You are on page 1of 3

გამარჯობა მეგობრებო, ბლიც გაკვეთილების სერია გრძელდება და დღევანდელ

ვიდეოში ერთ მეტად დამაბნეველ და ხშირად საკმადო ბუნდოვან საკითხს უადვილესად


განგიმარტავ. მანამდე კი შეგახსენებ, რომ ამ ვიდეოთი გათამაშების სერია ისევ
გრძელდება. ახლა უკვე შენც გაქვს შანსი მოიგო ბიოლოგიაში საუკეთესო კონსპექტთა
კრებული და დარწმუნებული იყო, რომ მისი საშუალებით აუცილებლად გახვალ შენთვის
სასურველ უმაღლეს შედეგზე. ამისთვის უბრალოდ უნდა გამოიწერო ჩემი სამეცნიერო
გვერდი, დატოვო კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გაუზიარო მეგობრებს . გახსოვდეს
გამარჯვებული შეიძლება გახდეს ნებისმიერი, ხოდა არ გამოტოვო ეს შანსი .

ვთქვათ მოცემული გვაქვს ასეთი დავალება: ცნობილია, რომ გოძილას სომატური


უჯრედი მიტოზის დასაწყისში 80 ქრომოსომას შეიცავს. რამდენი ქრომოსომა და დნმ
იქნება თითოეულ შვილეულ უჯრედში მიტოზის ბოლოს? იმისთვის, რომ მსგავს
დავალებებს გინდა მიტოზზე ან გინდა მეიოზზე უმარტივესად გავცეთ პასუხები , პირველ
რიგში უნდა ვიცოდეთ გაყოფის დროს თითოეულ ფაზაში ქრომოსომათა და
ქრომატიდების რაოდენობის აღმწერი ზოგადი ფორმულები. აგერაა ყველა ფორმულა
მოცემული და შეგიძლია გადაიწერო და დაიმახსოვრო. ახლა კი დავუბრუნდეთ ამოცანას
და გავშიფროთ პირობა. მიტოზის დასაწყისში ანუ პროფაზაში ზოგადი ფორმულაა 2ნ და
4ც. ვინაიდან ენით ქრომოსომების ოდენობას აღვნიშნავთ, ხოლო ცეთი დნმ-ების
ოდენობას, ზოგადი ფორმულა მიმითითებს რომ დნმ-ის ანუ ქრომატიდების ოდენობა
ორჯერ მეტია ქრომოსომებზე. ეს ასე იმიტომაა, რომ ამ დროს თითოეული ქრომოსომა 2
ქრომატიდიანი ანუ 2 დნმ-იანია. მაშასადამე, პირობაში თუ მეუბნებიან რომ ქრომოსომა 80-
ია, ესეიგი დნმ ორჯერ მეტი ანუ 160 უნდა იყოს. ოკეი, ეს გავიგეთ. ახლა ჩვენ გვეკითხებიან
იმავე მონაცემებს უკვე მიტოზის ბოლოს ანუ ტელოფაზაში. ტელოფაზის ფორმულაა 2ნ და
2ც. რაც იმას ნიშნავს, რომ ქრომოსომები ისევ იგივე იქნება - 80, ხოლო რადგან აქ უკვე 2ც
გვაქვს, ესეიგი დნმ-ის ოდენობა განახევრდა ანუ დასაწყისში თუ 160 იყო, გახდებოდა 80.
ხოდა ეგეც შენი პასუხი - გოძილას უჯრედებს ტელოფაზაში ექნება 80 ქრომოსომა და 80
დნმ.

თუ გსურს მიტოზი-მეიოზის თემა სრულყოფილად შეისწავლო, გადადი აღწერაში


მითითებულ ლინკებზე და ჩაუჯექი ძალიან საინტერესო ვიდეოებს. ხო და რაც მთავარია
ჩაერთე გათამაშებაში, გამოიწერე არხი, დატოვე კომენტარი და გაუზიარე აუცილებლად
ეს ვიდეო შენს მეგობრებს. ან შეგიძლია უბრალოდ მომწერო და პირდაპირ შეიძინო
სრული კრებული ახლავე ძალიან მარტივად. გისურვებ წარმატებებს, აბა დროებით !

იღვიძებ დილით და საშინლად გტკივა ყბები და კბილები, ღამითაც კარგად არ გძინებია ,


ხშირად გეღვიძებოდა და ძლიერ დისკომფორტს გრძნობდი, დღისით თითქოს ისეთი
არაფერი, მაგრამ გადის დრო და ერთ დღესაც სარკეში იხედები და ამჩნევ , რომ შენი
კიჭუნიები ასე გამოიყურება.... გამარჯობა, მე ვარ დაჩი დავითაშვილი, ყბა-სახის ქირურგი
და დღეს ვისაუბრებთ მეტად გავრცელებულ პრობლემაზე, რომელსაც - ბრუქსიზმი
ეწოდება.

სანამ დავიწყებდეთ, გამოიწერე აუცილებლად ჩემი სამედიცინო გვერდი, რათა არ


გამოტოვო მსგავის ვიდეოები. ხშირად ბრუქსიზმს განმარტავენ როგორც უბრალოდ -
კბილების კრაჭუნს, თუმცა რეალურად ეს მდგომარეობა კბილების გარდა კიდევ ძალიან
ბევრ კომპონენტს მოიცავს. კი მართალია, რომ ამ დროს ხდება ზედა და ქვედა ყბის
კბილების ძლიერი ზედაწოლა ერთმანეთზე თანხმლები ხახუნითა და ატიპიური
მოძრაობებით. მაგრამ რა არის ამ ყოველივეს მიზეზი? უმეტესობა შემთხვევაში დაავადება
კომპლექსურ ხასიათს ატარებს და ერთდროულად მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი . ნუ
ისევე როგორც ფაქტობრივად ყველგან, აქაც მოქმედებს გენეტიკური წინასწარგანწყობა ,
თუმცა ამაზე ბევრს ვერ ვისმჯელებთ, ასე რომ პირდაპირ ნომერ პირველ რისკ -ფაქტორზე
გადავიდეთ - ესაა სტრესი და გადაძაბულობა. დიახ, მომატებული სტრესი ავტომატურად
აისახება თქვენი საღეჭი კუნთების ტონუსზე. ნორმაში ჩვენი კბილების პაროდონტში
არსებული სპეციალური მექანორეცეპტორებისა და რთული რეფლექსური რკალების
დახმარებით საღეჭი კუნთების მიერ განვითარებული ღეჭვითი ძალა მკაცრად
რეგულირდება. თუუმცა, მაშინ როდესაც გადაძაბულები, დასტრესილები და ნერვებ
აწეწილები ვართ, ჩვენი ტვინი ნაკლებად ფიქრობს იმაზე შენ ზედმეტად აჭერ კბილებს
ერთმანეთზე თუ არა. პირიქით, ხშირად ამ დროს სომატური ნერვული სისტემა მომატებულ
აქტივობას განიცდის და თქვენი ეს დაგროვილი ემოციები და ნერვებ აშლილი
მდომარეობა კბილების ერთმანეთზე ჩაკრაჭუნებაში გამოიხატება. ამას შეიძლება
ემატებოდეს სხვა რისკ-ფაქტორებიც: თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკები , მავნე ჩვევები ,
პარაზიტული ინფექციები და სხვა. ლოკალური მიზეზობრივი ფაქტორებიდან კი
აღსანიშნავია - თანკბილვის ანომალიები და სუპრაკონტაქტები. ნახეთ , როდესაც კბილები
პირის დახურვისას ერთმანეთთან ჰარმონიულად არ მოდის შეხებაში და სადღაც ჩნდება
მეტი, სადღაც ნაკლები დატვირთვის უბნები, ეს ქმნის დისბალანსს , რაც ავტომატურად
აღიქმება ჩვენი პაროდონტის და ასევე საღეჭი მუსკულატურის პროპრიორეცეპტორების
მიერ და ტვინში იგზავნება ატიპიური დატვირთვის სიგნალი. თავის ტვინს კი მარტვი
ფიდბექ სისტემა აქვს. როცა პერიფერიიდან სიგნალები შეუსაბამო და არასწორია ,
თავადაც არასწორ და შეუსაბამო სიგნალებს აგზავნის პერიფერიაზე . ანუ ჩვენი საღეჭი
კუნთებისკენ და მათი ტონუსი იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე საჭიროა . როცა თანკბილვის
პრობლემაა, კბილები არასწორად დგას და მრავალი ფიზიოლოგიური პარამეტრი
დარღვეულია, მსგავსი რეაქციის განვითარება სავსებით მოსალოდნელია . ამიტომ
ბრუქსიზმის დროს, პირველ რიგში საჭიროა თქვენი პირის ღრუს მდგომარეობის
შეფასება. აქვე, არ დაგვავიწყდეს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარიც, რომელიც ყველა
მსგავს პათოლოგიაში დაუპატიჟებელი სტუმარივით ეკვეხება. იცვლება კუნთების ტონუსი ,
ირღვევა სახსრის ფუნქციონირებაც, მისი ბიომექანიკა და ფაქტობრივად ვეშვებით
მანკიერ წრეში, როცა ერთი პრობლემა მეორეს აუარესებს და პირიქით . ამ ყველაფერს კი
აგვირგვინებს ის, რომ ზედმეტი კრაჭუნისგან თქვენი კბილები მომატებულ ცვეთას
განიცდის, ჯერ მინანქარი განილევა, შემდეგ დენტინი და ბოლოს შეიძლება მთლად ასეთი
მდგომარეობაც კი მიიღოთ. კაი ასე დრამატიზირებაც არ გვინდა, რადგან რეალურად
ბევრი ამ გართულების თავიდან აცილება მარტივად შეიძლება, თუკი ამ პრობლემას
დროულად აღმოაჩენთ და მიმართავთ ექიმს. საქმე იმაშია, რომ ზოგჯერ ბრუქსიზმი
ფაქტობრივად შეუმჩნევლად მიმდინარეობს ხოლმე, პაციენტთა დიდ ნაწილს აღნიშნული
მხოლოდ ძილის პერიოდში აწუხებს და ამიტომ დიდად არც კი აქცევს ხოლმე
ყურადღებას. ხოდა მთავარია აქ არ დაუშვათ შეცდომა. როგორც კი ოდნავ მაინც რამეს
შენიშნავთ, მაშინათვე მიმართეთ ექიმს, რათა გამოვლინდეს ყველა ის შესაძლო
გამომწვევი მიზეზი, რაც შეიძლება კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში მოქმედებდეს და
მოხდეს მათი დროული ერადიკაცია.
მეტი ასეთი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციისთვის გამოიწერე აუცილებლად
ჩემი სამედიცინო გვერდი და გაუზიარე ეს ვიდეო სხვებსაც . კონსულტაციისთვის კი
მომწერე პირადში. გისურვებთ ჯანმრთელობას, აბა დროებით.

You might also like