You are on page 1of 1

ასეპტიკა (ბერძნ. a უარყ. ნაწ.

, septikos ლპობის გამომწვევი) ეწოდება პროფილაქტიკურ


ღონისძიებათა სისტემას, რომელიცმიმართულია ყოველგვარი ინფექციის მოხვედრის
წინააღმდეგ ჭრილობაში და ავადმყოფის ორგანოებში ოპერაციების, სამკურნალო და
სადიაგნოზო პროცედურების ჩატარებისას. ანუ ადამიანის ორგანიზმში დაავადების პოტენციურ
გამომწვევთა მოხვედრის პრევენცია (თავიდან აცილება);. ასეპტიკის დაცვა გულისხმობს,
ჭრილობასთან შეხებაში მყოფი ყველა ინსტრუმენტის და სახმარი მასალის სტერილიზაციას, ან
დეზინფექციას. ჭრილობის არე ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ნაწილია ორგანიზმისთვის,
ამიტომ აუცილებელია უზრუნველვყოთ ასეპტიკის წესების დაცვა ნებისმიერი ქირურგიული
მანიპულაციის დროს. ასეპტიკის წესების დაცვა თავიდან გვარიდებს ქსოვილებში მიკრობთა
მოხვედრას ჰაერიდან, ქირურგიული ინსტრუმენტებიდან, სახვევი მასალებიდან, შესაკერი
ქირურგიული ძაფებიდან, ტამპონებიდან და სხვა. საოპერაციოში ჰაერის გაუვნებლობისთვის
იყენებენ ულტრაიისფერ და ლუმინესცენტურ ლამპებს.მეთოდის ფუძემდებელია ე.ბერგმანი

ანტისეპტიკა ჭრილობაში უკვე არსებულ მიკრობთან (ჩირქთან) ბრძოლას ნიშნავს


სხვადასხვა საშუალებებიუთ, ასეპტიკა, პირიქით, ჭრილობაში მიკრობის
დაუშვებლობას,ჭრილობის სტერილურად უზრუნველყოფას გულისხმობს.

ანტისეპტიკა (ბერძნ. anti წინააღმდეგ, sepsis ლპობა)არის ღონისძიებათა კომპლექსი,


რომელიც მიზნად ისახავს,ერთის მხრივ ჭრილობაში მიკრობთა დახოცვას ან მისი
ვირულენტობის შემცირებას, მეორეს მხრივ კი მიკრორგანიზმის იმუნობიოლოგიური
რეზისტენტობის გაძლიერებას,რაც არახელსაყრელ პირობებს უქმნის ბაქტერიებს
გამრავლებისთვის. ანტისეპტიკა, თავის არსში, მოიცავს პათოლოგიური არის გასუფთავებას და
დაცვას ანთების გამომწვევი სხვადასხვა პათოლოგიური ორგანიზმებისგან. ეს შეიძლება
განხორციელდეს ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებებით. მექანიკური
ანტისეპტიკა გულისხმობს დაზიანებული კერიდან ექსუდატის, მკვდარი, დანეკროზებული
ქსოვილის, უცხო საგნების და სხვათა მოცილებას. ქიმიური ანტისეპტიკის დროს გამოიყენება
ისეთი ქიმიური ნივთიერებანი, რომლებიც სპობენ, ან გამრავლების უნარს უკარგავენ ჭრილობის
არეში არსებულ პათოგენურ მიკროორგანიზმებს. ბიოლოგიური ანტისეპტიკა ტარდება
ანტიბიოტიკების, ბიოლოგიური პრეპარატების, მათ შორის ფაგების გამოყენებით.მეთოდის
ფუძემდებელია ჯ.ლისტერი (1867).. (კარბოლმჟავა, ბორმჟავა, სულემა და სხვ.).

You might also like