You are on page 1of 10

მეტალური და იონური

ბმები
• ზოგადად, ქიმიური ბმა ეწოდება ატომთა
ურთიერთქმედებას,რის შედეგადაც
წარმოიქმნება ორი ან მრავალატომიანი
ნაერთები,რომლებიცაა:იონები,რადიკალები,
კრისტალები და სხვა.

ქიმიურ ბმას მიაკუთვნებენ ოთხ სახეობას.


ესენია: კოვალენტური ბმა,იონური
ბმა,მეტალური ბმა და წყალბადური
ბმა/ლონდონის დისპერსიის ძალები.
იონური ბმა
იონური ბმის
მაგალითი

ქლორისა და ნატრიუმის ატომები ერთმანეთთნ მიახლოებისას


წარმოქმნის საზიარო ელექტრონულ წყვილს,მაგრამ ქლორისა და
ნატრიუმის ატომების ელეწტროუარყოფითობებს შორის დიდი
განსხვავების გამო,ეს ელექტრონული წყვილი იმდენად ძლიერ
გადაიწევს ქლორის ატომისკენ,რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ-
ნატრიუმის ატომმა თავისი ელექტრონი გადასცა ქლორის ატომს.
• იონური ბმა ეწოდება ქიმიურ ბმას,რომელიც
წარმოქმნილია საპირისპირო ნიშნის იონებს
შორის ელექტროსტატიკური მიზიდვის
ძალებით.

ნაერთს,რომელიც იონური ბმის წარმოქმნის


შედეგად მიიღება,იონური ნაერთი ეწოდება.
იონური ნაერთები წარმოქმნიან იონური
კრისტალის მესერს,რომლის კვანძებშიც
იონებია განლაგებული.
მეტალური
ბმა
მეტალური ბმის
სიმტკიცე საკმაოდ
დიდია. ამას მოწმობს
ხმის ენერგიის
მნიშვნელობა
სხვადასხვა მეტალში.

მეტალური ბმის
სიმტკიცის გამო
მეტალების სიმკვრივე
დიდია,ლღობის
ტემპერატურა კი,
მაღალი. მეტალური ბმა
არამარტო ცალკეულ
მეტალებში,არამედ მათ
შენადნობებშიც იჩენს
• ქიმიურ ბმას,რომელიც დამყარებულია მეტალის კატიონებს
შორის, მეტალურ კრისტალში თავისუფლად მოძრავი
ელექტრონების მიზიდვის საშუალებით,მეტალური ბმა
ეწოდება.

მეტალები იონური და კოვალენტური ნაერთებისაგან


განსხვავებით ხასიათდებიან მაღალი სითბო- და
ელექტროგამტარობით, რაც მეტალის კრისტალურ მესერში
თავისუფლად გადაადგილების უნარის მქონე
ელექტრონების არსებობის დამადასტურებელია.
• მეტალის ატომებს გარე ელექტრონულ შრეზე აქვთ
ელექტრონების მცირე რიცხვი (1, 2 ან 3), ამასთან ისინი
ხასიათდებიან იონიზაციის დაბალი ენერგიით, რის გამოც
სავალენტო ელექტრონები ადვილად გადაადგილდებიან
მეტალის მთელ მოცულობაში და სწორედ მათი თავისუფალი
მოძრაობის შედეგია მეტალთა ელექტროგამტარობა.
დასასრული

You might also like