You are on page 1of 4

ცხიმოვანი მჟავების დამჟანგავი ფერმენტები მოთავსებულია მიტოქონდრიის მატრიქსში .

12
ან უფრო მცირე ნახშირბადატომის შემცველ მჟავას არ სჭირდება ტრანსპორტერი, მაგრამ 14
ან მეტი უკვე საჭიროებს სპეციფიურ ფერმენტულ გარდაქმნებს კარნიტინის მაქოს მიერ. ეს
მაქო აკატალიზებს 3 რეაქციას, რომელთა მიზანი ცხიმოვანი მჟავას გააქტივებაა .

პირველი რეაქცია კატალიზდებდა აცილ-კოენზიმ ა სინთეტაზას იზოზიმების მიერ


(დამოკდიებულია იმაზე, თუ რამდენი ნახშირბადატომისგან შედგება მჟავა) , ის მდებარეობს
მიტოქონდრიის გარეთა მემბრანაზე , სადაც წარმართავს რეაქციას :

Fatty acid + CoA + ATP - Fattu acyl-CoA + AMP + PPi

ამგვარად, აცილ-კოფერმენტ ა სინთეტაზა აკატალიზებს თიოესტერული ბმის წარმოქმნას


ცხიმოვანი მჟავის კარბოქსილის ჯგუფსა და კოენზიმ-ა-ს თიოლის ჯგუფს შორის . ეს
პროცესი შეუღლებულია ატფ-ის დაშლიასთან ამფ-ად და პიროფოსფატად.

აცილ კოფერმენტ-ა მაღალენერგიული ნაერთია. შესაძლებელეია მისი ჟანგვა ატფ-ის


წარმსოაქმნელად გაგრძელდეს მიტოქონდრიაში , ან ციტოზოლში დარჩეს მემბრანული
ლიპიდების სინთეზისთვის. თუ ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიული ჟანგვისთვის
გამოოიყენება, ის მიემართება მიტოქონდრიის გარეთა მემბრანაზე სადაც კარნიტინის მაქოს
მეორე რეაქცია წარიმართება, რომელიც კატალიზდებდა კარნიტინაცილ-
ტრანსფერაზა-1-ს მიერ (CPT1) . ამ რეაქციის დროს მას ემაგრება კარნიტინის ჰიდროქსილის
ჯგუფი , გარდაქიმნება კარნიტინის ესტერად და ამ გზით გაივლის მემბრანათშორის
სივრცეში და აღწევს მატრიქსს პასიური ტრანსპორტის მეშვეობით აცილ-კარნიტინ /
კარნიტინ კოტრანსპორტერის მიერ , ეს უკანასკნელი შიგნითა მემბრანაზეა მოთავსებული
მასში 1 მოლეკულა კარნიტინის ესტერი გაივლის.

კარნიტინის მაქოს მესამე და საბოლოო რეაქციის დროს მჟავური ჯგუფი კარნიტინ-


ესტერიდან შიდამიტოქონდრიულ კოენზიმ ა- ზე გადადის კარნიტინაცილტრანსფერა 2 -ს
მიერ (CPT2). ეს იზოზიმი ლოკალიზებულია შიგნითა მიტოქონდრიული მემბრანის შიგნითა
ზედაპირზე . ის კვლავ აღადგენს აცილ-კოენზიმ ა-ს და ათავისუფლებს თავისუფალ
კარნიტინთან ერთად მატრიქსში .

ეს სამსაფეხურიანი პროცესი აკავშირებს ორ განსხვავებულ CoA - თა ფულს (აუზს) - ერთი


რომელიც მოთავსებულია ციტოზოლში, მეორე კი - მიტოქონდრიაში. მათ განსხვავებული
ფუქნციები აქვთ : მიტოქონდირული - ცხიმოვანი მჟავების, ამინომჟავების, პირუვატის

©Levan Gorgadze
ჟანგვითი დეგრადირებისთვის გამოიყენება , ციტოზოლური კოფერმენტ ა - კი ცხიმოვანი
მჟავების ბიოსინთეზში.

მიტოქონდრიულ მატრიქსში გადასული


ცხიმების ოქსიდაცია მოიცავს სამ
საფეხურს :

1.ბეტა-ოქსიდაცია - ცხიმოვანი მჟავებს


სცილდებათ 2 აქტიური
ნახშირბადატომი აცეტილ-CoA -ს სახით
ცხიმოვანი მჟავის კარბოქსილური
დაბოლოებიდან. მაგალითად 16-
ნახშირბად ატომიანი პალმიტინის მჟავა
განიცდის დაშლას , მას ნელ-ნელა
სწყდება ორ-ნახშირბადიანი
ფრაგმენტები მე-15 და მე-16
ნახშირბადატომებიდან (რომლებიც 1
აცეტილკოენზიმ ა-ს წარმოქმნიან) და
საბოლოოდ 16-ნახშირბადიანი მჟავიდან
მიიღება 8 მოლეკულა აცეტილ-
კოფერმენტ ა. ამ უკანსკნელის
თითოეული მოლეკულის სინთეზს
ესაჭიროება 4 წყალაბდის ატომის
მოშორება (2 წყვილი ელექტრონი და 4
H+) ცხიმოვანი მჟავიდან
დეჰიდროგენაზების საშუალებით.

2.მეორე ეტაპზე, აცეტილკოენზიმ ა-ს


აცეტილის ჯგუფები იჟანგებიან
ნახშირორჟანგამდე ლიმონმჟავას
ციკლში, რომელიც ასევე მიტოქონდრიის
მატრიქსში მიმდინარეობს. ცხიმოვანი
მჟავებისგან მიღებული აცეტილ კოფერმენტ-ა ამგვარად ერთვება მეტაბოლიზმის გზაში იმ
აცეტილკოენიზმ-ა-სთან ერთად, რომელიც გლუკოზიდან მიიღება გლიკოლიზით და
პირუვატის ჟანგვით (იხ.სურათი).

©Levan Gorgadze
ეს ორი სტადია წარმოქმნის აღდგენილ ელექტრონ-გადამტანებს NADH-სა და FADH2-ს,
რომლებიც მესამე ეტაპზე გადასცემენ ელექტრონებს მიტოქონდრიულ სუნთქვით ჯაჭვში.
ელექტრონების აქცეპტორი არის ჟანგბადი . ამ პროცესის თანმდევია ადფ-ის
ფოსფორილირება და ატფ-ს წარმოქმნა. ანუ ,
ცხიმოვანი მჟავების ჟანგვით გათავისუფლებული
ენერგია ამგვარად ინახება ატფ-ის სახით.

განვიხილოთ დეტალურად თიოთეული საფეხური .

1. პირველი საფეხური კატალიზდება აცილ-


კოენზიმ-ა-დეჰიდროგენაზას სამი იზოზიმის
მიერ, ისინი სპეციფიურია სიგრძისადმი :
ძალიან გრძელი ჯაჭვიანი აცილ-კოენიზმ ა-
დეჰიდროგენაზა (VLCAD) მოქმედებს 12-18
ნახშირბადიან ცხიმოვან მჟავებზე; საშუალო
ჯაჭვზე მოქმედი (MCAD) 4-14
ნახშირბადატომზე ; მოკლე ჯაჭვიანზე (SCAD)
მოქმედი 4-8 ნახშირბადზე . VLCAD
მოთავსებულია შიგნითა მიტოქონდრიულ
მემბრანაზე, ხოლო MCAD და SCAD
მატრიქსში. სამივე იზოზიმი
ფლავოპროტეინია , მჭიდროდ მიმაგრებულნი FAD-ის პროსთეტულ ჯგუფზე .
ცხიმოვანი მჟავებიდან მოწყვეტილი ელექტრონები ფად-ზე გადადიან და
დეჰიდროგენაზების აღდგენილი ფორმა დაუყოვნებლივ გასცემს
მას ელექტრონების გადამტან ჯაჭვში შემავალ ფლავოპროტეინზე
(ETF) . ეს რეაქცია ანალოგიურია სუქცინატის
დეჰიდროგენიზაციისა (ლიმონმჟავას ციკლიდან). ამ ორივე
რეაქციაში ენზიმი შიგნითა მემბრანაზეა მიბმული , წყვილი ბმა
ყალიბდება ცხიმოვანი მჟავის ალფა და ბეტა ატომს შორის,
ელექტრონები კი ჯერ ფადზე, ხოლო შემდეგ საბოლოოდ
სუნთქვით ჯაჭვში აქცეპტირდება ჟანგბადის მოლეკულაზე , 1 1 ბეტა-ოქსიდაციის პირველი საფეხური
ელექტრონული წყვილის გადატანის დროს სინთეზდება 1.5
მოლეკულა ატფ.
2. ბეტა-ოქსიდაციის მეორე საფეხურზე წყალი ემატება ტრანს-2-ენოილ-CoA -ს ორმაგ
ბმას , რის შედეგადაც მიიღება ბეტა-ჰიდროქსიაცილ-CoA (3-ჰიდროქსიაცილ-CoA). ეს
რეაქცია კატალიზდება ენოილ-CoA ჰიდრატაზას მიერ და ანალოგია კრებსის ციკლში
ფუმარაზას მიერ კატალიზებული რეაქციისა.

©Levan Gorgadze
3. მესამე ეტაპზე , L-ბეტა-ჰიდროქსიაცილ-CoA ს დეჰიდროგენიზება ხდება ბეტა-
ჰიდროქსიაცილ-CoA დეჰიდროგენაზას მიერ , რის შედეგადაც წარმოიქმნება ბეტა-
კეტოაცილ-CoA. NAD+ ელექტრონების აქცეპტორია , რომელიც საბოლოოდ სუთქვით
ჯაჭვში ელექტრონებს გადაიტანს NADH დეჰიდროგენაზაზე. მესამე საფეხურის
რეაქცია ანალოგია კრებსის ციკლის მალატდეჰიდროგენაზული რეაქციისა.
4. ბეტა-ოქსიდაციის მეოთხე და საბოლოო საფეხური კატალიზდება აცილ-CoA
აცეტილტრანსფერაზას მიერ , რომელსაც უფრო ხშირად თიოლაზას უწოდებენ. იგი
ბეტა-კეტოაცილ-СoA-ს მოლეკულიდან გამოათავისუფლებს ორ-ნახშირბადიან
ფრაგმენტს და დაუაკვშირებს СoA -ს (ანუ წარმოიქმნება აცეტილ- СoA) . ხოლო მეორე
პროდუქტი არის ცხიმოვანიმჟავის СoA-თიოესტერი. (Fatty acid-SCoA) , რომლის
ძირითად ჯაჭვში იქნება 2 -თ ნაკლები ნახშირბადის ატომი. ამ რეაქციას თიოლიზს
უწოდებენ.

ბეტა-ოქსიდაციის ბოლო სამი საფეხური კატალიზდება ფერმენტთა ორი წყებით , ერთი


რომელიც უკვე აღვწერეთ და მეორე ცხიმოვანი ჯაჭვის სიგრძეზე დამოკიდებული
ფერმენტები. 12 ან მეტ ნახშირბადიანი ჯაჭვისთვის რეაქცია კატალიზდება მიტოქონდრიის
შიგნითა მემბრანაზე არსებული მულტიენზიმური კომპლექსით , ტრიფუნქციული ცილით
(TFP) . ეს არის ჰეტეროქტამერული ცილა , ალფა4ბეტა4 სუბერთეულებისგან შედგება.
თიოთეული ალფა სუბერთეული მოიცავს ორი ფერმეტნის აქტივობას: ენოილ- СoA
ჰიდრატაზას და ბეტა-ჰიდროქსიაცილ- СoA დეჰიდროგენაზას , ხოლოდ ბეტა სუბერთეული
თიოლაზური აქტივობით ხასიათდება. ამ სამი ფერმენტის მჭიდრო კავშირი ხელს უწყობს
სუბსტრატის ზუსტ გადაადგილებას ერთიდან მეორე სუბერთეულზე. როცა TFP დაამოკლებს
ჯაჭვს (12-ზე ნაკლებ ნახშირბადატომამდე) შემდეგ ჟანგვა მატრიქსში, ხსნადი ფერმენტების
მიერ ხორციელდება.

©Levan Gorgadze

You might also like