Professional Documents
Culture Documents
Qimiis Leqsikoni
Qimiis Leqsikoni
ა
ავოგადროს კანონი - სხვადასხვა აირის ტოლი მოცულობები ერთნაირ
პირობებში (ერთნაირი წნევა და ტემპერატურა) მოლეკულების ერთიდაიგივე
რაოდენობას შეიცავენ.
ავოგადროს რიცხვი – ერთ მოლ ნივთიერებაში სტრუქტურული ერთეულების
რაოდენობა – 6,02 1023
ალდეჰიდები – ორგანული ნივთიერებები, რომელთა ზოგადი ფორმულაა:
O
R C
H
ალკანები (ნაჯერი ნახშირწყალბადები, პარაფინები) – ნახშირწყალბადები,
რომელთა ზოგადი ფორმულაა CnH2n+2.
ალკენები (ეთილენის რიგის ნახშირწყალბადები, ოლეფინები) -
ნახშირწყალბადები, რომელთა ზოგადი ფორმულაა CnH2n. მათ მოლეკულაში ერთი
C=C ბმაა განხორციელებული.
ალკინები (აცეტილენური რიგის ნახშირწყალბადები) - ნახშირწყალბადები,
რომელთა ზოგადი ფორმულაა CnH2n-2. მათ მოლეკულაში ერთი CC ბმაა
განხორციელებული.
ალკოჰოლატები - სპირტების ჰიდროქსილის წყალბადის ატომის მეტალით
ჩანაცვლების პროდუქტები R – O Me
ალოტროპია – ელემენტის უნარი წარმოქმნას რამდენიმე მარტივი ნივთიერება.
ამინები – ორგანული ნივთიერებები, რომელთა ზოგადი ფორმულებია:
ა) RNH2 – პირველადი ამინები ბ) R2NH – მეორეული ამინები
გ) R3N – მესამული ამინები
ამინომჟავები – ამინო და კარბოქსილის ჯგუფის შემცველი ორგანული
ნივთიერებები.
2
გ
გამხსნელი – ხსნარის შემადგენელი კომპონენტი, რომლის შესაბამის
აგრეგატულ მდგომარეობაშია ხსნარი.
გახსნილი ნივთიერების მასური წილი () - გახსნილი ნივთიერების მასის
შეფარდება ხსნარის მასასთან. იღებს მნიშვნელობებს 0-დან 1-მდე. შეიძლება
მასური წილი გამოისახოს პროცენტებში.
გახსნის სითბო - სითბოს (ენერგიის) რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა ან
შთაინთქმება ერთი მოლი ნივთიერების დიდ რაოდენობა წყალში გახსნისას.
დ
დადებითი კატალიზატორი – კატალიზატორი, რომელიც ზრდის ქიმიური
რეაქციის სიჩქარეს
დაჟანგვა – ა) ელექტრონის გაცემის პროცესი.
ბ) მარტივი და რთული ნივთიერებების ნივთიერებების ჟანგბადთან
ურთიერთქმედების პროცესი.
4
ე
ეგზოთერმული რეაქცია – სითბოს (ენერგიის) გამოყოფით მიმდინარე ქიმიური
რაქცია.
ელექტროლიზი – ჟანგვა-აღდგენის რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენ
ელექტროდებზე ელექტროლიტის წყალხსნარში (ან ნალღობში) მუდმივი
ელექტრული დენის გატარებისას.
ელექტროლიტები - ნივთიერებები, რომელთა წყალხსნარები და ნალღობები
ატარებენ ელექტრულ დენს.
5
ი
იზომერები - ერთნაირი შედგენილობის და განსხვავებული აღნაგობის მქონე
ნაერთები.
იზოტოპები - ერთნაირი ატომგულის მუხტის, მაგრამ განსხვავებული მასების
მქონე ატომები. იზოტოპებს ატომგულში ერთიდაიგივე რაოდენობის პროტონები
და განსხვავებული რაოდენობის ნეიტრონები აქვთ.
ინდიკატორები - ნივთიერებები, როლებიც სხვადასხვა რეაქციის მქონე
ხსნარებში (მჟავა, ტუტე და ნეიტრალური) იღებენ სპეციფიკურ შეფერილობას.
იონები – დადებითად ან უარყოფითად დამუხტული ატომები ან ატომთა
ჯგუფები. დადებითად დამუხტულ იონებს კათიონები ეწოდებათ. კათიონებია: H+,
NH4+, Na+, Mg2+, Al3+ და ა.შ. უარყოფითად დამუხტულ იონებს ანიონები ეწოდებათ.
ანიონებია: OH-, Cl-, NO3-, SO42-, PO43- და ა.შ.
იონური ბმა - ქიმიური კავშირი, რომელიც აღიძვრება საწინააღმდეგოდ
დამუხტულ იონებს შორის ელექტროსტატიკური ურთიერთმიზიდვის ხარჯზე.
6
კ
კათიონები - დადებითად დამუტული იონები
კათოდი - უარყოფითი ელექტროდი
ლ
ლანთანოიდები - ელემენტთა ჯგუფის სახელწოდება. ამ ელემენტთა
რიგიბრივი ნომერია 57-71 (La - Lu)
ლე-შატელიეს პრინციპი – თუ წონასწორულ სისტემაზე მოქმედებს
წონასწორობის დამრღვევი რაიმე გარეშე ძალა, მაშინ სისტემაში აღიძვრება ამ ძალის
საწინააღმდეგოდ მიმართული პროცესები.
ლითონები – იხ. მეტალები
მ
მარილები – რთული ნივთიერებები, რომლებიც მეტალის ატომებისა და მჟავას
ნაშთის ჯგუფებისგან შედგებიან.
7
12
შემოღებული სპეციალური ერთეული, რომლის სიდიდეა C იზოტოპის მასის
ერთი მეთორმეტედი.
მასის მუდმივობის კანონი - რეაქციაში შესულ ნივთიერებათა მასა უდრის
რეაქციის შედეგად მიღებულ ნივთიერებათა მასას.
მასური წილი – სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს
ა) ნივთიერების მასის რა ნაწილი მოდის ამა თუ იმ ელემენტზე.
ბ) ნარევის მასის რა ნაწილი მოდის ნარევის შემადგენელ თითოეულ
კომპონენტზე.
გ) ხსნარის მასის რა ნაწილი მოდის გახსნილ ნივთიერებაზე.
მასური წილის აღსანიშნავად იყენებენ სიმბოლოს .
მეტალები – ქიმიური ელემენტების დიდი ნაწილი (დაახლოებით 80%)
მეტალებია. იშვიათი გამონაკლისების გარდა მეტალის ატომებს გარე ელეტრონულ
შრეზე ერთი ან ორი ელექტრონია მოთავსებული. რაც უფრო ადვილად გასცემს
ატომი ელექტრონს, მით უფრო ძლიერია ელემენტის მეტალური ბუნება. მეტალებს
ეძახიან ამ ელემენტების შესაბამის მარტივ ნივთიერებებსაც. მეტალები მყარი
ნივთიერებებია (გამონაკლისია ვერცხლისწყალი). მათ ახასიათებთ სითბო და
ელექტროგამტარობა, ჭედადობა და გლინვადობა. მეტალებია - Li, Na, K, Ca, Cu, Al,
Fe, და ა. შ.
მეტალური ბმა – ქიმიური ბმა, რომელიც აღიძვრება მეტალების კრისტალებში
მეტალის კათიონებსა და “ელექტრონულ აირს” შორის ურთიერთმიზიდვის
შედეგად.
8
ჯგუფებისგან შედგება.
მიმოცვლის რეაქციები – რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენ ორ რთულ
ნივთერებას შორის შემდეგი სქემის მიხედვით:
AX + BY AY + BX
ნ
ნავთობი – მუქი ფერის, ბლანტი თხევადი მასა, რომელსაც მოიპოვებენ
დედამიწის წიაღიდან. შედგება ნაჯერი, ციკლური და არომატული
ნახშირწყალბადებისგან. შეიცავს აგრეთვე ჟანგბად, გოგირდ და აზოტშემცველ
ორგანულ ნივთიერებებს. ნავთობის გადამუშავების შედეგად იღებენ საწვავს
შიდაწვისა და რეაქტიული ძრავებისათვის, ტექნიკურ და საყოფაცხოვრებო საწვავს,
საცხის და საპოხ ზეთებს, გუდრონს. ნავთობი ქიმიური წარმოების ძირითადი
ნედლეულია.
ნავთობის თანამდე აირები – აირები, რომლებიც გამოიყოფა ნავთობის
პროპანისა და ბუთანებისაგან.
ნარევი – სისტემა, რომლის შემადგენლობაში ორი და მეტი სახის ნივთიერება
შედის.
ნახევრადდაშლის პერიოდი - დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც
იშლება არსებული რადიაქტიური ელემენტის ატომების ნახევარი.
ნახშირწყალბადები - ორგანული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულები
ნახშირბადისა და წყალბადის ატომებისაგან შედგება. არსებობს ნაჯერი, ციკლური,
უჯერი და არომატული ნახშირწყალბადები.
ნახშირწყლები - ორგანული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულების
შედგენილობა შეიძლება ასე გამოისახოს Cn (H20)m. ნახშირწყლები მრავალატომიანი
ალდეჰიდო-კეტონო სპირტები ან მათი კონდენსაციის შედეგად მიღებული
ნივთიერებებია.
ნაჯერი ხსნარი – ხსნარი, რომელშიც მოცემულ პირობებში ნივთიერების
მაქსიმალური რაოდენობაა გახსნილი.
ნეიტრონი - დაუმუხტავი ნაწილაკი, რომლის მასა დაახლოებით პროტონის
მასის ტოლია (1მ.ა.ე.), სიმბოლოა n.
ო
10
პ
პენტოზები –მონოსაქარიდები რომლის მოლეკულა ხუთ ატომ ნახშიტბადს
შეიცავს.
პერიოდულობის კანონი - მარტივ ნივთიერებათა თვისებები, შესაბამისი
რთული ნივთიერებების თვისებები და ფორმები პერიოდულ დამოკიდებულებეშია
ელემენტის ატომგულის მუხტის სიდიდესთან.
პერიოდული სისტემა – ელემენტთა პერიოდული სისტემა – ელემენტების
კლასიფიკაციის შესაბამისი ცხრილი (ტაბულა).
O
pept i d u r i bma - C NH bma
“პი” () ბმა - ქიმიური ბმა, რომელიც წარმოიქმნება ბმის წარმომქმნელი
ატომების ცენტრების შემაერთებელი ღერძის პერპენდიკულარულად
ელექტრონული ღრუბლების გადაფარვისას.
პირომეტალურგია - მეტალების აღდგენა მაღალ ტემერატურაზე.
11
ჟ
ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები – რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენ
მორაგირე ნივთიერებათა შემადგენელი ატომები დაჟანგულობის ხარისხების
ცვლილებით.
რ
რადიაქტივობა - იზოტოპების ატომგულების თავისთავად დაშლის პროცესი.
ამ დროს ისინი ასხივებენ , და სხივებს და გარდაიქმნებიან სხვა ელემენტად.
რადიკალები – ა) ატომები ან ატომთა ჯგუფები, რომლებიც გაუწყვილებელ
ელექტრონს შეიცავენ.
ბ) ნახშირწყალბადების მოლეკულიდან ერთი წყალბადატომის ჩამოცილების
შედეგად მიღებული ჯგუფები.
12
ტ
ტუტე მეტალები - ელემენეტთა ბუნებრივი ოჯახი. ელემენტთა პერიოდული
სისტემის I ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის მეტალები (Li, Na, K, Rb, Cs, Fr).
ტუტემიწა მეტალები - ელემენტთა ბუნებრივი ოჯახი. ელემენტთა
პერიოდული სისტემის II ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის მეტალები (Be, Mg, Ca, Sr, Ba,
Ra).
ტუტეები - წყალში ხსნადი ჰიდროქსიდები (ფუძეები). მაგ: NaOH, KOH,
Ba(OH)2 და სხვა.
13
უ
უარყოფითი კატალიზატორი ანუ ინჰიბიტორი – კატალიზატორი, რომელიც
ამცირებს ქიმიური რეაქციის სიჩქარეს.
უჯერი ნახშირწყალბადები – ნახშირწყალბადები, რომელთა მოლეკულები
შეიცავენ ორმაგ ან სამმაგ ბმას.
უჯერი ხსნარი – ხსნარი, რომელშიც მოცემულ პირობებში ნაჯერ ხსნართან
შედარებით ნაკლები ნივთიერებაა გახსნილი.
ფ
ფარადეი კანონი – გამოსახავს ელექტროლიზის პროცესების
კანონზომიერებებს.
m=
ქ
ქვანახშირი – სასარგებლო წიაღისეული. მოიპოვებენ ქვანახშირის შახტებში,
აგრეთვე ღია წესით. ძირითადი შემადგენელია ნახშირბადი. იყენებენ
საყოფაცხივრებო და ტექნიკურ საწვავად. მისი გადამუშავებით იღებენ კოქსს,
ქვანახშირის ზეთს და კოქსის აირს.
ქიმია - საბუნებისმეტყველო მეცნიერების ერთერთი დარგი, რომელიც
იკვლევს ქიმიურ ელემენტებს, მათ მიერ წარმოქმნილ მარტივ და რთულ
ნივთიერებებს, მათ გარდაქმნებს და კანონებს, რომლებსაც ეს გარდაქმნები
ემორჩილებიან.
ქიმია (ტერმინი) - ა) ტერმინი ქიმია ეგვიპდიდან მოდის. ძველეგვიპტურ ენაზე
ეგვიპტეს ”შავმიწა” ანუ ”ქიმია” ეწოდებოდა. ეგვიპტელების მეზობლები მინის
წარმოებას, ლითონების მიღებას, საღებავების მომზადების მეთოდებს
ეგვიპტელებისაგან გაეცნენ და ამიტომ მას ”ქიმია” უწოდეს.
ბ) არსებობს მოსაზრება, რომ ტერმინი ქიმია ჩინეთიდან მომდინარეობს,
კერძოდ ოქროს ძველჩინურად ”ქიმ”, ხოლო მის მიღებას ”ქიმია” ეწოდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ძველი ბერძნები კოლხეთში ოქროს მიღების პროცესს ”ქიმიად”
მოიხსენიებდნენ. ექვთიმე მთაწმინდელის მიხედვით: ”ქიმია არს ხელოვნებაი
გამოდნობისა”.
ქიმიური ბმები – კავშირები, რომელთა საშუალებით ატომები ერთმანეთს
უკავშირდებიან.
ქიმიური ელემენტი - ერთნაირი ატომგულის მუხტის მქონე ატომების
ერთობლიობა.
ქიმიური ელემენტის ფარდობითი ატომური მასა – განყენებული სიდიდე,
რომელიც გვიჩვენებს რამდენჯერ უფრო მეტია მოცემული ელემენტის ერთი ატომის
მასა ერთ მასის ატომურ ერთეულზე.
15
ჩ
ჩანაცვლების რეაქციები – რეაქციები, რომლის დროს მარტივი ნივთიერებების
ატომები იკავებენ შესაბმისი რთული ნივთიერებების შემადგენლობაში მყოფი
ატომის ან ატომთა ჯგუფის ადგილს.
ც
16
ძ
ძლიერი ელექტროლიტი – ელექტროლიტი, რომლის დისოციაციის ხარისხი >
30% 0,1მოლი/ლ კონცენტრაციისას, თუ ხსნარის t=150.
წ
წვა – სითბოსა და სინათლის გამოყოფით მომდინარე ქიმიური რეაქცია.
წყალბადური ბმა – ბმა, რომელიც აღიძვრება პოლარულად დაკავშირებულ
წყალბადატომსა და მაღალი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტების (ფტორი,
ჟანგბადი, აზოტი) ატომებს შორის.
წყლის სიხისტე – ბუნებრი წყლებში კალციუმისა და მაგნიუმის ხსნადი
მარილების შემცველობით გამოწვეული მოვლენა.
ხ
ხსნადობა - ხსნარის წარმოქმნის უნარი.
ხსნადობის კოეფიციენტი – სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს მაქსიმუმ რამდენი
გრამი ნივთიერება შეიძლება გაიხსნას მოცემულ ტემპერატურაზე 100 გრამ წყალში
(ან 1ლ ანუ 1000გ წყალში).
ხსნარი – ცვლადი შედგენილობის ერთგვაროვანი (ჰომოგენური) სისტემა,
რომელიც ორი და მეტი კომპონენტისგან შედგება.
ხსნარის მოლური კონცენტრაცია - სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს რამდენ მოლ
გახსნილ ნივთიერებას შეიცავს 1 ლიტრი ხსნარი.
ჰ
ჰალკოგენები - ელემენტების ბუნებრივი ოჯახი ელემენტთა პერიოდული
სისტემის VI ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები (O, S, Se, Te, Po).
17