You are on page 1of 13

ატომიდან ატომამდე

ატომ

დემოკრიტე
 Ძვ.წ. აღ. 460-370 წლების
ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ატომების მატერიალისტური მოძღვრების
შემქნელი. დემოკრიტეს თანახმად, ყველაფერი , რაც ხდება სამყაროში
და ადამიანის ცხოვრებაში, მკაცრად არის განსაზღვრული და გარკვეულ
კანონზომიერებას ემორჩილება . ყოველივე არსებული შედგება უმცირესი
განუყოფელი ნაწილაკებისაგან - ატომებისაგან . ატომები
ერთმანეთისაგან განსხვავდება ზომით, ფორმით და სიმაგრით . საგანთა
მრავალფეროვნებას განაპირობებს ის, თუ როგორი ატომები ჭარბობს
მათში და როგორაა ისინი განლაგებული. საგნების წარმოშობა არის
ატომების გაერთიანება და და მოსპობა - ამ მთლიანობის დაშლა , რაც
მოძრაობას გულისხმობს. თავის მხრივ, მოძრაობის პირობა სიცარიელეა .
ამრიგად, დემოკრიტეს ფილოსოფიური სისტემა სამი ცნების
საფუძველზეა აგებული, ესენია ატომი, სიცარიელე და მოძრაობა .
ჯონ დალტონი
დაიბადა 6 სექტემბერს 1766 წელს,  იგლსფილდში,
ინგლისში.
ის არის ქიმიკოს-ფიზიკოსი და მეტეოროლოგი,
რომელმაც შეიმუშავა ატომების თეორიის
თანამედროვე ფორმულირება. ამ კაცს დიდი
ინსტრუქცია და განათლება არ მიუღია, მაგრამ •დალტონის ატომური თეორია იყო პირველი სრულყოფილი
ყველაფრის ცოდნის სურვილი მის ტრენინგს ბევრად
მცდელობა, აეხსნათ ნივთიერება ატომებითა და მათი თვისებებით.
აუმჯობესებს.
•დალტონმა თავისი თეორია დააფუძნა მასის მუდმივობის
მას შემდეგ, რაც იგი მეცნიერად აღიარეს, მან მყარი კანონოსა და შედგენილობის მუდმივობის კანონზე.
პოზიცია ააწყო აკადემიაში. ამდენი გამოკვლევის
•თეორიის პირველი ნაწილი ამბობს, რომ ყველა ნივთიერება შედგება
შემდეგ მან აღმოაჩინა ის, რაც ჩვენ ვიცით, როგორც
მრავალი პროპორციის კანონი. ეს არის კანონი, ატომებისგან, რომლებიც განუყოფელია.
რომელიც განმარტავს ქიმიურ რეაქციაში მონაწილე •თეორიის მეორე ნაწილი ამბობს, რომ მოცემული ელემენტის ყველა
ელემენტების წონას.  ატომის მასა და თვისებები იდენტურია.
 მან აღმოაჩინა, რომ რეაქციას შეიძლება ჰქონდეს •მესამე ნაწილი ამბობს, რომ ნაერთები ორი ან მეტი განსხვავებული
განსხვავებული პროპორციები.  პროპორციის  ტიპის ატომების კომბინაციაა.
ცვალებადობა მას კარგად არ ესმოდა, მაგრამ ამის •თეორიის მეოთხე ნაწილი ამბობს, რომ ქიმიური რეაქცია ატომების
წყალობით მან შეძლო დაენახა ურთიერთობა ყველა
გადაჯგუფებაა.
მონაცემს შორის და დაედგინა რა იყო მრავალი
პროპორციის კანონი. •თეორიის ნაწილებს გადაკეთება დასჭირდა სუბატომური ნაწილაკებისა
და იზოტოპების აღმოჩენის საფუძველზე.
ჯოზეფ ჯონ ტომსონი 
ჯოზეფ ჯონ ტომსონი დაიბადა დიდი ბრიტანეთის  პატარა ქალაქ  ჩითემ -
ჰილში, მანჩესტერთან ახლოს, 1856 წლის 18 დეკემბერს ბუკინისტის ოჯახში .
ტომსონის მოღვაწეობიდან რაც მთავარი იყო ის, რომ
ტომსონი იკვლევდა კათოდური სხივების ბუნებას და თვისებებს , რაც ადრე
ნაწილობრივ უკვე იყო შესწავლილი. საკუთარი გამოკვლევების შედეგად იგი
მივიდა პირველი ელექტრონული ნაწილაკის - ელექტრონის აღმოჩენამდე .
ელექტრონის აღმოჩენის შემდეგ ტომსონს დაებადა აზრი , რომ  ატომი  იყო
რთული აღნაგობის და ელექტრონი იყო მისი ნაწილაკი ; რომ გარკვეულ
პირობებში ისინი შეიძლება ატომებს მოწყდნენ , დამოუკიდებლად
არსებობდნენ ან სხვა ატომს შეუერთდნენ.
1903 წელს თომსონმა გამოაქვეყნა ატომის საკუთარი მოდელი , რომელიც
წარმოადგენდა დადებითად დამუხტული მატერიის ღრუბელს , სიმეტრიულად
დაწინწკლული ელექტრონებით. რადიოაქტიურობის შემდგომი კვლევის
პროცესში თომსინის მოდელმა ვერ ახსნა რიგი მოვლენები , რის გამოც
თომსონი იძულებული გახდა ათი წლის შემდეგ ადგილი
დაეთმო რეზერფორდის მოდელისთვის.
ერნესტ
რეზერფორდი
დაიბადა 30 აგვისტოს 1871წ, ბრაიტუოტერში, ახალ
ზელანდიაში.
რეზერფორდი ჯ.ტომსონის მოწაფე იყო, რომელმაც
განაგრძო მასწავლებელის გზა.
რეზერფორდი არაჩვეულებრივი ექსპერიმენტატორი
იყო და მას არაერთი აღმოჩენა ეკუთვნის.
რადიოაქტიურ ნივთიერებებთან მუშაობისას მან
აღმოაჩინა ალფა და ბეტა გამოსხივება. ატომის
სტრუქტურის აღმოჩენაში კი სწორედ ალფა
გამოსხივება დაეხმარა.
Მან ჩაატარა ექსპერიმენტი,რომლის დორსაც ალფა
ნაწილაკების ნაკადს მხოლოდ ჰაერი აბრკოლებდა,
რეზერფორდმა შეამჩნია, რომ დეტექტორი უფრო
ნაკლებ ნაწილაკს აფიქსირებდა, ვიდრე თეორიული
გამოთვლების მიხედვით იყო მოსალოდნელი. ჰაერს Პლანეტარული
დიდი ენერგიის მქონე ალფა ნაწილაკებზე არანაირი მოდელი
გავლენა არ უნდა მოეხდინა და მათ შეუშფოთებლად,
ყოველგვარი არეკვლის გარეშე უნდა გაევლოთ
გარემოში. შედეგი კი სულ სხვა რამეზე მიუთითებდა:
ნაწილაკებს გზად რაღაც აბრკოლებდა, რადგან
რადიუმის წყაროს მიერ გამოსხივებული ნაწილაკების
Რეზერფორდის ექსპერიმენტი
ექსპერიმენტი შემდეგში მდგომარეობდა: 
რადიოაქტიური რადიუმი მოათავსეს ტყვიის კოლოფში. ტყვიის
კოლოფი გამოსხივების დიდ ნაწილს შთანთქავდა და მხოლოდ
პატარა ნახვრეტიდან გამოდიოდა ნაწილაკთა კონა .
გამოტყორცნილი ალფა ნაწილაკები დაუმიზნეს ოქროს
ფოლგის ძალიან თხელ ფირფიტას. ფირფიტა თუთიის
სულფიდის ეკრანით იყო გარშემორტყმული, რომელიც ალფა
ნაწილაკის დაჯახებას დააფიქსირებდა – აციმციმდებოდა .
რეზერფორდი ელოდა, რომ ტომსონის მოდელის შესაბამისი სტრუქ
ტურის მქონე ატომებში, რომლებშიც თანაბრად იყო განაწილებული 
მასა და დადებითი მუხტი, დიდი ენერგიის მქონე ალფა ნაწილაკები 
მარტივად გავიდოდნენ და მათი გაბნევა მცირე, უმნიშვნელო იქნებო
და. ნაწილაკების უმრავლესობა მართლაც ფირფიტის პირდაპირ და
ფიქსირდა, თუმცა რამდენიმე მათგანი სხვადასხვა კუთხით აირეკლა
, მათ შორის, ზოგი თითქმის 180 გრადუსითაც კი.
“ქლიავის პუდინგის მოდელის” შემთხვევაში ეს წარმოუდგენელი იყ
ო. რეზერფორდსაც გაუკვირდა ასეთი შედეგი და წერდა:
“ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-
ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი მოვლენა იყო. დაახლოებით იმას
 ჰგავს,
15 დიუმიანი ჭურვი ესროლო ქაღალდის ხელსახოცს, ის კი აირეკლო
ს და უკან დაგიბრუნდეს.”
ნილს ბორ

დაიბადა 7 ოქტომბერს, 1885 წელს, კოპენჰაგენში, დანიაში.
არის თანამედროვე ფიზიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი. 
აქმიანობაში ჩაერთო ახალგაზრდა ბორი, რომელმაც
დაადგინა, რომ ნივთიერების ქიმიური თვისებები
განისაზღვრება ელექტრონების რაოდენობით, ანუ მუხტით
და არა მასით. ყოველივე ეს ხსნიდა იზოტოპების არსებობას,
რადგან ალფა–დაშლის დროს (ალფა ნაწილაკი
წარმოადგენს ჰელიუმის ბირთვს და +2 მუხტის
მატარებელია), როდესაც ეს ნაწილაკი გამოიტყორცნება
ბირთვიდან, მიღებული
ელემენტი მენდელეევის პერიოდულ სიტემაში გადაინაცვლ
ებს ორი უჯრით მარცხნივ, ხოლო ბეტა–დაშლის დროს,
როდესაც ბირთვიდან ელექტრონი გამოიტყორცნება – ერთი
უჯრით მარჯვნივ. ამრიგად აღმოჩენილ იქნა რადიოაქტიური
წანაცვლების კანონი.
არნოლდ ზომერფელდი
ერვინ შრედინგერი

You might also like