You are on page 1of 4

დავალების პირობა

წარმოიდგინე, რომ ხარ


ენდოკრინოლოგი და თქვენ
მიგიწვიეს სკოლაში, სადაც
მოსწავლეებს უნდა გააცნოთ
ენდოკრინული სისტემის ფუნქციის
მნიშვნელობა (ერთერთი, თქვენთვის სასურველი/საინტერესო ჯირკვლის
მაგალითზე) ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. გაეცანით
ინფორმაციას და მოამზადეთ პრეზენტაცია, რომელიც უნდა წარუდგინოთ
მოსწავლეებს.

ბუკლეტის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

 როგორ შეესაბამება ენდოკრინული სისტემის ჯირკვლების აგებულების


თავისებურება შესასრულებელ ფუნქციას?

 როგორ გავლენას ახდენს ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირება


სასიცოცხლო თვისებებზე (მაგ. მეტაბოლიზმზე, ზრდა-განვითარებაზე)?

 რა გავლენას ახდენს ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირება


ორგანიზმის ჰომეოსტაზზე?

 რა იწვევს ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირების დარღვევებს, რა


სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს და როგორ ავირიდოთ ეს დაავადებები
თავიდან? რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს ადამიანის
ენდოკრინული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის?

 ვიდეორგოლები: ფარისებრი ჯირკვალი , ფარისებრახლო,


თირკმელზედა, კუჭქვეშა, ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსი
 https://learningapps.org/4597289
 https://learningapps.org/10383812

ჩაბარების ბოლო ვადა -15 დეკემბერი


დასასმელი კითხვები:
თემასთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხვები:
1. როგორ ხორციელდება ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის შეთანხმებული
მოქმედება გარემოს ცვლად პირობებში?
2. როგორ უზრუნველყოფენ ნერვული და ენდოკრინული სისტემები
ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობას (ჰომეოსტაზს);
3. რა სტრუქტურები ქმნის ნერვულ სისტემას?როგორ ხდება ნერვული
იმპულსების გადაცემა?
4. როგორ ხორციელდება ორგანიზმის პასუხი გაღიზიანებაზე?
5. რა პირობებია აუცილებელი პირობითი რეფლექსების ჩამოყალიბებისთვის?
6. რა მნიშვნელობა აქვთ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს ჰომეოსტაზის
შენარჩუნებაში?
7. რა გავლენას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა
ადამიანის ჯანმრთელობაზე?
8. რა გავლენას ახდენენ ფსიქოაქტიური ნივთიერებები
ნერვულისისტემისფუნქციონირებაზე.
9. რატომ უნდა შევარჩიო ჩემთვის ოპტიმალური ძილ-ღვიძილისა და დღის
რეჟიმი?
10. რა გავლენას ახდენს ციფრული, ქიმიური და სხვა სახის ადიქცია
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აგებულების რა თავისებურებით
ხასიათდებიან ენდოკრინული სისტემის ორგანოები?
11. რა პრინციპით არიან ჯირკვლები დაჯგუფებული შინაგანი სეკრეციის,
გარეგანი სეკრეციის და შერეული სეკრეციის ჯირკვლებად?
12. მოქმედების როგორი მექანიზმი ახასიათებთ ჯირკვლებს?
13. როგორ ფიქრობ, რატომ მიეკუთვნება ენდოკრინული სისტემა
მარეგულირებელ სისტემებს?
14. როგორ შეიძლება ახდენდნენ ამა თუ იმ პროცესების რეგულირებას
ენდოკრინული ჯირკვლები?
15. როგორ განასხვავე გარეგანი სეკრეციის და შინაგანი სეკრეციის
ჯირკვლები ერთმანეთისაგან?
16. როგორ ასახე ჯირკვლების მოქმედების მექანიზმირომელ ჰორმონს
გამოყოფს ესა თუ ის ჯირკვალი?
17. რა გავლენას ახდენს აღნიშნული ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონი
უჯრედში/ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე?
18. რომელ სასიცოცხლო თვისებებზე ახდენს გავლენას ენდოკრინული
ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირება?
19. რა მნიშვნელობა აქვთ ენდოკრინულ ჯირკვლებს ორგანიზმის ჰომეოსტაზის
შენარჩუნებაში?
20. რა მოხდება, თუ ენდოკრინული ჯირკვლები შეწყვეტენ ფუნქციონირებას?
21. როგორ მიუსადაგე ჰორმონი შესაბამის ჯირკვალს და მათ მიერ შესასულებელ
ფუნქციას?
22. როგორ გამოიყენე ტექსტი და ვიდეორგოლი ჰორმონების ჰომეოსტაზზე
მოქმედების დასასაბუთებლად?
23. რას ნიშნავს ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, ჰიპერფუნქცია?
24. რომელი ფაქტორები განაპირობებს ამა თუ იმ ჯირკვლის ფუნქციონირების
დარღვევას?
25. რა სიმპტომები ახასიათებს ამა თუ იმ ჯირკვლის ჰიპოფუნქციას,
ჰიპერფუნქციას?
26. რომელ დაავადებებს იწვევს ამა თუ იმ ჯირკვლის ფუნქციონირების
დარღვევა?
27. როგორ შეიძლემა ამ დაავადებების მკურნალობა, პრევენცია?
28. რომელი ენდოკრინოლოგიური დაავადებებია გავრცელებული ყველაზე
მეტად საქართველოში?
29. თქვენი აზრით რა განპირობებს საქართველოში ზოგიერთი
ენდოკრინოლოგიური დაავადებების უფრო მეტად გავრცელებას?
30. რა როლს ასრულებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ენდოკრინული
დაავადებების თავიდან აცილებაში?
31. როგორ ამოიცანი ესათუის ენდოკრინული დაავადება?
32. როგორ მიუსადაგე დაავადების სიმპტომები ჯირკვლის ჰიპო ან ჰიპერ
ფუნქციას?
33. როგორ დაადგინე საქართველოში გავრცელებული ენდოკრინული
დაავადებების გამომწვევი მიზეზი?
34. როგორ გააანალიზე ტექსტი/ვიდეო-რგოლი ენდკრინული დაავადებების
პრევენციისთვისჯანსაღი ცოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის
დასასაბუთებლად?
35. მოსწავლეების მხრიდან კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროეცესში

მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები:


1. აღწერე რა პროდუქტი შექმენი
2. რა საკითხს შეეხება შენს მიერ მომზადებული დავალება?
3. რა იყო შენთვის ყველაზე მეტად საინტერესო, რომელსაც
აუცილებლად გამოიყენებ პრაქტიკაში?
4. რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?
5. რას გააკეთებდი სხვაგვარად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე
მუშაობას?
6. რა საკითხს შეეხება შენს მიერ მომზადებული დავალება?
7. რა იყო შენთვის ყველაზე მეტად საინტერესო, რომელსაც აუცილებლად
გამოიყენებ პრაქტიკაში?
8. რა ემოციები დაგეუფლა ამ დავალებაზე მუსაობის დროს?
9. რას გააკეთებდი სხვაგვარად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

10. რა არის ორსულობა?


11. რა არის პლაცენტა და რა როლს ასრულებს იგი?
12. რა ფაქტორებმა შეიძლება მოახდინოს გავლენა ნაყოფის
განვითარებაზე?
13. ილუსტრაციების მიხედვით რომელი შეესაბამება ქალის მენჯს და
რომელი მამაკაცისას?
14. რასთან არის დაკავშირებული ქალის და კაცის მენჯებს შორის
არსებული განსხვავება?
15. რა პროცესები უწყობს ხელს მშობიარობას?
16. რა არის საკეისრო ოპერაცია?
17. რა შემთხვევაში მიმდინარეობს მშობიარობა საკეისრო კვეთით?
18. რა არის აბორტი?
19. 10 .როგორ შეიძლება იმოქმედოს დედის ჯანმრთელობაზე ნაყოფის
განვითრების ხელოვნურად შეწყვეტამ ?
20. ორსულობისგან თავდაცვის რა საშუალებები არსებობს და როგორია
მათი მოქმედების მექანიზმები?
21. რა მოხდება, თუ ორსული ქალი არ იკვებება სრულფასოვნად?
22. რა მოყვება ორსულობის დროს ალკოჰოლის/ თამბაქოს / ნარკოტიკის
გამოყენებას?
23. როგორ გამოიყენე კითხვარი („მითები და რეალობა მოზარდთა
სქესობრივი ურთიერთობების შესახებ“), თვითშეფასებისთვის.
24. როგორ შეადგინე კოგნიტური სქემა ინტერაქტიური ლექციის
საფუძველზე?

You might also like