You are on page 1of 2

2023-2024 სასწავლო წელი

კომპლექსური /შემაჯამებლი დავალება ბიოლოგიაში N1

მე-8 კლასი

შესრულების პერიოდი: 30 ოქტომბერი- 19 ნოემბერი

თემა: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა

დავალების პირობა

ტანადობის დარღვევა

მოზარდებს ხშირად უწევთ მძიმე ჩანთის ტარება, რაც ტანადობის დარღვევას იწვევს. თანატოლების
ცნობიერების ამაღლების მიზნით გევალებათ შექმნათ პოსტერი ან ბროშურა
https://www.canva.com/create/posters - ის ან power-point-ის საშუალებით თემაზე: როგორ
ავირიდოთ თავიდან ტანადობის დარღვევა.

ნაშრომის პრეზენტაციის დროს ხაზგასმით წარმოაჩინე:

1. რაში მდგომარეობს ადამიანის ჩონჩხის აგებულების თავისებურებება;

2. როგორ შეესაბამება ჩონჩხის სტრუქტურა მის ფუნქციებს;

3. ნორმალური ტანადობა და ტანადობის დაღვევის სახეები (სქოლიოზი, ლორდოზი, კიფოზი,


ბრტყელტერფიანობა) ;

4. რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას ტანადობის ფორმირებაში?

5. ორგანიზმში ტანადობის დარღვევების დროს წარმოქნილი ჯანმრთელობის პრობლემები;

6. ტანადობის დარღვევების დროს მკურნალობის გზები და პრევენციული ღონისძიებები;

დავალების დასრულების შემდეგ უპასუხეთ კითხვებს:

 რა ეტაპები გაიარეთ კომპექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?

 რამდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ კომპლესურ დავალებაზე მუშაობა?


 რას გააკეთებდით განსხვავებულად განმეორებით, რომ იწყებდეთ კომპლექსურ დავალებაზე
მუშაობას?

შეფასების კრიტერიუმები:

 მოსწავლე ნაშრომის პრეზეტაციის დროს დეტალურად, თანმიმდევრულად და დასაბუთებულად


აღწერს თეორიულ მასალას 4ქ.
 პოსტერი/ ბროშურა სათანადოდაა ილუსტრირებული 1 ქ;
 პოსტერი/ბროშურა შექმნილია ძირითადი რეკომენდაციების მიხედვით

(იხილეთ რეკომენადციები: http://mastsavlebeli.ge/?p=7931) 1 ქ;


 მოსწავლე პასუხობს აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს; 2ქ
 მოსწავლე პრეზეტაციის დროს იცავს დროის ლიმიტს.1ქ.
 პოსტერი/ბროშურა დადგენილ ვადაში შესრულდა / გადმოიგზავნა 1ქ

You might also like