You are on page 1of 5

კსუ-კავკასიის საერთაშორისო უნივერიტეტი

რეფერატი: ცილის სინთეზი


სტუდენტი: გიორგი ანთაძე
პროფესორ, მასწავლებელი: დალი ღაღანიძე

თბილისი 2017
ცილის სინთეზი
ცილები ან პროტეინები — მაღალმოლეკულური ბუნებრივი ორგანული ნაერთები,
რომლებიც ამინომჟავებისაგანაა აშენებული. ცილები ცხიმებთან, ნახშირწყლებთან და
ნუკლეინის მჟავებთან ერთად ცოცხალ არსებათა შემადგენელი აუცილებელი
ქიმიური კომპონენტებია და მეტად მრავალგვარი ბიოლოგიური დანიშნულება აქვთ,
ცილები აქვთ თითქმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია (სამშენებლო,
დამცველობითი და ა.შ). თითქმის ყველა ცოცხალი უჯრედი, პროკარიოტების
ჩათვლით ახორციელებენ ცილის სინთეზს. ცილის სინთეზი რთული პროცესია
რომელიც მიმდინარეობს, გენიდან - ცილამდე.
პირველ ეტაპზე ხდება დნმ-ის შესაბამისი უბნიდან (გენიდან) ინფორმაციის გადაწერა
ამ პროცესს ტრანსკრიფცია ეწოდება, შემდეგ ხდება გადაწერილი ინფორმაციის
გადათარგმნა რიბოსომის ენაზე რასაც ტრანსლაცია ეწოდება შედეგად კი ვიღებთ
ცილას. ცილის შენებაში მონაწილეობს 20 განსხვავებული ამინომჟავა, ამინომჟავების
თანმიმდევრობა ცილის გვარობას განსაზღვრავს. თითოეულ ამინომჯავას შეესაბამება
კოდონი, კოდონი წარმოადგენს სამ ერთმანეთის არგადამფარავი ნუკლეოტიდისგან
შემდგარ თანმიმდევრობას, მთლიანად კოდონების რიცხვი 64 თითქმის ყველა
კოდონი შეესაბამება შესაბამის ამინომჟავას გარდა სტარტ კოდონისა (აუგ) და სტოპ
კოდონები (უაა, უგა, უაგ).

ტრანსკრიფცია
ტრანსკრიფცია არის პროცესი რომელიც გულისხმობს გენიდან ირნმ-ის გადაწერას.
ტრანსკრიფცია მიმდინარეობს სამ ეტაპად ინიციაცია, ელონგაცია და ტერმინაცია.
გენს გააჩნია პატარა უბანი რომელსაც პრომოტორი ეწოდება, პრომოტორი არის ასევე
სტარტის წერტილი ანუ ადგილი საიდანაც იწყება უშუალოდ ირნმ-ის გადაწერა,
პრომოტორი ასევე შეიცავს უბანს რომელსაც ეწოდება თათა ყუთი, თათა ყუთს
ამოიცნობს და დაუკავშირდება ტრანსკრიფციის ფაქტორები, რომლებიც შემდეგ
განაპირობებენ ამ უბანში რნმ პოლიმერაზას დაკავშირებას, ამ მომენტიდან იწყება
უშუალოდ ტრანსკრიფციის პროცესი (ინიციაცია), რნმ პოლიმერაზა მჭიდროდ
დაუკავშირდება დნმის მოლეკულას რაც იწვევს შესაბამის ადგილას წყალბადური
ბმის გაყოფას და აქედან იწყება რნმ ტრანსკრიპტის აშენება, შემდეგი ფაზა უკვე არის
ელონგაცია, ელონგაციის დროს რნმ პოლიმერაზა იწყებს გადაადგილებას დნმის
გასწვრივ და ხსნის ორჯაჭვიან სტრუქტურას, შესაბამის უბანში გრძელდება ირნმ-ის
შენება, გავლილ მანძილზე კი აღდგება წყალბადური ბმები. რნმ პოლიმერაზა წინ
მიიწევს და შესაბამისად იზრდება მრნმ-ის სიგრძე, მოლეკულას სიგრძეში ზრდას
განაპირობებს, ბირთვში თავისუფლად მოტივტივე ნუკლეოტიდები, რომლებიც
საყალიბო ჯაჭვის კომპლემენტარულად ლაგდებიან, რნმ პოლიმერაზას წინსვლის
დროს მის უკან დარჩენილი დნმ-ის მონაკვეთი ხელახლა აღადგენს წყალბადურ ბმებს.
ერთი დნმის ოლეკულა შეიძლება1 ტრანსკრიპტირდებოდეს რამოდენიმე რნმ
პოლიმერაზას მიერ, როგორც სატვირთო ავტომობილები მიყვებიან ერთმანეთს
საავტომობილო კოლონაში. თითოეულ ფერმენტზე ჩამოკიდებულია მრნმ- ის მზარდი
მოლეკულა, რომლის სიგრძე ასახავს ფერმენტის მიერ ყალიბის ჯაჭვზე გავლილ
მანძილს სტარტის წერტილიდან. ერთდროულად ბევრი რნმ პოლიმერაზას არსებობა
დნმის ერთ უბანზე მიუთითებს, რომ ამ ადგილას შედარებიტ მეტი რნმ სინთეზდება.
ელონგაცია კი შემდეგი სახით მიმდინარეობს. პრე მრნმ მოწყდება მზარდ რნმ-ის
ჯაჭვს როდესაც რნმ პოლიმერაზა II კვლავ აგრძელებს დნმ-ის ტრანსკრიბირებას,
პოლიმერაზა ახდენს დნმ- ზე იმ თანმიმდევრობის ტრანსკრიპირრებას, რომელსაც
პოლიადენილიზაციის სიგნალის ტანმიმდევრობა ეწოდება და კოდირებს
პოლიადენილიზაციის სიგნალს პრე მრნმ-ზე. შემდგომ, ააუააა სიგნალიდან
დაღმავალი მიმართულებით დაახლობით 10-35 ნუკლეოტიდის გავლის შემდეგ,
მზარდი რნმ-ის ტრანსკრიპტთან ასოცირებული ცილები ათავისუფლებენ მას
პოლიმერაზისგან და გამოიყოფა პრე მრნმ. პოლიმერაზა განაგრძობს ტრანსკრიფციის
პროცეს პრე-მრნმ-ის გამოყოფის წერტილიდან კიდევ ასობით ნუკლეოტიდის
მანძილზე. ტრანსკრიფციის ტერმინაცია ხდება, როდესაც პოლიმერაზა საბოლოოდ
ვარდება დნმ-დან. პრე-მრნმ-ის დასინთეზების შემდეგ, ის მოდიფიცირებას განიცდის
რნმ-ის პროცესინგის განმავლობაში.

პოსტ ტრანსლაციური მოდიფიკაცია

მრნმ-ის სინთეზის დასრულების შემდეგ ის ჯერჯერობით მზად არ არის, რომ


ტრანსლირდეს, პოსტ-ტრანლაციური მესენჯერული რნმ შეიცავს ინტრონებს და
ეგზონებს 2. საჭირო ხდება მრნმ-ის გათავისუფლება ინტრონებისაგა, რათა შემდეგში
შეფერხების გარეშე წარიმართოს ცილის სინთეზი, ამ პროცესს რნმ სპლაისინგი
ეწოდება. ბუნებრივია ყველას უჩნდება კითხვა თუ ინტრონები მაინც უნდა ამოიჭრას,
მაშ რა ბიოლოგიური მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მათ არსებობას. საქმე ისაა, რომ
ერთი გენი შეიცავს ინფორმაციას რამოდენიმე ცილის შესახებ და წინასწარ არ არის
განსაზღვრული თუ, რომელი ნაწილი იქნება ეგზონი და რომელი ნაწილი იქნება
ეგზონი, ამას განსაზღვრავს ის გარემოება თუ რომელინ ცილის სინთეზია საჭირო
მოცემულ მომენტში. დნმ-დან ჩამოვარდნილ მრნმ-სთან მივა სპეციალური
ფერმენტები სპლაისომები, რომლებიც მიზანმიმართულად ამოჭრიან ინტრონულ
უბნებს, და გადააკერებენ ეგზონებს. საინტერესოა რა მექანიზმით მიმდინარეობს რნმ
სპლაისინგი? მეცნიერებმა დაადგინეს , რომ რნმ სპლაისინგისთვის სიგნალს
წარმოადგენს ინტრონის ორივე ბოლოზე განლაგებულიმოკლე ნუკლეოტიდური

1მრნმ- ანუ მესენჯერული, მატრიცული ან ინფორმაციული რნმ


2ინტრონები და ეგზონები არის მრნმის უბნები რომელიც გააჩნია მას ტრანსკრიფციის შემდეგ, ინტრონები არ ტრანსლირდება
ამიტომ ის ბირთვში უნდა დარჩეს, ხოლო ეგზონების ერთობლიობა კი შეიცავს ინფორმაციას მოცემული ცილის სინთეზის
შესახებ.
თანმიმდევრობა, სპლაისინგის ამ ნაწილებს ამოიცნობს ნაწილაკები, რომლებსაც
მცირე ბირთვული რიბონუკლეოპროტეინები ეწოდება. მბრნპ შედგება რნმ სა და
ცილის მოლეკუსისაგან. რამოდენიმე მბრნპ ერთდება რომ ჩამოაყალიბოს კიდევ
უფრო დიდი ზომის ანსამბლი, რომელსაც უკვე სპლაისომა ეწოდება, სწორედ
სპლაისომა ურთიერთქმედებს გარკეულ საიტებთან ინტრონებზე და შედეგად
ინტრონები გამოთავისუფლდება მრნმ-სგან, ეგზონები კკი ისევ ერთდებიან. შემდეგ
რნმ-ს 5’ ბოლოზე ემაგრება კეპი, რომელიც წარმოადგენს ნუკლეოტიდ გუანინის
მოდიფიცირებულ ფორმას, ხოლო 3’ ბოლოზე პოლიადენინური კუდი. ამ ფაქტორს
დიდი ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს, ის აადვილებს მომწიფებული მრნმ-ის
ტრანსპორტს ბირთვიდან, მეორე ისინი იცავენ პოლიპეპტიდს ჰიდროლიზური
ფერმენტების ზომექმედებისგან და ასევე ეხმარებიან რიბოსომას, რომ დაუკავშირდეს
ციტოპლაზმაში გადასული მრნმ-ის 5’ ბოლოდან.

ტრანსლაცია
უკვე დასინთეზებული და მოდიფიცირებული მრმნ ბირთვის ფორების საშუალებით
გადმოვა ციტოპლაზმაში სადაც მისი წაკითხვა და შესაბამისად ცილის აშენებაც
ხდება.

ტრანსლაციის დასაწყისში მრნმ-ს დაუკავშირდება რიბოსომის მცირე სუბერთეული,


დაკავშირების ადგილს სტარტის წერტილი ეწოდება (აუგ), ამის შემდე შესაბამისი
ტრნმ, რომელიც წარმოადგენს ტრანსლატორს ტრანსლაციის პროცესში შესაბამისი
ამინომჟავით დაუკავშირდება, კომპლემენტარობის პრინციპით, შესაბამის კოდონს,
შემდეგ რიბოსომის დიდი სუბერთეულის მიმაგრებაც ხდება და იწყება ცილის
აშენება.

რიბოსომას გააჩნია სამი საიტი A,P,E საიტები A საიტში ხდება ახალი ამინომჟავის
დამატება, P საიტში მყოფი ტრნმ გადასცემს მას ამინომჟავეებს, რომ განაპირობოს
მოტანილი ამინომჟავის მიმაგრება, აქედან ის გადადის P საიტში და დაელოდება
ახალი ტრნმ-ის მოსვლას, ტრნმ-ის მოსვლისთანავე ის თავის „ტვირთს“ გადააბარებს
ახალ ტრნმ-ს და E საიტში გადაინაცვლებს საიდანაც საბოლოოდ დატოვებს
რიბოსომას და გაემართება ამინომჟავის დასაკავშირებლად რომ ისევ მიიღოს
მონაწილება სხვა ცილის სინთეზში.

ასე მიმდინარეობს ცილის აწყობა, საბოლოოდ ცილის სინთეზის ბოლო ეტაპზე


რიბოსომას დაუკავშირდება ტერმინაციის ფაქტორი და ასრულებს ცილის სინთეზს.
რიბოსომის დიდი და მცირე სუბერთეულები ერთმანეთს დაშორდებიან და
დასინთეზდება ცილა.
თუმცა ზოგჯერ ცილის სინთეზი ამით არ სრულდება, მაშინ როცა სინთეზდება
ლიზოსომის, პლაზმური მემბრანის ან საექსპორტო ცილები ამისთვის საჭიროა ცილა
მოდიფიცირდეს ხორკლიან ენდ.ბადეზე. აქ ვითარება განსხავებულია ამ შემთხვევაში
რნმ შეიცავს სპეციალუს სასიგნალო თანმიმდევრობაას რომელიც რიბოსომას,
დაუშლელად, და მრნმს მიმარტავს ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადისაკენ. აქ
ენდოპლაზმურ ბადეს აქვს რიბოსომის რეცეპტორი და სიგნალის გამომცნობი
ნაწილაკი რომელიც განაპირობებს რიბოსომის მიმაგრებას ხორკლია ენდოპლაზმურ
ბადეზე დააქ გრძელდება ცილის სინთეზი. სინთეზის დასრულების შემდეგ
რიბოსომა მოსწყდება ენდოპლაზმურ ბადეს, ცილა გადაინაცვლებს გოლჯის
აპარატში სადაც მისი დახარისხება და შესაბამის ადგილას მიმართვს ხდება.

წყარო: ტომპსონი-გენეტიკა; რუხაძე-ჰისტოლოგია; კემპბელი-ბიოლოგია; ანზორ


დიასამიძე-ზოგადი გენეტიკა.

You might also like