You are on page 1of 6

1

ტყვია Pb

ტყვიას აქვს ყველაზე დიდი ატომური ნომერი მდგრად ელემენტებს შორის, ტყვიის ოთხ მდგრად
იზოტოპს გააჩნია 82 პროტონი, "მაგიური რიცხვი" ატომის ბირთვის ღრუბელისებურ მოდელში.

ტყვიას ფართო გამოყენება აქვს სხვადასხვა სფეროში. მისგან მზადდება აკუმულიატორები,


ვაზნები, გირები, ტოლჩები და სხვა. გამომდინარე იქიდან, რომ ტყვია რადიაციას არ ატარებს,
მისგან მზადდება რადიაციასაწინააღმდეგო ფენები. კალისა და ტყვიის შენადნობი ადვილად
ლღვება დაბალ ტემპერატურაზე.

ტყვიის რაოდენობა დედამიწის ქერქში შეადგენს 0.0016% მასით. ზღვის წყალში ტყვიის
შემადგენლობა - 0.03მკგ/ლ. მაგრამ ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე მეტალი, რომელიც უფრო
გავრცელებულია, ვიდრე მისი უახლოესი მეზობლები - ოქრო, ვერცხლისწყალი და ბისმუტი. ეს
დაკავშირებულია იმასტან, რომ ტყვიის სხვადასხვა იზოტოპები წარმოადგენენ ურანისა და
თორიუმის დაშლიოს საბოლოო პროდუქტს, ასე რომ ტყვიის შემცველობა დედამიწის ქერქში
ნელნელა იზრდებოდა მილიარდი წლის განმავლობაში. ტყვია (ურანული) ნაწილობრივ
კონცენტრირდება პეგმატიტებში. ჩვეულებრივი ტყვია კონცენტრირდება საკონტაქტო-
მეტასომატიკურ ჰიდროტერმინალურ წარმონაქმნში.ტყვია ხშირად იმყოფება ვერცხლთან და
კალასთან ერთად და წარმოქმნის ვერცხლ-ტყვიის და ტყვია-თუთიას საბადოებს, ოქროსა და
სპილენძის მინარევების შემთხვევაში კი ე.წ პოლიმეტალურ მადნეულს.

ტყვია არის გამა-გამოსხივების საუკეთესო მშთანთქმელი (საწყისი რადიაცია, რომელიც


ძირითადად შედგება გამა სხივებისაგან)

სიმკვრივე - 11.3415გ/სმ3 (20 °C ტემპერატურაზე)

ლღობის ტემპერატურა - 327.4 °C (621.32 °F; 600.55 K)

დუღილის ტემპერატურა - 1740 °C (3164 °F; 2013.15 K)

ტყვია ამჟღავნებს ჟანგვის ხარისხს +2 და +4. ტყვია არ არის ქიმიურად ძალიან აქტიური. ტყვია
აქტიურობის მწკრივში იმყოფება წყალბადის მარცხენა მხარეს, მას არ შეუძლია წყალბადის
გამოძევება განზავებული HCl-დან და H2SO4-დან, წყალბადის ტყვიაზე გადაძაბვის გამო.

ასევე მეტალის ზედაპირზე წარმოიქმნება ძნელად ხსნადი PbCl2 ქლორიდისა და სულფატის


PbSO4 ფენა, რომელიც იცავს მეტალს მჟავების შემდგომი ზემოქმედებისაგან. კონცენტრირებული
მჟავები H2SO4 და HCl ტიპის, გაცხელებისას ურთიერთქმედებენ ტყვიასთან და წარმოქმნიან
შემდეგი შემადგენლობის ხსნად კომპლექსურ ნაერთებს Pb(HSO4)2 და Н2[PbCl4]. აზოტმჟავა, ასევე
ზოგიერთი ორგანული მჟავები (მაგალითად, ლიმონმჟავა) ხსნიან ტყვიას და მიიღება Pb(II)
მარილები. წყალში ხსნადობის მიხედვით ტყვიის მარილები იყოფა უხსნად (მაგალითად,
სულფატი, კარბონატი, ქრომატი, ფოსფატი, მოლიბდატი და სულფიდი), მცირედხსნად
2

(ქლორიდი და ფტორიდი) და ხსნადი (მაგალითად, აცეტატი, ნიტრატი და ტყვიის ქლორატი).


Pb(IV) მარილების მიღება შესაძლებელია Pb(II) მარილების, გოგირდმჟავათი ძლიერ შემჟავებული
ხსნარების ელექტროლიზით. Pb(IV) მარილები იერთებენ უატყოფიტად დამუხტულ იონებს და
წარმოქმნიან კომპლექსურ ანიონებს, მაგალითად, პლუმბატები (PbO3)2− და (PbO4)4−,
ქლორპლუმბატები [PbCl6]2−, ჰიდროქსილპლუმბატები [Pb(ОН)6]2− და სხვა. ტუტე მეტალების
კონცენტრირებული ხსნარები გაცხელებისას ურთიერთქმედებენ ტყვიასთან და აძევებენ
ჰიდროქსილპლუმბატებიდან [Pb(ОН)6]2− წყალბადს.

სუფთა წყალი არ მოქმედებს ტყვიაზე, მაგრამ წყალი, რომელშიც გახსნილია ნახშიროჟანგი,


ძლიერ მოქმედებს ტყვიაზე, რის შედეგადაც ტყვიის ზედაპირის უხსნადი PbCO3 გადაეკვრება,
მაგრამ ნახშიროჟანგის დიდი კონცენტრაციის დროს წარმოიქმნება ტყვიის ჰიდროკარბონატი
Pb(HCO3)2 რომელიც კარგად იხსნება წყალში.

ტყვიის მარილები

ტყვიის აცეტატი - ტყვიის შაქარი, მიეკუთვნება ძალიან ტოქსიკურ ნივთიერებას. ტყვიის აცეტატი
ან ტყვიის შაქარი Pb(CH3COO)2•3H2O არსებობს უფერული კრისტალების ან თეთრი ფხვნილის
სახით, რომელიც ნელა კარგავს ჰიდრატულ წყალს. ნაერთი კარგად იხსნება წყალში. მას
ახასიათებს შემკვრელი ზემოქმედება, თუმცა რადგანაც შეიცავს ტყვიის ტოქსიკურ იონებს
გამოიყენება ვეტერინარიაში, როგორც გარეგანი დასმუშავებელი საშუალება. აცეტატი ასევე
გამოიყენება ანალიზურ ქიმიაში,ღებვაში, ბამბის მოთელვის საქმეში, როგორც აბრეშუმის
დანამატი და ასევე ტყვიის სხვა ნაერთების მისაღებად. ტყვიის ფუძე აცეტატი
Pb(CH3COO)2•Pb(OH)2 - თეთრი ფხვნილია, რომელიც ნაკლებ ხსნადია წყალში. გამოიყენება
ორგანული ხსნარების გასაუფერულებლად და ანალიზის წინ შაქრის ხსნარების გასაწმენდად.

ტყვია და მისი ტოქსიკურობა

ორგანიზმში მოხვედრისას ტყვია მომწამვლელია ცხოველებისთვის. იგი აზიანებს ნერვულ


სისტემას და იწვევს უწესრიგობას ტვინში. მეტისმეტად მაღალი კონცენტრაცია იწვევს ასევე
სისხლის მიმოქცევის დარღვევას ძუძუმწოვრებში. ისევე როგორც ვერცხლისწყალი, კიდევ ერთი
მძიმე ლითონი, ტყვიაც ძლიერი ნეიროტოქსინია და აზიანებს როგორც კან-კუნთოვან, ასევე
ძვლოვან ქსოვილებს. ტყვიისგან მოწამვლა დოკუმენტირებულია ჯერ კიდევ ძველი რომის,
ძველი საბერძნეთისა და ძველი ჩინეთის პერიოდიდან. მოწამვლა, ჩვეულებრივ, ტყვიის
შემცველი საკვებისა და წყალის მიღებით ხდება, მაგრამ შესაძლოა ასევე გრუნტის, მტვერისა და
ტყვიაზე დაფუძნებული საღებავის შემთხვევითი შესუნთქვითაც მოხდეს.

მეტალი, რომელმაც რომის იმპერია იმსხვერპლა. ოქროსა და ვერცხლის გარდა, ძველად რომის
იმპერიაში ძვირფასად ითვლებოდა აგრეთვე სხვა მძიმე მეტალებიც, მათ შორის ტყვია. მისგან
კეთდებოდა სასმისები და ჭურჭელი, მაგრამ ტყვია და მისი ნაერთები ძლიერი ნაერთებია
ადამიანის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით საშიშია იგი ნერვების, ქსოვილისა და
სისხლისათვის. სწორედ ეს გარემოება გამოდგა მეტად საბედისწერო, რომაელთათვის
განსაკუთრებით იწამლებოდნენ მდიდარი პატრიციები, რომლებიც უფრო მეტად ხმარობდნენ ამ
“ძვირფასი” ლითონის ჭურჭელს. მათი ორგანიზმი იმდენად უძლურდებოდა, რომ 20-25 წლის
3

ჭაბუკი უკვე ღრმა მოხუცებულად გრძნობდა თავს, სუსტდებოდა და ბეჩავდებოდა. შერჩევით და


დამღუპველად მოქმედებდა ტყვია ქალებზე-უკარგავდა მათ შვილოსნობის უნარს.

ტყვია და საქართველოს პრობლემები

მას შემდეგ რაც საქართველო გახდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ქვეყანა
უმწვავესად დადგა ტრასების გასწვრივ აირისა და ნიადაგში ტვიის გავრცელების პრობლემა.
საქართველოში მოსახლეობა ძირითადათ გზების სიახლოვეს სახლდებოდა,დღეს იგივე
მდგომარეობაა იმ განსხვავებით, რომ გაიზარდა ტრანსპორტის მიძრაობა და საგრძნობლად
იმატა ტრანსპორტის გასწვრივ აირისა და ნიადაგში ტყვიის რაოდენობამ ავტოტრანსპორტის
გამონაბოლქვის ხარჯზე. მაშინ,როცა უცხოეთში ტრასიდან 500 მეტრი სიახლოვეს მცენარეული
საფარების მიუხედავად, კატეგორიულადაა აკრძალული საკვების მოპოვება და საქონლის
ძოვება, ჩვენ პირობებში ეს ნორმები დარღვეულია და არავინ იცის თუ რა შედეგებს მოუტანს
მოსახლეობას ის მომავალში.

დღეისათვის დადგენილია,რომ საქართველოში, ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე, მცენარეებში


მნიშვნელოვნად გაიზარდა ტყვიის შემცველობა. ტყვიის სიჭარბისას მტვრის მარცვალი ხდება
სტერიული, მცირდება განაყოფიერების პროცესი, ითრგუნება მტვრის მარცვლის მილის ზრდა,
ირღვევა თითისტარას გაყოფა, ხშირია თითისტარიდან ქრომოსომების ამოვარდნის შემთხვევები
და სხვ. საერთოდ მძიმე მეტალებით განსაკუთრებით გაჭუჭყიანებულია რუსთავი, გორი, ხაშური
და თბილისი.

ტყვიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დეტონატორია ძვალი.ტყვიის მაღალი კონცენტრაციისას


ირღვევა გაძვალების პროცესი, ვიტამინ D-ს მეტაბოლიზმი, აღინიშნება ძვლების
დეკალციპიკაცია და მტვრევადობის გაზრდა.ასაკოვან ადამიანეში ძვლების განწოვის ან
დავადებისას,ხდება გამონთავისუფლება და სისხლში მისი კონცენტრაციიის გაზრდა, რაც კიდევ
უფრო აძლიერებს მის ტოკსიკურ ეფექტს.

სისხლში ტყვიის სიჭარბისას ცხოველებსა და ადამიანებში აღინიშნება სტერილურობა,ნაადრევი


მშობიარობა და ხშირად სიკვდილიც კი. როგორც გაირკვა, სისხლში ტყვიის ჭარბი რაოდენობის
პირობებში ქვეითდება ბავშვების ინტელექტი, ცუდდება ხანმოკლე მეხსიერება, უარესდება
კითხვის უნარი და ანბანის დამახსოვრებაც კი.
4

References
5
6

walter Mertz. "The Essential Trase Elements." science, 1981: 1332-1338.

ელიზბარ ელიზბარაშვილი,ლუიზა თალაკვაძე,ირმა ლაგვილავა,ნონო ობოლაშვილი.


ელემენტების პერიოდული ცხრილი. 2010. http://www.chemistry.ge/periodic_table/view.php?
numb=82.

You might also like