You are on page 1of 1

ნუკლეინის მჟავებს მიეკუთვნება დნმ და რნმ.

ნუკლეინის მჟავები - პოლიმერული


ნივთერებებია, შესაბამისად მათ აქვთ მონომერი - რომელიც არის ნუკლეოტიდი . ყველა
ნუკლეოტიდი შედგება სამი ქიმიური ჯგუფისგან : ფოსფორმჟავას
ნაშთისგან(ფოსფატისგან) , ნახშირწყლისაგან და აზოტოვანი ფუძისგან.

დნმ - ანუ დეზოქსირიბონუკლეინისჟავა - წარმოადგენს ორ ჯაჭვიან სპირალურ


მოლეკულას. მისი მონომერი ანუ დეზოქსირიბო-ნუკლეოტიდები შეიცავენ - ნახშირწყალ
დეზოქსირიბოზას, ასევე რა თქმა უნდა ფოსფატს და აზოტოვან ფუძეს, რომელიც
შეიძლება იყოს 4 სახის : ადენინი, გუანინი, ციტოზინი და თიმინი. აქედან ადენინი და
გუანინი მოლეკულური სტრუქტურით მსგავსია და მიეკეთვნება პურინის ფუძეებს, ხოლო
თიმინი და პირიმიდინი ასევე მსგავსია და მიეკუთვნება - პირიმიდინის ფუძეებს . (ზომით
პურინის ფუძეები უფრო დიდია) დნმ-ის ერთ ჯაჭვში ნულკლეოტიდები ერთმანეთს
უკავშირდებიან კოვალენტური ბმებით, რომელიც მყარდება ერთი ნუკლეოტიდის
ნახშირწყალსა და მეორე ნუკლეოტიდის ფოსფატს შორის. დნმ-ის ორი ჯაჭვი კი
ერთმანეთს წყალბადური ბმებით უკავშირდება, რომელიც მყარდება აზოტოვან ფუძეებს
შორის. კონკრეტული აზოტოვანი ფუძეები ერთმანეთს ზუსტად შეესაბამებიან
სივრცობრივ-გეომეტრიულად და ასეთი ურთიერთდაკავშირების პრინციპს -
კომპლემენტარობის პრინციპი ეწოდება. კერძოდ, ადენინი არის თიმინის
კომპლემენტარული და მას უკავშირდება 2 წყალბადური ბმით, ხოლო გუანინი არის
ციტოზინის კომპლემენტარული და უკავშირდება მას 3 წყალბადური ბმით . დნმ-ის
სპირალის სიგანე 2 ნანომეტრია. ერთი ნუკლეოტიდური წყვილის სიგრძე - 0,34
ნანომეტრია. დნმ შეიცავს ათასობით სხვადასხვა გენს. გენი - ეს არის დნმ-ის
განსაზღვრული მონაკვეთი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ცილის პირველადი
სტრუქტურის შესახებ. მაშასადამე, დნმ-ის ფუნქცია - ეს არის ჩვენს ორგანიზმში არსებული
ყველა ცილის შესახებ ინფორმაციის(ინსტრუქციის) შენახვა . აღნიშნული ცილები კი
განაპირობებენ ყველა ჩვენს ანატომიურ, ფიზიოლოგიურ თუ ქცევით პარამეტრებს.

რნმ ანუ რიბონუკლეინის მჟავა განსხვავდება დნმ-ისგან იმით, რომ 1 ჯაჭვიანია , შეიცავს
ნახშირწყალ - რიბოზას, ასევე მასში აზოტოვანი ფუძე თიმინის ნაცვლად, არის - ურაცილი.
რნმ არსებობს სამი სახის: ინფორმაციული ანუ მატრიცული, რიბოსომული და
ტრანსპორტული. ინფორმაციულ რნმ-ს დნმ-ში ჩაწერილი ინფორმაცია გამოაქვს
ბირთვიდან და მიაქვს რიბოსომებთან. რ-რნმ უბრალოდ რიბოსომის შემადგენლობაში
შედის და მის ფუნქციას განსაზღვრავს, ხოლო ტ-რნმ ახდენს ამინომჟავების
ტრანსპორტირებას რიბოსომებთან ანუ ცილის სინთეზის ადგილას.

You might also like