You are on page 1of 5

მარილები

მარილები ქიმიაში იონური შენაერთებია, რომლებიც მჟავასა და


ფუძეს შორის ნეიტრალიზაციის რეაქციით მიიღება. მარილები
შედგებიან კათიონების (დადებითად დამუხტული იონები) და
ანიონებისგან (უარყოფითი იონები), რომელთა შერწყმით
ნეიტრალური პროდუქტი მიიღება. ეს კომპონენტი იონები
შეიძლება იყოს არაორგანული (Cl−) ან ორგანული (CH3COO−),
ერთატომიანი (F−) ან მრავალატომიანი (SO42−).
ქიმიური თვისებები

მარილების ქიმიური თვისებები დამოკიდებულია მათი შემადგენელი იონების


ბუნებაზე. მარილები ურთიერთქმედებენ როგორც მჟავებთან, ისე ფუძეებთან,
თუ რეაქციის პროდუქტი ტოვებს სარეაქციო არეს (უხსნადი ნაერთი, აირი,
მცირედ დისოცირებადი ნივთიერება)

BaCl2 + H2SO4 → BaSO4 ↓ +2HCI


NaHCO3 + HCI →NaCl + H2O + CO2 ↑
Na2SiO3 + 2HCI →
2NaCl + H2SiO3↓
მარილები ურთიერთქმედებენ მეტალებთან, რომლებიც
მდებარეობენ მარცხნივ მარილში შემავალ მეტალთან
შედარებით ლითონების ელექტროქიმიური აქტივობის
რიგში

cu+hgcl2->cucl2+hg

You might also like