You are on page 1of 15

ატომი D.R.ს.

ჩიტავა

ატომი ძველი ბერძნული სიტყვაა და გაუჭრელს/განუყოფრლს ნიშნავს . ის ჩვეულებრივი


მატერიის შემადგენელი უმცირესი ერთეულია, რომელსაც ქიმიური ელემენტის  თვისებები
გააჩნია. ყოველი მყარი სხეული, სითხე, აირი და პლაზმა შედგება ნეიტრალური
ან იონიზირებული ატომებისაგან. ატომები ძალიან მცირე ზომისაა, მათი ჩვეულებრივი ზომა ,
დაახლოებით, 100 პიკომეტრია (მეტრის ათმემილიარდედი მეტრულ სისტემაში ), თუმცა ატომებს
მკაფიოდ განსაზღვრული საზღვრები არ გააჩნიათ და არსებობს მათი ზომების განსაზღვრის
სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც განსხვავებულ, თუმცა მსგავს შეფასებებს იძლევიან .

ატომები საკმარისად პატარებია საიმისოდ, რომ კლასიკურ ფიზიკოსებს თვალსაჩინოდ მცდარი


შედეგები მისცეს. ფიზიკის განვითარებასთან ერთად , ატომური მოდელები გაერთიანდნენ
კვანტურ პრინციპებში მათი ქცევის უკეთ ახსნისა და პროგნოზირებისათვის .
თითოეული ატომი შედგება ბირთვისა და მასთან დაკავშირებული ერთი ან მეტი
ელექტრონებისგან. ბირთვი შედგება ერთი ან მეტი პროტონსა და ჩვეულებრივ,
მსგავსი რაოდენობის ნეიტრონებისგან (პროთიუმს ნეიტრონი არ გააჩნია).
პროტონებსა და ნეიტრონებს ნუკლონებს უწოდებენ. ატომის მასის 99,94%-ზე მეტს
ბირთვი იკავებს. პროტონებს აქვთ დადებითი მუხტი, ელექტრონებს —
უარყოფითი, ხოლო ნეიტრონებს მუხტი არ გააჩნიათ. თუ პროტონებისა და
ელექტრონების რაოდენობა ტოლია, მაშინ ატომი ელექტრონეიტრალურია,
ხოლო თუ ატომს პროტონების რაოდენობაზე მეტი ან ნაკლები ელექტრონი
გააჩნია, მაშინ მას, შესაბამისად, უარყოფითი ან დადებითი მუხტი აქვს. მუხტის
მქონე ატომს იონი ეწოდება.

ატომის ელექტრონებს ბირთვში არსებული პროტონები ელექტრომაგნიტური


ძალის საშუალებით იზიდავენ. ბირთვში პროტონები და ნეიტრონები ერთმანეთს
განსხვავებული ძალებით იზიდავენ. ბირთვული ძალა, რომელიც, ჩვეულებრივ,
ელექტრომაგნიტურზე ძლიერია, დადებითად დამუხტულ პროტონებს
ერთმანეთისაგან აცალკევებს. გარკვეულ გარემოებებში, საწინააღმდეგო
ელექტრომაგნიტური ძალა ბირთვულზე ძლიერი ხდება და შესაძლოა, ნუკლეონები
ბირთვიდან გამოდევნოს, რაც ბირთვული გარდაქმნის შედეგად, ერთ ქიმიურ
ელემენტს მეორედ აქცევს.
 ერნსტ რეზერფორდი (დაიბადა ახალ ზელანდიაში) – უნიკალური მეცნიერია
იმით, რომ თავისი ძრითადი აღმოჩენები ნობელის პრემიის მიღების მერე გააკეთა.
1911 წელს, მან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც მეცნიერებს საშუალება მისცა
ატომის გულში ჩაეხდათ და ჰქონოდათ წარმოდგენა მის შინაგან აღნაგობაზე

გამოიყენა რა ბუნებრივი რადიოაქტიური გამოსხივების წყარო, რეზერფორდმა


მიმართული და ფოკუსირებული ნაწილაკების ნაკადის მომცემი მოწყობილობა
გააკეთა. ეს იყო ტყვიის პატარა კონტეინერი ვიწრო ჭრილით ერთ მხარეზე,
რომლის შიგნითაც რადიოაქტიური ელემენტი იყო მოთავსებული. რადიოაქტიური
ელემენტის მიერ გამოსხივებული ნაწილაკები ყველა მიმართულებებით
მოძრაობენ და ტყვიის მიერ შთაინთქმება, ალფა ნაწილაკები (შედგება ორი
პროტონისგან და ორი ნეიტრონისგან, ანუ ჰელიუმის ბირთვი) კონტეინერიდან
გარეთ, მხოლოდ დატოვებული ვიწრო ჭრილიდან ხვდებოდა. შემდეგ,
ნაწილეკების კონის გზაზე კიდევ რამდენიმე ტყვიის ვიწრო ჭრილიანი ეკრანი იყო
მოთავსებული, რათა მომხდარიყო სწორი მიმართულებიდან გადახრილი
ნაწილაკების მოშორება. ამის შედეგად, სამიზნისკენ კარგად ფოკუსირებული
ნაწილაკების კონა იყო მიმართული, თვითონ სამიზნეს კი ოქროს უთხელესი
ფირფიტა წარმოადგენდა. სწორედ მას ხვდებოდა ალფა-სხივი. ფირფიტის
ატომებთან შეჯახების მერე, ნაწილაკები აგრძელებდნენ გზას და ლუმინოფორიან
ეკრანზე ხვდებოდნენ, რომელიც სამიზნეს უკან იყო დაყენებული. მასზე
მოხვედრილი ალფა-ნაწილაკები ლუმინოფორის მცირე ანთებებს იწვევდა. ამ
ანთებების მიხედვით ექსპერიმენტატორს შეეძლო განესაზღვრა, რა რაოდენობით
და რა კუთხით ხდებოდა წრფივი მოძრაობიდან ნაწილაკების გადახრა, ზოგი
ნაწილაკი სამიზნედან უკუმიმართულებით აირეკლებოდა, ოქროს ფირფიტასთან
დაჯახების შემდეგ.
ამ ცდით დადგინდა, რომ ატომი შედგემა კომპაქტური,
თუმცა მასიური, დადებითად დამუხტული ბირთვისგან,
რომლის გარშემოც ელექტრონები მოძრაობენ.
სწორედ ამიტომ აირეკლებოდა ალფა-ნაწილაკები
პირდაპირ ბირთვთან შეჯახების დროს, რადგან
ერთსახელა მუხტები ერთმანეთისგან განიზიდება,
ხოლო რომლებმაც ფირფიტში გასვლა მოახერხა იმის
მიხედვით გადაიხარა, რა მანძილზე ჩაუარა ბირთვს

ვიდეო

https://youtu.be/jBM0qEkmHec
1. I პოსტულატი: ატომი შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ განსაკუტრებულ ,,
სტაციონალურ’’ მდგომარეობაში, რომელსაც შეესაბამება განსაზღვრული ენერგია E.
სტაციონალურ მდგომარეობაში ატომი არ ასხივებს

2. II პოსტულატი: ატომის გადასვლისას ერთი სტაციონალური მდგომარეობიდან მეორეში


გამოისახება ან შთაინთქმება ელექტრომაგნიტური ენერგიის კვანტი hv .

hv = E2 – E1
თუ სისტემის შემადგენელი ელემენტების რაოდენობა ექსპონენციალურად
კლებულობს, მისი ნახევრად დაშლის პერიოდი ეწოდება დროს, რომელიც საჭიროა
ამ სისტემაში შემავალი ელემენტების საწყისი რაოდენობის ორჯერ შემცირებისათვის .
კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერების ნახევრად დაშლის პერიოდი გვიჩვენებს თუ
რა დროში დაიშლება ამ ნივთიერების რაოდენობის ნახევარი. ექსპონენციალური
დაშლის პროცესი გამოისახება ფორმულებით:

Nt = N0 (1/2)

სადაც:
•  - t დროის შემდეგ დარჩენილი ელემენტების რაოდენობაა,
•  - ელემენტების საწყისი რაოდენობა,
•  - ნახევრად დაშლის პერიოდი,
• λ - დაშლის მუდმივა,
•  - ელემენტის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა
ფორმულების შედარებიდან გამომდინარეობს, რომ

აქედან მივიღებთ, რომ:

ანუ ნახევრად დაშლის პერიოდი დაახლოებით 30%-ით ნაკლებია   ელემენტის


სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე.
საბა ჩიტავა

მადლობა სხვა დროს გადამიხადეთ

You might also like