You are on page 1of 2

ქიმია_საშინაო ექსპერიმენტი

რკინის ჟანგვის პირობების შესწავლა,კოროზია

დღეს არსებული შენობების ნაწილის საექსპლუატაციო ვადა ამოწურულია,


რის შემდეგაც შენობა ავარიული ხდება. შენობის ავარიულობის ერთერთი
ძირითადი მიზეზი არის შენობის კონსტრუქციებში შემავალი რკინის
დაჟანგვა. ჟანგს რკინისაგან განსხვავებული თვისებები აქვს. ის აღარ არის
მტკიცე და მაგარი. ჟანგი ფხვიერია. რკინის დაჟანგვის თავიდან აცილების
მიზნით, საჭიროა ვიცოდეთ რა გარემო პირობები განაპირობებს ამ პროცესს,
რათა შემცირდეს უბედური შემთხვევების რაოდენობა აღნიშნული შენობების
ექსპლუატაციისას.

მიზანი: ჰაერის, ჟანგბადისა და ტენის გავლენით რკინის ჟანგვის პირობების


გამოკვლევა.

პროექტის ამოცანები: რკინა უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობის მეტალია.


სიმაგრისა და სიმტკიცის გამო რკინა შენადნობების სახით გამოიყენება
სხვადასხვა ნაგებობის , ნივთებისა და სამუშაო იარაღების, ხიდების
მშენებლობაში. ჩემი ამოცანაა მოსწავლეები გავაცნობიერო რკინის დაჟანგვის
პროცესებში და მიზეზებში. რკინის ჯანგვის პირობებს ისინი თავად
შეისწავლიან წინასწარ დაგეგმილი ექსპერიმენტის საფუძველზე. კვლევის
შედეგებს გამოიყენებენ პრაქტიკაში. ასევე გაითვალისწინებენ იმ გეოგრაფიულ
და კლიმატურ პირობებს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ჩვენი ქვეყნის
გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გათვალისწინებით რკინის ჟანგვა
სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვა ინტენსივობით ხდება.

პროექტის განხორციელების წინაპირობა: წინაპირობას წარმოადგენს


მოსწავლეების მიერ ყოფა-ცხოვებაში მეტალათა ჟანგვის პროცესებზე(კოროზია)
ინფორმაციის მოპოვება და მეტალთა თვისებებზე მსჯელობა,კოროზიის შესწავლა
და მისი თავიდან აცილების გზების მოძიება.

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები :

1. პრობლემის გამოკვეთა (მასწავლებლის მიერ მასალის გაცნობა);

2. საშინაო ექსპერიმენთის დაგეგმვა-ჩატარება-


ექსპერიმენტის აღწერა - მოსწავლე იღებს 3ცალ დაუჟანგავ ლურსმანს . ერთს
მოათავსებს მშრალ ჭიქაში, მეორეს-წყლიან ჭიქაში, მესამეს- მარილწყლიან ჭიქაში.

3. მონიტორინგი- მოსწავლე გადაიღებს ფოტოებს და აწარმოებს დღიურს


ყოველდღიური დაკვირვების მიხედვით და ცვლილებებს ინიშნავს. აკვირდება
სად,რა დროში უფრო მალე ხდება რკინის დაჟანგვა და ცდილობს მოახდინოს
მიზეზების დადგენა,რასაც ახდენს კოროზიაზე შესაბამისი ინფორმაციის მოძიებითა
და მისი დამუშავებით.

4. პრეზენტაცია_ ექსპერიმენტისა და თეორიული მასალის შეჯერების შემდეგ


მოსწავლე წარადგენს მასალას მისთვის მოსახერხებელ ფორმატში- ბუკლეტი,
ფლიფჩატზე პრეზენტაცია ან ელექტრონული ვერსია POWER POINTIS ან მსგავსი
პროგრამის გამოყენებით.

ასაკი, კლასი : VIII კლასი 13-14 წელი

მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია : მოსწავლეებს პირველი კვირის


ბოლოს მონიტორინგში ჩართვის მიზნით ვთხოვ წარმოადგინონ ჩანაწერები,
ილუსტრაციები მათ მიერ ნაწარმოები კვლევის შესახებ. ჩავატარებ გამოკითხვას.

პროექტის განხორციელების რისკი,ხარვეზები; მათი თავიდან აცილების გზები:


რისკს წარმოადგენს არასათანადო პირობებში ცდის ჩატარება ანუ წინასწარ
განსაზღვრული ექსპერიმენტის პირობების უგულვებელყოფა. ხარვეზების
არსებობის შემთხვევაში მისი აღმოჩენა მოხდება მონიტორინგის საფუძველზე .
კვლავ გაიცემა ექსპერიმენტის ჩატარების ინსტრუქცია.

პრეზენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 13 აპრილი!

You might also like