You are on page 1of 6

შემაჯამებელი ტესტირება III

1) ბ) ბირთვი. ნეირონს შოლტი არ აქვს, თუმცა აქვს ბირთვი, მემბრანა და


რიბოსომა. ნაწლავის ჩხირი პროკარიოტია და პროკარიოტებს არ გააჩნიათ
მემბრანული აგებულების ორგანელები, ამ შემთხვევაში ბირთვი, თუმცა მას აქვს
პლაზმური მემბრანა, რიბოსომა და შოლტიც.
2) 2.1) C. თუ დაზიანდება C ანუ კვერცხუჯრედი, ვერ
განვითარდება ჩანასახი.
2.2) AA და Aa. თუ სპერმია შეიცავს a ალელს და გვინდა,
რომ ტრიჰეტეროზიგოტში ანუ ენდოსპერმში მივიღოთ
მხოლოდ ერთი დომინანტური ალელი, მაშინ
ცენტრალური უჯრედი (B) უნდა იყოს ან AA ან Aa, რადგან
განაყოფიერების შემდეგ მივიღებთ AAა-ს da Aaa-ს.
2.3) A და D. ორმაგ განაყოფიერებაში არ მონაწილეობს A
და D ნომრები. მონაწილეობს C და B.
2.4) B და C. კომბინაცია ხდება უშუალოდ ცენტრალურ უჯრედში (B), როდესაც
მიიღება ენდოსპერმი და კვერცხუჯრედში (C), როდესაც მიიღბა ჩანასახი.
3) გ) I და II. ჰიპოფიზით რეგულირდება თირკმელზედა ჯირკვლის აქტივობა,
კერძოდ მისი ქერქი და ის კონტროლდება ASTH-ით. ჰიპოფიზი ასევე
აკონტროლებს ფარისებრ ჯირკვალს TSH-ით. რაც შეეხება კუჭქვეშა ჯირკვალს,
მისი რეგულაცია ხდება გლუკოზით.
4) დ) I, II და III. სისხლს ადედებს ცილებიც, მაგალითად ფიბრინოგენი. სისხლს
ადედებს მეტალთა იონებიც, მაგალითად Ca-ის. სისხლს ადედებს ფერმენტებიც,
მაგალითად თრომბინი.
5) გ) სამარაგო - სახამებელი, სტრუქტურული - ცელულოზა. ქიტინი არის
სტრუქტურული და გლიკოგენი არის სამარაგო.
6) დ) D ვიტამინი. მისი ნაკლებობის დროს ძვალში მცირდება მეტალთა ნაკლებობა,
კერძოდ აღარ ლაგდება მეტალი კალციუმი (Ca).
7) გ) ქრომოსომების ფორმირება - პროფაზა, ქრომატინის ფორმირება -
ტელოფაზა.
ქრომოსომების ფორმირება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მიტოზის დროს,
კერძოდ პროფაზაში, ქრომოსომების გარდაქმნა ქრომატინად ისევ ხდება მიტოზის
დროს, ოღონდ ტელოფაზაში.
8) გ) მხოლოდ III. პირველი მეიოზის ნებისმიერ ფაზაში ერთი ქრომოსომა შეიცავს
2 მოლეკულა დნმ-ს. პროფაზა 2-ში და მეტაფაზა 2-შიც ასევე ერთ ქრომოსომაში
არის 2 მოლეკულა დნმ. რაც შეეხება ანაფაზა 2-ს და ტელოფაზა-ს
აქ ერთ ქრომოსომაში არის 1 მოლეკულა დნმ.
9) N1 - კაპილარული გორგალი, N2 - პროქსიმალური მილაკი, N3 -
ჰენლეს მარყუში, N4 - დისტალური მილაკი.
9.1) N2. პროქსიმალურ მილაკში (N2-ში) შეიწოვება გლუკოზის 90%
და თუ დაზიანდება ვეღარ შევიწოვთ და დარჩება შარდშივე.
9.2) N2. ყველაზე ბევრი სჭირდება N2-ს იმიტომ, რომ აქ ხდება აქტიური
ტრანსპორტი - რეაბსორბცია. აქ გვხვდება ტრანსპორტის ყველა ფორმა.
9.3) N4. ვაზოპრესინი მუშაობს დისტალურ მილაკზე (N4-ზე) და შემკრებ მილაკზე
(N4-ის მერე).
9.4) N1, N2 და N4. ქერქში მდებარეობს კაპილარული გორგალი, პროქსიმალური და
დისტალური მილაკები. ქერქში არ მდებარეობს ჰენლეს მარყუჟი და შემკრები.
10) 10.1) მწერი გაივლის: კვერცხი --> ლარვა --> ჭუპრი --> იმაგო.
10.2) ონტოგენეზური. ეს ცვალებადობა ასაკობრივია და მას ქვია ონტოგენეზური
ცვალებადობა.
11) ჯირკვლები, რომელთა სეკრეტიც არ ჩაედინება სისხლში არის: საცრემლე,
სანერწყვე, საოფლე, ცხიმის და სარძევე. ასევე ღვიძლი (ნაღველი), პანკრეასი
(ფერმენტები), საკვერცხე (კვერცხუჯრედი), სათესლე (სპერმატოზოიდები).
ღვიძლზე, პანკრეასზე, სათესლეზე და საკვერცხეზე აუცილებელია ფრჩხილებში
მიწერა რაზე ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ისინი ასევე გამოყოფენ სისხლშიც ანუ
შერეული ჯირკვლები არიან.
12) გ) მომწიფების. ქრომოსომები ნახევრდება პირველი მეიოზის ანაფაზაში და
მეიოზი წარიმართება მომწიფების ფაზაში.
13) გ) მხოლოდ II და III. სახამებელი თუ დაგვეშლება, მას იოდი ვეღარ იპოვის და
ვეღარ გალურჯდება. ღვიძლი არ შეიცავს სახამებლის დამშლელ ფერმენტებს,
მაგრამ სანერწყვე და პანკრეასი შეიცავს ამილაზებს და ეს ამილაზები შლიან
სახამებელს, ამიტომ იოდი მას ვეღარ იპოვის
და ვეღარ გალურჯდება.
14) დ) D. A-ში მდებარეობს ჩართული ნეირონი,
B-ში არის ზურგის ტვინის არხი, D არის
გვერდითი რქა, C არის წინა რქა სადაც
მდებარეობს მამოძრავებელი ნეირონი.
ვინაიდან D-ში მდებარეობს სიმპატიკური ნერვული სისტემის ბირთვები, აქედან
ხდება საოფლე ჯირკვლის აქტივობის კონტროლი. ზურგის ტვინის განივ ჭრილს
თუ შევხედავთ, ირგვლივ ჩანს ხერხემლის არხი (ცისფერი).
15) ბ) მხოლოდ I და II. ინსულინის ზემოქმედებით გლუკოზა გარდაიქმნება
გლიკოგენად ანუ მარტივი რთულად. ასევე ინსულინის ზემოქმედებით
გარდაიქმნებიან ნახშირწყლები ცხიმებად. ინსულინის საშუალებით ასევე
ამინომჟავები გარდაიქნმება ცილებად, თუმცა ვერ გარდაიქმნება ნახშირწყლები
და ცხიმები ცილებად იმიტომ, რომ ისინი არ შეიცავენ აზოტს. ზოგადად ჩვენს
სხეულში ნახშირწყლებისა და ცხიმების გარდაქმნა ცილებად არ ხდება !!! თუმცა
ცილები გარდაიქნმება ნახშირწყლებად, ცხიმებად და სხვა ცილებად.
16) გ) მხოლოდ III. გლიკოლიზის დროს გლუკოზისგან მიიღება პიროყურძნის მჟავა
და ატფ, აქ არ მიიღება ნახშირორჟანგი. კალვინის ციკლში იხარჯება
ნახშირორჟანგი და მიიღება გლუკოზა. კრებსის ციკლში მიიღება 6 მოლი
ნახშირორჟანგი და 6 მოლი წყალი. ნახშირორჟანგი ასევე მიიღება სპირტული
დუღილის დროს.
17) მოცემულია მეიოზი.
N1 - მეორე მეიოზის ანაფაზა (ანაფაზა 2).
N2 - პირველი მეიოზის პროფაზა (პროფაზა 1).
N3 - პირველი მეიოზის მეტაფაზა (მეტაფაზა 1).
(ჰომოლოგიური ქრომოსომები არიან
ეკვატორზე).
N4 - მეორე მეიოზის მეტაფაზა (მეტაფაზა 2).
(ეკვატორზე მხოლოდ 1 რიგია ქრომოსომებისა).
N5 - პირველი მეიოზის ანაფაზა (ანაფაზა 1).
(შორდებიან ჰომოლოგიური ქრომოსომები).
18) თუ ცენტრიდან გზავნი პერიფერიაზე, გჭირდება მამოძრავებელი.
თუ პერიფერიიდან გზავნი ცენტრისკენ, გჭირდება მგრძნობიარე.
I - მამოძრავებელი. ცენტრალურიდან ყურზე ანუ თავის ტვინიდან გარეთკენ.
II - ჩართული. რადგან თვითონ რუხ ნივთიერებაზეა საუბარი - ჩართული.
III - მამოძრავებელი. თავის ტვინიდან შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებამდე ანუ
ცენტრიდან პერიფერიაზე.
IV - მგრძნობიარე. თვალიდან თავის ტვინის ქერქისკენ ანუ პერიფერიიდან
ცენტრისკენ.
19) მოცემულია ცილის მოლეკულის
აგებულება.
N1 - იონური ბმა. (+ და - ჩანს, ამით შეგიძლია
მიხვდე).
N2 - წყალბადური ბმა. (ჟანგბადსა (O) და
წყალბადს (H) შორის წერტილებით
შეგიძლია მიხვდე).
N3 - დისულფიდური ბმა. (ორი გოგირდით (S)
შეგიძლია მიხვდე).
N4 - ჰიდროფობური კავშირი. (მეთილით (CH3)
შეგიძლია მიხვდე).

20) ბ) მხოლოდ I და III. მატრიცული რეაქციებით მიიღება ორი რამ: ნუკლეინის


მჟავები და ცილები. რიბოსომული რნმ ნუკლეინის მჟავაა, დნმ-პოლიმერაზა
ცილაა. დეოქსირიბოზა არის ნახშირწყალი და ის არ მიიღება მატრიცულად.
21) გ) მხოლოდ II და III. ოსმოსს არ სჭირდება ცილები
ამიტომ ის განხორციელდება. რაც შეეხება გაადვილ
დიფუზიას და აქტიურ ტრანსპორტს, ამ დროს
გვჭირდება ცილები.
22)
22.1) მეიოზია რადგან ჩანს კროსინგოვერი და
ვხედავთ, რომ ეკვატორზე განლაგებულია ორი რიგი.
22.2) პირველი მეიოზის მეტაფაზა.
22.3) 4 ქრომოსომა. (დაითვალე ცენტრომერები).
22.4) 8 მოლეკულა დნმ-ია. პირველ მეიოზში ყველგან 1 ქრომოსომაში 2
მოლეკულა დნმ-ია და ასევეა მეორე მეიოზის პროფაზასა და მეტაფაზაში.
23) დ) I, II და III. სიბნელის ფაზაში ანუ კალვინის ციკლში წარმოიქმნება
ნახშირწყლებს, რის წარმოსაქმნელადაც საჭიროა ნახშირორჟანგი და ასევე
საჭიროა ფერმენტების მუშაობაც ამიტომ გამოვიყენებთ ენერგიასაც ანუ ატფ-საც.
ესეიგი იყენებ ნახშირორჟანგს, ხარჯავ ატფ-ს და წარმოქმნი ნახშირწყლებს.
24) ბ) მხოლოდ I და III. ლიზოსომაც და მიტოქონდრიაც ორივე შლის
ნახშირწყლებს და რადგან ორივე შლის, ორივე არის კატაბოლური ანუ
ენერგეტიკული ორგანელები. რაც შეეხება ნახშირორჟანგს მას წარმოქმნის
მხოლოდ მიტოქონდრიები იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ აწარმოონ კრებსის
ციკლი. ნახშირორჟანგი მიიღება მხოლოდ და მხოლოდ კრებსის ციკლში და
სპირტულ დუღილში !!! ლიზოსომა შლის გლიკოგენს გლუკოზამდე, მაგრამ
თვითონ გლუკოზას არ შლის.
25) ორივეს. ვინაიდან დედა ჰემოფილიით ავადაა, ის უნდა იყოს ჰომოზიგოტური
ანუ ორივე ქრომოსომა უნდა ჰქონდეს დაზიანებული (XhXh). ერთს გადასცემს
გოგონას და მეორეს გადასცემს ვაჟს.
27) აქტინი - კუმშვადი (მამოძრავებელი) ცილაა. გლუკაგონი - რეგულატორული
(ჰორმონი). ფერიტინი - სამარაგო. ჰემოგლობინი - სატრანსპორტო.
მიოზინი - კუმშვადი (მამოძრავებელი). დინეინი - სატრანსპორტო.
(თუ სატრანსპორტოს და მამოძრავებელს აურევ, არაუშავს).
28) ბ) ბლასტულა. ნაჩვენებია ერთი შრე და ერთშრიანი არის ბლასტულა.
30) დ) I, II და III. კოვალენტური ბმა გულისხმობს ფოსფოდიეთერულ ბმას. ადენინი
არის პურინი, ის შეიძლება დაუკავშირდეს გვერძე მდებარე ადენინს ანუ პურინს, ან
გვერძე მდებარე თიმინს ანუ პირიმიდინს. შეიძლება თიმინი დაუკავშირდეს
ციტოზინს ანუ პირიმიდინი პირიმიდინს. ესეიგი კოვალენტური ბმით
უკავშირდებიან ერთმანეთს პურინის ფუძეებიც, პირიმიდინის ფუძეებიც და
პურინისა და პირიმიდინების ფუძეებიც.
31) გ) მხოლოდ II და III. სინათლის მიკროსკოპში ვერ ვხედავთ ვირუსებს, მათ
შორის ცოფის ვირუსს. ბაქტერიების დანახვა შესაძლებელია, მაგალითად
როგორიცაა ტეტანუსის გამომწვევი და დიფთერიის გამომწვევი.
32) გ) კვერცხსავალში. კვერცხუჯრედი მეიოზს ამთავრებს კვერცხსავალში და
მხოლოდ იმ შემთხვევაში დაამთავრებს მეიოზს თუ განაყოფიერდება - ისე ვერ
დაამთავრებს.
33) ბ) 1 დედალი, 2 მამალი;
34) ფარისებრახლო ჯირკვალი. ის გამოყოფს პარათჰორმონს, რომლის სამიზნეა
ძვლები, თირკმლები და ნაწლავები.
35) გულის ციკლი ტოლია 0.8 წამის, თუ გულის ცემის სიხშირე არის წუთში 75.
35.1) 0,7. ვინაიდან წინაგულები იკუმშება 0.1 წამის განმავლობაში, ისინი
მოდუნებულები იქნებიან 0.8-0.1=0.7 წამი.
35.2) 0,3. პარკუჭები იკუმშება 0.3 წამის განმავლობაში და მოდუნებულია 0.5 წმ.
35.3) კარიანი სარქველი ღია არის არა მარტო წინაგულების სისტოლის დროს,
ასევე წინაგულების დიასტოლის ნაწილშიც (ეს ტესტებში არ მოვა წესით).
ნამგლისებრ სარქველს რაც შეეხება, ის ღიაა იმ დროის განმავლობაში, რა
დროის განმავლობაშიც პარკუჭები იკუმშება ანუ 0.3 წამის განმავლობაში, ხოლო
დახურული იქნება 0.5 წამის განმავობაში.

36) პოლისომა ეს არის 1 ი-რნმ-ზე ასხმული რამდენიმე რიბოსომა.


36.1) რიბოსომა ერთ ჯერზე კითხულობს ორ კოდონს და ორი კოდონი ეს არის 6
ნუკლეოტიდი. ანუ 1 რიბოსომა კითხულობს 6 ნუკლეოტიდს და 9 წაიკითხავს 54
ნუკლეოტიდს (6x9=54).
36.2) რამდენი სახისაც არის ინფორმაციული რნმ, იმდენი სახის ცილა მიიღება, ანუ
1.
36.3) რამდენი ი-რნმ-იც არის ის გამრავლებული რიბოსომების რაოდენობაზე, ანუ
9x1=9.
36.4) ვინაიდან რიბოსომა 1 ჯერზე
კითხულობს 2 კოდონს, ანუ 1
ჯერზე აკავშირებს 2 ანტიკოდონს,
ესეიგი ერთ ჯერზე ის ჩაირთავს 2
ტ-რნმ-ს. აქედან გამომდინარე 9 –
18-ს.
37) 6. ფოტოსინთეზის დროს
გლუკოზასა და ნახშირორჟანგს
შორის თანაფარდობა არის 1:6,
ესეიგი თუ 36 ნახშირორჟანგი
გამოვიყენეთ, მივიღებთ 6-ჯერ
ნაკლებს ანუ 6-ს.
38) გლიკოლიზში 1 მოლეკულა გლუკოზა იშლება 2
პიროყურძნის მჟავად.
38.1) 4. 4 გლუკოზა მოგვცემს 2-ჯერ მეტ პიროყურძნის
მჟავას ანუ 8-ს.
38.2) არც ერთი. გლიკოლიზში ჟანგბადი არ
იხარჯება !!!
38.3) არც ერთი. გლიკოლიზში არ მიიღება
ნახშირორჟანგი !!!
39) ა) ცენტრალური ღარის წინამდებარე.
წითლად რაც შანს არის ცენტრალური ღარი, იგივე
პრეცენტრალური ხვეული (Precentral gyrus), რომელიც
არის შუბლის წილის ნაწილი და ის აკონტროლებს
ყველა ნებით მოძრაობას. ამ ღარის უკან მდებარეობს პოსტცენტრალური ხვეული,
იგივე კან-კუნთოვანი ზონა (Postcentral gyrus), რომელიც არის თხემის წილის
ნაწილი. ყველა რეცეპტორიდან წამოსული იმპულსები, საბოლოო ჯამში
დამთავრდება კან-კუნთოვან ზონაში.
40) N1 - მინანქარი, N2 - დენტინი, N3 - პულპა, N4 - ღრძილი, N5 - დუღაბი, N6 -
პულპაა, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩანს უშუალოდ სისხლძარღვები და ნერვები, N7 -
ღრძილი (მისი გაგრძელება), N8 - კოლაგენის ბოჭკოებია, რაც კბილს ამაგრებს N9
- გამომავალი და შემავალი ძარღვები.
40.1) დენტინი - N2, დუღაბი N-5.
40.2) ძვლის მსგავსია: N1, N2 და N5
40.3) C. ის თუ არ იქნება, კოლაგენის ბოჭკოები ვერ დაამაგრებს.
40.4) საშუალოდ 6 თვიდან. პირველი მუდმივები საშუალოდ 6 წლიდან.

You might also like