You are on page 1of 2

საგანი - ბიოლოგია; კლასი მე-8

საკითხი - ჩონჩხი. ძვლების შეერთების ტიპები


სამიზნე ცნება-
სტრუქტურა და ფუნქცია (შედეგები:1, 2, 3, 5, 6,7,8,9,10)
,,ჯანმრთელობა და დაავადება ‘’ (შედეგები: 1, 2, 5, 6, 5,7,8,9,10, 11,12,13)

დავალების პირობა
მაღალ კლასებში ლუკა გაიტაცა მათემატიკამ და ჩაირიცხა მოსამზადებელ კურსებზე, რომელსაც სკოლის შემდეგ ესწრებოდა.
მეცადინეობა მოითხოვდა დამატებით ლიტერატურაზე მუშაობას, რომელსაც ლუკა მუდამ თან ატარებდა, უფრო ხშირად მარჯვენა
ხელით. ,,როგორ ატარებ ასეთ სიმძიმეს?“ -გაუკვირდა დედას, როდესაც სცადა ლუკას ჩანთის აწევა. ერთხელ სპორტის გაკვეთილზე
ლუკამ ტკივილი იგრძნო ზურგში. მასწავლებელმა შენიშნა ტანადობის დართვევა და ურჩია ექიმ-ორთოპედისათვის მიემართა. რა
სახის დარღვევას აღმოაჩენდა ექიმი? ამ შემთხვევასი რა არის ტანადობის დარღვევის მიზეზი? როგორ შეიძლება ტანადობის ამ
სახის დარღვევის თავიდან აცილება?
გაეცანი სამეცნიერო ლიტერატურას , უპასუხე კითხვებს: რა სახის დარღვევას აღმოაჩენდა ექიმი? ამ შემთხვევაში რა არის
ტანადობის დარღვევის მიზეზი? როგორ შეიძლება ტანადობის ამ სახის დარღვევის თავიდან აცილება?
ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმენი ბუკლეტი : როგორ ავირიდოთ თავიდან ტანადობის დარღვევა.

ბუკლეტის წარმოდგენისას ხაზგასმით წარმოაჩინე:


 რაში მდგომარეობს ადამიანის ჩონჩხის აგებულების თავისებურებება?
 როგორ შეესაბამება ჩონჩხის სტრუქტურა მის ფუნქციებს.
 როგორ შეესაბამება ადამიანის ჩონჩხის აგებულება გარემო პირობებს?
 რა კავშირია ჩონჩხის არასწორ განვითარებასა და ტანადობის დარღვევას შორის?
 როგორია ტანადობის დარღვევის ფორმები და მათი გამომწვევი მიზეზები?

 რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას ტანადობის ფორმირებაში?


 რა მნიშვნელობა აქვს კვლევის თითოეულ ეტაპს და მის თანმიმდევრულ განხორციელებას?

 რატომ არის მნიშვნელოვანი ეთიკის ნორმების დაცვა კვლევის მაგ. ინტერვიუს ან გამოკითხვის დროს?

მაკროცნების შეფასების კრიტერიუმები:


 რა მნიშვნელობა აქვს კვლევის თითოეულ ეტაპს და მის თანმიმდევრულ განხორციელებას?
 რატომ არის მნიშვნელოვანი ეთიკის ნორმების დაცვა კვლევის მაგ. ინტერვიუს ან გამოკითხვის დროს?

რესურსები: გაეცანით სამეცნიერო ლიტერატურას

You might also like