You are on page 1of 4

ატომი და იზოტოპი

1. რისგან შედგება ატომი?


 ატომი შედგება ბირთვისგან
(ნუკლიდისგან) და ელექტრონული
გარსისგან
 ატომის ბირთვს ქმნის პროტონი
და ნეიტრონი
 ატომბირთვი, რომელიც შედგება
გარკვეული რაოდენობის
პროტონებისგან და
ელექტრონებისგან, ნუკლიდი
ეწოდება.

2. შედარება:

პროტონი ნეიტრ ელექტრონ


ონი ი

სიმბოლო Z N e

მუხტი +1 0 -1

მასა 1 მაე 1 მაე პირობითა


დ0

• ატომში რამდენიც არის პროტონი, იმდენივეა ელექტრონი ანუ


მუხტი აქვს 0.
3. რა არის ქიმიური ელემენტი?
 ერთი სახის ატომებს ქიმიური ელემენტი ეწოდება.
 ქიმიურ ელემენტში ყველა ატომს პროტონთა ერთი და იგივე
რაოდენობა აქვს (ანუ Z).
4. როგორ აღინიშნება პროტონი,
ნეიტრონი და ელექტრონი? როგორია
მათი მასა და მუხტი?
 პროტონი ჩაიწერება Z- თი,
 ნეიტრონი- N-ით,
 ელექტრონი- e-თი

5. როგორი მასა აქვს პროტონს? ნეიტრონს და ელექტრონს?


 პროტონის მასა 1-ის ტოლია (1 მაე),
 ნეიტრონის მასაც 1-ის ტოლია (1 მაე) და
 ელექტრონის მასა პირობითად 0-ის ტოლია (რადგან 1836-ჯერ
ნაკლებია პროტონის მასაზე)
 * მაე ნიშნავს მასის ატომურ ერთეულს.

6. როგორი მუხტი აქვს ატომს?


 პროტონს აქვს დადებითი მუხტი (+1), ნეიტრონს მუხტი არ აქვს
(0), ელექტრონს უარყოფითი მუხტი (-1) აქვს
 ატომს მუხტი არ აქვს ანუ ელექტრონეიტრალურია!
 ეს იმიტომ, რომ თანაბარი რაოდენობით შეიცავს პროტონს (+
მუხტი) და ელექტრონს (- მუხტი)
 მუხტი აქვს იონს, რადგან იონს, პროტონებთან შედარებით,
მეტი ან ნაკლები რაოდენობის ელექტრონი აქვს.

7. რა არის ატომური მასა?


 ატომური მასა ანუ მასური რიცხვი (ატომბირთვის მასა)
 ატომბირთვში პროტონების (Z) და ნეიტრონების (N) ჯამს
ატომური მასა (A) ანუ მასური რიცხვი ეწოდება.
 ფარდობითი ატომური მასა (ატომური მასა) ჩაიწერება: Ar
 A= Z + N
 *r ნიშნავს „Relative“ ანუ ფარდობითი
8. რა არის იზოტოპი?
 ერთი და იმავე ელემენტის ატომებს, რომელთაც ბირთვში
პროტონების (Z) ერთნაირი რაოდენობა, მაგრამ ნეიტრონების
(N) განსხვავებული რიცხი აქვთ, და ამიტომ განსხვავდებიან
მასური რიცხვითაც (A), იზოტოპები ეწოდებათ.
 იზოტოპებს ატომბირთვის ერთნაირი მუხტი, მაგრამ
სხვადასხვა ატომური მასა აქვთ (ნეიტრონების გამო).

• იზოტოპებს ახასიათებენ 2 სიდიდით: მასური რიცხვით და


ბირთვის მუხტით (რიგობრივი ნომრით).

9. შედარება:
 იონებს აქვთ სხვადასხვა რაოდენობის ელექტრონები
 იზოტოპებს აქვთ სხვადასხვა რაოდენობის ნეიტრონები

10. რომლებია წყალბადის იზოტოპები და რა განსხვავებაა მათ


შორის?
 წყალბადს აქვს 3 იზოტოპი: პროტიუმი, დეიტერიუმი და
ტრიტიუმი.
 სამივე მათგანს პროტონებისა და ელექტრონების რაოდენობა
თანაბარი აქვთ, მაგრამ განსხვავდებიან ნეიტრონთა რიცხვით
და ატომური მასით.
11. რამდენი ნეიტრონი აქვს ტრიტიუმს?
 ტრიტიუმს აქვს 2 ნეიტრონი, ხოლო ატომური მასა
3-ის ტოლია
 2 ნეიტრონს + 1 პროტონი

12. რა არის ნუკლიდი?


 ატომბირთვს (ატომს), რომლის შემადგენლობაშიც
განსაზღვრული რაოდენობის პროტონები და ნეიტრონებია,
ნუკლიდი ეწოდება.
 ანუ ნუკლიდი არის ბირთვი.
 ერთი ელემენტის ნუკლიდებს იზოტოპები ეწოდებათ.
 წყალბადს, როგორც ვნახეთ, 3 ნუკლიდი აქვს: პროტიუმი,
დეიტერიუმი და ტრიტიუმი.

13. განსხვავდებიან თუ არა იზოტოპები ქიმიური თვისებების


მიხედვით?
 არ განსხვავდებიან, ვინაიდან იზოტოპების ატომბირთვს
ერთნაირი მუხტი და ერთნაირი აგებულების ელექტრონული
გარსი აქვთ.
 გამონაკლისის სახით უნდა ითქვას მსუბუქი ნუკლიდების
შემთხვევა. რაც უფრო მსუბუქია ნუკლიდი, მით უფრო
სერიოზული გავლენა აქვს ნეიტრონების რაოდენობას.
მაგალითად, წყალბადის შემთხვევაში: დეიტერიუმი 2-ჯერ
მძიმეა პროტიუმზე, ამიტომაც დეიტერიუმიანი წყალი უფრო
ძნელად ორთქლდება და უფრო მძიმეა, ვიდრე- პროტიუმიანი.
ოკეანის წყალში 5-15% დეიტერიუმია.

You might also like