You are on page 1of 5

მჟავები

მჟავა, არის რთული ნივთიერება, რომელიც შედგება მეტალის ატომის ჩანაცვლების


უნარის მქონე წყალბადის ატომისაგან და მჟავური ნაშთისაგან. მჟვური ნაშთის ვალენტობა
უდრის მასთან ბმულ წყალბადის ატომების რაოდენობას, რამდენი ატომი წყალბადიცაა მჟავას
მოლეკულაში იმდენ ვალენტიანია მჟავური ნაშთი: მაგალითად HCl, ქლორი (Cl) არის
ერთვალენტიანი, რადგან მჟავას მოლეკულაში არის ერთი წყალბადის (H) ატომი. H2SO4
გოგირდმჟავა, მჟავური ნაშთი არის SO4 ორვალენტიანი, რადგან იგი დაკავშირებულია ორ
ატომ წყალბადთან.
თავისი შედგენილობით მჟავას ნაშთი შეიძლება იყოს მარტივი Cl; S; Br; I და რთული
SO4; CO3; NO3; ClO4 . მჟავური ნაშთები მიმოცვლის რეაქციების დროს უცვლელი რჩება
მაგალითად: NaCl + AgNO3 = AgCl + NaNO3 . (შეგახსენებთ, რომ მიმოცვლის რეაქცია არის
ისეთი რეაქცია, რომლის დროსაც მორეაგირე ნივთიერებების შემადგენელი ნაწილები
მიმოიცვლება).
ყველა მჟავური ნაშთი ჟანგბადს არ შეიცავს, აქედან არჩევენ ჟანგბადიან და
უჟანგბადო მჟავებს. სახელწოდებებიც შესაბამისად წარმოდგება. მჟავას სახელწოდებას მისი
წარმომქნელი ელემენტი განსაზღვრავს.
უჟანგბადო მჟავების დასახელება მიიღება არამეტალისა და წყალბადის
სახელწოდებისაგან. ჯერ ვასახელებთ არამეტალს და ვურთავთ წყალბადმჟავას მაგალითად: HF
- ფტორწყალბადმჟავა, HCl - ქლორწყალბადმჟავა, H2S - გოგირდწყალბადმჟავა და ა.შ.
მჟავებს, რომელთა ნაშთები ჟანგბადს შეიცავენ და არამეტალი ორ მჟავას წარმოქმნის,
მათი სახელწოდება უნდა განვასხვაოთ შემდეგნაირად, მეტი ჟანგბადის შემცველი მჟავას
სახელწოდება უცვლელად შეიცავს მისი წარმომქნელი ელემენტის დასახელებას, მაგალითად:
H2SO4 გოგირდმჟავა, HNO3- აზოტმჟავა. ხოლო უფრო ნაკლები ჟანგბადის შემცველი მჟავას
სახელწოდებაში მისი წარმომქნელი ელემენტის დასახელებას ემატება სუფიქსი " ოვან".
მაგალითად H2SO3 გოგირდოვანმჟავა, HNO2 - აზოტოვანმჟავა.
თუ არამეტალი რამდენიმე მჟავას წარმოქმნის, მაშინ ყველაზე ნაკლებ ჟანგბადატომების
შემცველ მჟავას ემატება პრეფიქსი "ქვე" მაგალითად:
HClO - ქვექლოროვანმჟავა
HClO2 - ქლოროვანმჟავა
HClO3 - ქვექლორმჟავა
HClO4 - ქლორმჟავა
თუ არამეტალს რამდენიმე მჟავაში ერთნაირი დაჟანგვის ხარისხი აქვს, მაშინ რომელშიც
ნაკლები წყალბადია (H) და ჟანგბადია (O) სიტყვა მჟავას ემატება პრეფიქსი "მეტა" ,
ხოლო მჟავას სადაც წყალბადის და ჟანგბადის მეტი რაოდენობაა, მაშინ მჟავას
სახელწოდებას ემატება პრეფიქსი "ორთო", მაგალითად: HPO3- მეტაფოსფორმჟავა, H3PO4-
ორთოფოსფორმჟავა. H2SiO3 - მეტასილიციუმმჟავა; H4SiO4 - ორთოსილიციმმჟავა.
მჟავების მიღების ხერხები
ჟანგბადიანი მჟავების მიღება:
1) მჟავური ოქსიდის მოქმედებით წყალთან.
SO3 + H2O = H2SO4; N2O5 + H2O = 2HNO3; P2O5 + H2O = 2HPO3
2) რაიმე მჟავათი (უფრო გოგირდმჟავათი H2SO4 ) შესაბამის მარილზე მოქმედებისას
Na2SiO3 + H2SO4 = H2SiO3 + Na2SO4; Ca3(PO4)2 + H2SO4 = 2H3PO4 + CaSO4
უჟანგბადომჟავების მიღება:
1) ძლიერი არააქროლადი მჟავას (H2SO4) მოქმედებით შესაბამის მარილზე
H2SO4 + 2 NaCl = Na2SO4 + 2HCl მიღებულ ჰალოგენწყალბადს ხსნიან წყალში.
FeS +2HCl = H2S + FeCl2
2) უშუალოდ არამეტალისა და წყალბადის ურთიერთქმედებით
H2 + Cl2 = 2HCl; H2 + Br2 = 2HBr ყველა მიღებულ წყალბად ნაერთების გახსნით წყალში
მიიღება მათი შესაბამისი მჟავები. HF, HCl, HBr, HI, H2S უფეროებია, შესაბამისად მათი
მჟავებიც უფეროებია.
მჟავების თვისებები
მჟავების ფიზიკური თვისებები. მჟავების უმრავლესობა თხევადი ნივთიერებაა. მყარია
ფოსფორის ყველა მჟავა და სილიციუმის მჟავა. ფოსფორის მჟავები იხსნება წყალში,
სილიციუმსა კი – არა. მჟავას წყალხსნარს მჟავე გემო აქვს, იგი ლაკმუსს აწითლებს,
მეთილნარინჯს ავარდისფრებს, ფენოფთალინს კი ფერს არ უცვლის. ამ ყველა თვისებას
განაპირობებს ხნარში არსებული წყალბად–იონის არსებობა.
მჟავების ქიმიური თვისებები:
1) მჟავების უმრავლესობა რეაქციაში შედის ლითონებთან და გამოყოფს წყალბადს. ყველა
ლითონს არ შეუძლია მჟავას ხსნარიდან წყალბადის გამოძევება.მჟავას ხსნარიდან წყალბადს
გამოაძევებს ყველა ის მეტალი , რომლებიც მეტალთა აქტიურობის მწკრივში წყალბადის
მარცხნივაა განთავსებული, ხოლო რომლებიც წყალბადის მარჯვნივაა განთავსებული ვერ
გამოაძევებენ წყალბადს. წყალბადს ვერ აძევებს ვერც ერთი მეტალი აზოტმჟავას( HNO3)
ხსნარიდან, რადგან აზოტმჟავას შემთხვევაში მჟანგავად აზოტიც გვევლინება დანარჩენ
შემთხვევაში მჟანგავი წყალბადია.
2HCl + Zn = ZnCl2 + H2; 6HCl + 2Al = 2AlCl3 + 3H2 : 3Zn + 8HNO3 = 3Zn(NO3)2 + 2NO +
4H2O. აზოტმჟავა ხშირად ამიაკამდე აღდგება. ამიაკი თავისუფალ აზოტმჟავასთან
წარმოქმნის ამონიუმის ნიტრატს. მაგალითად: 4Zn + 10HNO3 = 4Zn(NO3)2 + NH4NO3 + H2O
ასეთი რეაქციებით აქტიურ მეტალებიდან მარილების მიღება არარეკომენდირებულია, რადგან
ისინი ძალიან ენერგიულად რეაგირებენ მჟავებთან.
მაგალითად: 2Na + H2SO4 = Na2SO4 + H2
მეტალთა აქტიურობის მწკრივი
Li K Ba Ca Na Mg Al Mn Zn Fe Ni Sn Pb H2
Cu Hg Ag Pt Au

2) მჟავა რეაქციაში შედის ფუძე ოქსიდებთან და წარმოქმნის მარილსა და წყალს: 2HCl +


ZnO = ZnCl2 + H2O; H2SO4 + MgO = MgSO4 + H2O
3) მჟავა რეაქციაში შედის ლითონის ჰიდროქსიდებთან და წარმოქმნის წყალს. ამ რეაქციას
ნეიტრალიზაციის რეაქცია ეწოდება.
HCl + NaOH = NaCl + H2O; H2SO4 + Mg(OH)2 = MgSO4 + 2H2O
4) მჟავა რეაქციაში შედის მარილებთან და აძევებს მასზე უფრო სუსტ ან აქროლად მჟავას:
2HCl + K2CO3 = 2KCl + H2CO3, H2CO3 იშლება წყლად H2O და ნახშირორჟანგად CO2
H2SO4 + Na2SiO3 = H2SiO3 + Na2SO4
მჟავა, ელექტროლიტური დისოციაციის თვალსაზრისით, არის რთული ნივთიერება, რომელიც
წყალში დისოციაციისას, კათიონთაგან წარმოქმნის მხოლოდ წყალბადის კათიონს H+.
ელექტროლიტურ დისოციაციას განვიხილავთ მომდევნო თავებში.
ზოგიერთი მჟავა, მისი სახელწოდება და მჟავური ნაშთის დასახელება
HF ფტორწყალბადმჟავა ფტორიდი
HCl ქლორწყალბადმჟავა ქლორიდი
HBr ბრომწყალბადმჟავა ბრომიდი
HI იოდწყალბადმჟავა იოდიდი
HNO2 აზოტოვანმჟავა ნიტრიტი
HNO3 აზოტმჟავა ნიტრატი
H2S გოგირდწყალბადმჟავა სულფიდი
H2SO3 გოგირდოვანმჟავა სულფიტი
H2SO4 გოგირდმჟავა სულფატი
H2CO3 ნახშირმჟავა კარბონატი
HPO3 მეტაფოსფორმჟავა მეტაფოსფატი
H3PO3 ფოსფოროვანმჟავა ფოსფიტი
H3PO4 ორთოფოსფორმჟავა ფოსფატი

ჰიდროქსიდები (ფუძეები)
ფუძე, არის რთული ნივთიერება, რომელიც შედგება ლითონის ატომისა და ჰიდროქსიდის
(OH) ჯგუფისაგან, ამიტომ თანამედროვე ნომენკლატურით ფუძეს ჰიდროქსიდი ეწოდება
ტუტე, ელექტროლიტური დისოციაციის თვალსაზრისით, არის რთული ნივთიერება, რომელიც
წყალში დისოციაციისას, ანიონთაგან წარმოქმნის მხოლოდ ჰიდროქსიდის ანიონს OH-.
OH--ი H-OH - ის ნაშთია და ერთვალენტიანია, ამიტომ ფუძის მოლეკულაში ლითონის ატომთან
იმდენი ჰიდროქსიდის ჯგუფია, რამდენ ვალენტიანიცაა ლითონი.
ჰიდროქსიდების სახელწოდება წარმოდგება ლითონის სახელწოდებისაგან, რომელსაც
ემატება ჰიდროქსიდი. მაგალითად: KOH - კალიუმის ჰიდროქსიდი. Ba(OH)2 – ბარიუმის
ჰიდროქსიდი. თუ ლითონი წარმოქმნის რამდენიმე ჰიდროქსიდს, მაშინ სახელწოდებაში უნდა
აღინიშნოს მისი ვალენტობაც. მაგალითად:
CuOH - სპილენძის (I) ჰიდროქსიდი. Cu(OH)2 - სპილენძის (II) ჰიდროქსიდი.
ჰიდროქსიდები იყოფა ორ ჯგუფად. წყალში ხსნადი, რომლებსაც ტუტეები ეწოდებათ და
წყალში უხსნადი, რომლებსაც ფუძეები ეწოდებათ.
ტუტეები ფუძეები
NH4OH Mg(OH)2
KOH Zn(OH)2
NaOH Cu(OH)2
Ba(OH)2 Pb(OH)2
Ca(OH)2 Fe(OH)2
Fe(OH)3
Al(OH)3

ჰიდროქსიდების მიღება
1) ტუტეების მიღება, I A და II A ჯგუფების (Be და Mg გარდა) ლითონების
ურთიერთქმედებით წყალთან. მაგალითად:
2Na + 2H2O = 2NaOH + H2 ; Ca + 2H2O = Ca(OH)2 + H2
2) I A და II A ჯგუფების (Be და Mg გარდა) ლითონების ოქსიდების ურთიერთქმედებით
წყალთან. მაგალითად:
Na2O + H2O = 2NaOH ; BaO + H2O = Ba(OH)2
3) წყალში უხსნადი ჰიდროქსიდები ანუ ფუძეები მიიღება წყალში ხსნად შესაბამის მარილზე
ტუტის მოქმედებით. მაგალითად:
CuCl2 + 2NaOH = Cu(OH)2 + 2NaCl; FeCl2 + 2NaOH = Fe(OH)2 + 2HCl
4) ტუტის მღება შესაძლებელია მარილისგანაც, თუ I A ჯგუფის ლითონის სულფატზე ან
კარბონატზე ვიმოქმედებთ ბარიუმის ან კალციუმის ტუტით.მაგალითად
Na2SO4 + Ba(OH)2 = BaSO4 + 2NaOH; K2CO3 + Ca(OH)2 = CaCO3 + 2KOH; მიღებული
მარილები ბარიუმის სულფატი BaSO4 და კალციუმის კარბონატი CaCO3 ნალექებია.
ჰიდროქსიდების თვისებები
ყველა ლითონის ჰიდროქსიდი მყარი ნივთიერებებია, გარდა ამონიუმის ტუტისა (NH4OH
ნიშადურის სპირტი), რომელიც თხევადია. ტუტის წყალში გახსნისას ის დისოცირდება Men+ და
nOH- იონებად. ტუტის დამახასიათებელი თვისებებია : ლაკმუსის გალურჯება, ფენოფთალინის
გაწითლება, მეთილნარინჯის გაყვითლება, ეს ყველაფერი გამოწვეულია ხსნარში არსებული OH-
ანიონის არსებობით. ტუტეები ძლიერი ელექტროლიტებია.
ფუძეები, რომლებიც როგორც ვიცით წყალში არ იხსნებიან ინდიკატორებს ფერს არ
უცვლიან, მაგრამ ზოგიერთი ფუძე შეფერილია: Zn(OH)2 - თეთრია, Al(OH)3 -თეთრია, CuOH
ყვითელია, Cu(OH)2 - ლურჯია, FeOH)2 - თეთრია, Fe(OH)3 - მურა წითელი და სხვა.
ქიმიური თვისებები: ტუტეებს და ფუძეებს აქვთ, როგორც საერთო აგრეთვე
განსხვავებული თვისებები. საერთოა მათი ურთიერთქმედება მჟავებთან და მჟავურ
ოქსიდებთან, რის შედეგადაც მიიღება მარილი და წყალი.მაგალითად:
NaOH + HCl = NaCl + H2O; Cu(OH)2 + 2HCl = CuCl2 + 2H2O
NaOH + SO3 = Na2SO4 + H2O; Cu(OH)2+ SO3 = CuSO4 + H2O
ფუძე ტუტისგან განსხვავებით გაცხელებით იშლება ოქსიდად და წყლად;
Cu(OH)2 =CuO + H2O
Fe(OH)2= FeO + H2O
Fe(OH)3= Fe2O3 + H2O
ტუტე გაცხელებით არ იშლება, მაგალითად: NaOH – ი გაცხელებით ჯერ გათხევადდება,
შემდეგ 1400oC -ზე დაიწყებს დუღილს, მაგრამ არ იშლება
ტუტე ფუძისგან განსხვავებით რეაქციაში შედის მარილთან და წარმოქმნის მარილს და
ფუძეს: CuSO4 + 2NaOH = Cu(OH)2 + Na2SO4 ; MgCl2 + 2NaOH = Mg(OH)2 + 2NaCl
ამფოტერული ფუძეები
აფოტერული ეწოდება ისეთ ფუძეებს, რომლებიც ამჟღავნებენ, როგორც მავა აგრეთვე ფუძე
თვისებებს , ასეთებია Zn(OH)2, Al(OH)3 და სხვა. მჟავებთან ურთიერთქმედებს
შემდეგნაირად: Zn(OH)2 + 2HCl = ZnCl2 + H2O; Al(OH)3 + 3HCl = AlCl3 + 3H2O.
ტუტეებთან მოქმედებს (შელღობისას) შემდეგნაირად; Zn(OH)2 + 2NaOH =Na2ZnO2 + H2O;
Al(OH)3 + NaOH = NaAlO2 + 2H2O
აქედან გამომდინარე ამფოტერული ჰიდროქსიდები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც
მჟავები Zn(OH)2=H2ZnO2 ; ალუმინის ჰიდროქსიდის შესაბამისი მჟავაა H3AlO3 , მაგრამ
ტუტესთან შელღობის შედეგად ერთი მოლეკულა წყალი ორთქლდება და ვღებულობთ უფრო ძლერ და
სტაბილურ მეტა–ალუმინმჟავას HAlO2-ს, რომლის შესაბამისი მარილია NaAlO2.
ტუტის წყალხნარებში კი Zn(OH)2 და Al(OH)3 წარმოქმნიან ჰიდროქსოკომპლექსებს. Al(OH)3
– ში ალუმინის ატომბირთვის გარშემო არის 6 ელექტრონი, რომელიც არ არის სტაბილური,
ამიტომ ტუტის წყალხნარიდან იგი იერთებს :OH– ანიონის ორ ელექტრონს , ამ შემთხვევაში
ალუმინი გამოდის ელექტრონების აქცეპტორი, ხოლო :OH– გამოდის დონორი და დონორულ–
აქცეპტორული მექანიზმით წარმოქმნის ჰიდროქსოკომლექსის ერთმუხტიან ანიონს[ Al(OH)4]–,
რომელშიც ალუმინი იძენს მდგრად (სტაბილურ) ოქტეტს. ამიტომ ტუტის წყალხსნარში
მიმდინარე რეაქციას ექნება შემდეგი სახე Al(OH)3 + NaOH =Na[ Al(OH)4] მიღებული
მარილი არის კომპლექსური მარილი, რომლის სახელწოდებაა ნატრიუმის
ტეტრაჰიდროქსოალუმინატი.
თუთიის ჰიდროქსიდშიც იგივე მიმდინარეობს, მხოლოდ ორი :OH– ჯგუფის მიერთება შეუძლია
და წარმოიქმნის ჰიდროქსოკომლექსის ორმუხტიან ანიონს [ Zn(OH)4]2–
Zn(OH)2 + 2NaOH =Na2[ Zn(OH)4] ნატრიუმის ტეტრაჰიდროქსოცინკატი.

მარილები

მარილი რთული ნივთიერბაა, რომელიც შედგება მეტალის ატომისაგან და მჟავური


ნაშთისაგან. ელექტროლიტური დისოციაციის თეორიით მარილები ისეთი ელექტროლიტებია,
რომელთა დისოციაციით მეტალის კათიონები და მჟავური ნაშთის ანიონები წარმოიქმნება.
შედგენილობის მიხედვით მარილები იყოფა ექვს ჯგუფად: საშუალო, მჟავა, ფუძე, ორმაგი,
შერეული და კომპლექსური მარილები. ნეიტრალური ანუ საშუალო მარილები ისეთი მარილია,
რომელშიც ყველა მჟავური წყალბადი ჩანაცვლებულია ლითონის ატომებით. მაგალითად:
Na2SO4 , Na3PO4, Na4P2O7 საშუალო მარილი მიიღება მჟავასა და ტუტის სრული
ნეიტრალიზაციით. მაგალითად:H2SO4 + 2NaOH = Na2SO4 + 2H2O. თუ ტუტეს ავიღებთ ერთ მოლს
და ვიმოქმედებთ მჟავათი, მაშინ მივიღებთ მჟავა მარილს
მაგალითად: H2SO4 + NaOH = NaHSO4 + H2O. ასეთ მარილში წყალბადი ბოლომდე არ არის
ჩანაცვლებული მეტალით, ასეთ მარილებს აქვთ როგორც მჟავას აგრეთვე მარილის თვისებები
და რეაქციაში შედის ტუტესთან. იმავე ტუტესთან წარმოქმნის საშუალო მარილს, ხოლო სხვა
ტუტესთან ორმაგ მარილს. მაგალითად:
NaHSO4 + NaOH = Na2SO4 + H2O ; NaHSO4 + KOH = NaKSO4 + H2O. ორმაგი მარილი შედგება
სხვადასხვა ლითონის ატომებისა და მჟავას ნაშთისაგან.
მრავალვალენტიან ლითონის ჰიდროქსიდის არასრული განეიტრალებით მიიღება ფუძე მარილი:
Mg(OH)2 + HCl = MgOHCl + H2O. ფუძე მარილს აქვს როგორც მარილის, ისე ფუძის
თვისებები. როგორც ფუძე, იმავე მჟავასთან წარმოქმნის საშუალო მარილს, ხოლო სხვა
მჟავასთან შერეულ მარილს: MgOHCl + HCl = MgCl2 + H2O;
MgOHCl + HNO3 = MgClNO3 + H2O. შერეული მარილი შედგება მეტალის ატომისა და
სხვადასხვა მჟავას ნაშთისაგან.
კომპლექსური მარილი შედგება ლითონის და რთული კომპლექსური იონისაგან. ასეთი
მარილებია:Na[ Al(OH)4] ნატრიუმის ტეტრაჰიდროქსოალუმინატი, Na2[ Zn(OH)4] ნატრიუმის
ტეტრაჰიდროქსოცინკატი, K4[Fe(CN)6] სისხლის ყვითელი მარილი, K3[Fe(CN)6] სისხლის
წითელი მარილი და სხვა.
მარილების სახელწოდებები
მარილების ნომენკლატურა ორგვარია: საერთაშორისო და ტრივიალური. საერთაშორისო
ნომენკლატურით საშუალო მარილების სახელწოდება შედგება კატიონის და ანიონის ტრადიციული
სახელწოდებისაგან, თუ არალითონი ანიონში ამჟღავნებს ერთ ჟანგვის ხარისხს, მაშინ
ანიონის სახელწოდება ბოლოვდება " ატ "–ით, მაგალითად სულფატი, ნიტრატი და სხვა.თუ
არალითონი ამჟღავნებს ორ ჟანგვის ხარისხს – მაღალს და დაბალს, მაშინ ანიონის
სახელწოდება შესაბამისად ბოლოვდება : ატ"–ით და " იტ" –ით, ხოლო უჟანგბადო მჟავაში
ანიონის სახელწოდებას ემატება "იდ" სუფიქსი. მაგალითად:მჟავური ნაშთები SO4-2
სულფატი, SO3 -2 სულფიტი, S-2 სულიდი.
მჟავა მარილის სახელწოდებას ემატება პრეფიქსი "ჰიდრო". მაგალითად: NaHSO4
ნატრიუმისჰიდროსულფატი, NaHCO3 ნატრიუმისჰიდროკარბონატი
ფუძე მარილის სახელწოდებას ემატება პრეფიქსი "ჰიდროქსო". მაგალითად: MgOHCl
მაგნიუმის ჰიდროქსოქლორიდი, FeOHCl რკინის (II) ჰიდროქსოქლორიდი.
მარილების ტრივიალური სახეწოდება არ ასახავს მოლეკულის შედგენილობას და
შემთხვევითია.
Na2CO3 –სარეცხი სოდა
Na2SO4.10H2O – მირაბილიტი ანუ გლაუბერის მარილი
NaNO3 – ჩილეს გვარჯილა
KNO3 – ინდოეთის გვარჯილა
NaCl – სუფრის მარილი
KCl – სილვინი
KClO3 – ბერთოლეს მარილი და სხვა.
მარილების მიღება
არსებობს მარილების მიღების 10 ზოგადი ხერხი, ეს რიცხვი ასახავს მხოლოდ ზოგადი
რეაქციების რაოდენობას და არ მოიცავს მარილების მიღების ყველა შესაძლო ხერხს.
1) 2HCl+Zn = ZnCl2 + H2
2) 2HCl + MgO = MgCl2 + H2O
3) 2HCl + Mg(OH)2 = MgCl2 + H2O
4) 2HCl + CaCO3 = CaCl2 + H2O + CO2
5) CuCl2 + Fe = FeCl2 + Cu

You might also like