთ–ის შემდეგ მარლის
ტამპონი ჩირქით გაჟღენთილ საცობად გადაიქცევა. (მისი დრენაჟული ფუნქცია იკარგება).
უფრო მეტად ხდება ღია დრენაჟების გამოყენება – რეზინის ზოლი და რეზინის მილი. ამ
ღია დრენაჟიდან ყოველთვის ვერ ხერხდება ჭრილობის ღრუდან ჩირქის გამოსვლა. ამიტომ
აქტიური ასპირაციის საჭიროების შემთხევაში გამოიყენება დახურული დრენაჟი, რომელიც
შეერთებულია ვაკუუმ – სისტემასთან.
ქიმიური ანტისეპტიკა – ხორციელდება ანტისეპტიკური, სადეზინფექციო და
ქიმიოთერაპევტული საშუალებების გამოყენებით. მიკრობულ უჯრედზე მოქმედების
მიხედვით განასხვავებენ ბაქტერიოსტატიკულ (მიკროორგანიზმების ზრდის და გამრავლების
შეჩერება) და ბაქტერიოციდულ (მიკროორგანიზმების მოსპობა) ანტისეპტიკურ საშუალებებს.
ანტისეპტიკური ხსნარები:
– ჰალოიდების ჯგუფი – შეიცავს აქტიურ ქლორს. მიეკუთვნება ქლორამინი. გამოიყენება
შენობებისა და ავადმყოფის მოვლის საგნების დეზინფექციისათვის. (1-3 %–იანი ხსნარი);
– იოდის პრეპარატებიდან გამოიყენება 5%–იანი სპირტხსნარი;
ლუგოლის ხსნარი - იოდისა და კალიუმ იოდიდის ხსნარი; ლორწოვანი გარსის ( პირის
ღრუს , ხახის და ხორხის ) ინფექციურ - ანთებითი დაავადებებისას.
ბეტადინი - ხელების დეზინფექცია და ლორწოვანი გარსების ანტისეპტიური დამუშავება,
ქირურგიულ პროცედურებამდე, ინექციამდე, ასევე, პირველი დახმარების სახით
ინფიცირებული მასალით შემთხვევითი დაბინძურების შემთხვევაში:
- ჭრილობების და დამწვრობების ანტისეპტიკური დამუშავება;
- ხელების ჰიგიენური და ქირურგიული დეზინფექცია;
ოქსიდანტების ჯგუფიდან:
– წყალბადის ზეჟანგის 3%–იანი ხსნარი, გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების
დასამუშავებლად;
ტუტებიდან
– ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 2%–იანი ხსნარი – გამოიყენება ინსტრუმენტების
ხარშვით სტერილიზაციის დროს;
– ნიშადურის სპირტი (ამიაკი) – 0.5 %–იანი, შეიძლება გამოყენებული იქნეს ხელების
დასამუშავებლად;

– მძიმე ლითონის მარილები – ვერცხლის ნიტრატი – ლაპისი, ხასიათდება ძლიერი


ბაქტერიოციდული, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით;
– ეთილის სპირტი – 70 %–იანი გამოიყენება ხელების, საოპერაციო ველის, მჭრელი
ინსტრუმენტების, ოპტიკური ინსტრუმენტების დეზინფექციისათვის;
– ბრილიანტის მწვანე – 0.1-2 %–იანი სპირტხსნარი – კანის დასამუშავებლად სხვადასხვა
ჩირქოვანი დაავადებების დროს.
ბიოლოგიური ანტისეპტიკა – მისი მიზანია არა მარტო ბაქტერიების მოსპობა, არამედ
ორგანიზმის იმუნობიოლოგიური დაცვის გაძლიერება. გამოიყენება ანტიბიოტიკები,
ფერმენტები, შრატები.
ფერმენტების გამოყენება ინფიცირებული ჭრილობის უფრო სწრაფად გაწმენდის
საშუალებას იძლევა, აგრეთვე მათ ახასიათებთ ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება და
აძლიერებენ ანტიბიოტიკების მოქმედებას.
ქირურგიული ავადმყოფების მკურნალობისას შეიძლება გამოყენებული იქნეს
სპეციფიკური შრატები, ანატოქსინი.

ხელის ჰიგიენა ზოგადი ტერმინია, რომელიც გულისხმობს მოქმედებათა


ერთობლიობას,დაწყებულს ხელიდან ხილული ჭუჭყის მოშორებით, დამთავრებულს
ტრანზიტორული მიკროორგანიზმების განადგურებისა და რეზიდენტული მიკროფლორის
მინიმუმამდე შემცირებით. ხელის ჰიგიენა მოიცავს ქირურგიულ ანტისეპტიკასაც.
არსებობს მიკროორგანიზმების მოშორების ორი მეთოდი:
 ხელის დამუშავება ალკოჰოლშემცველი ხსნარებით (უპირატესია, თუ ხელები
ვიზუალურად დასვრილი არ არის);
 ხელების დაბანა წყლითა და საპნით (საყოფაცხოვრებო ან ანტიბაქტერიული).
თანამედროვე რეკომენდაციებით, სამედიცინო პერსონალმა დროულად და სწორიტექნიკის
გამოყენებით უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა უშუალოდ პაციენტის მოვლისა და
მანიპულაციების ჩატარების არეში – ჯანმო-ს მიერ მოწოდებული 5 მომენტის
გათვალისწინებით.
ხელის ჰიგიენის ხუთი (5) მომენტი:
როდის იტარებს პერსონალი ხელის ჰიგიენას
1. პაციენტთან შეხებამდე;
2. ასეპტიკური პროცედურების წინ (მათ შორის – ინვაზიურის);
3. პაციენტის სხეულის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შემდეგ;
4. პაციენტთან უშუალოდ შეხების შემდეგ;
5. პაციენტის არესთან უშუალო კონტაქტის შემდეგ.

You might also like