You are on page 1of 5

იონური ბმა არის ქიმიური ბმა, რომელიც წარმოქმნილია

ელექტროსტატიკური მიზიდვის ძალებით იონებს შორის.


ნაერთს , რომელიც ასეთი ბმით მიიღება იონური ნაერთი
ეწოდება. იონური ბმა კოვალენტური ბმის ზღვრული
შემთხვევაა. იგი წარმოიქმნება იმ ატომებს შორის,
რომელთა ელექტროუარყოფითობა მნიშვნელოვნად
განსხვავდება, ამიტომ იონური ბმა მყარდება მეტალსა და
არამეტალს შორის.
იონები და იონური ბმა

ზოგი ატომი უფრო სტაბილური ხდება, თუ მთლიან


ელექტრონს (ან რამდენიმეს) მიიერთებს ან გასცემს. ამ
დროს ატომი იონად, ანუ დამუხტულ ნაწილაკად,
გარდაიქმნება. ელექტრონის შეძენით ან გაცემით ატომს
შეუძლია, შეავსოს გარეთა ელექტრონული შრე და
ენერგეტიკულად სტაბილური გახდეს.
იონების წარმოქმნა
იონების ორი სახე არსებობს. კათიონები დადებითად დამუხტული
იონებია, რომლებიც ელექტრონის გაცემის შედეგად წარმოიქმნება.
მაგალითად, თუ ნატრიუმის ატომი ელექტრონს დაკარგავს, იგი
ნატრიუმის კათიონად გარდაიქმნება. უარყოფითი იონები
ელექტრონის მიერთების შედეგად წარმოიქმნება და
მათ ანიონები ეწოდება. ანიონების სახელწოდებების დაბოლოებაა „-
იდი", მაგალითად, ქლორის ანიონს ქლორიდი ჰქვია.
ერთი ატომის მიერ ელექტრონის დაკარგვას და მეორის მიერ
მიერთებას ელექტრონის გადატანა ეწოდება.
იონური ბმის წარმოქმნა
იონური ბმა საპირისპიროდ დამუხტულ იონებს შორის
წარმოიქმნება. მაგალითად, ნატრიუმის დადებითად
დამოხტული იონები და ქლორის უარყოფითი იონები
იზიდავენ ერთმანეთს, რის შედეგადაც ნატრიუმის
ქლორიდი წარმოიქმნება.

You might also like