You are on page 1of 2

1

ქვეყნად რაიმე, ქარის გარდა, არ არსებულა

რადგან ყოველი დაქცეულა, არ ავსებულა,

არ არსებული არსებულად ჩათვალე, ძმაო,

არსებული კი მიიჩნიე არ არსებულად.

შეეშვი ლოცვას, დაეხსენი რწმენის მარწუხებს

იყავ კეთილი და შენს მოძმეს ნუ შეაწუხებ.

მომეცი ღვინო და იმ ქვეყნად როცა წარვდგებით,

იქ, სამსჯავროზე, შენს მაგივრად მე ვუპასუხებ.

ზოგი ლოცვაში დღე და ღამე იყო ტყვედქმნილი,

ზოგმა ლოთობა არიჩია და ღვინო ტკბილი,

ახლა იმათგან ქვეყანაზე არ დარჩა არვინ

ყველას უჩუმრად მოერია მარადი ძილი...

4.

ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,

დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე,

დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,

ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რა ქადაგებ.

5.

ამ ქვეყანაზე გამკითხველი თვალი სად არის,

ჩვენი მოსვლის და ჩვენი წასვლის კვალი სად არის,

საწუთროს ცეცხლზე რაოდენი უბიწო თვალი

იწვის, ნაცრდება, ჰქრება, მაგრამ კვამლი სად არის


6

გუშინ ბაზარში ჩავიარე და მეცა ელდა,

მექოთნე ვინმე მიწას ფეხით უხეშად ზელდა,

გმინავდა მიწა: მეც შენსავით კაცი ვიყავი,

ფრთხილად, შენც მიწად გადაგაქცევს სიმრავლე წელთა.

You might also like