You are on page 1of 1

ელექტრული დენი ვაკუუმში. ელექტრონულ-სხივური მილი.

ნახევარგამტარების უნიკალური თვისებების აღმოჩენამდე გამოიყენებოდა


ელექტრონული ლამფები.

ჭურჭლიდან (მილაკიდან) აირის ამოტუმბვით შეიძლება მივიღოთ აირი,


მოლეკულების ძალიან დაბალი კონცენტრაციით.

დაიმახსოვრე

აირის მდგომარეობას, რომლის დროსაც მოლეკულები ასწრებენ ჭურჭლის ერთი


კედლიდან მეორემდე მისვლას ერთმანეთთან დაჯახების გარეშე, უწოდებენ ვაკუუმს.

თუ ვაკუუმიან მილაკში მოვათავსებთ ორ ელექტროდს და შევაერთებთ მათ დენის


წყაროსთან, დენი ელექტროდებს შორის არ გაივლის — ვაკუუმში არ არის მუხტის
გადამტანები. შესაბამისად, მილაკში დენის არსებობისთვის საჭიროა შეიქმნას დამუხტული
ნაწილაკების წყარო.

თერმოელექტრონული ემისია. ხშირად ასეთი წყაროების მოქმედება დაფუძნებულია


ლითონის სხეულების თვისებაზე — მაღალ ტემპერატურაზე გამოასხივონ ელექტრონები.

დაიმახსოვრე

გახურებული ლითონების მიერ ელექტრონების გამოსხივების მოვლენას,


თერმოელექტრონული ემისია ეწოდება.

ეს მოვლენა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ლითონის ზედაპირიდან


ელექტრონების აორთქლება. ბევრ მყარ ნივთიერებას თერმოელექტრონული ემისია ეწყება
ისეთ ტემპერატურებზე, რომლებზეც თვოთონ ნივთიერების აორთქლება ჯერ არ იწყება.
ზუსტად ასეთი ნივთიერებები გამოიყენება კათოდის დასამზადებლად.

ცალმხრივი გამტარებლობა. დიოდი. თერმოელექტრონულ ემისიას მივყავართ


იქამდე, რომ გახურებული ლითონის ელექტროდი, ცივისგან განსხვავებით, განუწყვეტლივ
ასხივებს ელექტრონებს. ელექტრონები ელექტროდის გარშემო ქმნიან ელექტრონულ
ღრუბელს. ელექტროდი იმუხტება დადებითად და დამუხტული ღრუბლის ელექტრული
ველის გავლენით ელექტრონები ღრუბლიდან ნაწილობრივ ბრუნდებიან ელექტროდზე.

ელექტროდების დენის წყაროსთან მიერთების შემდეგ, მათ შორის წარმოიქმნება


ელექტრული ველი. თუ დენის წყაროს დადებით პოლუსს მივაერთებთ ცივ ელექტროდთან
(ანოდთან), ხოლო უარყოფითს — ცხელ ელექტროდთან (კათოდთან), მაშინ ელექტრული
ველის დაძაბულობის ვექტორი მიმართული იქნება ცხელი ელექტროდისკენ. ამ ველის
ზეგავლენით ნაწილი ელექტრონებისა ელექტრონული ღრუბლიდან დაიწყებენ მოძრაობას
ცივი ელექტროდისკენ. ელექტრული წრედი ჩაიკეტება და მასში გაივლის ელექტრული
დენი.

You might also like