You are on page 1of 2

1.რას შეისწავლის ქიმია?

ქიმია შეისწავლის ნივთიერებათა შემადგენლობას, აგებულებას, თვისებებს, კავშირს


აგებულებასა და თვისებებს შორის, ნივთიერებათა გარდაქმნებს და ამ გარდაქმნების
თანმხლებ მოვლენებს.
2.როგორ მოვლენებს ეწოდება ქიმიური მოვლენები? მოიყვანეთ მაგალითი.
მოვლენებს, რომელთა დროსაც იცვლება ნივთიერებათა შემადგენლობა ქიმიური მოვლენები
ეწოდება. მაგ. მერქნის წვა, მეთანის წვა, ლითონის ჟანგვა და სხვა.
3. როგორ მოვლენებს ეწოდება ფიზიკური მოვლენები? მოიყვანეთ მაგალითი.
მოვლენებს, რომლებიც მიმდინარეობს ნივთიერებათა შემადგენლობის ცვლის გარეშე
ფიზიკური მოვლენები ეწოდება. მაგ. წყლის დუღილი, ორთქლის კონდენსაცია, ქვის
მსხვრევა და სხვა.
4. როგორ ნივთიერებას ეწოდება მარტივი ნივთიერება?
მარტივი ნივთიერება შედგება ერთი ელემენტის ატომებისაგან. მაგ. წყალბადი H 2, ჟანგბადი
O2, ოზონი O3, რკინა Fe და ა.შ.
5. როგორ ნივთიერებას ეწოდება რთული ნივთიერება?
რთული ნივთიერება შედგება ორი ან მეტი ელემენტის ატომებისაგან. მაგ. წყალი H 2O,
სუფრის მარილი – NaCl და ა.შ.
6. რა მოსდის მოლეკულებს ქიმიური მოვლენების დროს?
მოლეკულები ქიმიური მოვლენების დროს იცვლებიან.
7. რა მოსდის მოლეკულებს ფიზიკური მოვლენების დროს?
მოლეკულები ფიზკიური მოვლენების დროს არ იცვლებიან.
8. რა მოსდის ნივთიერებას ქიმიური მოვლენების დროს?
ნივთიერებები ქიმიური მოვლენების დროს იცვლება.
9. რა მოსდის ნივთიერებას ფიზიკური მოვლენების დროს?
ნივთიერებები ფიზიკური მოვლენების დროს არ იცვლება.
10. რისგან შედგებიან მოლეკულები?
მოლეკულები შედგებიან ატომებისაგან.
11. რა მოსდის ატომებს ქიმიური მოვლენების დროს?
ატომები ქიმიური მოვლენების დროს არ იცვლებიან.
12. რას წარმოადგენს ქიმიური ელემენტი?
ქიმიური ელემენტი – ეს არის ატომთა სახე ატომგულის ერთნაირი დადებითი მუხტით.
სიტყვა ელემენტი ნიშნავს შემადგენელს. ქიმიური ელემენტის ატომები წარმოქმნიან მარტივ
და რთულ ნივთიერებებს.
13. რა არის მიღებული ქიმიური ელემენტების ნიშნებად?
ამ ელემენტის ლათინური სახელწოდების პირველი ან პირველი და ერთ-ერთი მომდევნო
ასო. მაგ., წყალბადის ლათინური სახელწოდებაა Hydrogenium, აღინიშნება H ასოთი,
ჟანგბადი – Oxygenium – O, ალუმინი–Aluminium– Al, რკინა – Ferrum–Fe, თუთია – Zincum–
Zn და ა.შ.
14. რა არის მიღებული ვალენტობის ერთეულად?
ვალენტობის ერთეულად მიღებულია წყალბადის ატომის ვალენტობა.
15. რას ეწოდება ვალენტობა?
ვალენტობა ეწოდება მოცემული ელემენტის ატომთა უნარს მიიერთოს ან ჩაანაცვლოს სხვა
ელემენტის ატომთა განსაზღვრული რიცხვი.

You might also like