You are on page 1of 3

ქიმიური ბმები ლიზი ბაბუციძე

ქიმიური ბმა ატომთა ურთიერთქმედებაა, რომელსაც აქვს ელექტრონული ბუნება,


აერთიანებს ატომებს მოლეკულებად და რთულ სტრუქტურებად, ანუ
კრისტალებად. ქიმიური ბმის წარმოქმნის აუცილებელი პირობაა ატომების
მიახლოების შედეგად სისტემის სრული ენერგიის შემცირება.

ქიმიური ბმის სახეები:

ქიმიუი ბმის სახეებია: იონური, კოვალენტური და მეტალური ბმა.


იონური ბმა ურთიერთსაპირისპიროდ დამუხტულ იონებს შორის
ელექტროსტატიკური მიზიდვით დამყარებული ბმაა. იონური ბმა წარმოიქმნება
ელექტროუარყოფითობით მნიშვნელოვნად განსხვავებულ ატომებს შორის.
იონური ნაერთები წარმოქმნიან იონურ კრისტალურ მესერს, რომლის კვანძებში
განლაგებულია იონები. იონთა მუხი განისაზღვრება გაცემული და მიერთებული
ელექტრონების რიცხვით.
ფთორი პერიოდული სისტემის მეორე პერიოდის, მეშვიდე ჯგუფის, მთავარი ქვეჯგუფის
ქიმიური ელემენტია, ატომური ნომერია 9. აღინიშნება სიმბოლოთი F ფთორი — ქიმიურად
ძალიან ძლიერი აქტიური არალითონია და ყველაზე ძლიერი მჟანგავი.
ლითიუმი ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ჯგუფის მეორე პერიოდის
ქიმიური ელემენტია. მისი ატომური ნომერია — 3.
ამ ორ ატომს შორის მყარდება ურთიერთქმედება, რომელსაც იონური ბმა
შეესაბამება . აგრეთვე იონური ბმის მაგალითია კალციუმის და გოგირდის
ურთიერთქმედება. კალციუმი Ca, პერიოდული სისტემის II ჯგუფის ელემენტი, ატომური
ნომერია - 20, ატომური მასაა - 40,08; ბუნებრივი ელემენტი წარმოადგენს 6 სტაბილური
იზოტოპის ნაერთს: 40Ca, 42Ca, 43Ca, 44Ca, 46Ca და 48Ca, მათ შორის ყველაზე მეტად
გავრცელებულია 40Ca. გოგირდი პერიოდული სისტემის მეექვსე ჯგუფის ელემენტია. მისი
რიგობრივი რიცხვია –16. მასური რიცხვი 32.

კოვალენური ბმა
კოვალენტური ბმა ორ ატომს შორის ქიმიური ბმის ერთ–ერთი სახე, რომელიც
ხორციელდება მათი საზიარო ელექტრონების ხარჯზე. კოვალენტური ბმა შეიძლება იყოს
როგორც ერთგვარ ატომებს(H2, Cl2, N2) ისევე სხვადასხვა ატომებს(Si და C – SiC; H და O – H2O)
შორის. კოვალენტური ბმით წარმოქმნილი მოლეკულა ან ქიმიური ნაერთი მტკიცეა,
ახასიათებს ნაკლები ქიმიური აქტივობა(მაგალითად პარაფინულ ნახშირწყალბადებს ),და
ცვეთამედეგობა.

არაპოლარული კოვალენტური ბმა არის ქიმიური ბმის სახეობა, რომელშიც ორი


ატომი, რომლებსაც აქვთ მსგავსი ელექტრონეგატივი, ელექტრონებს უნაწილებენ
და ქმნიან მოლეკულას.

ამ ტიპის კავშირი გვხვდება სხვადასხვა მახასიათებლების დიდი რაოდენობით


ნაერთებში, რომლებიც გვხვდება აზოტის ორ ატომს შორის, რომლებიც
წარმოქმნიან გაზურ სახეობებს (N2) და ნახშირბადის და წყალბადის ატომებს
შორის, რომლებიც იკავებენ მეთანის გაზის მოლეკულას (CH)4),

პოლარულ-კოვალენტური ბმაში საზიარო ელექტრონული წყვილი გადახრილია


ელექტროუარყოფითი ელემენტის ატომისკენ. წარმოქმნილი მოლეკულის
ელექტრონული ღრუბლის სიმკვრივე გადაწეულია ელექტროუარყოფითი
ელემენტის ატომისკენ. წარმოიქმნება დიპოლი პოლუსებზე ნაწილობრივ დელტა+
და დელტა- მუხტით.

კოვალენტური ბმა შეიძლება წარმოიქმნას ერთი ატომის თავისუფალი


ელექტრონული წყვილის და მეორე ატომის თავისუფალი ორბიტალის ხარჯზე.
ატომს, რომელიც ქიმიურ ბმაში საკუთარი ელექტრონული წყვილით
მონაწილეობს დონორი ეწოდება, ხოლო თავისუფალი ორბიტალის მქონე ატომს
აქცეპტორი. ამას კოვალენტური ბმის დონორ-აქცეპტორული მექანიზმი ეწოდება
მაგალითად ამიაკს მოლეკულაში აქვს თავისუფალი ელექტრონული წყვილი,
რომლითაც ამყარებს ბმას თავისუფალი ორბიტალის მქონე წყალბადის დადებით
იონთან.

რაც შეეხება წყალბადსა და ნახშირბადს. ისინი წყვილდებიან წყალბადის ოთხი


ატომის ელექტრონებთან.
მეტალური ბმა:

მეტალური ბმა ეწოდება მეტალურ კრისტალურ მესერში მეტალის კატიონებს


შორის თავისუფალი ელექტრონებით დამყარებულ ბმას. მეტალები იონური და
კოვალენტური ნაერთებისაგან განსხვავებით ხასიათდებიან მაღალი სითბო- და
ელექტროგამტარობით, რაც მეტალის კრისტალურ მესერში თავისუფლად
გადაადგილების უნარის მქონე ელექტრონების არსებობის დამადასტურებელია.
მეტალის ატომებს გარე ელექტრონულ შრეზე აქვთ ელექტრონების მცირე რიცხვი,
ამასთან ისინი ხასიათდებიან იონიზაციის დაბალი ენერგიით, რის გამოც
სავალენტო ელექტრონები ადვილად გადაადგილდებიან მეტალის მთელ
მოცულობაში და სწორედ მათი თავისუფალი მოძრაობის შედეგია მეტალთა
ელექტროგამტარობა.
წყალბადური ბმის წარმოქმნა განპირობებულია წყალბადის ატომების მცირე
ზომით და შიგა ელექტრონული შრეების უქონლობით. ეს საშუალებას აძლევს
ელექტროუარყოფითი ელემენტის ატომს, მიუახლოვდეს ძალიან ახლა მანძილზე.
წყალბადური ბმა წარმოიქმნება ელექტროუარყოფითობითი ელემენტის
კოვალენტური ბმით წყალბადტან დაკავშირების შემთხვევაში.

You might also like