You are on page 1of 2

ქიმიური ფორმულა

ჩვენ ვიცით რა არის ნივთიერება, მაგრამ როგორ უნდა გავარკვიოთ რისგან შედგება
ნივთიერება? როგორია მისი შედგენილობა ? აქედან გამომდინარე ისმის კითხვა: როგორ
გამოისახება ნივთიერების შედგენილობა?
ნივთიერების შედგენილობა გამოისახება ქიმიური ფორმულებით
მარტივი ნივთიერების ქიმიური ფორმულა: იწერება ელემენტის ქიმიური სიმბოლო,
მარჯვნივ ქვემოთ ინდექსად ციფრი, რომელიც გვიჩვენებს მოლეკულაში ატომების რიცხვს.
მაგალითად: H2, O2, Cl2, N2 . როგორც ვხედავთ წყალბადის, ჟანგბადის, ქლორის და აზოტის
მოლეკულები ორატომიანია. გარდა ორატომიანი მოლეკულებისა არსებობს მარტივი
ერთატომიანი მოლეკულებიც. ესენია ინერტული აირები: ჰელიუმი - He, ნეონი - Ne, არგონი
- Ar. მათი ქიმიური ფორმულა გამოისახება მხოლოდ ქიმიური სიმბოლოებით. ზემოთ
ჩამოთლილი მარტივი ნივთიერებები არიან მოლეკულური აღნაგობის. გავიხსენოთ
მოლეკულის ფორმულირება:
მოლეკულა — მოცემული ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი. მოლეკულები შედგებიან
მინიმუმ ორი ატომისგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან ქიმიური კავშირით.
მარტივი ნივთიერებები, რომელთაც არ აქვთ მოლეკულური აღნაგობა და შედგება
მხოლოდ ერთი ატომისაგან. მათი ქიმიური ფორმულები გამოისახება მხოლოდ ქიმიური
სიმბოლებით მაგალითად: რკინა - Fe, სპილენძი - Cu, ნახშირბადი -C, სილიციუმი - Si . ამ
შემთხვევაში არ გამოიყენება ცნება „მოლეკულა“. ვამბობთ „რკინის ატომი“ , „სპილენძის
ატომი“, „ნახშირბადის ატომი“ და ა.შ. და არა „რკინის მოლეკულა“, „სპილენძის მოლეკულა“,
„ნახშირბადის მოლეკულა“
ქიმიური სიმბოლო ქიმიური ფორმულა
H H2
O O2
Cl Cl2
He He
Cu Cu
Fe Fe
S S
C C
N N2
Ar Ar
I I2

რაც შეეხება რთულ ნივთიერებას ქიმიურ ფორმულაში იწერება ნითიერების


შედგენილობაში შემავალი ქიმიური ელმენტების სიმბოლოები და ქვემოთ ინდექსი,
რომელიც გვიჩვენებს მოლეკულაში თითოეული ელემენტის ატომების რიცხვს. მაგალითად:
წყალი H2O. რაც ნიშნავს წყლის მოლეკულა შედგება წყალბადის ორი ატომისა და ჟანგბადის
ერთ ატომისაგან. აქედან გამომდინარე:
ნივთიერების შედგენილობის გამოსახვას ქიმიური სიმბოლებითა და ინდექსებით
ქიმიური ფორმულა ეწოდება
ქიმიურ ფორმულის ან სიმბოლოს წინ ეწერება რიცხვი, რომელსაც ეწოდება -
კოეფიციენტი. კოეფიციენტი გვიჩვენებს მოლეკულების ან ატომების რიცხვს ანუ თუ გვაქვს
ერთზე მეტი მოლეკულა ან ატომი. მაგალითად : 3H2O – ეს ნიშნავს სამი მოლეკულა წყალი.
2H2 - ორი მოლეკულა წყალბადი, 3O2 - სამი მოლეკულა ჟანგბადი, 3Cu - სამი სპილენძის
ატომი, 4S – ოთხი გოგირდის ატომი, და ა.შ.
ქვემოთ ცხრილში მოცემულია თუ რას გვიჩვენებს ქიმიური ფორმულა წყლის
ფორმულა ანუ H2O მაგალითზე:
H2O
ნივთიერების სახელწოდებას წყალი

მის ერთ მოლკულას წყლის ერთი მოლეკულა

მარტივია თუ რთული წყალი რთული ნივთიერებაა

თვისებით შედგენილობას (რომელი წყლის შემადგენელი ელემენტებია :


ელემენტის ატომებისაგან შედგება) წყალბადი და ჟანგბადი
რაოდენობით შედგენილობას (რამდენი მოლეკულაში არის: ორი ატომი წყალბადი
ატომი წყალბადი და ჟანგბადია. და ჟანგბადი.

შეავსეთ მოცემული ცხრილი:

ატომებისა და მოლეკულების გამოსახვა


ქიმიური სიმბოლები და გამოსახულება გვიჩვენებს
ფორმულები
3H
H2
2Cl2
5H2O
Cu
3Fe
O
3O2

მოცემული მწკრივიდან რომელი შეიცავს მხოლოდ მარტივ ნივთიერებებს:

ა) I2, C, H2O, Cl2

ბ) S, O2, O3, Cu

გ) HCl, H2, Fe, HF

დ) N2, NO, MgO, He

მოცემული დავალება გადაიტანეთ და უპასუხეთ საშინაო დავალების რვეულებში.

You might also like