You are on page 1of 4

ნახშირწყლები

მარი როდონაია
რთული ორგანული ნაერთები, რომელთა
შედგენილობაში შედის ნახშირბადის,
ჟანგბადისა და წყალბადის ატომები.
განასხვავებენ მარტივსა და რთულ
ნახშირწყლებს. მარტივ ნახშირწყლებს
მონოსაქარიდები ეწოდება. რთული
ნახშირწყლები არის პოლიმერები,
რომლებშიც მონოსაქარიდები
მონომერის როლს ასრულებენ. ორი
მონოსაქარიდისაგან წარმოიქმნება
დისაქარიდი, სამისაგან - ტრისაქარიდი,
მრავლისაგან — პოლისაქარიდი. ყველა ლაქტოზ
მონოსაქარიდი უფერო ნივთიერებაა, ა
წყალში კარგად იხსნება; თითქმის
ყველას აქვს ტკბილი, სასიამოვნო გემო.
ყველაზე გავრცელებული
მონოსაქარიდებია გლუკოზა, ფრუქტოზა,
რიბოზა და დეზოქსირიბოზა. ისინი შედიან
ნუკლეინის მჟავებისა და ატმოსფეროს
შემადგენლობაში.
დი- და ტრისაქარიდები მონოსაქარიდის მსგავსად,
გლუკოზა
კარგად იხსნება წყალში, აქვთ ტკბილი გემო.
მონომერული რგოლების რიცხვის ზრდასთან
ერთად პოლისაქარიდების ხსნადობა კლებულობს,
ტკბილი გემო ქრება. დისაქარიდებიდან
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭარხლისა და
რძის შაქრები. პოლისაქარიდებიდან ფართოდაა
გავრცელებული სახამებელი, გლიკოგენი, უჯრედის
ცელულოზა. მერქანი თითქმის წმინდა
ცელულოზაა. ამ პოლისაქარიდების მონომერი
გლუკოზაა.
ნახშირწყლების ფუნქციები
1.სამშენებლო ანუ სტრუქტურული-ისინი შედიან მცენარეული და ცხოველური
უჯრედის გარსის შემადგენლობაში
2.ენერგეტიკული-1გ. ნახშირყლის დაშლისას მიიღება 17,6კ/ჯ ენერგია
3.სამარაგო-ნახშირწყლები კრისტალების სახით ციტოპლაზმაში და უჯრედის
სხვადასხვა ორგანოიდში გვხვდება,საჭიროების შემთხვევაში იშლებიან ,რითაც
ორგანიზმის მომარაგებას ახდენენ ენერგიით.
4.რეგულატორული-ნერწყვში შედის მუცინი,რომელიც აუცილებელია
ნაწლავების პერისტალტიკისთვის.

You might also like