You are on page 1of 2

ფარადეის პირველი კანონი

1832 წელს ფარადეიმ შეამჩნია, რომ რაც უფრო დიდხანს გადიოდა


ელექტროლიტში მუდმივი დენი, მით მეტი ნივთიერების რაოდენობა გამოიყოფა
არჩეულ ერთ-ერთ ელექტროდზე. ე.ი. გამოყოფილი მასა დენის დინების დროის
პროპორციული აღმოჩნდა. იმის შესასწავლად თუ როგორ იყო დამოკიდებული
ელექტროდზე გამოყოფილი ნივთიერების მასა დენის ძალის სიდიდეზე,
ფარადეიმ დენი გაატარა A, a, B და C ჭურჭელში მოთავსებულ სრულიად ერთნაირი
კონცენტრაციისა და გვარობის ელექტროლიტებში რადგან B და C ჭურჭელში
ჩასხმული ელექტროლიტები წრედში პარალელურად არიან ჩართული და მათ
საერთო წინაღობა აქვთ, ამიტომ
I2=I3=I/2 , I1=2I2=2I3 .
ფარადეიმ გაზომა თითოეულ ჭურჭელში ჩაშვებულ კათოდზე გამოყოფილი
ნივთიერებების მასა, დარწმუნდა რომ B და C ჭურჭელში კათოდებზე გამოყოფილი
ნივთიერებების მასები ერთნაირი სიდიდის იყო m2= m3 , და ეტოლებოდა A
ჭურჭელში კათოდზე გამოყოფილი ნივთიერების მასის ნახევარს m2=1/2m1=m3 .
ფარადეიმ დაადგინა რომ ელექტროდებზე გამოყოფილი ნივთიერებების მასა
ელექტროლიტში გავლილი დენის ძალის პროპორციულია და ცდების შედეგად
დაასკვნა, რომ
m=KQ=KIt სადაც: m -მასა, k -ელექტროქიმიური ექვივალენტი, I -დენი, t-დრო.
K=m/q=კგ/გ=კგ
ფორმულა გამოსახავს ფარადეის კანონს. ელექტროლიზის დროს თითოეულ
ელექტროდზე გამოყოფილი ნივთიერების მასა პირდაპირპროპორციულია
ელექტროლიტში გამავალი დენის ძალისა, დენის დინების დროისა.

ფარადეის მეორე კანონი


ნივთიერების ელექტროქიმიური ექვივალენტი K პირდაპირპროპორციულია მისი
ქიმიური ექვივალენტის. ქიმიურად რომ განვიხილოთ ელექტროქიმიური
ექვივალენტი პირდაპირპროპორციულია ატომური მასის შეფარდება
ვალენტობასთან. აქ პროპორციულობის კოეფიციენტს წარმოადგენს ფარადეის
რიცხვის უნივერსალური მუდმივაა. არ არის დამოკიდებული ელექტროლიზში
მონაწილე სხვა პარამეტრებზე. ელექტროქიმიური ექვივალენტი k=A/F x n . A
-ატომური მასა, n -ვალენტობა, F-ფარადეის მუდმივა. თუ K-ს ამ მნიშვნელობას
პირველ კანონში შევიტანთ (m=kq),მაშინ m=Aq/Fn. F=96500კ/მ (კულონი/მოლი)
.ფარადეის რიცხვის ფიზიკური არსი- ეს არის ის მუხტი რომლის გავლისას
ელექტროლიტში გამოიყოფა რიცხობრივად ელექტროქიმიური ექვივალენტის
ტოლი მასა.

ელექტრული დენი სითხეებში


როგორც უკვე ავღნიშნეთ, ელექტრულ დენს მეტალებში განსაზღვრავს
ელექტრონების ჭარბი რაოდენობა. მათი მოწესრიგებული მოძრაობა ქმნის დენს.
ზოგი სითხე დენს კარგად ატარებს, ზოგი - არა. მგ:გამოხდილი წყალი ელ.დენის
არგამტარია ეს განპირობებულია მასში თავისუფალი დამუხტული ნაწილაკების
არარსებობით. დამუხტული ნაწილაკები თავისუფალი სახით აუცილებლად უნდა
გვხვდებოდეს, რომ მათ შექმნან დენი. ჩვეულებრივ პირობებში თუ განვიხილავთ
ელექტროლიტებს, ეს არის ტუტეების, ფუძეების, ხსნადი მარილების
წყალხსნარები და არიან კარგი გამტარები. როცა წყალI( H2O)დენს ატარებს მისი
მოლეკულური სტრუქტურის დაშლა ხდება იონებად.
ამ პროცესს ელექტროლიტური დისოციაცია ეწოდება. სითხეებში დენის გავლის
პროცესს განაპირობებს დადებითი და უარყოფითი იონების მოწესრიგებული
მოძრაობა. ასეთ გამტარობას იონური გამტარობა ეწოდება. ამის გარდა გვაქვას
ელექტრული გამტარობაც. ეს თხევად ლითონებში გვხვდება. დენის გავლის
პროცესი ელექროლიდში განსაკუთრებულია, რადგან ამ დროს ხდება
ნივთიერების გამოყოფა ელექტროდზე. ამ პროცესს ელექტროლიზი ეწოდება. ამ
პროცესში დადებითი იონი მიემართება უარყოფითი ელექტროდისკენ და
პირიქით. დადებით იონს ანიონი/ანოდი ეწოდება, უარყოფითს კათოდი.
ელექტროლიზის მოვლენა ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მრეწველობაში.
საკუთრივ ელექტროლიზი არის ალუმინის, წყალბადის, წყალბადის პეროქსიდის,
ქლორის და მისი ორგანული ნაერთების ასევე ნატრიუმის ჰიდროქსიდისა და
მანგანუმის დიოქსიდის [1], მიღების მათავარი მეთოდი. ელექტროლიზის
(ელექტროექსტრაქცია, ელექტრორაფინირება) მეშვეობით ხდება ლითონების
დიდი რაოდენობის მიიღება მადნებიდან და ხდება მათი გადამუშავება ასევე
ელექტროლიზი გამოიყენება გამდინარე (კანალიზაციური) წყლების გაწმენდა
გასუფთავებაში (ელექტროკოაგულაციის პროცესი, ელექტროექსტრაქცია ,
ელექტროფლოტაცია)

ხსნარში ქაოტურად მოძრავი იონები ელექტრული დენის გატარებისას იწყებენ


მიმართულ მოძრაობას ანოდისაკენ და კათოდისაკენ. ელექტროდებზე ხდება
იონთა განმუხტვა. კათიონები ანოდიდან იძენენ ელექტრონებს და იჟანგებიან,
ხოლო ანიონები კათოდს გადასცემენ ელექტრონებს და აღდგებიან. ე.ი.
ელექტროდებზე წარიმართება ჟანგვა-აღდგენითი პროცესი. ანოდზე ჟანგვა , ანუ
ელექტრონების გაცემა კათოდზე აღდგენა. ამ პროცესს ელექტროლიზი ეწოდება .
ხელსაწყოს ელექტროლიზერი ან საელექტროლიზო აბაზანა.

You might also like