You are on page 1of 2

მ.

ვერიოვკინი

1. უჯრედი შედგება სამი ურთიერთდაკავშირებული


ნაწილისგან:გარსისგან,ციტოპლაზმისგან და
ბირთვისგან.
2. ილუსტრაციაზე გამოსახულია 1-ჰიდროფილური
თავი,2-ინტეგრირებული ცილა,3-ნახშირწყლები.
3. პლაზმური მემბრანის ფუნქციებია:ბარიერული-ის
გამიჯნავს უჯრედის შიგთავსს გარემოსგან,მაგრამ არ
წყვეტს ნივთიერებათა ცვლას.გლიკოპროტეიდების
დიდ ნაწილს რეცეპტორების ფუნქცია აკისრიათ.როცა
გარკვეული ნივთიერება უკავშირდება „თავის“
რეცეპტორს,გლოკოპროტეიდი აგებულებას იცვლის და
ეხმარება უჯრედს შესაბამისი პასუხი გასცეს მომხდარ
ცვლილებას.
4. პლაზმური მემბრანის დაზიანების შემთხვევაში
უჯრედი არ იქნება დაცული მავნე ნივთიერებებისგან
ბარიერით,ვერ შეძლებს რეცეპტორების ფუნქციის
გამოყენებას და ვერ უპასუხებს მომხდარ
ცვლილებებს,მცენარეები ვერ შეძლებენ
ფოტოსინთეზის განხორციელებას.
5. ციტოპლაზმის ძირითადი კომპონენტია ციტოზოლი
ანუ მატრიქსი.
6. ციტოზოლი ავსებს სივრცეს ორგანოიდებს შორის,მის
90%-ს წყალი შეადგენს და მასში გახსნილია უჯრედის
ორგანული და არაორგანული
ნივთიერებები.ციტოზოლი მუდმივ
მოძრაობაშია,რითაც ხელს უწყობს ციტოპლაზმაში
მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს.
7. მცენარეულ უჯრედებშია სახამებელი,ცილების
მარცვლები და ცხიმის წვეთები.ცხოველურ
უჯრედებში-გლიკოგენი და ცხიმი.

You might also like