You are on page 1of 3

ნახშირბადი

ნახშირბადი ყველა ცნობილი ცოცხალი სისტემის აუცილებელ საწყისს


წარმოადგენს და მის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. ნახშირბადი გარდა
საკვებისა და ხის მასალისა გამოიყენება ნახშირწყალბადების სახით,
რომელთაგან მნიშვნელოვანი საწვავია მეთანი (აირი) და ნავთობი (ბენზინი).
ნახშირბადისა და მისი ნაერთების გამოყენების სფერო ძალიან დიდია, მას
შეუძლია წარმოქმნას შენალღობი რკინასთან, რომელიც აუცილებელია
ფოლადის მისაღებად.
ნახშირბადი (ქიმიური სიმბოლო — C) მენდელეევის პერიოდული სისტემის
2-ე პერიოდის მე-4 ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, მისი
რიგითი ნომერი 6, იზოტოპების ბუნებრივი ნარევის ატომური მასა არის
12,0107 გ/მოლი. ნახშირბადი არამეტალია. მისი ჯგუფის სხვა ელემენტების
მსგავსად აქვს ოთხი სავალენტო ელექტრონი. ჩვეულებრივ მდგომარეობაში
ნახშირბადს აქვს ორი გაუწყვილებელი ელექტრონი 2p ქვედონეზე. წესით ორ
ვალენტიანი უნდა იყოს. თუმცა თავისუფალი 2p ორბიტალი საშუალებას
აძლევს გადავიდეს აღგზნებულ მდგომარეობაში და 2s ქვედონედან ერთი
ელექტრონი ცარიელ ორბიტალზე გადავიდეს. ამის შემდეგ ნახშირბადის გარე
შრის ოთხივე ელექტრონი გაუწყვილებელია. ელექტროუარყოფით
არამეტალებთან ავლენს +4 ან +2 ის ტოლ ჟანგვის რიცხვს, ხოლო
ნაკლებელექტროუარყოფით არამეტალებთან და მეტალებთან -4 ის ტოლ
ჟანგვის რიცხვს.
ნახშირბადი მეოთხე ელემენტია სამყაროში გავრცელებული ელემენტების -
წყალბადის, ჰელიუმის და ჟანგბადის შემდეგ. იგი გვხვდება ატმოსფეროში,
ვარსკვლავებში და მზეზე. ნახშირბადი ძირითადი კომპონენტია კარბონატულ
მადნებში (კირქვა, დოლომიტი, მარმარილო და სხვა).
სხვა ელემენტებისაგან გამოირჩევა იმით, რომ ყველაზე მეტი ალოტროპიული
სახეცვლილება გააჩნია, რომლებიც თვისებებით ერთმანეთისაგან
რადიკალურად განსხვავდება. იგი შეიძლება იძლეოდეს ყველაზე რბილ და
ყველაზე მაგარ მასალას, იყოს გაუმჭვირვალე და გამჭვირვალე, გააჩნდეს
აბრაზიული და საცხის თვისება, იყოს იაფი და ერთ–ერთი ყველაზე ძვირი
პროდუქტი. ნახშირბადისაგან ყველაზე მეტად ცნობილია მისი რამოდენიმე
ალოტროპიული სახეცვლილება, როგორიცაა- გრაფიტი, ალმასი და
ამორფული ნახშირი. ნახშირბადის ფიზიკური თვისებები დაკავშირებულია
ალოტროპიასთან. მაგალითად, ალმასი არის გამჭვირვალე და უფერო, მაშინ
როცა გრაფიტი არაგამჭვირვალე და შავია. ალმასი ცნობილია როგორც ძალიან
მაგარი ნივთიერება, როცა გრაფიტი არის რბილი იქამდე, რომ ფურცელზე
ტოვებს კვალს. ალმასს აქვს ძალიან დაბალი ელექტროგამტარობა, მაშინ როცა
გრაფიტი კარგი გამტარია. ნორმალურ პირობებში ალმასს აქვს უდიდესი
თბოგამტარობა ამ მხრივ ცნობილ ნაერთებს შორის. ყველა ალოტროპიული
ფორმა არის მყარი ნორმალურ პირობებში, მაგრამ გრაფიტი თერმოდინამიკუ-
რად უფრო მდგრადია. გრაფიტი უკავშირდება თიხას და წარმოქმნის მასალას,
რომელიც გამოიყენება ფანქარში საწერად და დასახატად. იგი აგრეთვე
გამოიყენება როგორც საცხისი ნაერთები, რასაც იყენებენ მინის წარმოებაში.
გამოიყენება აგრეთვე ელექტროდებად მშრალ ბატარიებში, ასევე გამოიყენება
როგორც ნეიტრონ-მოდერნატორი ბირთვულ რეაქტორში. ნახშირი
გამოიყენება როგორც სახატავი მასალა მხატვრობაში. ხე, ნახშირი და ნავთობი
გამოიყენება საწვავად. ალმასი (ბრილიანტი) გამოიყენება ოქროს სამკაულების
დასამზადებლად. ასევე ალმასი გამოიყენება მეტალების და ქვების
დასაჭრელად. ქიმიურ რეაქციებში მაღალ ტემპერატურაზე ნახშირბადი
გამოიყენება როგორც აღმდგენი. კოქსი გამოიყენება მადნიდან რკინის
აღსადგენად. სილიციუმის, ვოლფრამის, ბორის და ტიტანიუმის კარბიდები
ცნობილი უმაგრესი ნაერთებია.
ქიმიური ნივთიერება არის მხუთავი აირი, ფორმულით CO, ნახშირბადის
ჟანგბადთან ნაერთი; ოქსიდი C (II), უსუნო, უფერული აირი. წყალში მცირედ
იხსნება. იწვის ჰაერზე და გამოყოფს სითბოს დიდი რაოდენობით.
მრეწველობაში ნახშირჟანგს ღებულებენ გავარვარებულ ნახშირზე
ნახშირორჟანგის ან წყლის ორთქლის ურთიერთქმედებით. ოთახის
ტემპერატურაზე ნახშირჟანგი ქიმიურად ინერტულია, მაღალ ტემპერატურაზე
კატალიზატორების თანაობისას ადვილად შედის სხვადასხვა რეაქციაში.
მრეწველობაში იყენებენ სპირტების, ნახშირწყალბადების, ალდეჰიდების და
სხვათა სინთეზში. ნახშირჟანგი ძლიერი საწამლავია. ნახშირჟანგს აქვს უნარი
ოქსიდჰემოგლობინიდან გამოდევნოს ჟანგბადი და წარმოქმნას კარბოქსი-
ჰემოგლობინი, რაც იწვევს ორგანიზმში ჟანგბადის მიმოცვლის მოშლას.
ნახშირბად (IV)-ის ოქსიდი უფერო, უსუნო, ჰაერზე 1.5ჯერ მძიმე აირია,
ამიტომ სითხის მსგავსად შეიძლება მისი ჭურჭლიდამ ჭურჭელში გადასხმა. არ
იწვის და არც წვას უწყობს ხელს. მის არეში შეტანილი ანთებული კვარი ქრება.
ოთახის ტემპერატურაზე 1 მოცულობა წყალში იხსნება 1 მოცულობა CO2.
თხევადდება და მყარდება დაბალ ტემპერატურაზე და მაღალ წნევაზე. მყარ
CO2-ს მშრალი ყინული ეწოდება. იგი მჟავა ოქსიდია და ავლენს მჟავა ოქსიდის
თვისებებს. აირადი CO2 გამოიყენება წყლისა და სასმელების დაგაზიანე-
ბისათვის, თხევადი - ცეცხლმქრობებსა და სახანძრო მანქანებში, მშრალი
ყინული-სამაცივრო საქმეში.ქიმიურ მრეწველობაში ნახშირბადის დიოქსიდი
გამოიყენება სოდის მისაღებდ.
ნახშირბადის დიოქსიდი წყალთან წარმოქმნის სუსტ მჟავას-ნახშირმჟავას.
იგი სუფთა სახით არ არსებობს. წყალხსნარშუ მყარდება წონასწორობა:
CO2 + H2O <=> H2CO3
ნახშირმჟავა დისოცირდება ორ საფეხურად: H2CO3 <=> H+HCO3
HCO3<=> H+CO3
ნახშირმჟავა წყალბადის შემცვლელი ნივთიერებაა, რომელიც წყალში
გახსნისას წყალბადის ანიონს წარმოქმნის.
ნახშირმჟავა, როგორც ორფუძიანი მჟავა, წარმოქმნის ორი რიგის მარილებს -
კარბონატებს და ჰიდროკარბონატებს. კარბონატებიდან წყალში ხსნადია ტუტე
მეტალების კარბონატები და ამონიუმის კარბონატი. მჟავა მარილები კი -
ყველა წყალში ხსნადია. ნახშირმჟავას ნაერთები მდგრადი ნაერთებია,
მიუხედავად იმისა, რომ თვით ნახშირმჟავა არამდგრადია.
კარბონატების გამოყენება: CaCO3 (ცარცი, კირქვა, მარმარილო) ჩაუმქრალი
კირისა და ცემენტის მისაღებად, მინის წარმოებაში, მშენებლობაში. Na2CO3
(სოდა) მინისა და საპნის წარმოებაში, წყლის სიხისტის მოსაცილებლად.
K2CO3 მინის, თხევარი საპნის წარმოებაში, სასუქად სოფლის მეურნეობაში.
NaHCO3 (სასმელი სოდა) საკონდიტრო საქმეში, მედიცინაში,
ცეცხლმქრობებში.

You might also like