You are on page 1of 12

სილიციუმი

გიორგი თევზაძე
სილიციუმის ზოგადი დახასიათება
სილიციუმი ანუ კაჟი ყველაზე გავრცელებული მეტალოიდი. იგი
წარმოადგენს ქიმიური ელემენტს, რომლის სიმბოლოა Si, ხოლო ატომური ნომერი
14. იგი მეტალოიდია და გაცილებით ნაკლებად რეაქტიულია, ვიდრე მისი ქიმიური
ანალოგი ნახშირბადი.
სილიციუმი მერვე ყველაზე გავრცელებული ელემენტია სამყაროში, მაგრამ
იშვიათად გვხვდება თავისუფალი სახით. უფრო ხშირია მისი ნაერთები სილიციუმის
დიოქსიდის ან სილიკატების სახით ქვიშებში, კვარცებში, კვარციტებში და კაჟებში.
დედამიწის ქერქში სილიციუმი მეორე ყველაზე ფართოდ გავრცელებული
ელემენტია ჟანგბადის შემდეგ და შეადგენს დედამიწის ქერქის 27.7%-ს მასის
მიხედვით.
სილიციუმის პირველი იდენტიფიცირება, როგორც კაჟის, მოხდა ანტუან ლავუაზიეს
მიერ 1787 წელს.
სილიციუმის გასუფთავებული
ნაჭერი
სილიციუმის ფიზიკური თვისებების
დახასიათება დახასიათება
სილიციუმს ნახშირბადის მსგავსად გარე ელექტრონულ ორბიტალზე ოთხი ელექტრონი აქვს.
სილიციუმის კრისტალური სტრუქტურა, ალმასის მსგავსად ატომურია. მასში სილიციუმის
ყოველი ატომი ოთხ სხვა ატომთანაა შეერთებული კოვალენტური ბმით, მაგრამ ეს ბმები
გაცილებით სუსტია ვიდრე ნახშირბადატომებს შორის ალმასში. სილიციუმის კრისტალში
ჩვეულებრივ პირობებშიც კი კოვალენტური ბმების ნაწილი დარღვეულია, ჩნდება თავისუფალი
ელექტრონები, რომლებიც განაპირობებენ მის მცირე ელექტროგამტარობას. გაცხელების ან
დასხივებისას დარღვეული ბმების რიცხვი და შესაბამისად, ელექტროგამტარობაც იზრდება.
ამით აიხსნება სილიციუმის ნახევარგამტარული ბუნება, რითაც იგი ემსგავსება ლითონებს.
ბუნებრივი სილიციუმი ძლიერ ჰიგროსკოპული და მურა ფერის ფხვნილია.
სილიციუმი შედარებით ინერტული ელემენტია. იგი ურთიერთქმედებს ჰალოგენებთან და
განზავებულ ტუტეებთან, მაგრამ მჟავათა უმეტესობა (გამონაკლისია აზოტმჟავა და
ფტორწყალბადმჟავა) არ ურთიერთქმედებს მასთან. სუფთა კრისტალურ სილიციუმს აქვს რუხი
ფერი და მეტალური ბზინვარება, იგი მინის მსგავსია, მაგრამ გაცილებით მაგარია და აქვს
უნარი წარმოქმნას თხელი, ნათელი ფენა. სილიციუმი ძნელადლღობადია. მისი ლღობის
ტემპერატურა ≈1412˚C–ია.
სილიციუმი ერთადერთია იმ მცირერიცხოვან ნივთიერებებს შორის (მსგავსად წყლისა და
გალიუმისა), რომელთა სიმკვრივე თხევად მდგომარეობაში მეტია, ვიდრე მყარ
სილიციუმის დახასიათება როგორც
ქიმიური ელემენტის
სილიციუმის ატომის ელექტრონული ფორმულაა: 1s22s22p63s23p2
მშვიდ მდგომარეობაში სილიციუმის ატომს სავალენტო შრეზე აქვს 2
გაწყვილებული და 2 გაუწყვილებელი ელექტრონი, მაგრამ მისთვის უფრო
დამახასიათებელია აგზნებულ მდგომარეობაში გადასვლა, როცა წყვილი s
ელექტრონი ითიშება და ერთ-ერთი მათგანი გადადის თავისუფალ p-ორბიტალზე ე.ი
ოთხივე ელექტრონი ხდება გაუწყვილებელი, შედეგად მის ატომს შეუძლია წარმოქმნას
4 ქიმიური ბმა, ე.ი იქნება +4 და -4. ბუნებაში მისი ნაერთებიდან გავრცელებულია: SiO2-
ქვიშა; K2O·Al2O3·6SiO2-მინდვრის შპატი; Al2O3·2SiO2·2H2O-კაოლინიტი;
K2O·3Al2O3·6SiO2·2H2O-ქარსი; 3MgO·4SiO2·CaO-აზბესტი და სხვა მრავალი. ალუმინის
ოქსიდის შემცველ სილიკატებს ალუმინსილიკატები ეწოდება. ბუნებაში ხშირად ხდება
ალუმინსილიკატების გარდაქმნა. მაგალითად: მინდვრის შპატები ჰაერის სინესტისა და
ნახშირორჟანგის მოქმედებით განიცდიან გამოფიტვას, რომლის შედეგად წარმოიქმნება თიხის,
ქვიშის და მარილების ბუდობები. გამოფიტვის პროცესი შეიძლება ასეთი რეაქციით გამოვსახოთ :
K2O·Al2O3·6SiO2+2H2O+CO2→K2CO3+4SiO2+Al2O3·2SiO2·2H2O
მისი ქიმიური თვისებები

სილიციუმი მაღალ ტემპერატურაზე იწვის Si+O2→SiO2


მაღალ ტემპერატურაზე უერთდება ნახშირბადს კარბორუნდის წარმოქმნით Si+C→SiC
კარბონული სიმაგრით ძალიან ჰგავს ალმასს და გამოიყენება ქარგოლების და წისქვილების
დოლაბების დასამზადებლად. მაღალ ტემპერატურაზე უერთება მეტალებს, მაგ: მაგნიუმს და
წარმოქმნის მაგნიუმის სილიციდს. Si+2Mg→Mg2Si
წყალბადს უშუალოდ არ უერთდება, მაგრამ წარმოქმნის წყალბადნაერთს - SiH4 (ყველაზე
მარტივად),
რომელიც მიიღება მაგნიუმის სილიციდზე მარილმჟავას მოქმედებით
Mg2Si+4HCl→2MgCl2+SiH4↑
წარმოქმნილი წყალბადნაერთი - სილანი იწვის ტკაცანით SiH4+2O2→SiO2+2H2O
რთული ნივთიერებებიდან სილიციუმზე რეაგირებს ფტორწყალბადმჟავას აზოტმჟავასთან
ნარევი (სხვა მჟავები მასთან არ მოქმედებენ) Si+4HF→SiF4+2H2
მიღებული სილიციუმის ფტორიდის ჭარბ HF-თან ურთიერთქმედებისას მიიღება
სილიციუმფთორწყალბადმჟავა SiF4+2HF→H2SiF6
სილიციუმი რეაგირებს გახსნილ ან გამღვალ ტუტესთან Si+2NaOH+H2O→Na2SiO3+2H2
სილიციუმის გამოყენება
დღევანდელ ცხოვრებაში
სილიციუმი ნაერთები მთავარი სამშენებლო მასალაა რადგან ესეთი
ნაერთბია ქვიშა, ცემენტ, მინა, სილიკონის წებო,მარმარილო და ა.შ
რომელითაც ყველანაირი შენობაა აშენებული
ასევე სილიციუმს იყენებენ იყენებენ ნებისმიერი სამზარეულოსა და
ლაბორატორიის კერამიკის და მინის ჭურჭლის დასამზადებლად
სილიციუმის ვიზუალური შედარება
სხვა ელემენტებთან
 ვიზუალურად იგი ძალიან გავს დარიშხანს, ალუმინს, გერმანიუმს, გალიუმს და
ბორს მაგრამ ყველაზე მეტად ჰგავს გერმანიუმს რადგან ორივე ერთ ჯგუფშია
სილიციუმის ნაერთები
ელემენტებთან
 სილიციუმი მის გარშემო ელემენტებთან გალიუმის გარდა ყველასთნ
წარმოქმნის ნაერთს(მაგალითად:SiBn,SiC,Si3N4,AlSi, O16P4Si3,)
 ნახშირბადს და სილიციუმს შეუძლიათ პოლიმერული ჯაჭვი
წარმოქმნან მაგრამ ნახშირბადი არა მეტალია და კარგი გამტარი
როცა სილიციუმი მეტალოიდია და ნახევრად გამტარია
სილიციუმის ნაერთების შედარება

სილიციუმის მჟავა - სუსტი, უხსნადი, წარმოქმნილია, როდესაც მჟავა ემატება სილიკატურ


ხსნარს გელის (ჟელატინისებრი ნივთიერების) სახით. H 4 SiO 4 (ორთოსილიციუმი) და H 2 SiO
3 (მეტასილიციუმი, ან სილიციუმი) მხოლოდ ხსნარში არსებობს და შეუქცევადად
გარდაიქმნება SiO 2 გახურებისას და გაშრობისას. შედეგად მიღებული მყარი ფოროვანი
პროდუქტი - სილიციუმის გელი, აქვს განვითარებული ზედაპირი და გამოიყენება როგორც
გაზების ადსორბენტი, საშრობი, კატალიზატორი და კატალიზატორი.
სილიკატები - სილიციუმის მჟავას მარილები უმეტესად (ნატრიუმის და კალიუმის
სილიკატების გარდა) წყალში არ იხსნება. Თვისებები ....
წყალბადის ნაერთები - ნახშირწყალბადების ანალოგები, სილანები, ნაერთები, რომელშიც
სილიციუმის ატომები დაკავშირებულია ერთი ბმით, ძლიერი თუ სილიციუმის ატომები
ორმაგად არის შეკრული. ნახშირწყალბადების მსგავსად, ეს ნაერთები ქმნიან ჯაჭვებს და
რგოლებს. ყველა სილას შეუძლია სპონტანურად აალდეს, შექმნას ასაფეთქებელი ნარევები
ჰაერთან და ადვილად მოახდინოს რეაგირება წყალთან.
სილიციუმის ნაერთები ჰგავს სტრუქტურულადაც, შედგენილობით და თვისებებითაც
ნახსირბადისა და გერმანიუმის ნაერრტებს მაგალითად ოქსიდები და მჟაები
ასევე სილიციუმის მარჯვნივ ოთხი ელემენტი წარმოქმნის ამფოტერულ ნივთიერებებს
დანარჩენი ოთხი კი მხოლოდ მჟავებს.
გმადლობთ ყურადღებისთვის

You might also like